Home რუბრიკები პოლიტიკა ბიძინას რეიტინგის ვარდნა, შენნაირების რეიტინგის აწევას არ ნიშნავს, ირაკლი ბატონო!

ბიძინას რეიტინგის ვარდნა, შენნაირების რეიტინგის აწევას არ ნიშნავს, ირაკლი ბატონო!

548

ამ წერილის დაწერა “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” ირაკლი ალასანიას ბოლო სტუმრობამ მაიძულა. თუმცა რაღა სტუმრობამ _ თავდაცვის მინისტრობიდან ჩამოლაბორანტების შემდეგ ალასანიას “რუსთავი 2”-ში ისე ელიან, როგორც ოჯახის წევრს, და ისიც არ უმტყუნებს მოლოდინს “თავისუფალ” ტელევიზიას, რომელიც 9 წლის განმავლობაში ნაცბანდის მიერ ჩადენილი დანაშაულების სრულუფლებიანი მეწილეა!

მიდის იქ ალასანია და ღარიბაშვილს ფიქტიურ პრემიერს უწოდებს, ხოლო ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს და ნიღბის ჩამოხსნით ემუქრება. ბიძინაც, რომელმაც ირაკლი ალასანიაც და სხვა “ოპოზიციური” არარაობებიც მინისტრებად და დეპუტატებად აქცია, იმას კი ვერ ხვდება, რომ “რუსთავი 2”-ის საქათმესთან ფლირტით და იქ გაკეთებული განცხადებებით თვითონ ჩამოიხსნა ნიღაბი!

აშშ-დან ირაკლი ალასანიას დაბრუნებისთანავე ბევრმა იფიქრა, რომ გაეროში საქართველოს ელჩი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ნალებით იქნებოდა დაჭედილი…

დღეს კი, ალბათ, აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ყოფილი ელჩი და თავდაცვის მინისტრი ჭიპლარით არის მიბმული აშშის სახელმწიფო დეპარტამენტთან და მისი თანხმობის გარეშე, ნაბიჯს დგამს კი არა, სიზმარსაც ვერ ნახულობს

 მაგრამ, მოდი, ცოტა შორიდან დავიწყოთ და მივყვეთ ბატონი ალასანიას ნაბიჯებს საქართველოში, რათა მკითხველთან ერთად განვსაჯოთ, ტყუილია თუ მართალი, რასაც დღეს ამბობენ ამ ერთ დროს ეროვნული იმიჯის მქონე კაცზე ქართველი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში.

საზოგადოებაში კი ამბობენ, რომ ირაკლი ალასანიასხმაურიანი გადადგომაგაეროს ელჩის თანამდებობიდან მხოლოდ ერთი, საწყისი ეპიზოდი იყო აშშის სპეცსამსახურებში დაწერილი სცენარის მიხედვით დადგმული სპექტაკლისა  “გადავარჩინოთ სააკაშვილი და მისი ფაშისტური ბანდა”. თვითონ სპექტაკლი კი თბილისში უნდა დაედგა ბატონ ირაკლის პოტომაკის ნაპირებზე მასზე ადრე დაჭედილ სხვა არტისტებთან ერთად!

თბილისში ჩამოსულ ალასანიას კი ადრე დაჭედილი არტისტების მთელი დასი დახვდა რესპუბლიკელი ხლისტების სახით.

მარჯანიშვილის თეატრში მათი ჩახუტების შემდეგ გულმა რეჩხი კი მიყო, როცა საქართველოს ეროვნული გმირის _ მამია ალასანიას შვილი ამ ხლისტებთან ერთად დავინახე, მაგრამ ვიფიქრე, ეტყობა, მე არ მესმის დიდი პოლიტიკისა და, ალბათ, ასეა საჭირო-მეთქი. მით უმეტეს, რომ თვითონვე შეეცადა ჩემი გულისძგერის დამშვიდებას ერთ კონფიდენციალურ სუფრაზე, სადაც “საჭირო ხალხს” შევახვედრე…

მერე და მერე ჩემი “რწმენის კედელს” თითო აგური ნელ-ნელა გამოეცალა.

 *2009 წლის 9 აპრილს დაწყებულ საპროტესტო მარათონში, შეიძლება ითქვას, ოპოზიციაში შეგზავნილი ტროას ცხენის როლი ითამაშა ირაკლი ბატონმა!

პირველმა სწორედ მან დაარღვია გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ხალხისთვის მიცემული პირობა _ არავითარი დიალოგი და მოლაპარაკება რეჟიმთან! და სააკაშვილს სასახლეში ეახლა.

