Home რუბრიკები პოლიტიკა NDI-დან IRI-მდე

NDI-დან IRI-მდე

631

პირველი აბრევიატურა ქართულად ასე იშიფრება: აშშ-ის ნაციონალური დემოკრატიული ინსტიტუტი; ხოლო მეორე _ როგორც აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი, ანუ ორივე ერთი მედლის ორი მხარეა მხოლოდ და აქედან გამომდინარე, ეს ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციები სინამდვილეში აშშ-ის შესაბამისი სახელისუფლო პარტიების _ რესპუბლიკელი სპილოებისა და დემოკრატი ვირების (შეურაცხყოფად ნუ ჩამითვლით, ქართველო იანკიფილებო, ეს კეთილშობილი ცხოველები ამ პარტიების სიმბოლოებია) _ ფილიალებია ამა თუ იმ ქვეყნაში, რომლებშიც, საქართველოს მსგავსად, დემოკრატიის ანა-ბანას სწავლების საჭიროებას ხედავს ძია სემი და ამიტომ გულუხვად აფინანსებს.


ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ, ვინც ფულს იხდის, მუსიკასაც ის უკვეთს, სრულიად გასაგებია ლუის ნავაროსა და ახლა უკვე ანდრეას ქებსის მელოდიები: პირველმა, ალბათ, გახსოვთ, 2012 წლის არჩევნების წინ ქრისტიანდემოკრატების ოდიოზურ ლიდერს _ გიორგი თარგამაძეს უფრო მაღალი რეიტინგი მიანიჭა, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს, ხოლო მეორე, რას და, რაც მთავრია, რა მიზნით ბოდავს საკუთარ . . კვლევებში, ამაზე ქვემოთ შევეცდებით საუბარსა და ანალიზს

“ნაცების” მიერ 21 მარტს დაანონსებული გრანდიოზული საპროტესტო აქციისადმი მავანთა აპოკალიფსური მოლოდინისა (მათ შორის ჩემიც _ ნამდვილად მეგონა, რომ კოჰაბიტაციური მიქსტურით რეანიმირებული “ნაცბანდა” რაღაც კიევის მსგავსი მაიდნის მოწყობას ეცდებოდა, რასაც “ნაცების” შეუზღუდავი ფინანსური რესურსი მაფიქრებინებდა) და, მილიონობით ლარის დახარჯვის მიუხედავად, 21 მარტის აქციას გრანდიოზულს ვერ ვუწოდებ, ვერც “ნაცების” მიერვე დეკლარირებულ ბრძოლის ახალი ეტაპის დასაწყისს.

21 მარტს, გაზაფხულის ბუნიობის დღეს, თუ რამ დაიწყო, მხოლოდნაცბანდისდასასრული და სწორედ ამან შეაშფოთანაცებისამერიკელი პატრონები და IRI-ისდროულირეიტინგებიც სწორედ ამ შეშფოთების გამოძახილია, სხვა არაფერი!

თვითონ განსაჯეთ:

*კოალიციაქართული ოცნების” 36 %, მაგრამ მაინც პირველი ადგილი, შეიძლება ახლოსაც იყოს სიმართლესთან, იმდენად დიდია ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილო ადამიანთა რიცხვი

*მაგრამ რაზე მიგვანიშნებსნაცების” 14 % და, რაც ყველაზე სასაცილოა, ირაკლი ალასანიას პარტიის 10 %? _ რაზე და გამოდის, კოალიციაქართული ოცნებისრეიტინგის დაცემა ალასანიას პარტიის რეიტინგის აწევას ნიშნავს?

ისემც კარგი დაემართოთ ალასანიას ოკეანისგაღმელ ბატონებს!

ირაკლი ალასანიას პარტიას, 10 % კი არა, საერთოდაც, როგორც იტყვიან, პულსი რომ არ ესინჯება საქართველოში (ჰო, საქართველოში, თორემ ალასანიას ბოსების ამერიკაში _ იცოცხლე!), ბავშვმაც კი იცის. და რატომ, იცით?

თავისუფალი დემოკრატები თანდათან დაემსგავსნენ “ნაციონალებისა” და ქრისტიან-დემოკრატების ერთგვარ სიმბიოზს!..

ანუ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ოდიოზურობით გიგა ბოკერიასა და გიორგი თარგამაძეს გვაგონებს, ხოლო ამ პარტიის . . სახეები: პეტრიაშვილები, აბაშიძედოლიძეები და კიდევ ერთი ქალბატონი, რომლის სახელსაც ვერ ვიხსენებ, რომ იტყვიან, ტოლს არ უდებენ ჩიორა თაქთაქიშვილს, თარგამაძეგაბაშვილებს, ჯაფარიძემაჭავარიანების მსგავს პარტიულროჟებსსაზოგადოებაში მათ მიმართ არსებულპოპულარობასიყვარულში”…

*ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს პრეზიდენტ მარგველაშვილის 62 %,  მიუხედავად იმისა, რომ იგი ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, წარმატებული მინისტრის _ სერგიენკოს მაჩვენებელს მიაბეს ეშმაკურად. ამ პლასტელინს თავი ზოგჯერ მართლაც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ჰგონია და არა ბიძინა ივანიშვილის ყოფილი “შნირი” და მაშინ დროებით გადადებს საქსოვ ჩხირებსა და პრეზიდენტობანას თამაშს იწყებს ხოლმე…

აქედან გამომდინარე, ალასანიას მიმართ ნდობის 58% და ღარიბაშვილის მეოთხე ადგილი ყურით მოთრეული რომ არის, მგონი, არ უნდა იყოს სადავო, როგორც რესპუბლიკელების 13%, პარტიისა, რომლის რეიტინგი არასოდეს ასცილებია 2-3 პროცენტს!

