Home რუბრიკები პოლიტიკა გენოციდის შეერთებული შტატები

გენოციდის შეერთებული შტატები

866

ბევრი მკვლევარი და ექსპერტი თანხმდება, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში წამოწყებულ ომებს, რომელთაც ამერიკის მხარდამჭერები მსოფლიო საზოგადოებრიობის შეცდომაში შესაყვანად კულტურ-რელიგიური მენტალობების დაპირისპირებას უწოდებენ, ამერიკულმა “ცივილიზაციამ” შთაბერა სული _ ამ ომებს ამერიკის შეერთებული შტატები ან აფინანსებს, ან თვითონ არის მათი წამომწყები, რათა დაამხოს ამა თუ იმ სახელმწიფოს მისთვის მიუღებელი ხელისუფლება, დაეუფლოს ქვეყნის სიმდიდრეებს, გაამყაროს თავისი ვალუტა _ დოლარი და მსოფლიოზე იბატონოს. 

აი, რა განაცხადა ამ საკითხზე ორი წლის წინათ ჩვენს გაზეთთან ინტერვიუში (იხ. “საქართველო და მსოფლიო” #34, 18-24 სექტემბერი, 2013 წ.) ცნობილმა პოლიტოლოგმა ალექსანდრე ჭაჭიამ:

“მსოფლიოში ლიდერობის შესანარჩუნებლად, გაკოტრების თავიდან ასაცილებლად,ევროპელი მარიონეტების დასამორჩილებლად, რუსეთისა და ჩინეთის დასასუსტებლადამერიკას სჭირდება ომები, ქაოსი მსოფლიოში, მას სჭირდება “ყველას ყველასთან”დაპირისპირება. შეერთებული შტატები მოძებნის საბაბს და დაბომბავს ყველა ქვეყანას,რომლებსაც აქვთ განვითარებისა და რესურსების საკუთარი მოსახლეობის სასარგებლოდგამოყენების პრეტენზია. ომები, რომლებსაც აშშ აწარმოებდა ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მათ მიერვე ორგანიზებული პროვოკაციების, ინსინუაციების, უტიფარი ტყუილის შედეგად იწყებოდა. ვიეტნამში 10-წლიანი ომი კონგრესის მოტყუებით დაიწყეს, რომ თითქოს ვიეტნამელები ამერიკულ გემს დაესხნენ თავს. შედეგად მივიღეთ 3 მილიონი მოკლული ვიეტნამელი, რომლებსაც, სხვათა შორის, ქიმიური იარაღით ხოცავდნენ, სანაცვლოდ კი აშშ-ის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა მილიარდობით დოლარი იშოვა.

გაიხსენეთ კოსოვოში  ბოსნიელების “მასობრივი მკვლელობებისა” და “ალბანელთაგენოციდის” ამსახველი დადგმული ვიდეოკადრები, რომლებსაც სერბი მოსახლეობისუმოწყალო დაბომბვა მოჰყვა. შედეგი კი იუგოსლავიის დანაწევრება, შემდეგ სერბეთისდაშლა და ევროპის ცენტრში მუსლიმანური ანკლავის შექმნაა, რომლის ამოქმედებაცნებისმიერ წუთს შეიძლება, თუკი ევროპელები ურჩობას გაბედავენ და დამოუკიდებელპოლიტიკას წამოიწყებენ. გაიხსენეთ “უტყუარი მონაცემები” ერაყის მიერ მასობრივი განადგურების იარაღის ფლობაზე და კოლინ პაუელი რაღაც კოლბით ხელში. შედეგი _ მილიონობით დახოცილი ერაყელი. მძლავრად განვითარებადი ქვეყანა შუა საუკუნეებში დააბრუნეს, სამაგიეროდ, ნავთობკომპანიებმა, მათ შორის ბუშისა და ჩეინის, მუქთა ნავთობი მიიღეს. მოგვიანებით აღიარეს, რომ მასობრივი განადგურების იარაღი უტიფარი სიცრუე იყო, მაგრამ მოსახდენი უკვე მომხდარი იყო, საქმე _ გაკეთებული. გაიხსენეთ ლიბია, დაქირავებული ტერორისტები რომ შეაგზავნეს და ამ ყველაზე თანამედროვეიარაღით კბილებამდე შეიარაღებულმა “დისიდენტებმა”“დემოკრატიისა დათავისუფლების” მოთხოვნა დაიწყეს. შედეგი _ ადგილობრივი კლანები ერთმანეთს ეომებიან, იღუპება ასობით მშვიდობიანი მოქალაქე. სამაგიეროდ, ნავთობი შეუფერხებლად გადაედინება საერთაშორისო კორპორაციების კუთვნილ ტანკერებში. გაიხსენეთ ეგვიპტე,ტუნისი, იემენი, სადაც ამერიკული სპეცსამსახურების პოლიტტექნოლოგებმა უკრაინული “ნარინჯისფერი” და ჩვენებური “ვარდების”  მსგავსი “რევოლუციები” მოაწყვეს. ამ ქვეყნების განვითარება შეჩერებულია, ისინი დენთის კასრებად იქცნენ, რომლებმაც ნებისმიერ წუთს შეიძლება ააფეთქონ რეგიონი.

