Home რუბრიკები პოლიტიკა ბაშარ ასადი: კრიზისები სირიასა და უკრაინაში რუსეთის დასუსტების მიზნით არის პროვოცირებული

ბაშარ ასადი: კრიზისები სირიასა და უკრაინაში რუსეთის დასუსტების მიზნით არის პროვოცირებული

797

მსოფლიოში მიმდინარე პროცესები საზოგადოებრიობის შეშფოთებას იწვევს. უკრაინაში, ავღანეთში, ერაყში, აფრიკის რამდენიმე ქვეყანასა და სირიაში მწვავე კონფლიქტის შედეგად ყოველდღე იღუპებიან ადამიანები. და ეს პროცესები თითქოს ერთი ხელით იმართება. 

მკითხველისთვის, ალბათ, ინტერესმოკლებული არ იქნება იმის შეტყობა, რამ გამოიწვია საომარი დაპირისპირება საქართველოსგან 1000 კმით დაშორებულ სირიაში, სადაც სამთავრობო ჯარები უცხო ძალების მიერ შეიარაღებულ და დაფინანსებულ ტერორისტულ დაჯგუფებებს ებრძვიანშემოკლებით ვბეჭდავთ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადთან ინტერვიუს, რომელიც მას საინფორმაციო სააგენტო TACC-ის ჟურნალისტებმა ჩამოართვეს.

_ როგორ აფასებთ მოსკოვში აპრილში დაგეგმილ კონსულტაციებს სირიის საკითხებზე? ვინ იქნება სირიის წარმომადგენელი და რა არის საჭირო სირიელთა შორის დიალოგის დასაწყებად?

_ ჩვენ ამ რაუნდსა და რუსეთის ინიციატივას დადებითად ვაფასებთ, ის ძალიან მნიშვნელოვანია. დასავლეთის ქვეყნები ყველაფერს აკეთებდნენ იმისათვის, რომ ომი გაჩაღებულიყო სირიაში და მთლიანად რეგიონში, ზოგჯერ ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით, ზოგჯერ _ ხალხებისადმი მხარდაჭერის, რომლებიც აჯანყდნენ თავისუფლების მოსაპოვებლად, აგრეთვე, სხვა ცრუ საბაბით, რომლებიც დასავლეთის მედიასაშუალებებით ვრცელდება.

რუსეთის ინიციატივა მნიშვნელოვანია, რადგან მან დაამტკიცა თავისი ერთგულება სირიაში ვითარების პოლიტიკური გზით დარეგულირებისადმი და ჩაშალა იმ დასავლელთა გეგმები, რომლებიც ომისკენ მოუწოდებენ, განსაკუთრებით _ აშშ-ში, საფრანგეთსა და ბრიტანეთში, როგორც ეს მათ უკრაინაში გააკეთეს. ისინი, ვინც ომისკენ მოუწოდებენ, უკრაინის კონფლიქტის ერთ მხარეს აიარაღებენ რეჟიმის შესაცვლელად და იმედოვნებენ, რომ შემდგომ იმავეს გააკეთებენ რუსეთშიც.

რუსეთი ამჟამად სირიელთა შორის დიალოგის დასაწყებად მედიატორის როლს ასრულებს და თავის თვალსაზრისს თავს არ გვახვევს.

_ სირიაში, კონკრეტულად, სანაპიროზე მდებარე ტარტუსში, ფუნქციონირებას განაგრძობს რუსეთის სამხედროსაზღვაო ფლოტის ტექნიკური უზრუნველყოფის პუნქტი. ახლა თუ არა, მომავალში მაინც თუ განიხილავთ მის გარდაქმნას რუსეთის სრულფასოვან სამხედროსაზღვაო ბაზად?

_ რაც შეეხება რუსეთის ყოფნას მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთში, სირიის პორტ ტარტუსში, ეს აუცილებელია შესანარჩუნებლად ბალანსისა, რომელიც მსოფლიომ დაკარგა 20 წელიწადზე მეტი ხნის წინათ, სსრკ-ის დაშლის შემდეგ. ჩვენ ვთვლით, რომ, რაც უფრო გაძლიერდება რუსეთის ყოფნა ჩვენს რეგიონში, მით მეტად სტაბილური იქნება ის. ჩვენ ამ გეგმას, რა თქმა უნდა, მივესალმებით.

