Home რუბრიკები პოლიტიკა მარგვინალები, ანუ პოლიტიკური ბორიაყი

მარგვინალები, ანუ პოლიტიკური ბორიაყი

541

მარგინალი ლათინური სიტყვაა და პირველადი მნიშვნელობით წიგნის კიდეს, ანუ იმ ადგილს ნიშნავს, რომელზეც მინაწერები კეთდება. მარგვინალები კი პრეზიდენტ მარგველაშვილის პოლიტიკური ტყუპისცალები, შეჯვარებული და “მთავარსარდალთან” კუდით გადანასკვული “ნაცები” არიან (რომელთა კოაბიტაციაც ამ ბოლო დროს პიკს აღწევს).

წინა კვირას, 31 მარტს, ოლიგარქის ულაყი პარლამენტის წინაშე რომ წარდგა, მეგონა, “წარდგომა” ცოტაოდენ დაძაბული იქნებოდა. ეს მოლოდინი მისი და მთავრობის დაპირისპირების გამო გამიჩნდა, მაგრამ, შენც არ მომიკვდე, ტრიბუნაზე თავს ისე გრძნობდა, როგორც თევზი _ წყალში. ოდნავი ღელვაც, არ ეტყობოდა. მერე მივხვდი, რომ სანერვიულო არც არაფერი იყო, _ დარბაზში მხოლოდ “ნაციონალები” და მათი იდეოლოგიური დედმამიშვილები ისხდნენ _ რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები და სხვები. ცხადია, პრეზიდენტმაც თავიდანვე იცოდა, რომ ეს გამოსვლა სრული ფორმალობა იქნებოდა და მას თავის პოლიტიკურ ოჯახში არანაირი დისკომფორტი არ ელოდა. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. 15-წუთიანი მოხსენების შემდეგ ტრიბუნანაციონალებმადაიკავეს და ერთადერთი, რაზეც აპელირებდნენ, იყო ის, რატომ არ ესწრებოდნენმთავარსარდლისგამოსვლას მთავრობის წარმომადგენლები.

გოკა გაბაშვილმა ერთგვარად ანუგეშა კიდეც იგნორირებული პრეზიდენტი: ის, რომ მთავრობა თქვენ არ გექვემდებარებათ, არ ნიშნავს, რომ მათ პატივი არ უნდა სცენ ხალხის მიჰერ პირდაპირი წესით არჩეულ პრეზიდენტსო. დაახლოებით ასეთივე შინაარსის იყო გიორგი ბარამიძის გამოსვლაც, _ თითქმის ათწუთიან გამოსვლაში იგი საერთოდ არ შეხებია ლარის გაუფასურებას, მასობრივ უმუშევრობასა თუ შეუსრულებელ დაპირებებს. სამაგიეროდ ბარამიძემ რამდენიმეჯერ გაიმეორა, რომ მისნიტრების არდასწრება მოხსენებაზე ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს და რომ ამით ივანიშვილი და მისი ხელისბიჭუნა ღარიბაშვილი ასუსტებენ სახელმწიფო ინსტიტუტებს მოკლედ, მარგველაშვილი მარგვინალების გარემოცვაში აღმოჩნდა და დაძაბულობაზე საუბარიც ზედმეტი იყო, პირიქით _ ეს ორსაათიანი პროცედურა მისთვის ერთგვარი ნირვანა და მორალური რეაბილიტაცია აღმოჩნდა, რადგან, მინისტრების მხრიდან სრული იგნორირების ფონზე, კაცმა, როგორც იქნა, თავიჭეშმარიტ მთავარსარდლადიგრძნო.

 დეპუტატების გამოსვლის შემდეგ ჯერი საპარლამენტო ფრაქციების თავმჯდომარეებზე მიდგა და “ნაციონალებმა” აქაც ცოფი ანთხიეს. უნიათო, უგერგილო, უუნარო… რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგეჩვენოთ, აღნიშნულ ეპითეტებს უმცირესობა არა პრეზიდენტის მისამართით, არამედ მის სანუგეშოდ და საამებლად აფრქვევდა.

ისე, პრინციპში, რა პარადოქსზეა საუბარი, მარგველაშვილი, ბოკერია, ადეიშვილი დანაცმოძრაობისსხვა გებელსები ძმადნაფიცები რომ არიან, ახალი ამბავია? ჯერ კიდევ როდის, საპრეზიდენტო სკიპტრა რომ ხელთ იპყრო, მაშინ გამოჭიმაპლასტელინმაამ პირსისხლიან ჯალათებთან ერთად ლხინის ფოტოები და მერე კომენტარიც მოაყოლა, _ პოლიტიკური შეხედულებების განსხვავებულობა მეგობრობას არ გამორიცხავსო. მართლა ასე რომ ყოფილიყო და, ჭაბუკობისდროინდელი ძმაკაცობის გარდა, საერთო არაფერი ჰქონოდათ, რა გვიჭირდა, მაგრამ, საუბედუროდ, მათი პოლიტიკური იდეოლოგიაც გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. კაცმა რომ თქვას, ეს ბუნებრივიცაა. აბა, დაფიქრდით, ნაცების პოლიტიკური გორისა რომ არ ყოფილიყო მარგველაშვილი, მის გაპრეზიდენტებას ამერიკა დაუშვებდა?!

