Home რუბრიკები პოლიტიკა რა შეიძლება ასწავლოს ბალტიისპირეთმა საქართველოს?

რა შეიძლება ასწავლოს ბალტიისპირეთმა საქართველოს?

502

ბალტიისპირეთს საქართველოს მიმართ უკავია დამრიგებლისა და აღმზრდელის პოზიცია, და თავის მაგალითით აჩვენებს, როგორ უნდა იცხოვრო, ვისთან იმეგობრო, ვისთან საერთო არაფერი უნდა გქონდეს. პორტალმა ღუBალტიც.რუ-მ შეიტყო, რა დამოკიდებულება აქვთ ამ საკითხისადმი თვითონ საქართველოში და ქვეყანაში არსებული ვითარების განხილვა პოლიტოლოგს, გლობალიზაციის პრობლემების კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს _ ალექსანდრე ჭაჭიას სთხოვა:

_ საქართველოს არცთუ იშვიათად უწოდებენახალ პოსტსაბჭოთა ბალტიისპირეთს”. თქვენი აზრით, რასთან არის ეს დაკავშირებული?

_ არ ვიცი, სახელდობრ რა იგულისხმება “ახალ პოსტსაბჭოთა ბალტიისპირეთში”. თუ საუბარია ცხოვრების ძალიან დაბალ დონეზე, ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაციის არნახულ ტემპზე, საბჭოთა წარსულის ისტერიკულ ლანძღვაზე, ანუ იმ პერიოდის გაბიაბრუებაზე, როდესაც ერთ ქვეყანაში ვიყავით, მაშინ _ კი, ვგავართ. მეტიც _ თუ მხედველობაში მივიღებთ, რომ, როგორც ბალტიისპირეთში, ისე საქართველოში ჭეშმარიტი ბატონპატრონები ამერიკის ელჩები არიან, და რომ ისინი ისე იქცევიან, როგორც გენერალგუბერნატორები კოლონიებში, მაშინ სწორია, ყველა ამ პარამეტრით, განსაზღვრებაახალი პოსტსაბჭოთა ბალტიისპირეთისამართლიანია.

_ სჭირდება კი ქვეყანას ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მხრიდან დამრიგებლობა ან მეურვეობა?

_ გამონათქვამი “ბალტიისპირეთის სახელმწიფოების მეურვეობა”, საერთოდ, ძალიან სასაცილოდ ჟღერს, რადგან ბალტიისპირეთის სახელმწიფოები ისეთ კატასტროფულ მდგომარეობაში იმყოფებიან, რომ მათ ვიღაცის არც მეურვეობის შესაძლებლობა გააჩნიათ და არც მორალური უფლება.

საქმე ის არის, რომ საქართველოში ნათელი წარმოდგენა არ აქვთ, დღეს რეალურად რას წარმოადგენს ლიტვა, ლატვია და ესტონეთი.

საქართველოში ამერიკელი პროპაგანდისტების ძალისხმევით, მრავალი წელია, მიმდინარეობს საინფორმაციო შეტევა, მიმართული იმისკენ, რომ აჩვენონ, რა წარმატებული არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები: შევიდნენ ევროკავშირში, ნატოში, უზრუნველყოფენ თავიანთ ეროვნულ უსაფრთხოებას, ხალხი იქ კარგად და კეთილდღეობაში ცხოვრობს. აი, ამ პროპაგანდას ეწევიან სახელმწიფოებრივ დონეზე საქართველოში. ვფიქრობ, ასეთივე პროპაგანდაა მეზობელ ქვეყნებშიც _ სომხეთსა და აზერბაიჯანში.

თუმცა იმ ადამიანებმა, რომლებისთვისაც ცნობილია რეალური ვითარება ბალტიისპირეთის ქვეყნებში, იციან, რომ ემიგრაციის ისეთი მასშტაბები, როგორიც დღეს იქ არის, არასოდეს ყოფილა. კარგ ცხოვრებას კი, მოგეხსენებათ, ხალხი არ გაურბის. მოსახლეობის ცხოვრების დონე უკიდურესად დაბალია. პრინციპში, ისეთივე ვითარებაა, როგორც საქართველოში, მაგრამ დასავლური პროპაგანდა ქართველებსა და სხვა პოსტსაბჭოთა ხალხებს თავს ახვევს ბალტიისპირეთის რესპუბლიკების კეთილდღეობის მითს, რათა წარმოაჩინონ ნატოში შესვლისგან ვითომ მიღებული დადებითი ეფექტი.

_ ქვეყნის განვითარების რა გზებს ხედავთ დღეს?