ბოლო ათწლეულებში ამერიკა მსოფლიოსთვის დესტაბილიზაციის მთავარ ძალად,ხოლო ამერიკული არმია კბილებამდე შეიარაღებული მკვლელებისა და მოძალადეთაბანდად იქცა. ერთადერთი ხსნა ამ ბანდიტებისგან არის ბირთვული იარაღი. ამიტომაც ისქვეყნები, რომლებსაც არ აქვთ ასეთი იარაღი, მაგრამ სურთ, დარჩნენ დამოუკიდებელსახელმწიფოებად და განვითარდნენ, ფორსირებული ტემპით ცდილობენ ბირთვულიიარაღის შექმნას.

ამერიკამ მათ სხვა გამოსავალი არ დაუტოვა. სააკაშვილის საყვარელი მასწავლებლის, სენატორ მაკკეინის მოსმენისას ნორმალური ადამიანი ფიქრობს, რომ სისხლით გაუმაძღარ მანიაკს უსმენს. სამწუხაროდ, სწორედ ასეთი სისხლმოწყურებული კაციჭამიები და მათ ზურგს უკან მდგარი გაუმაძღარი კორპორაციები განაგებენ ამერიკას და ეს შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდეს არა მხოლოდ შეერთებული შტატების, არამედ მთელი კაცობრიობისთვის”.

ბატონი ალექსანდრე ჭაჭიას ამ შეფასებას ეხმაურება ციკლი წერილებისა სათაურით _ “გენოციდის შეერთებული შტატები”, რომელსაც გთავაზობთ.

უნგრეთი. 1956 წ. ოპერაცია “ფოკუსი”.

პირველი “ნარინჯისფერი რევოლუცია” ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს სცენარით

ოპერაციის მთავარი მოქმედი გმირები:

ჯოზეფ ფოსტერ დალესი _ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი (1953 წლის 26 იანვრიდან _ 1959 წლის აპრილამდე) დუაიტ ეიზენჰაუერის პრეზიდენტობის (1953 20 იანვარი _ 1961 წლის 20 იანვარი); ალენ დალესი და ცსს.

1949 წელს შეიქმნა მძლავრი ორგანიზაცია _ ფორმალურად კერძო, სინამდვილეში აშშ-ს დეპარტამენტის კონტროლს დაქვემდებარებული _ კომიტეტი “თავისუფალი ევროპა”.

ამ ორგანიზაციას სათავეში ჩაუდგა ალენ დალესი, იმხანად ცსს-ს დირექტორის მოადგილე, უნგრეთში ამბოხების დაწყებისას კი _ დირექტორი. კომიტეტი შეიქმნა ომისშემდგომი პოლიტიკური ემიგრაციის გასაკონტროლებლად და მისი მოღვაწეობის მოსამართავად აღმოსავლეთი ევროპის წინააღმდეგ. გარდა ამისა ამ ორგანიზაციის პროპაგანდისტული მანქანის როლიც ეკისრებოდა. ნიუ იორკში ჩამოყალიბდა ნაციონალური კომიტეტები, რომელთა წევრებსაც ამერიკელები ირჩევდნენ. იმხანად შეიქმნა რადიოსადგური “თავისუფალი ევროპაც”. ამ ყველაფრის სულისჩამდგმელი კი იყო აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო, რომელსაც “საიდუმლო ოპერაციების” ჩატარების უფლება მიეცა.