_ იმ ნაბიჯებს შორის, რომლებიც მიმართულია სირიაში ვითარების პოლიტიკური გზით რეგულირებისკენ, კვლავ რჩება გაეროს სპეცწარმომადგენლის _ სტეფან დე მისტურის ინიციატივა ალეპოშიკონფლიქტის გაყინვისთაობაზე. თუმცა ცოტა ხნის წინათ ზოგიერთმა ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ უარს ამბობს ამ ინიციატივაზე. როგორ შეაფასებთ დე მისტურის საქმიანობას?

_ მისტურის ინიციატივის ძირითადი მიზანი მუქარის მოხსნაა ალეპოს მოსახლეობისთვის. ეს ინიციატივა დამოკიდებულია სხვადასხვა მხარეზე. სირიის მთავრობასთან თანამშრომლობაზეც და “ბოევიკ”-ტერორისტებზეც, რომლებიც ალეპოს სხვადასხვა რაიონში არიან გამაგრებულნი. ზოგიერთიბოევიკისხვა სახელმწიფოს გავლენის ქვეშ იმყოფება. ალეპოში მოქმედ ყველა ტერორისტულ დაჯგუფებას მხარს უჭერს თურქეთი, სწორედ ამიტომ ამ ძალებმა უარი თქვეს დე მისტურისთან თანამშრომლობაზე და თვითონ ინიციატივაც უარყვეს. მისტურის ინიციატივას აქვს წარმატების შანსი, თუკი თურქეთი და სხვა სახელმწიფოები, რომლებიცბოევიკებსაფინანსებენ, შეწყვეტენ სირიის საშინაო საქმეებში ჩარევას.

_ როდესაც სირიაში სამოქალაქო ომი გაჩაღდა, ბევრი პოლიტიკოსი ამბობდა, რომ თქვენი პრეზიდენტობის დღეები დათვლილი იყო. მაგრამ ვხედავთ, რომ ასე არ არის. ახლა დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ სირიაში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საქმე პრეზიდენტ ბაშარ ასადის მონაწილეობის გარეშე უნდა წარიმართოს. არის კი ეს შესაძლებელი?

_ განცხადებები, რომლებიც გვესმის კრიზისის დაწყებიდანვე, გამოხატავს დასავლეთის ხედვას, რომელიც კოლონიურია. დასავლეთისთვის მიუღებელია პარტნიორული ურთიერთობები. თუკი მათ არ მოსწონთ რომელიმე სახელმწიფო, ცდილობენ, შეცვალონ მთავრობა და პრეზიდენტი. როდესაც ამ ლოგიკას მიმართავენ, ხალხის აზრს არ ითვალისწინებენ. მათთვის ყველაფერი მარტივია: არ მოგვწონს პრეზიდენტი, _ ჩვენ მას შევცვლით. მაგრამ დღეს ხალხები არ ეთანხმებიან იმას, რომ მათ მომავალს, ბედს ან იმას, ვინ იქნება მათი მმართველი, უცხოეთიდან წყვეტდნენ. ასეთი რამ ხდება უკრაინაში. და ეს მათი მიზანია რუსეთშიც.

მათ არ მოსწონთ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ცდილობენ მის დემონიზაციას. ასეა ყველგან. მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სირიელი ხალხი თვითონ გადაწყვეტს თავის ბედს და ჩვენ არ გვადარდებს, ილაპარაკებენ თუ არა ისინი პრეზიდენტის გადადგომაზე ან დარჩენაზე, აღიარებენ მას ლეგიტიმურად თუ არა. ჩემი ლეგიტიმურობის წყარო არის ხალხი. ხალხის მხარდაჭერა სირიაში სახელმწიფო ინსტიტუტების ურყევობის საფუძველია.

სირიელთა შორის დიალოგი წარმატებით რომ წარიმართოს, საჭიროა უცხოეთის ჩარევის განეიტრალება და ტერორისტებისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტა თურქეთიდან, საუდის არაბეთიდან, ყატარიდან და რიგი ევროპული სახელმწიფოებიდან. აგრეთვე, უნდა შეწყდეს “ბოევიკების” დაფინანსება, განსაკუთრებით _ საუდის არაბეთიდან და ყატარიდან. ასეთ შემთხვევაში ვითარების პოლიტიკური მეთოდებით რეგულირების პროცესი უფრო მარტივად წარიმართება.