*ლეიბორისტების 6%-ც გასაგებია _ როგორც ყველა სოფელში უნდა იყოს ერთი გიჟი, ასევე, ყველა პარლამენტში უნდა იყოს ერთი-ორი ლეიბორისტი!

მოკლედ, ერთი ცნობილი შეგონების მცირე პერიფრაზით ვიტყვი _ მითხარი, ვის მოსწონს IRI-ის რეიტინგები და გეტყვი, ვინ ხარ შენ!

“ნაცები”, ალასანია, რესპუბლიკელები და პრეზიდენტი მარგველაშვილი _ აი, ხალხი, რომელთაც არანაირი კითხვები არ გასჩენიათ ამ რეიტინგების მიმართ!

ზემოთქმულიდან იმ დასკვნის გაკეთება შეიძლება, რომ IRI მორიგი ე. წ. კვლევის მიზანი სხვა არაფერია, თუ არა:

1. “ნაციონალური მოძრაობისგადარჩენა, რომელსაც ქართველი ხალხის გულში ვერანაირმა კოაბიტაციამ ვერ დაუმკვიდრა ადგილი;

2. “ნაციონალების” 14%, რესპუბლიკელების 13% , ალასანიას 10% და მარგველაშვილის 62 % იმაზე მიანიშნებს, რომ მომავალ არჩევნებზე ვაშინგტონის ძალისხმევა მიმართული იქნებანაცები”-ალასანიარესპუბლიკელების სახით ახალი უმრავლესობის ჩამოყალიბებისკენ!

როგორ?

მსგავსი რაღაცების დიდოსტატები რომ არიან, ეს თუნდაც 2008 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებზე გამოჩნდა, როდესაც “გრეჩიხას” (ლევან გაჩეჩილაძეს) ხელი ააღებინეს პრაქტიკულად მოგებულ პრეზიდენტობაზე და პარლამენტში კვლავ “ნაცების” უმრავლესობა უზრუნველყვეს!

2012-შიც ანალოგიური გეგმა ჰქონდათ, მაგრამ ციხის სკანდალურმა კადრებმა ყალყზე შეაყენა სრულიად საქართველო და დასავლეთში “ნაცების” მიერ ჩაწყობილი “რამსები” აირ-დაირია. ამიტომაც მოვიდა ივანიშვილის კოალიცია უმრავლესობით, თორემ, რომ არა ეს ფაქტორები, დღეს ივანიშვილის კოალიცია ჰა-ჰა, 20-22 %-ს მიიღებდა და ოპოზიციაში იქნებოდა, სააკაშვილი კი პრემიერის რანგში კვლავ ავლაბრის სასახლეში გამოიჭიმებოდა!

სწორედ იმიტომ, რომ “რამსები” აერიათ, მოიგონეს ეს დაწყევლილი კოაბიტაცია და წარსულს თავი დაანებეთ, მხოლოდ წინ იყურეთ, ქართველებოო, _ გვაიძულებდნენ!

დღემდე ჯიუტად ვითხოვთ ქართველები სამართლიანობის აღდგენას, მაგრამ ეტყობა, ისე ვერ ვითხოვთ, როგორც საჭიროა, თორემ იური ვაზაგაშვილის მკვლელობას ვერ გაბედავდნენ, მაგრამ, აჰა, გაგვიბედეს კი არა, შვილის მკვლელის დასჯის მაძიებელ ვაზაგაშვილს ღირსების შელახვისა და წართმეული ბიზნესის საქმეში დამნაშავეთა დასჯის მაძიებელი ბესო ხარძიანი საკუთარ სადარბაზოში წააკლეს!

ეს იმიტომ, რომ ქართველმა საზოგადოებამ ვაზაგაშვილის საქმეში ხელისუფლებას პაუზის უფლება მივეცით, “პატრიოტთა ალიანსმა” აღარ განაგრძო 31 იანვარს დაწყებული მრავალათასიანი აქციები და, აჰა, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ თუ ვინმეს ეგონა, რომ სისხლისმსმელ “ნაცზონდერებს” გამწარებული ხალხი “დაუპადიეზდებდა”, პირიქით _ ბესო ხარძიანს “დაუპადიეზდეს” და ქონებაწართმეულ კაცს სიცოცხლეც წაართვეს…

რეიტინგები, პარტიები, არჩევნები, ამერიკა, კოაბიტაცია, ვაზაგაშვილი, ხარძიანი და ა. შ. _ ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული.

თავიდათავი მიზეზი ჩვენი უბედურებებისა კი არის ის, რომ, ბოლო 20 წელიწადია, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის გარედან, ამ შემთხვევაში თეთრი სახლის “ობკომიდან”, საქართველოში აშშ-ის საელჩოდან (გინდაც რუსეთი იყოს, არ აქვს მნიშვნელობა _ “ობკომი” “ობკომია”) იმართება და, ვიდრე ამ მმართველობას არ დავასრულებთ, არაფერი გვეშველება.

მანამდე კი უნდა მოვაწყოთ პერმანენტული, მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები, რათა ყოფილი ზონდერები მაინც, ყოველგვარი პრეზუმფციის გარეშე, ჩავსვათ იქ, საიდანაც ვეღარ “დაგვიპადიეზდებენ”; მათი ოჯახის წევრები კი უნამუსოდ ვეღარ აიფარებენ ე. წ. უდანაშაულობის პრეზუმფციას!

დავით მხეიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here