“საიდუმლო ოპერაციებში” კი შედიოდა: პროპაგანდა; “ეკონომიკური ომი”; “ აქტიური პრევენციული მოქმედებები,” მათ შორის საბოტაჟი, ძირგამომთხრელი საქმიანობა მტრულად განწყობილი სახელმწიფოების წინააღმდეგ, იატაკქვეშა მოძრაობების, პარტიზანებისა და ადგილობრივი ანტიკომუნისტური ელემენტების დახმარება.

პროამერიკული კომიტეტი “თავისუფალი ევროპა” უნგრეთში და რადიოსადგური “თავისუფალი ევროპის” ხელმძღვანელი ბიურო.

რადიოსადგურმა “თავისუფალმა ევროპამ” (PCE) მოღვაწეობა დაიწყო 1950 წელს მიუნხენში.

რედაქციას ხელმძღვანელობდნენ 1948 წელს ჩეხოსლოვაკიიდან გაქცეული ემიგრანტები. რადიოსადგურის თანამშრომელთა შორის ბევრი იყო ნაცისტი და კოლაბორაციონისტი, რომლებიც სასჯელისთვის თავის არიდების მიზნით მიუნხენში გაიქცნენ.

რადიოსადგური “თავისუფალი ევროპა”, აშშ-ის მხარდაჭერით ამუშავებდა სპეციალურ პროგრამებს 5 სახელმწიფოსთვის _ ბულგარეთისთვის, უნგრეთისთვის, პოლონეთისთვის, რუმინეთისა და ჩეხოსლოვაკიისთვის. თანამედროვე მოწყობილობებით აღჭურვილი რადიოსადგური ცსს-ს მძლავრი იარაღი გახდა სოციალისტური ქვეყნების წინააღმდეგ ფსიქოლოგიურ ომში. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ირვინმა თავის ერთ-ერთ გამოსვლაში განაცხადა: “სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ ეს რადიოსადგურები (“თავისუფალი ევროპა” და “თავისუფლება”) უკიდურესად სასარგებლოა; მათი მოღვაწეობა პასუხობს ჩენს ნაციონალურ ინტერესებს”.

რადიოსადგურის თითოეული თანამშრომელი დებდა შემდეგი შინაარსის ხელწერილს: “გაფრთხილებული ვარ, რომ “თავისუფალი ევროპა” არის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ორგანიზაცია და მის მოღვაწეობას ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო აფინანსებს. თუ ქვემოხელისმომწერი ამ ინფორმაციას მესამე პირს აცნობებს, დაექვემდებარება სასჯელს: ჯარიმას _ 10 ათას დოლარის ოდენობით და პატიმრობას _ 10 წლის ვადით”.

ემიგრანტული კონტრრევოლუციური ორგანიზაციები

_ “უნგრელი მებრძოლების თანამეგობრობა”, მოძრაობა “უნგრეთის თავისუფლებისთვის” და სხვები, რომლებსაც გფრ-ს ტერიტორიაზე ქმნიდნენ აშშ-სა და ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურები.

_ უნგრეთის კონტრრევოლუციური ემიგრაციის ცენტრი “უნგრული კანცელარია”, რომელიც ავსტრიაში ამერიკული ოკუპაციის ზონაში შეიქმნა.

_ უნგრული დივიზია “სენტ ლასლო”, რომელიც ომის ბოლოს გერმანიაში შექმნეს სსრკ-ს დასავლელმა მოკავშირეებმა ანტიჰიტლერული კოალიციიდან. ომის შემდეგ გფრ-ს ტერიტორიას ბევრმა ფაშისტმა შეაფარა თავი. შემდეგ კი სსრკ-ს წინააღმდეგ ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის სამხედრო ქვედანაყოფები ჩამოაყალიბეს.

