Home რუბრიკები პოლიტიკა ტრისტან წითელაშვილი: რუსეთი სიტყვებს ჰაერში არ ისვრის. ჯერ გვაფრთხილებენ და, თუ არ...

ტრისტან წითელაშვილი: რუსეთი სიტყვებს ჰაერში არ ისვრის. ჯერ გვაფრთხილებენ და, თუ არ შევისმენთ, მაშინ იმოქმედებენ

663

“თუ ნატო საქართველოს ალიანსში “ჩათრევის” პრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს”, _ გააფრთხილა ნატოცა და საქართველოც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. “საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა, ამიტომ მას აქვს სრული უფლება, ითანამშრომლოს ნებისმიერ საერთაშორისო ორგანიზაციასთან, მათ შორის, ნატოსთან.

ეს თანამშრომლობა არანაირად არის მიმართული იმ მიზნისკენ, რომ საქართველოში განთავსდეს ნატოს სამხედრო ინფრასტრუქტურა, ასეთი გეგმები ბუნებაში არ არსებობს. საქართველო არ გადადგამს ისეთ ნაბიჯს, რომელიც ზიანს მიაყენებს რეგიონულ უსაფრთხოებას,” _ უპასუხა ლავროვს პრემიერის რწმუნებულმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში _ ზურაბ აბაშიძემ. აბაშიძის პასუხმანაცები”, “თავისუფალი დემოკრატებიდა რესპუბლიკელები ძალიან შეაშფოთა, მათ დასაშოშმინებლად კი თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი გამოვიდა და განმარტა: “ნატოს საწვრთნელი ცენტრი აშენდება და ეს იქნება დაკომპლექტებული ნატოელი მაღალკვალიფიციური სამხედრო მოსამსახურეებითა და ექსპერტებით”. რა ზომების მიღება შეუძლია რუსეთს ნატოს საწვრთნელი ბაზების წინააღმდეგ? რას მოიმოქმედებს ნატო რუსეთის წინააღმდეგ და შეძლებს თუ არა ჩვენი ქვეყნის დაცვას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი გაბრაზდება? დაცულია თუ არა ჩვენი ქვეყნის საზღვრები და საჰაერო სივრცე? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გენერალი ტრისტან წითელაშვილი გვესაუბრება.

_ ბატონო ტრისტან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, უფრო ზუსტად, გაგვაფრთხილა, რომ, თუ ნატო საქართველოს ალიანსშიჩათრევისპრაქტიკულ ნაბიჯებს გადადგამს, რუსეთი ამას შესაბამისი ზომებით უპასუხებს”. რა ზომები შეიძლება მიიღოს რუსეთმა?

_ გადავხედოთ უახლოეს წარსულს და გავიხსენოთ, რა დაგვემართა 2008 წლის აგვისტოში წინა ხელისუფლების სიჯიუტის გამო. რიტორიკა არ შეცვლილა. “ნაცებიცასე საუბრობდნენ და ნატოსკენ ზუსტად ასე მიისწრაფვოდნენ, შედეგად, საქართველოს ტერიტორიაზე ორი დამოუკიდებელი სახელმწიფო წარმოიშვა. ძალიან მიკვირს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების _ ვერც ერთი დამისახელებს ქვეყანას, სადაც ნატოს ბაზებია განთავსებული და იქ მშვიდად ცხოვრობენ. სადაც ნატოს ბაზებია, ყველგან ომი და ტერორია, ეს ბაზები მიმზიდველია ტერორისტებისთვის. არ სჭირდება ჩვენ ქვეყანას ახალი თავსატეხი. უმჯობესი იქნებოდა, რუსეთთან დაეწყოთ მოლაპარაკებები და ურთიერთობა დაერეგულირებინათ, რაც ტერიტორიების დაბრუნების გარანტი იქნებოდა.

_ ბატონო ტრისტან, იქნებ ლავროვი გვაშინებს და რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ არაფერსაც არ მოიმოქმედებს?

_ არა, რუსეთი სიტყვებს ჰაერში არ ისვრის. ისინი ჯერ გვაფრთხილებენ და, თუ არ შევისმენთ, მაშინ იმოქმედებენ…

_ ჩვენ კარგი ჯარი გვყავს და საზღვრებიც დაცული გვაქვსო, ამბობენ

_ რუსეთი გააკეთებს იმას, რაც 2008-ში გააკეთა და იმაზე უარესსაც. რაც შეეხება საზღვარს, სად აქვს საქართველოს საზღვრები? რუსეთს საქართველოში შემოსვლა ყველა მხრიდან შეუძლია, შეტევას განახორციელებს სამი მხრიდან _ აფხაზეთიდან, ცხინვალიდან, გიუმრიდან და მას წინ ვერაფერი დაუდგება.

