Home რუბრიკები პოლიტიკა ომი უკანასკნელ უკრაინელამდე, ანუ მსხვერპლშეწირვა დემოკრატიულად

ომი უკანასკნელ უკრაინელამდე, ანუ მსხვერპლშეწირვა დემოკრატიულად

556

აშშ ყოველთვის იბრძოდა “დემოკრატიის ზეობისა” და “ადამიანის უფლებების დასაცავად”. იბრძოდა ლაოსში, ვიეტნამში, კორეაში, იუგოსლავიაში, სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის ბევრ ქვეყანაში. ჩვენთანაც იბრძოდა (“ვარდების რევოლუცია”, ცხინვალის ომი) და, როგორც ეტყობა, ბრძოლას კვლავაც განაგრძობს აბორიგენი მოღალატეების დახმარებითა და ხელშეწყობით.

ამერიკელებმა ორი ატომური ბომბი “უფეშქაშეს” იაპონიის მშვიდობიან მოსახლეობას, თუმცა ომის ბედი ამ ბომბებმა ვერ გადაწყვიტა, რადგან ვერაფერი დააკლო მანჩჟურიაში მყოფ იაპონელების მთავარ ძალას _ მილიონიან კვანტუნის არმიას, რომელიც ოდნავ მოგვიანებით სასტიკად დაამარცხა საბჭოთა ჯარმა. ამ ბარბაროსობით კი აშშ-მა იაპონიაზე, უბრალოდ, შური იძია პერლ-ჰარბორის კატასტროფისთვის და თანაც შეეცადა, საბჭოთა კავშირი დაეშინებინა. საბჭოეთი ამერიკამ ვერ დააშინა, სამაგიეროდ, 300 ათასამდე უდანაშაულო მშვიდობიანი ადამიანი დახოცა. არადა, ეს დანაშაული ვაშინგტონმა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დაცვის სახელით ჩაიდინა!

ან, ნახეთ, რასიკეთე და აყვავებამოუტანა ამერიკამ მუსლიმანებსარაბული გაზაფხულით”. რამდენი სისხლიანი მოვლენა მოჰყვა ამერიკულ პროვოკაციებს საერთო სახელწოდებითბრძოლა დემოკრატიისთვის!”. დაამყარა აშშმა დემოკრატია? არა, არ დაუმყარებია, მაგრამ ის განაგრძობს ბრძოლასადამიანის უფლებებისთვისადამიანების მკვლელობით.

_ ეს როგორ, _ აღშფოთდება ყველაფერი ამერიკულით მოხიბლული მკითხველი, _ სადაა ლოგიკაო! აი, ზუსტად, აქ ვაწყდებით ამოუხსნელ ფენომენს _ ლოგიკას ამერიკულად. მაგალითად, ამერიკელ სენატორთა ერთი ჯგუფი აცხადებს: ზემოქმედება უნდა მოვახდინოთ უკრაინაზე, რათა მან დონბასის დამოუკიდებლობა აღიაროსო. ამით გადავარჩენთ ათასობით სიცოცხლეს, მაგრამ ეს დასავლეთისთვის იქნება სასტიკი მარცხიო; ამიტომ აუცილებელია უკრაინელების შეიარაღებაო! აი, ამერიკული ლოგიკის თავისებურებანი _ ერთი და იგივე ადამიანები (სენატორები) უკრაინული კონფლიქტის მოგვარების მიზნით და ათასობით უკრაინელის გადასარჩენად, სთავაზობენ უკრაინელების შეიარაღებას იმისთვის, რომ დასავლეთი არ დამარცხდეს!… ანუ დასავლეთის მოჩვენებითი გამარჯვებისთვის რუსეთზე აშშ მზადაა, გაწიროს ათიათასობით უკრაინელი, რაც ადასტურებს ამ სამოქალაქო ომის დროს გავრცელებულ სევდიან ხუმრობას: ამერიკა იომებს რუსეთთან უკანასკნელ უკრაინელამდეო. ამიტომ, ძალზე უცნაურია, რომ უკრაინელებს არ ესმით, რა მსხვერპლის გაღებას აპირებს აშშ, ოღონდაც არ გამოჩნდეს დამარცხებული ამ თავისივე გაჩაღებულ ომში. სანამ უკრაინელები ისულდგმულებენ ილუზიით, რომ მათ უფლებებს ამერიკა და მისი დემოკრატია დაიცავს, მანამ არ მორჩება სამოქალაქო ომი “ნეზალეჟნაიაში”. თვითონ აშშ კი ომს არ აპირებს, მეტიც _ მან შეამცირა თავისი სახმელეთო ძალები და საზღვაო ქვეითთა რაოდენობა. პრეზიდენტმა ობამამ შარშან, ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიაში სიტყვით გამოსვლისას არაორაზროვნად მიუთითა პირობაზე, თუ რა შემთხვევაში ამერიკა გამოიყენებს სამხედრო ძალას: ეს არის უშუალო თავდასხმა აშშ-სა და მის მოკავშირეებზე, რომელთა წინაშეც აღებული აქვს წერილობითი ვალდებულება; დანარჩენ შემთხვევაში იომებს პარტნიორების ხელით; აი, თუნდაც ისე, როგორც 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს ხელით რომ ეომა რუსეთს.

ამერიკას არავითარი ვალდებულება არ აქვს აღებული უკრაინის დასაცავად. ეს მისთვის მხოლოდ და მხოლოდ შორეული რეგიონული კონფლიქტია და მეტი არაფერი. მართალია, გაისმის ხმები, რომ აშშ უკრაინული არმიის მოდერნიზებისთვის ერთ მილიარდ დოლარს გამოყოფსო, მაგრამ, ხომ გვახსოვს,მილიარდი ჩვენი ჯარის მოდერნიზებისთვისაც გამოჰყვეს ამერიკელმა მშრომელებმა. ამ მოდერნიზაციის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ 2008 წელს, ე.წ. ცხინვალის ომის დროს, ქართულ ჯარს არ ჰქონდა რაციები და, საერთოდ, არ აღმოჩნდა ბრძოლისუნარიანი… თემურ იაკობაშვილს მოგვიანებით საჯაროდ წამოსცდა: ამერიკელი ინსტრუქტორები ჩვენს ჯარისკაცებს მხოლოდ შლაგბაუმის აწევ-დაწევას ასწავლიდნენო. სად წავიდა ის ერთი მილიარდი დოლარი, ვის ჯიბეში “დაილექა”, ზუსტად არავინ იცის, მხოლოდ ვარაუდებია, რომ ეს თანხა გაინაწილეს ბუშმა, ჩეინიმ, მაკკეინმა… რაღაც “გროშები”, შესაძლოა, “ქართულ” მხარესაც ერგო.

ასე რომ, აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ფულადი დახმარების ლომის წილი ამერიკელებსვე დარჩებათ. უბედურება ისიც არის, რომ უკრაინა არაა საერთაშორისო პოლიტიკის სუბიექტი, ის მხოლოდ აშშ-ის მორჩილი “ინსტრუმენტია”, რომელსაც დავალებული აქვს, რაც შეიძლება მეტი სისხლი დაღვაროს. უკრაინის მომავალი კი ამერიკას არ ადარდებს, ისევე, როგორც ერთ ცნობილ ამერიკელ შერიფს არ აღელვებდა ინდიელთა პრობლემები.

გიორგი კორძაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here