_ ცსს-ს მიერ შექმნილი კონტრევოლუციური ორგანიზაციები: “ამერიკელი უნგრელების კავშირი”; “უნგრელების ნაციონალური კომიტეტი აშშ-ში”. მათ ხელმძღვანელობდნენ კონტრრევოლუციონერები: უნგრეთის ყოფილი პრემიერმინისტრი ნად ფერენცი და ბელა ვარგა.

მზადება ოპერაცია “ფაუსტის” ჩასატარებლად

1956 წლის ზაფხულში აშშ-ის კონგრესმა სოციალისტური ქვეყნებში ძირგამომთხრელი საქმიანობისთვის გამოყოფილ 100 მლნ-ს კიდევ 25 მლნ დაუმატა. გფრ-ს გავლენიანმა წრეებმაც შეიტანეს თავიანთი წვლილი უნგრეთში პუტჩის მოწყობაში. ამ საქმეში განსაკუთრებული როლი ითამაშა ჰიტლერელთა ყოფილმა გენერალმა რეინჰარდ გელენმა (გეგმა “ბარბაროსას” ერთ-ერთი ავტორი). დასავლეთის ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა უნგრელ ამბოხებულებს დახმარება აღუთქვეს, მათ შორის _ სატვირთო ავტომობილებითა და თვითმფრინავებით ხალხის გადაყვანა და იარაღის გადატანა.

1956 წელს სკკპ XX ყრილობის ჩატარების შემდეგ, რომელზეც ნიკიტა ხრუშჩოვი სტალინის წინააღმდეგ გამოვიდა, აშშ-ში ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოსთან შეიქმნა სოციალისტურ ქვეყნებში ძირგამომთხრელი საქმიანობის უწყებათაშორისი ჯგუფი, რომელსაც სათავეში ჩაუდგა უილიამ ჰარდინგ ჯექსონი (1901-1971) _ ადვოკატი, ბანკირი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორის მოადგილე, პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის მრჩეველი ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში. უილიამ ჯექსონი ალან დალესთან ერთად ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დამფუძნებლად და ორგანიზატორად ითვლება.

კავშირი “ფერად რევოლუციებთან”

აქ აუცილებლად უნდა აღინიშნოს კავშირი “ფერად რევოლუციებთან”, რომელთა კურატორიც არის უილიამ ჯექსონის ვაჟი _ ბრუს ჯექსონი.

ბრუს ჯექსონი 1979 წლიდან მსახურობდა აშშ-ის არმიის სამხედრო დაზვერვაში. 1990 წელს სამუშაოდ გადავიდა კომპანია Lehman Brothers-ში, დაკავებული იყო საკუთრებისა და ვაჭრობის სფეროს კვლევით. 1993 წლიდან მუშაობდა კომპანია “ლოკჰიდ მარტინში” ვიცეპრეზიდენტად. არის “ნატოს გაფართოების აშშ-ის კომიტეტის დამფუძნებელი. 2002 წელს დააარსა გარდამავალი დემოკრატიის ინსტიტუტი, რომელსაც ამჟამადაც ხელმძღვანელობს. ბრუს ჯექსონის მოღვაწეობის ძირითადი მიმართულება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მხარდაჭერაა ნატოში შესასვლელად.

2002 წელს შექმნა პროამერიკული ლობი რუმინეთში, ბულგარეთში, სლოვაკეთში, სლოვენიაში, ესტონეთში, ლიტვასა და ლატვიაში. იმხანად ეს ქვეყნები ნატოში გასაწევრებლად ემზადებოდნენ. ამოცანის წარმატებით შესრულების შემდეგ ჯექსონი გადაისროლეს გუაამის (რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც 1997-2006 წლებში შეიქმნა საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანისა და უზბეკეთის მონაწილეობით) ქვეყნებში. გუაამის ბაზაზე ვაშინგტონს განზრახული ჰქონდა უსაფრთხოების სისტემის შექმნა შავ ზღვაზე. ამით ის უზრუნველყოფდა კასპიის ზღვის ენერგეტიკულ რესურსებთან მისასვლელს.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ჯექსონი მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბის წევრი იყო. 2003 წელს ჯექსონი საქართველოში პოლიტიკურ ცვლილებებზე ლაპარაკობდა.

