Home რუბრიკები სამართალი სოსო რობაქიძე: ლიდერებს, რომლებიც სააკაშვილის დაბრუნებას გადაწყვეტენ, რამდენიმეს მაინც, მე მოვკლავ იმიტომ,...

სოსო რობაქიძე: ლიდერებს, რომლებიც სააკაშვილის დაბრუნებას გადაწყვეტენ, რამდენიმეს მაინც, მე მოვკლავ იმიტომ, რომ სააკაშვილმა ქართველთა გენოციდი მოაწყო!

798

“საქართველო და მსოფლიოს” 2009 წლის 18-24 მარტის მე-5 ნომერში გამოვაქვეყნეთ 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან მოკლული ბუტა რობაქიძის მამის _ სოსო რობაქიძის ინტერვიუ, რომელშიც ამბობს: “დამემუქრნენ, შენი შვილის საფლავს დაგაკლავთო”… სოსო რობაქიძე არა, მაგრამ შვილის საფლავს 2006 წელს კორტების ტერიტორიაზე მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა _ იური ვაზაგაშვილი დააკლეს… სწორედ ამ ძველმა ამბავმა გვიბიძგა სოსო რობაქიძესთან შეხვედრისკენ, თორემ დამნაშავეების დასჯაზე ახალს რომ ვერაფერს გვეტყოდა შვილმკვდარი მამა, ზუსტად ვიცოდით.


_ ბოლო ერთი კვირა ძალიან ცხელი გამოდგა. დააპატიმრეს იური ვაზაგაშვილის მკვლელი და ნელნელა სხვა გახმაურებული საქმეების გახსნაც დაიწყო. რა ვითარებაა თქვენი შვილის მკვლელობის საქმის გარშემო?

_ ბუტას საქმეზე სასამართლო პროცესი 9 მარტს არის დანიშნული. საქმე ორ ნაწილად არის გაყოფილი _ პოლიციელებისა და მაღალჩინოსნების. მაღალჩინოსნები, რომლებიც საქმეში ფიგურირებენ, აქამდე არ დაუკითხავთ. როდესაც პოლიციელების საქმე მორჩება, დაიწყება მაღალჩინოსნების დაკითხვა, მაგრამ იმედი არ მაქვს… ზურაბ და იური ვაზაგაშვილების საქმეზე 11 ადამიანი დააპატიმრეს, არადა, 64 კაცია დასაჭერი, ყველას არ დაიჭერენ. დღეს პროკურატურა ისევ სავსეა სოდ-ის მიერ ჩანერგილი ადამიანებით, რომლებიც ცდილობენ, ყოველდღიურად რაღაც არეულობა შემოიტანონ…

ჩემი შვილი რომ მოკლეს, შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი იყო, კაცი, რომელიც ვიცი, რომ დამნაშავეა, ჩემი შვილის მკვლელობაში მისი ხელიც ურევია, მაგრამ ხელისუფლებამ თვალსა და ხელს შუაგამითეთრა”, დღეს ის ამაყად დადის, “გათეთრებულია”. როდესაც სასამართლო ადამიანს გაამართლებს, მერე მისი საქმე დახურულია და განხილვას აღარ ექვემდებარება იქამდე, ვიდრე ახალ გარემოებებს არ მოიძიებ. ეს, რაც შეეხება ოქრუაშვილს. საქმეში ფიგურირებს ზურაბ ადეიშვილიც, რომელიც გაიქცა, ასევე დამნაშავეა გიორგი ღვინიაშვილი, რომელიც პარლამენტში ზის და არვინ ფიქრობს, პასუხი მოსთხოვოს, არც ეხებიან. თუ ამ ხალხმა პასუხი არ აგო, ამას საქმის გამოძიება და სამართლიანობის აღდგენა ჰქვია?