ცხადია, დღევანდელი ხელისუფლების ყველა სუბიექტი ვაშინგტონის მიერაა დამღადასმული (სხვანაირად ხელისუფლებაში მოხვედრაზე საუბარიც ზედმეტი იქნებოდა), მაგრამ მარგველაშვილი დანაცმოძრაობამთლად ერთი პოლიტიკური სარცხვინელით აღმოჩნდნენ გაკეთებული. ამას უკვე ვერც მალავენ, სადაცაა მათი ფლირტაობა აღვირახსნილ აქტში გადაიზრდება და ქვეყანას მოევლინება ახალი პოლიტიკური ნაშიერები _ მარგვინალები, ხელისუფლების სათავეში. მომავალში ამის მცდელობის საფრთხე იმ დღესაც ნათლად გამოჩნდა, როცა პრეზიდენტი პარლამენტში წარდგა და “ნაცხროვისგან” დითირამბების გალობით ნირვანას მიეცა. კერძოდ, რას ვგულისხმობ: მიაქციეთ, ალბათყურადღება, რომ უკლებლივ ყველანაციონალიერთი და იმავე ქვეტექსტებით მიმართავდა მას, _ ხელისუფლება უნიათოა და თქვენ ხართ ერთადერთი ნათელი წერტილი ამ უგერგილოების ჯოგშიო. აი, როგორ დაასრულა თავისი გამოსვლა ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა-რეგიონების” თავმჯდომარემ ტარიელ ლონდარიძემ: “ბატონო პრეზიდენტო, დიდ პატივს გცემთ, დღევანდელი რეიტინგებიც აჩვენებს, რომ თქვენი რეიტინგი თანდათან მატულობს, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ნელნელა აღწევთ თავს ბიძინა ივანიშვილის გავლენას. დღევანდელ მთავრობასაც ვურჩევ, რომ ივანიშვილის გავლენას თავი დააღწიოს. დარწმუნებული იყავით უმრავლესობაც, რომ მეტად წარმატებულნი იქნებით. როდესაც უმაღლესი მთავარსარდლის მოხსენებას არ ესწრება, ვთქვათ, თავდაცვის მინისტრი, ჩემთვის ეს ყოვლად მიუღებელია. პირდაპირ ვიტყვი, რომ ამ ხელისუფლების დრო ამოწურულია, ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. მოვუწოდებ პრეზიდენტს, უმრავლესობასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად, მომავალი კრიზისული მთავრობის . . კადრები შეარჩიოს და დააკომპლექტოს, ხოლო გარდამავალ პერიოდში მან ქვეყანას უხელმძღვანელოს, რათა კრიზისი დაიძლიოს და ქვეყანა მომავალი არჩევნებისთვის მოემზადოს”.

არსებობს ასეთი ძველთაძველი შეგონება: “ტოლი ტოლს ეძებს”, _ კრიმინალმა ლონდარიძემ შემთხვევით არ ახსენა არც ექსპერტები და არც არასამთავრობოები. სააკაშვილმა და მისმა დანაშაულებრივმა პარტიამ კარგად იცის, რომ ხელისუფლების სათავეში მათი დაბრუნების ერთადერთი გზა არა დემოკრატიული არჩევნები, არამედ არეულობა და დესტაბილიზაციაა, იცის, რომ ამისთვის ყველაზე რეალური საშუალება ხელისუფლების პრორუსულობაშიმხილებაადა ამ საქმეში უკეთეს მოკავშირეს, ვიდრე დასავლეთის გრანტნაწოვიენჯეოებიან თუნდაც ექსპერტები არიან, ნამდვილად ვერ იპოვის. ლონდარიძემ, უბრალოდ, გაახმოვანა ის, რაზეც სააკაშვილი ოცნებობს. რაც შეეხება მიმართვას მარგველაშვილიჰსადმი, ამით ხაზი გაესვა მათ პოლიტიკურ იდენტურობას. მეტიც, შეიძლება ითქვას, ლონდარიძის გამოსვლა ერთგვარი დეკლარირება იყო გეგმისა, რომელიც ხელისუფლების ე. წ. ლიბერალური ფრთის “ნაციონალებთან” შეჯვარებას გულისხმობს. ისე, კაცმა რომ თქვას, ახალი და ალოგიკური ამ ყველაფერში არაფერია, _ იმის გათვალისწინებით, რომ მარგველაშვილის პოლიტიკური დე-ენ-ემი სააკაშვილის ხროვის იდენტურია, მარგვინალების მომრავლება გარდაუვალი იყო. ახლა საკითხავი მხოლოდ ის არის, დადებს თუ არა აშშ ფსონს ამ ახალ პოლიტიკურ ჰიბრიდზე. ეს, ალბათ, დიდწილად თვითონ მარგვინალებზეც იქნება დამოკიდებული.

საქმეს ისეთი პირი უჩანს, ქვეყანას დიდი პოლიტიკური ბორიაყი ელოდება. უკეთეს შემთხვევაში მარგვინალები არჩევნებამდე მოითმენენ და ძალაუფლების ხელში ჩაგდებას დემოკრატიული სპექტაკლით შეეცდებიან, უარეს შემთხვევაში კი საქართველოს თავზე ევრომაიდნის ღრუბელი ჩამოწვება. პრინციპში, რა განსხვავებაა, ამერიკა თუ მოინდომებს, ევრომაიდანს კი არა, ჰიროსიმა-ნაგასაკისაც მოგვიწყობს და მერე ქართული დემოკრატიით დანარჩენ “ბნელ” მსოფლიოს გააოცებს…

ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here