_ არის თეორიული გზები და არის შექმნილი რეალობის შესაბამისი გზები. თეორიულად, საქართველოს პოლიტიკურმა ელიტამ უარი უნდა თქვას ნატოსა და ევროკავშირში შესვლის იდეის მანიაკურ მიმდევრობაზე, გადახედოს ქვეყნის საგარეოპოლიტიკურ კურსს და განსაზღვროს საქართველოს ადგილი და როლი რეგიონში, მოხაზოს ქვეყნის სტრატეგიული განვითარების რეალური პერსპექტივები, გამომდინარე იმ აუცილებლობებიდან, რომლებიც საჭიროა ნორმალური ურთიერთობების, თუნდაც საერთო ეკონომიკური და ჰუმანიტარული სივრცის აღსადგენად საქართველოს იმ ნაწილებთან, რომლებიც ბოლო 20 წლის პოლიტიკის შედეგად ქვეყნისგან მოწყვეტილი აღმოჩნდა. მხედველობაში მაქვს აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, რომლებთანაც არავითარი მუშაობა, არ მიმდინარეობს თანაც, არა მხოლოდ რეინტეგრაციაზე, არამედ ნორმალური ურთიერთობის დამყარებაზეც კი იმისათვის, რომ დაიწყოს ჩვენი ხალხების წინაშე მდგარი რეალური პრობლემების განხილვა.

მიმაჩნია, რომ საქართველომ აუცილებელად უნდა განსაზღვროს, რას წარმოადგენს და როგორი მომავალი სურს: ან დარჩეს სახელმწიფოდ, სადაც ტრადიციული ქრისტიანული ფასეულობები დომინირებენ, ან განაგრძოს დეგრადირება და თავისი მოსახლეობა გადააქციოს უეროვნებო ბიოლოგიურ მასად, როგორც ამისკენ უბიძგებენ დასავლელი კურატორები.

დღეს საქართველო არ არის საერთაშორისო პოლიტიკის სუვერენული, დამოუკიდებელი სუბიექტი, რადგან მისი საგარეო პოლიტიკა ყალიბდება ამერიკელი კურატორების უშუალო კარნახით.

სამწუხაროდ, ყოველ შემთხვევაში, მოცემულ ეტაპზე, საქართველოს ყველა ხელისუფლება, არსით, წარმოადგენს მარიონეტულ ჯგუფებს, რომლებსაც არ აქვთ დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოების უნარი.

ამ წლების განმავლობაში ჩვენი ამერიკელი კოლეგები ქმნიდნენ ღრმად ეშელონირებულ პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ ამერიკელი კურატორების მითითებებზე. ამას ხელი შეუწყო იმ არასამთავრობო ორგანიზაციების კოლოსალური ქსელის შექმნამაც, რომლებიც დასავლური გრანტებით არსებობენ. ამ არასამთავროების აქტივისტთა უზარმაზარი მასიდან ჩამოყალიბდნენ მოღვაწეები, რომლებიც, ცვლიან რა ერთმანეთს ხელისუფლებაში, წარმოადგენენ, ფაქტობრივად, ერთი და იმავე პოლიტიკური ძალის ეშელონებს.

ძალა, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ეროვნული ინტერესების რეალიზაციაზე და შეძლებდა, საზოგადოებისთვის მიეწოდებინა ალტერნატიული თვალსაზრისი და სახელმწიფოს განვითარების ალტერნატიული სტრატეგია, დღეს საქართველოში არ არსებობს.

საქართველო, ამ მხრივ, ჰგავს ბევრ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას. და ეს ფაქტი განპირობებულია იმით, რომ ამ წლების განმავლობაში რუსეთს არც უცდია, ამ სახელმწიფოებში რამე პოლიტიკური როლი ეთამაშა. იგი ორიენტირებული იყო მხოლოდ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, ამით ისარგებლეს ამერიკელებმა _ გააჩაღეს ძალიან სერიოზული მუშაობა და მიაღწიეს დიდ წარმატებებს. ამაზე მეტყველებს თუნდაც უკრაინისა და საქართველოს მაგალითი.

მიმაჩნია, რომ უახლოეს წლებში რაღაც ცვლილებები საქართველოს პოზიციებში და, შესაბამისად, პოზიტიური ცვლილებები ეკონომიკასა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში, ნაკლებად სავარაუდოა.

_ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უახლოესი ორი წლის განმავლობაში ამოცანად აქვს დასახული ნატოს სტანდარტების სრულად შესაბამისი თანამედროვე და მობილური არმიის შექმნა. ამას გარდა, პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ 2006 წელს დიდი თვითდაჯერებით ლაპარაკობდა საქართველოზე, როგორც ნატოს მომავალ წევრზე. თქვენი აზრით, შევა კი ქვეყანა ოდესმე სამხედრო ალიანსში, და მთავარი _ სჭირდება ეს სახელმწიფოს?

_ ალიანსში საქართველოს შესვლაზე მხოლოდ ადგილობრივი პოლიტიკოსები ლაპარაკობენ. ქართველი მოღვაწეების გარდა, ამაზე კრინტს არავინ ძრავს. პრეზიდენტმა ობამამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ეს შეუძლებელია. პრეზიდენტმა ოლანდმა და კანცლერმა მერკელმაც ანალოგიური რამ თქვეს. ევროპის წამყვანი ქვეყნების ლიდერები და ნატოს ხელმძღვანელები ამბობენ, რომ უახლოეს მომავალში ეს შეუძლებელია, მაგრამ საქართველო ამისათვის უნდა ემზადოს. აი, ეს ფრაზა _ “საქართველო ამისთვის უნდა ემზადოს”, თითქოს წარმოაჩენს ალიანსის წამყვანი წევრების მზადყოფნას, განიხილონ ეს საკითხი, ოღონდ კონკრეტული დაპირებების გარეშე. ამ გამონათქვამს კი საქართველოში წარმოაჩენენ, როგორც დასავლეთის მყარ დაპირებას.

