Home რუბრიკები სამართალი ფარულ მოსმენაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა ამოქმედდა

ფარულ მოსმენაზე ე.წ. ორგასაღებიანი სისტემა ამოქმედდა

649

ფარულ მოსმენა-მიყურადებაზე ე. წ. ორგასაღებიანი სისტემა 31 მარტიდან ამოქმედდა.

2015 წლის 31 მარტიდან პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს ეძლევა ფარული სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის განხორციელებაზე ზედამხედველობის შესაძლებლობა _ პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი კანონი ძალაში სწორედ ამ დღიდან შედის.


ამ კანონის მიხედვით, ამოქმედდება ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების ე. წ. ორეტაპიანი ელექტრონული სისტემა, როცა ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებაზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისგან ელექტრონული თანხმობის გაცემა იქნება საჭირო. საგამოძიებო მოქმედებებზე განხორციელებული კონტროლის შედეგების შესახებ ანგარიშს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი და შინაგან საქმეთა სამინისტრო წელიწადში ორჯერ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს წარუდგენს.

ფარული მოსმენების “გასაღებზე” მმართველ უმრავლესობაში ორი ალტერნატიული პროექტი მომზადდა. ერთის ავტორი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ვახტანგ ხმალაძე იყო, ხოლო მეორე ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძესა და ირაკლი სესიაშვილს ეკუთვნოდათ. პარლამენტმა “ქართულო ოცნების” მხარდაჭერით სწორედ ბესელია-სესიაშვილი-ფოფხაძის პროექტი მიიღო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here