მე და გურამ გირგვლიანი მეგობრები ვართ, როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, სხვა სალაპარაკო არ გვაქვს. სანდროს საქმეშიც ახალი არაფერია _ თაკო სალაყაია (ვანო მერაბიშვილის ცოლი _ ..) გარეთ არის, გურამ დონაძე გარეთ არის, დათა ახალაია გაქცეულია, მერაბიშვილს კი ბრალი უფლებამოსილების გადამეტებაზე წაუყენეს. არადა, გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ ჩაწერა, რომ მთავრობაა დამნაშავე. მთავრობას კი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის მომენტში სააკაშვილი და ის ადამიანები წარმოადგენდნენ, რომლებიც უკვე ჩამოვთვალე და არც ერთი პასუხისგებაში არ არის მიცემული. ასე სამართლიანობა არ აღდგება!

თუ კვლავ იბოგინებენსააკაშვილის სიკვდილის ბრიგადებიდა რეჟიმი არ გასამართლდება, სამართლიანობა აღდგენილი არასოდეს იქნება. ის, რასაც სააკაშვილის მთავრობა აკეთებდა, სისტემური დანაშაულია, და ყველამ კარგად ვიცით, მსოფლიოში სისტემურ დანაშაულს რაც ჰქვია.

125 ბიჭია იმ პერიოდში ქუჩაში დახვრეტილი, ეს იყო “ნულოვანი ტოლერანტობის” პრინციპით ჩადენილი დანაშაული, განკარგულება იყო ასეთი _ “ხელი არ აგიკანკალდეთ!”. კბილებამდე შეიარაღებულ პოლიციელებს “მწვანე შუქი” ჰქონდათ ანთებული. ციხეებიდან ათობით ადამიანია გამქრალი. სულ ვახსენებ დავით ცინდელიანს _ მამას მოაშორეს შვილი, წაიყვანეს და ზღვაში გადააგდეს. მინდა, გაიხსენოთ ის პერიოდი, სააკაშვილმა რომ განაცხადა, რუსები სომხეთის საზღვრიდან მოდიან ჩვენთან საომრადო. სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ ორი ასაკოვანი ადამიანი გულის შეტევით გარდაიცვალა _ სახლში შვილიშვილები ჰყავდათ და სად გაეხიზნათ, არ იცოდნენ. ამის მიტევება არ შეიძლება!

_ ფიქრობთ, რომ ახალმა ხელისუფლებამნაცებსეს ყველაფერი აპატია?

_ ძალიან სუსტები აღმოჩნდნენ. ჩვენგან გაქცეული დამნაშავეები, უფრო მეტიც, ძებნილები უკრაინაში საკმაოდ დიდ თანამდებობებზე ინიშნებიან. თუ ეს ჩვენი მთავრობისდედლობაარ არის, ამიხსენით, აბა, რა არის? თუ უკრაინას მიშა ურჩევნია საქართველოს, მაშინ საქართველომ უკრაინიდან ელჩი გამოიწვიოს. ორწელიწად-ნახევარია საქართველოს მთავრობამ ევროპას ვერ გააგებინა, ვინ არის სააკაშვილი; ვერ აუხსნეს, რომ ის პოლიტიკური დევნილი არ არის, მაგრამ, თუ აუხსნეს და ვერ გააგებინეს, აქ ჩამოსულებს ხალხი დაახვედრონ, ხალხის ხმა გააგონონ.

ოცნებისმხარდამჭერი ვიყავი, მაგრამ ახლა გაოცებული ვარ, როდესაც ამბობენ, რევანში არ იქნებაო. მინდა, ვუთხრა მათ _ რევანში იქნება, მაგრამოცნებისსაწინააღმდეგოდ.

“ნაცები” ისე უნდა გასამართლდნენ, როგორც ფაშისტები, მათ კატეგორიულად უნდა აეკრძალოთ არჩევნებში მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პარლამენტი უნდა დაიშალოს. ამით იმას კი არ დაადასტურებენ, რომ ვერაფერი გააკეთეს, პარლამენტის დაშლით ყველას უნდა დაანახვონ, რომ 53 დამნაშავის გვერდით ვერ დასხდებიან.

_ ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა უმრავლესობა თქვენი შვილების სახელების ხსენებით მოვიდნენ ხელისუფლებაში. სწორედ ამ გახმაურებულმა მკვლელობებმა გადაიყოლანაციონალური მოძრაობა”. დღეს, როდესაც ხვდებით ხელისუფლების წარმომადგენლებს, თვალებში როგორ გიყურებენ? რას გეუბნებიან და როგორ ხსნიან იმას, რომ არაფერი გააკეთეს დამნაშავეების დასასჯელად?

_ გაგიკვირდებათ და, ვინც დღეს ხმალამოღებული იბრძვის, ეს არის თინა ხიდაშელი. ყველა სატელევიზიო გამოსვლაში ჩვენი შვილების საქმეებს ახსენებს, ხაზს ვუსვამ, ახსენებს. არ ვამბობ, რომ რამე კეთდება, მაგრამ ეს ადამიანი ახსენებს მაინც… არიან პოლიტიკოსები, რომლებიც სკამებზე დასხდნენ და ყველაფერი დაივიწყეს. თქვენ მართალი ხართ, რომ არა ჩვენი შვილების ამბები, მიშას სულ შეუქებდნენ გზების დაგებას, ფასადების შეღებვას, შადრევნების აშენებას და მეც არც ერთ პოლიტიკოსთან არ მექნებოდა უერთიერთობა, ახლა ჩემს მეგობრებად რომ მოიხსენიებენ, მაგრამ მკვლელობებმა ყველაფერი შეცვალა… ჩვენი შვილების მკვლელობებმა სააკაშვილი ხერხემალში გადაამტვრია. ჩვენმა შვილებმა სააკაშვილის განადგურება საფლავიდან შეძლეს.

ნაწყენი ვარ თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლებზე? დიახ, ნაწყენი ვარ, თანაც, ძალიან ბევრზე. ბევრი მათგანი ყურით გვყავს მითრეული და დასმული იქ, სადაც სხედან. მოვა 2016 წლის არჩევნები და ისევ ხვეწნას დაგვიწყებენ, გვერდით დაგვიდექითო. სამი კაცი ჩემი ზურგით მყავს მითრეული და პარლამენტში დასმული, გვარებს ნუ დამასახელებინებთ. მთავარია, სპეკულანტობას თავი დაანებონ და საქმე გააკეთონ.

_ ვიდრე თქვენთან მოვიდოდი, ძველ მასალებს გადავხედე. 2009 წელსსაქართველო და მსოფლიოსთანინტერვიუში გითქვამთ ასეთი რამ: “დამემუქრნენ, შენი შვილის საფლავს დაგაკლავთო…” თქვენ არა, მაგრამ იური ვაზაგაშვილი დააკლესვინ გემუქრებოდათ იმხანად?

_ დიახ, მახსოვს ეგ განცხადება… მირეკავდნენ და მაგ სიტყვებს მეუბნებოდნენ. ნომერი დაფარული იყო. საბურთალოს პოლიციის თანამშრომლებს ყველაფერი მოვუყევი, მაგრამ ნომრის გამშიფრავი არავინ იყო _ იმიზეზებდნენ, სასამართლოს ნებართვა არ გვაქვსო, ტექნიკა არ გვივარგაო…  პოლიციას იმიტომ კი არ მივმართე, რომ რამის მეშინოდა, უბრალოდ, ვეუბნებოდი: ვიცი, თქვენი ნახელავია-მეთქი…

დაგაკლავთ შვილის საფლავზე!” _ ეს მუქარა მაინც შეასრულეს, ოღონდ არა ჩემ, არამედ იური ვაზაგაშვილის მიმართ. საერთოდ, მათ ყველა მუქარა შეასრულეს: ირინა ენუქიძე აღარ არის, იური ვაზაგაშვილი აღარ არის, მე რა სასწაულმა გადამარჩინა, არ ვიცი. ერთხელ ქუჩაში “კასტეტებით” სამმა ადამიანმა მცემა, მეორედ _ აქვე, ჩემს სახლთან ახლოს, შემდეგ ზუგდიდში მცემეს სასტიკად, თვალი ამომიღეს, ნეკნები ჩამიმტვრიეს. მოკლედ, სიკვდილს ძლივს გადავურჩი…

_ თქვენ იმავე ინტერვიუში ამბობთ: “ნაციონალებსზოგს მტკვარში დამხრჩვალს ნახავთ, ზოგს კოჯრის და წყნეთის ტყეებში მოკლულს”… კაცისთვის, თუ ის ბუნებით მკვლელი არ არის, ძნელია ასეთი რამის ჩადენა, მაგრამ რა არის შვილმკვდარი მამისთვის კულმინაციური წერტილი? მესმის, რომ დროს აჭიანურებენ, რაღაცის მოლოდინში ხართ, მაგრამ როდემდე?