რისთვის სჭირდებათ ადგილობრივ პოლიტიკოსებს ზღაპარი ნატოსა და ევროკავშირში მალე შესვლაზე? იმისათვის, რომ საზოგადოებას რაღაც მიზნები დაუსახონ. სხვა მიზნები ხომ არ აქვთ. თეორიული შესაძლებლობა, ქართველი საზოგადოებისთვის განისაზღვროს რეალური მიზნები, ებჯინება პოლიტიკური კურსის შეცვლის აუცილებლობას. რჩება ერთადერთი _ ამჟამინდელი პოლიტიკისა და ნატოსა და ევროკავშირში შესვლის ოცნების გამართლება.

ამ ფოჩიან კანფეტს საქართველოს მოსახლეობა სიამოვნებით იღებდა პირველი 10 წლის განმავლობაში. რაღაც ნაწილს სააკაშვილის პერიოდშიც სჯეროდა ეს. ამჟამად კი ამის სჯერათ ან თავს გვაჩვენებენ, რომ სჯერათ, სამთავრობო და მასთან დაახლოებული წრეების, აგრეთვე, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებს, რომლებიც ამერიკული ფულით საზრდოობენ.

მე უკვე დავიღალე ამ კითხვის მოსმენით და, როდესაც მეკითხებიან საქართველოს შესვლაზე ნატოსა და ევროკავშირში, ვუპასუხებ ხოლმე ერთი ფრაზით: ვინც ამ ორ ორგანიზაციაში შესვლის დაპირებას იძლევა, ან სულელია, ან მატყუარა, მესამე არ არსებობს”.

_ ცოტა ხნის წინათ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის _ პოროშენკოს მრჩევლად დანიშნეს. საქართველოს ექსმეთაურის ამ თანამდებობაზე დანიშვნა, საეჭვოა, კადრების დეფიციტთან ყოფილიყო დაკავშირებული. აქედან კითხვა _ რამ აიძულათ, მიეწვიათ ამ პოსტზე ასეთი არაერთმნიშვნელოვანი პერსონა?

_ გასულ წლებში ამერიკელებმა კოლოსალური თანხა დახარჯეს ე. წ. ნარინჯისფერი რევოლუციის მოწინავე რაზმების მომზადებაზე, რეფორმატორებზე, რომლებიც მოწოდებულნი არიან, შეცვალონ ქვეყნის საშინაო ცხოვრება და გადაიყვანონ ისეთ კალაპოტში, რომ სახელმწიფო ეროვნულ ინტერესებს ვეღარ დაუბრუნდეს.

ბუნებრივია, როდესაც ასეთი კარგად მომზადებული და დაფინანსებული ადამიანების ჯგუფი საქართველოში უსაქმოდ დარჩა, მისი ნაწილი გადაისროლეს იქ, სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ _ უკრაინაში. სწორედ უკრაინაა ახლა ის პოლიგონი, რომელზეც ამერიკელებმა გადაწყვიტეს, მოსინჯონ ის, რაც თავის დროზე არ გამოუვიდათ საქართველოში _ რუსეთის ჩათრევა ომში.

ვფიქრობ, გავა დრო, უკრაინაში ხალხი გამოფხიზლდება და მათში გაიღვიძებს ეროვნული ღირსება, რომელიც ძალიან არის შებღალული იმ ფაქტითაც კი, რომ უკრაინელების ხელმძღვანელებად საქართველოს, ბალტიისპირეთის, პოლონეთის წარმომადგენლები მიიწვიეს. ჩემი აზრით, უკრაინელ ხალხს თავისი ისტორიის განმავლობაში არასოდეს განუცდია ასეთი დამცირება. თუმცა ადამიანებს ისე აურიეს გონება, რომ ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ, რა დამამცირებელია ეს ერისთვის; დროთა განმავლობაში, ალბათ, გამოფხიზლდებიან და ამ ყველაფერს ბოლოს მოუღებენ.

სააკაშვილისა და მისი თანაგუნდელების სხვადასხვა თანამდებობაზე დანიშვნის უკან კი დგას სწორედ აშშ-ის სურვილი, დრო და ფული არ დახარჯოს ახალი კადრების მომზადებაზე. ასეთები საკმარისად არიან მომზადებული თვითონ უკრაინაშიც, მაგრამ, როგორც ჩანს, ქართული გუნდის დამანგრეველი გამოცდილება, რომელიც საქართველოში 9 წლის განმავლობაში დააგროვეს, ისე მოსწონს ამერიკელებს, რომ გადაწყვიტეს, ეს ჯგუფი უკრაინაშიც ჩანერგონ დამანგრეველი პროცესების დასაჩქარებლად.

ირინა გრომოვა
ანალიტიკური პორტალი RuBaltic.ru

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here