“მე მომხრე ვარ რევოლუციების, განსაკუთრებით _ ხავერდოვანი რევოლუციების, ვიმედოვნებ, რომ საქართველო პირველი წარმატება იქნება კავკასიაში”.

აღსანიშნავია, რომ ბრუს ჯექსონი უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იუშენკოს მრჩეველიც იყო.

ოპერაცია “ფოკუსის” დამტკიცება

ავსტრიაში შეიქმნა საერთაშორისო კომიტეტი უნგრეთის დასახმარებლად, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ამერიკელი გენერალი დონოვანი _ ამერიკული დაზვერვის “ლეგენდა”. ამბოხების წინ კი ავსტრიაში ჩავიდა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი, რომელმაც უნგრეთის საზღვარი გადაკვეთა და ამბოხებულებსაც კი ესაუბრა. თვითონ უნგრეთში ამბოხებას ხელმძღვანელობდა ბრიტანეთის სამხედრო ატაშე, პოლკოვნიკი ჯეიმს კოული.

1954 წლის 8 სექტემბერს კომიტეტ “თავისუფალი ევროპის” ხელმძღვანელობამ დაამტკიცა “დირექტივა #15. უნგრეთი. ოპერაცია “ფოკუსი”. ამ დირექტივის შესაბამისად შეიმუშავეს “ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობის” მოქმედების პროგრამა. კომიტეტის რუპორად იქცა რადიოსადგური “ევროპის გათავისუფლება” (თავდაპირველი სახელწოდება “თავისუფალი ევროპა”). 1954 წლის 1 ოქტომბერს მილიონობით პროკლამაცია გააკრეს უნგრეთის ქალაქების კედლებზე და საჰაერო ბურთებით ჩამოყარეს ქუჩებში. რადიოსადგური კი მოსახლეობას უხსნიდა, რა იყო “ეროვნული წინააღმდეგობის” პროგრამა. უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ გაგზავნილი საპროტესტო ნოტა აშშ-მა არად ჩააგდო.

პოლიტიკური არასტაბილურობის გამო უნგრეთის მოსახლეობაში იზრდებოდა ოპოზიციური სულისკვეთება მმართველი რეჟიმის მიმართ. პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციის გამო გადადგა სახელმწიფოს პირველი პირი მატიაშ რაკოში, მისი ადგილი კი დაიკავა იმრე ნადიმ. გაათავისუფლეს პოლიტპატიმრები, ინტელიგენციისგან, ძირითადად, მწერლებისა და ჟურნალისტებისგან ჩამოყალიბდა მძლავრი ოპოზიცია. უნგრეთის ამბოხების დასავლელი მამები ეყრდნობოდნენ იატაკქვეშეთიდან გამოსულ მემარჯვენე ნაციონალისტურ ორგანიზაციებს (“მახვილი და ჯვარი”, “თავისუფალი ევროპა”, “თეთრი გვარდია”, “სისხლიანი შეთანხმება” და სხვ.), რომელთა მიზანი მასობრივი არეულობების გამოწვევა და ნატოს ჯარების შემოყვანა იყო.

ქვეყნის დესტაბილიზაცია: ეკონომიკის ნგრევა

1949 წლის ოქტომბრის ბოლოს რადიოსადგურმა “ამერიკის ხმამ” გაავრცელა ხმა ახლო მომავალში უნგრული ვალუტის _ ფორინტის _ დევალვაციის შესახებ.

შედეგად, მოსახლეობა პანიკამ შეიპყრო და დაიწყო სამრეწველო საქონლის მასობრივი შესყიდვა. გარდა ამისა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ უნდა აკრძალოს თეთრი პურის გამოცხობა, რადგან “არ შეეფერება ნამდვილ პროლეტარებს”. ამის გამო მოსახლეობამ ფქვილის მასობრივად შესყიდვა დაიწყო, რამაც პურის მომარაგების სისტემა შეარყია. აღსანიშნავია, რომ 1949 წელს აშშ-ის ხელისუფლებამ უნგრეთსა და სხვა სოციალისტურ ქვეყნებში პირველადი მოხმარების საგნების სეტანაზე ემბარგო დააწესა.