_ ყველა ქვეყანაში არის შუღლის ჩამოგდების შესაძლებლობა სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფსა და ეროვნებას შორის, რით შეიძლება ამას წინ აღვუდგეთ?

_ ბუნებრივია, თუკი არსებობს კონფესიათაშორისი პრობლემა, რომელიც განხეთქილებას იწვევს საზოგადოებაში, სხვა სახელმწიფოებისთვის ადვილია ამით ვითარების დესტაბილიზაცია. ზოგიერთი სახელმწიფო ცდილობდა, ეს ფაქტორი რუსეთშიც გამოეყენებინა, როდესაც მხარი დაუჭირეს ექსტრემისტულ დაჯგუფებებს. დასავლეთის მთავარი მიზანი რუს საზოგადოებაში განხეთქილების შეტანა და ქვეყნის, სახელმწიფოს დასუსტებაა, შეიძლება _ რუსეთის დაშლაც. აი, ასეთ გეგმებს აწყობენ რუსეთისა და სირიის წინააღმდეგ. კრიზისები სირიასა და უკრაინაში რუსეთის დასუსტების მიზნით არის პროვოცირებული…

ამიტომ სახელმწიფომ პრევენციული რეაგირება უნდა შეძლოს ასეთ მუქარაზე, დაიცვას ტერიტორიული მთლიანობა, რწმენის თავისუფლება, აზრის თავისუფლება. ეს უფლებები დაცულია სირიაში, რაც უმნიშვნელოვანესი მიზეზია სირიის საზოგადოების ურყევობისა, მიუხედავად იმისა, რომ ლოზუნგები, რომლებსაც უცხოური მედიასაშუალებები, აგრეთვე, ტერორისტები იყენებენ, მიმართულია განხეთქილების შემოტანისკენ, განსაკუთრებით _ კონფესიათაშორისი დაპირისპირებისკენ.

_ თქვენი აზრით, რა იყო დასავლეთის მხრიდან თქვენზე ზემოქმედების მიზეზი, ვიდრე სირიაში კონფლიქტი იფეთქებდა?

_ კვლავ დავუბრუნდები მენტალიტეტს დასავლეთისა, რომელიც აქამდე ცხოვრობს კოლონიალიზმის ეპოქაში. დასავლეთისთვის მოუღებელია პარტნიორობა. მისთვის აუცილებელია, დაიმორჩილოს. თვით დასავლეთშიც კი აშშ არ სჭირდება პარტნიორები, ევროპელების დამორჩილება სურს. ისინი არასოდეს თვლიდნენ რუსეთს პარტნიორად, რადგან რუსეთი დიდი სახელმწიფოა, და, ბუნებრივია, ისინი არად ჩააგდებენ ისეთ პატარა სახელმწიფოს, როგორიც სირიაა. დასავლეთს არ სურს ჩვენი “არას” გაგონება იმ საკითხებზე, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენს ინტერესებს. ზოგჯერ ცდილობდნენ ჩვენზე ზემოქმედებას, რათა უარი გვეთქვა ისრაელის მიერ ოკუპირებული სირიის ტერიტორიებზე. ითხოვენ, უარი ვთქვათ პალესტინასა და ლიბანში წინააღმდეგობის მოძრაობების მხარდაჭერაზე. კრიზისამდე ზემოქმედებდნენ, რომ დავშორებოდით ირანს ან პირიქით _ სურდათ, ჩვენი ურთიერთობა თეირანთან ბირთვული დოსიეს კონტექსტში გამოეყენებინათ, რათა დაგვერწმუნებინა ირანი, თავისი ინტერესების წინააღმდეგ წასულიყო. და ჩვენ უარი ვთქვით.