*მერე იყო და, “ხალხის მოთხოვნა” გაითვალისწინა და სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილას, სადაც დედაქალაქი “წელში იყო გაწყვეტილი”, საკნები ააღებინა, რითაც ასევე “წელში გაწყდა” და უეჭველი ფიასკოს წინაშე დადგა “უცნობის” მიერ “საკანი #5”-ში მომზადებული საპროტესტო მოძრაობა;

*შემდეგ სააკაშვილის მიერ სატყუარადშემოგდებულადგილობრივ არჩევნებს დათანხმდა და იმ ეტაპზე პოლიტიკოსობისმწვერვალსმიაღწია _ საკრებულოში რამდენიმე დეპუტატი შეიყვანა დაგამარჯვებულგიგი უგულავასჯენტლმენურადმიულოცა, რასაც აღფრთოვანებით შეხვდა ირაკლი ალასანიასმშობლიური დასავლეთი”, აღშფოთებით _ მშობელი ქართველი ხალხი

მართალია, ამ სპექტაკლში მთავარი აქტორი ირაკლი ბატონი იყო, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ “მასოვკაში,” რესპუბლიკელ ხლისტებთან ერთად, არცთუ უმნიშვნელო როლი ითამაშეს ე. წ. ახალმა მემარჯვენეებმა _ სინამდვილეში ძველმა თითლიბაზებმა.

*საბოლოოდ კი, ყველამ ერთად გადაარჩინა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი და ეს მერამდენედ მოტყუებული ქართველი ხალხის თვალწინ ფარდაც დაეშვა…

 რომ არა ბიძინა ივანიშვილი და ციხის შემზარავი კადრები, სააკაშვილი და მისი ბანდა “ჰგიებდნენ უკუნითი უკუნისამდე” და სააკაშვილის ნასუფრალს ფსევდოოპოზიცია ირაკლი ალასანიას ლიდერობით, ასევე უკუნითი უკუნისამდე, უკანა თათებზე შემდგარი დაელოდებოდა!

აკი, ელოდნენ კიდეც, რისი დასტურიც ამოპოზიციისმიერ 26 მაისის  ღამის სასაკლაოს შემდეგი კომენტარებია, სადაც ირაკლი ბატონი, პირველ რიგში, უპასუხისმგებლო ნინო ბურჯანაძის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობდა და არა სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის ბრალზე?!

ახლა კი თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თავისი მოუზომავი განცხადებებით, სააკაშვილთან ერთად “მაოხრებელი გზირის” როლს ასრულებს, პირველი _ შინ, მეორე _ გარეთ…

 გიორგი გაბუნიას “არჩევანში” ირაკლი ალასანიას ბოლო ვიზიტიდან რამდენიმე პასაჟს გამოვყოფ:

ალასანიას განცხადებით, თურმე რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაფინანსებული სტრუქტურები ახორციელებენ ძირგამომთხრელ საქმიანობას იმ ნიაღვრის სახით, რომელიც სხვადასხვა ტელევიზიიდან მოედინება, მათ შორის, რუსული არხებიდან, რომლებიც ბოლო ხანს ხელმისაწვდომი გახდა და, ბუნებრივია, ეს მოქმედებს საზოგადოებაში პრორუსული განწყობის ზრდაზე!

“საიდან შემოდის ეს ფული? სად არის კონტრდაზვერვა, რატომ არ მუშაობს ამ მიმართულებით?” _ სვამს კითხვებს ალასანია და თვითონვე პასუხობს:

ეს სივრცე შეგნებულად დაუთმეს ხელისუფლებაში მყოფმა გარკვეულმა პირებმა და, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილმა!”

ამით, ფაქტობრივად, კრემლის აგენტობაში დასდო ბრალი ბატონ ბიძინას…

იქვე სოლიდარობა გამოუცხადა “რუსთავი 2”-ს და ამაყად განაცხადა, რომ “თავისუფალმა დემოკრატებმა” ხმა არ მისცეს ამ “თავისუფალი ტელევიზიის” დამჩაგვრელ კანონს!

ალასანია ისე გადაეფარა ბიძინას მიერ გაკრიტიკებულ .. არასამთავრობოებს, როგორც მატროსოვი ამბრაზურას, თუმცა კოჟორიძელომჯარიაგიგაურისტროიკისდაფინანსების წყაროებით რატომღაც არ დაინტერესებულა

არც ეს იკმარა და ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, ჯერ საკუთარი შვილები გაუშვან უკრაინის სასაკლაოზეო, უკრაინაშისაქართველოსთვის მებრძოლითუ უკვე დაღუპული ბიჭების შეურაცხყოფა უწოდა?!

ვითომდა რატომაო?

სწორედაც _ ვინც უკრაინაში საომრად გვექაჩება, ჯერ თავიანთინიჭიერი შვილებიგაუშვან, რომლებიცაყვავებული საქართველოდანშორს, ევროპაამერიკის პრესტიჟულ სასწავლებლებში ჰყავთ გადამალული და შემდეგ ჩვენსუნიჭო შვილებსმოუწოდონ უკრაინაში საომრად წასვლა!

თავდაცვის ყოფილ მინისტრთან ერთად, მინდა, ვუთხრა საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრ მაია ფანჯიკიძესაც, რომლისთვისაც სტალინი და ჰიტლერი ორივე ერთნაირი ბოროტებაა:

როდესაც სტალინი ბრძანებას იძლეოდანე შაგუ ნაზად!” მას, მთავარსარდლის უფლებამოსილების გარდა, მორალური უფლებაც ჰქონდა, რადგანაც მისი ორივე ვაჟი ფრონტზე იბრძოდა, როგორც რიგითი მოქალაქის შვილები!