სოციალისტური ქვეყნების წინააღმდეგ მიმართული ეს ღონისძიებები ხორციელდებოდა აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს დირექტივებით.

სტალინის გარდაცვალების შემდეგ აშშ-მა სოციალისტურ ბანაკში ყველაზე სუსტ რგოლად უნგრეთი მიიჩნია და 1954 წელს მკვეთრად გააქტიურა ძირგამომთხრელი საქმიანობა ამ ქვეყნის წინააღმდეგ, ამას ხელი შეუწყო ნიკიტა ხრუშჩოვის ანტისტალინისტურმა გამოსვლამაც, რომელიც ამერიკელებმა სოციალისტური ბანაკის ერთიანობის დასანგრევად გამოიყენეს.

1956 წელს უნგრეთში ამბოხება დაიწყო.

სწორედ ამ მომენტიდან იწყება სოციალისტური თანამეგობრობის დაშლის პროცესის ათვლა. ეს პროცესი კი ხელისუფლების სათავეში მოულოდნელად აღმოჩენილმა მიხეილ გორბაჩოვმა დაასრულა.

საინფორმაცო ომი

საინფორმაციო ომის მთავარი ინსტრუმენტი იყო ცსს-ს მიერ დაფინანსებული რადიოსადგური “თავისუფალი ევროპა”. რადიოსადგურის 29 გადამცემიდან 7 მუდმივად იყო მიმართული უნგრეთზე. დასავლური რადიოსადგურები უნგრეთს უკვე პირდაპირ მოუწოდებდნენ ბრძოლისაკენ. აი, 13 ოქტომბრის მოწოდება:

“მოითხოვეთ საბჭოთა არმიის ნაწილების გაყვანა, მოითხოვეთ დემოკრატია _ ნაცვლად დემოკრატიზმისა, დამოუკიდებლობა _ ნაცვლად მეურვეობისა!”

ამერიკულმა დიპლომატიურმა მისიამ აშშ-ის ხელისუფლებას “ლასლო რაიკის საქმის” (რეჟიმის მსხვერპლი _ დაპატიმრეს შეთხზული ბრალდებით, თუმცა შემდეგ გაამართლეს და გაათავისუფლეს) გამოყენება შესთავაზა “სტალინისტი” რაკოშის დასამხობად.

1956 წლის 7 აპრილს კომიტეტმა “თავისუფალმა ევროპამ” გეგმა “ფოკუსის” მეორე ეტაპის რეალიზაცია დაიწყო. პროპაგანდისტული მანქანა სტალინიზმისა და პიროვნების კულტის კრიტიკაზე გადაერთო. 1956 წლის პირველ ნახევარში უნგრეთში 293 საჰაერო ბურთიდან მილიონობით ფურცელი ჩამოყარეს, რომლებშიც ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებდნენ.

1956 წლის 18 ივლისს მატიაშ რაკოში მისმა თანამოსაგრემ, ერნე გერიემ შეცვალა. ექსპერტთა აზრით, რაკოში რომ შეეცვალა იანოშ კადარს ან იმრე ნადს, უნგრეთში ამბოხების თავიდან აცილება შესაძლებელი იქნებოდა, მაგრამ ეს ხელს არ აძლევდათ ამერიკელებს.

საინფორმაციო ომში ჩაერთო ინტელიგენციაც, გაძლიერდა ანტისაბჭოთა აგიტაცია. რადიოსადგურები ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას _ თითქოს სსრკ ძარცვავს უნგრეთს, ამ ქვეყნიდან გატანილ პროდუქტებზე დაბალი ფასების დაწესებით. სინამდვილეში კი პირიქით იყო _ სსრკ გაცილებით ძვირად ყიდულობდა უნგრულ პროდუქციას, ვიდრე დასავლეთი.

ბანდების მომზადება სახელმწიფო გადატრიალების მოსაწყობად

აშშ-სა და გერმანიაში ამერიკელებმა ჩამოაყალიბეს უნგრელ ემიგრანტთა ორგანიზაციები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ კაპიტალიზმის რესტავრაციას უნგრეთში.