დასავლეთის მოთხოვნა მიმართული იყო სირიის სახელმწიფოს დამორჩილებასა და რეგიონში დასავლურ პროექტებში ჩართვისკენ, რომ დავთანხმებოდით, გავხდებოდით კარგი, ზომიერი და დემოკრატიული სახელმწიფო. დღეს დასავლეთი ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა არადემოკრატულია; ამასთანავე, კარგი ურთიერთობა აქვს საუდის არაბეთთან, რომელსაც საერთო არაფერი აქვს დემოკრატიასთან. იქ არ არის არჩევნები, ქალები უუფლებონი არიან და ბევრი ისეთი რამ ხდება, რაც ყველამ იცის. აი, ამაში მდგომარეობს დასავლური თვალთმაქცობა.

_ დღეს რას ითხოვს დასავლეთი სირიისგან, რა პირობებს გიყენებთ?

_ სურთ, რომ მარიონეტებად ვიქცეთ. როდესაც ვამბობ დასავლეთს, მხედველობაში, უწინარესად, მაქვს აშშ, საფრანგეთი, ბრიტანეთი. ამ ქვეყნებს არ სურთ ვითარების პოლიტიკური მეთოდებით რეგულირება. მათთვის პოლიტიკური მეთოდებით რეგულირება სახელმწიფოს ნგრევასა და რეჟიმის შეცვლაში მდგომარეობს, როგორც ეს მოხდა უკრაინაში. ხოლო, თუ ხელისუფლების სათავეში დარჩება ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი, იტყვიან, რომ ის დიქტატორია და თავის ხალხს ხოცავს, მათ ყველგან სურთ ომის გაჩაღება და ხელისუფლების შეცვლა.

_ აშშის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ ცოტა ხნის წინათ ტელეარხსიენენსგანუცხადა, რომ მზად არის სირიის ხელისუფლებასთან მოსალაპარაკებლად, თუმცა შემდეგ ეს სახელმწიფო დეპარტამენტმა უარყო. რა ვითარებაა სინამდვილეში? აშშ რამე წინადადებით თუ გამოვიდა სირიის მიმართ?

_ მსოფლიო მიეჩვია, რომ ამერიკის ოფიციალური პირები დღეს ერთს ლაპარაკობენ, ხვალ _ მეორეს. სხვაგვარადაც ხდება ხოლმე. ერთი მაღალჩინოსანი რაღაცას ამბობს, მეორე _ უარყოფს. ეს ასახავს იმ ბრძოლას, რომელიც მიმდინარეობს აშშ-ის ადმინისტრაციის შიგნით და ამერიკის პოლიტიკურ ველზე მოქმედ ლობებს შორის.

სირიისა და უკრაინის გარშემო ძირითადი ბრძოლა გაჩაღდა ორ ბანაკს შორის. პირველ ბანაკს სურს ომი, პირდაპირი სამხედრო ჩარევა სირიისა და ერაყის საქმეებში, უკრაინაში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა (შეიძლება, ნატოს ძალებისაც), იარაღის მიწოდება.

მეორე ბანაკი გამოდის ჩარევის წინააღმდეგ, რადგან წარსულში წარმოებული ომების გაკვეთილებს ითვალისწინებს. ვიეტნამით დაწყებული, ერაყით დამთავრებული, აშშ-ს არც ერთი ომი წარმატებით არ დაუსრულებია. ერთადერთი, რაშიც მათ წარმატებას მიაღწიეს, არის ნგრევა. მარცხდებოდნენ და მიდიოდნენ დანგრეული ქვეყნიდან.

მიუხედავად ზემოხსენებული განცხადებისა (ჯონ კერის _ რედ.), ვერ ვხედავთ რეალურ ცვლილებებს ამერიკის პოზიციებში. ჩვენ ვხედავთ, რომ რადიკალთა ბანაკი ძველებურად განსაზღვრავს აშშ-ის პოლიტიკას მსოფლიოში. სირიის მიმართ კი აშშ-ის პოლიტიკა უცვლელია. ჩვენსა და ამერიკელებს შორის არ არის დიალოგი. ამჟამად ამერიკელებს სურთ, დაანგრიონ სირიის სახელმწიფო და მარიონეტად აქციონ.

რაც შეეხება “ისლამურ სახელმწიფოს” დასავლეთი ამ ტერორისტულ სტრუქტურას სხვა ქვეყნების დასაშანტაჟებლად იყენებს.

www.TASS.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here