გიორგი გაბუნიას ბოლო შეკითხვაზე, ხომ არ იგეგმება ნიკა რურუა-დავით ბაქრაძესთან კოალიცია, ალასანიამ უპასუხა:

“არა, მაგრამ ნიკა რურუას წინადადება რუსული არხების აკრძალვის შესახებ უთუოდ გასაზიარებელია!”

გაიგეთ, ხალხო, რა თქვა თავისუფალმა და დემოკრატმა?

იმ დროში უნდა დაგვაბრუნოს, როდესაც ოპოზიციური გაზეთის წაკითხვის ან რუსულენოვანი არხის ყურებისთვის შეიძლებოდა დაეპატიმრებინეთ!

იმ დროში, როდესაც “რუსთავი 2” ისე ურეცხავდა ტვინს ქართველ საზოგადოებას, რომ პირწმინდად წაგებულ ომს მოგებულად აზეიმებდა!

ირაკლი ბატონო, “ნაცპატრიოტებისსხვა აზრიც გაიზიარეთ და პუშკინისა და ლერმონტოვის ძეგლები დავანგრიოთ, შემდეგ მთაწმინდიდან გრიბოედოვი ამოვთხაროთ!

ზემოთქმულიდან, მგონი, ნათელია, რომ ირაკლი ალასანიასა და მისი გუნდის ოდიოზური წევრების განცხადებები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს “ნაცებისა” და რესპუბლიკელების განცხადებებს!

ისიც გავიხსენოთ, რომ თურმე სააკაშვილის რეჟიმს კარგი საქმეებიც უკეთებია და უნდა დავუფასოთ, რაც არაერთხელ გვსმენია ალასანიასგან!

საერთოდ კი, კოალიციებზე ლაპარაკი უაზრობა მგონია, რადგან  ალასანიასააკაშვილირესპუბლიკელების კოალიცია, ფაქტობრივად, შემდგარია და, როდის გაფორმდება იურიდიულად ან გაფორმდება თუ არა საერთოდ, ნაკლებად საინტერესოა.

იქვე ისიც დაიქადნა ალასანიამ, რომ მომავალ არჩვენებში მისი პარტია მარტო დაამარცხებს “ქართულ ოცნებას”, რადგან თურმე ყოველ მესამე დღეს დადის რეგიონებში და იცის, რომ “ოცნებას” შანსი არ აქვს!

ეჰ, ნეტარ არიან მორწმუნენი… ბიძინას რეიტინგის დაცემა შენნაირების რეიტინგის აწევას არ ნიშნავს, ირაკლი ბატონო!

ისე, საინტერესოა, რით ხიბლავს ალასანია რეგიონების ამომრჩევლებს _ ნატო-ევროკავშირით, სადაც არასდროს მიგვიღებენ და, რომც მიგვღონ, ასეთი პერსპექტივა, ნეოლიბერალების მცირერიცხოვანი სექტის გარდა, აღარავის ხიბლავს საქართველოში!

დავით მხეიძე

P.S. “ბოლო 25 წლის განმავლობაში, თუ 200 წელს არ ვიტყვით, საქართველოს სახელმწიფოებრიობას საფრთხე რუსეთიდან ემუქრებოდა!” _ დაჰკრა ბეჭედი ირაკლი ბატონმა

თუმცა მე სწორედ 200 წლით დავიწყებ:

მართალია, რუსეთის იმპერიაში სახელმწიფო ოფიციალურად არ გვქონდა, მაგრამ სახელმწიფოს ყველა ატრიბუტი გვქონდა, მეტიც _ სამშობლო გვქონდა ქართველებს!

დღეს თითქოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ, ყოველ შემთხვევაში რუკაზე, მაგრამ სამშობლოს დაკარგვის საფრთხის წინაშე ვდგავართ არა რუსეთის, არამედ ნეოლიბერალური იდეოლოგიის გამო.

 რასაც, სხვათა შორის, რუსეთი ებრძვის უკრაინაში!

რაც შეეხება ბოლო 25 წელიწადს, რუსეთი იმას მაინც არ გვეუბნება, რომ ბიძაშვილი შეირთე ცოლად და თანაც კაციო! განსხვავებით  “ალასანიებისპრეზიდენტ ბარაკ ჰუსეინ ობამასგან, რომელმაც ახლახან, კონგრესში გამოსვლისას, არც მეტი არც ნაკლები, განაცხადა: “ჩემი პრეზიდენტობის მთავარ მიღწევად ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება მიმაჩნია!”

როგორც იანკები იტყვიან _ NO COMMENT!

 

1 COMMENT

  1. ე.წ.ნეოლიბერალების პრინციპი:ვიქაქანოთ ნატოზე რომელშიც არასდროს მიგვიღებენ ეს ვიცით,სამაგიეროდ დიიდ გრანტებს და დაფინანსებას რომ მივიღებთ,ესეც ზუსტად ვიცით! პ.ს.პრინციპში უკვე მარგინალური პარტიაა,ალასანიას"დემოკრატები",როდის მიხვდებიან,ეს დროის საკითხია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here