_ ყველაფერს თავის დროს აქვს, რაღაცას ელოდები, მაგრამ რაც მეტად წელავენ დროს, მით უფრო ცუდად ვარ, შვილმკვდარი მამისთვის დრო მკურნალი ვერ იქნება. რაც შეეხება იმას, რომ მტკვარში ჩამხრჩვალს იპოვიან, ეს ასე იქნება, რადგან იმდენი ხალხი ჰყავთ გამწარებული “ნაციონალებს”, დანაშაულები არ შერჩებათ. ყველას ერთნაირი ნერვული სისტემა არ აქვს. ჩემი შვილის მკვლელი სადმე რომ შემხვდეს, მოვკლავ და ციხეში წავალ. არ მაქვს იმედი, რომ ხელისუფლება საკადრისად დასჯის სააკაშვილსა და მის პარტიას, მაგრამ მაქვს იმედი, რომ ხალხი დადგება იქ, სადაც უნდა იდგეს და საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას, რომ სააკაშვილი საბრალდებო სკამზე აღმოჩნდება. სააკაშვილი ციხეში დიდი ხნით უნდა ჩაჯდეს და ყველა ქართველმა უნდა იცოდეს, რა ჩაიდინა მან. თუ ასე არ მოხდება, სააკაშვილი ყოველთვის იქნება ამ ქვეყნის ამაოხრებელი.

ძალიან დავიღალე. აღარც კი მახსოვს, წვერი ბოლოს როდის გავიპარსე, შინიდან არ გავდივარ. იური რომ მოკლეს, იმ დღეებში საერთოდ არ მიძინია. ყველა გაზეთი, საინფორმაციო სააგენტო, ტელევიზია გიწვევს და თერთმეტი წლის განმავლობაში ერთსა და იმავეს გალაპარაკებენ. ეს საშინელებაა, თანაც ამ ხნის განმავლობაში  იმის მესამედიც კი არ არის გაკეთებული, რისი გაკეთებაც შეიძლებოდა.

მკვდარი “ნაციონალური მოძრაობა”, საქართველოდან გაქცეული, შერცხვენილი სააკაშვილი და მისი დამქაშები ახალმა ხელისუფლებამ გააცოცხლა. რისთვის? უკან რომ მობრუნდნენ? ეს არ მოხდება! ლიდერებს, რომლებიც სააკაშვილის დაბრუნებას გადაწყვეტენ, რამდენიმეს მაინც, მე მოვკლავ იმიტომ, რომ სააკაშვილმა ქართველთა გენოციდი მოაწყო, გენოციდის მომწყობი უნდა დაისაჯოს!

რამდენიმე წუთის წინ მითხარით, თქვენი შვილის სისხლით მოვიდნენ ხელისუფლებაშიო… მართალი ხართ. ნუთუ გული არ ერევათ, ახლა ბარამიძის გვერდით რომ სხედან? კისრებს რომ ვეღარ ერევიან და ვეღარაფერს ხედავენ? დარწმუნებული ვარ, ჩუმჩუმად სადღაც ერთად ქეიფობენ კიდეცამ ადამიანებმა დაამტკიცეს, რომ უზნეოები, სიტყვის გამტეხები და არაკაცები არიან

კიდევ ერთხელ ვამბობ: 2016 წელი მალე მოვა, კიდევ როგორ შევლენ პარლამენტში და რას მოიმკიან, აგერ ვნახოთ… დამინახავენ და რა ქნან, არ იციან, მე მაგათი მოფერება არ მჭირდება, მე მხოლოდ ჩემი შვილის მკვლელების დასჯა მსურს.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here