ამ დაჯგუფებებში ძირითადად გაერთიანებული იყვნენ სოციალისტური ქვეყნების ემიგრანტები, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ფაშისტებთან თანამშრომლობდნენ. აშშ და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები უნგრეთში დივერსანტებისა და ჯაშუშების გადასასროლად ავსტრია-უნგრეთის ღია საზღვრებს იყენებდნენ.

ოპერაცია “ფოკუსი” (1956 წლის 23 ოქტომბერი _ 31 დეკემბერი)

უნგრეთში მასობრივი არეულობების კატალიზატორი გახდა მოვლენები პოლონეთში, სადაც 1956 წლის 19 ოქტომბერს მმართველი მუშათა პარტიის ლიდერად, კრემლისთვის მიუღებელი და საპყრობილიდან ახალი გათავისუფლებული ვლადისლავ გომულკა აირჩიეს.

საბჭოეთის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, არ ჩარეულიყო პოლონეთის საქმეებში, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანაში საბჭოთა ჯარი იმყოფებოდა.

უნგრელი ინტელიგენცია მივიდა დასკვნამდე, რომ ბუდაპეშტშიც შეიძლებოდა პოლონური ვარიანტის გამეორება.

23 ოქტომბერს ბუდაპეშტის პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტებმა გამართეს ანტისახელისუფლებო და ანტისაბჭოთა მანიფესტაცია. მათი მოთხოვნები ზუსტად იმეორებდა რადიოსადგურ “თავისუფალი ევროპის” მიერ ტირაჟირებულ მოწოდებებს. სტუდენტებმა წამოაყენეს შემდეგი მოთხოვნა: “საბჭოელებო, წაეთრიეთ შინ!”

ამერიკელი პროვოკატორების ძალისხმევით საპროტესტო აქცია არეულობებში გადაიზარდა. ბრბომ იარაღი მიმართა თავიანთი კომუნისტი თანამემამულეებისა და უნგრეთში დისლოცირებული საბჭოთა არმიის ნაწილების წინააღმდეგ. ამას უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

უნგრელი ნაციონალისტები მოწინააღმდეგეებს იჭერდნენ, ფეხზე თოკს აბამდნენ და ხეებზე ჰკიდებდნენ. ნაცისტებს განსაკუთრებულ სიამოვნებას ჰგვრიდათ შუა საუკუნეებში გავრცელებული დასჯა: სამ-სამ ადამიანს იჭერდნენ, ფეხებით სატვირთო ავტომობილს აბამდნენ და ქვაფენილიან ქუჩებზე დაათრევდნენ, ვიდრე მათი სხეულები სისხლიანი ხორცის მასად არ იქცეოდა.

ბუდაპეშტის ცენტრში მომხდარმა სისხლიანმა შეტაკებებმა, უშიშროების ორგანოების წარმომადგენლების ლინჩის წესით გასამართლებამ და ანტიკომუნისტური ჯგუფების გააქტიურებამ იანოშ კადარი დაარწმუნა, რომ ვითარება კონტროლს აღარ ექვემდებარებოდა. ამ ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი სსრკ-სა და სოციალისტური ბანაკის სხვა ქვეყნებთან თანამშრომლობა იყო. 1956 წლის 7 ნოემბერს კადარი, ხრუშჩოვთან შეხვედრის შემდეგ, უნგრეთში საბჭოთა ჯარებთან ერთად დაბრუნდა, მეორე დღეს მან გამოაცხადა, რომ ძალაუფლება გადადიოდა მუშათა და გლეხთა რევოლუციური ხელისუფლების ხელში.

მკაცრი რეჟიმის მეშვეობით კადარმა შეძლო ქვეყანაში წესრიგის დამყარება.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

(გაგრძელება იქნება)

 

1 COMMENT

  1. სრული სიმართლეა.მაგრამ,რომ არა ამერიკა,ამას გააკეთებს რუსეთი,ან ჩინეთი.
    ეს ომები კანონზომიერია და თავიდან ვერასდროს ვერ აიცილებს კაცობრიობა.

  2. ასე გიორგი, ასე, გაგვანათლე – აქამდე გვეგონა, რომ შუა საუკუნეებში ტვირთების გადატანის და ადამიანების წამების მიზნით ურმებს იყენებდნენ.
    ქართული ჟურნალისტიკა "რულავს"!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here