გგონიათ, ნატოს ცენტრის განთავსება რამეს მოგვიტანს? უკრაინასაც ჰპირდებოდნენ ბევრ რამეს, მაგრამ რა გაუკეთეს?

თუ საქართველომ მართლაც გადადგა ეს ნაბიჯი და აქ ნატოს ცენტრი განათავსა, როგორი მომზადებული სამხედროებიც უნდა ჩამოიყვანონ და საიდანაც, ვერაფერს გვიშველიან, რადგან რუსეთის წინააღმდეგ ვერაფერს მოიმოქმედებენ. რუსეთს ომში ვერავინ აჯობებს.

ამერიკელებს რუსეთთან გამკლავება რომ შეეძლოთ, ბარაკ ობამა არ განაცხადებდა, უკრაინაში სამხედრო ჩარევას არ ვაპირებთო. ეს, იცით, რას ნიშნავს? იმას, რომ უპირატესობა რუსეთს აქვს. თუ საქართველოში მართლაც გამოჩნდება ამერიკული ქვედანაყოფები, ამერიკას, შესაძლოა, ისე დაარტყან, რომ ფეხზე წამოდგომა გაუჭირდეს.

_ როგორც გამოცდილი სამხედრო, რას ურჩევთ საქართველოს ხელისუფლებას?

_ ვურჩევ, გადადგან რეალური ნაბიჯები რუსეთისკენ, დაანებონ თავი ნატოს ძახილს, რადგან ეს ქვეყნის ინტერესებში არ არის, ეს ფულის ინტერესებში ჯდება მხოლოდ. თუ რუსეთი კიდევ ერთხელ შემოვა საქართველოში, ჩვენი ქვეყანა აღარ იარსებებს.

_ ბატონო ტრისტან, როგორც ვიცი, უკრაინაში ბევრი მეგობარი გყავთ, რას ამბობენ ისინი? ამას წინათ თქვენ მიერ ნახსენები მამუკა მამულაშვილიკურიერშიგამოჩნდა.

_ დიახ, მამულაშვილი ბაჩანა ახალაიას მრჩეველი იყო, იქ ძალიან ბევრია ასეთი ადამიანი. როდესაც მათ სახელებს ვახსენებდი, არ ჩნდებოდნენ, ახლა კი უკვე აღარ იმალებიან. უკრაინაში ცუდი სიტუაციაა. მოსახლეობა აღშფოთებულია “ნაცების” დანიშვნით. მათ იქაც დაიწყეს ბიზნესზე ზეწოლა, რამდენიმე ბიზნესმენი, ფულის გამოძალვის მიზნით, გაუტაციათ კიდეც. ციხეების აშენებაც დაუწყიათ, თანაც უფრო დიდი ციხეების, რადგან იქ მოსახლეობა მრავალრიცხოვანია და ბევრი ადგილი დასჭირდებათ.

უკრაინაში ქართველები ანაზღაურების სანაცვლოდ მიდიან, მაგრამ, ვინც ფულისთვის იბრძვის, ის მეომარი და სამხედრო არ არის, ის მკვლელია. გარდა ამისა, ვინმე შეძლებს, ამიხსნას, როგორ იცავენ უკრაინაში საქართველოს ინტერესებს? რუსეთს მოერევიან და დაასუსტებენ? რუსეთს ამერიკა და ევროპა ერთად ვერ ერევა

ქართველებმა ახლა უნდა ვივაჟკაცოთ, რადგან ქვეყანაში არიან პარტიები, რომლებიც, ფინანსური ინტერესებიდან გამომდინარე, ერის ინტერესებს არ ითვალისწინებენ. რესპუბლიკელები, ირაკლი ალასანიას პარტია, ხელისუფლების ძალიან ბევრი წარმომადგენელი, მათ შორის, პრეზიდენტიც _ არც ერთი მათგანი ქვეყანაზე არ ზრუნავს და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. ნატოს რომ გაიძახიან, ნუთუ არ იციან, რომ ნატოს აქ იმიტომ უნდა შემოსვლა, რომ საქართველოდან უქნიოს თითი რუსეთს, რისიც რუსეთს არ ეშინია.

ძალიან ჭკვიანმინისტრებს ვეტყვი, რომ მათ უკან საქართველო დგას და ნუ გააკეთებენ ისე, რომ ნაღმზე დაგვსვან. ძალიან კარგად იციან, საქართველოში ნატოს ბაზების განთავსებასისლამური სახელმწიფოდანრა საფრთხე მოჰყვება. თვითონ გაიქცევიან და ჩვენ აქ უნდა ვიყოთ. არაფერი გვიშველის, ხალხი დაიღუპება!

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here