Home რუბრიკები პოლიტიკა აი თითი! აი სამი თითი! აი ევროპა!

აი თითი! აი სამი თითი! აი ევროპა!

3994

იყო დრო “მაპზე უკეთესი” მოგვცეს და გვიხაროდა…  ვისაც არ გვიხაროდა, “სამშობლოს მოღალატეები,” “დაბოღმილები” და ძალიან ცუდი ტიპები ვიყავით… როგორც იქნა, “მაპზე უკეთესის” სინდრომი გადავლახეთ და დღეს საზოგადოების მხოლოდ ძალიან პატარა პროცენტს თუ სჯერა ამ სისულელისა. თუმცა, როგორც ჩანს, “მაპის” თემის გაშარჟებას “ნაციონალური მოძრაობის” კრახმაც შეუწყო ხელი, ვინაიდან მითი _ “მაპზე უკეთესი” სწორედ “ნაცებს” მიეწერათ, საზოგადოებაც ერთგვარად ფეხის ხმას აჰყვა და ეს თემაც გაუაზრებლად აიგდეს მასხრად.


ანუ ხალხი კი არ ჩაუფიქრდა, რატომ, რა მიზეზითა და არგუმენტით არის არასერიოზული და სასაცილო ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს მიღების პერსპექტივა, არამედ, უბრალოდ, დასცინა მას, როგორც “ნაცებთან” ასოცირებულ” სხვა ნებისმიერ მოვლენასა თუ ფაქტს.

როგორც ჩანს, სწორედ ამის ბრალია, რომ იმავე საზოგადოებას, ახლა უკვე “ოცნების” ხელში, “მაპზე უკეთესის” მთელი წყება გაუჩნდა და ამ არანაკლებ სასაცილო “პერსპექტივებს” მხოლოდ იმიტომ არ დაცინის, რომ ისინი “ნაცებთან” არ არის ასოცირებული.

რა თქმა უნდა, რამდენიმე სხვა მცირესიკეთისდაპირებასთან ერთად, ყველაზე მსხვილიხბოს სატყუარაევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება და მასზემომყოლისხვადასხვა მომხიბლავი პერსპექტივაა, ხოლო მათ შორის ყველაზე მყვირალა _ საქართველოს მოქალაქეთა უვიზო მიმოსვლა ევროპის ქვეყნებში!

მოგეხსენებათ, ამ “აღთქმულ ვიზას”, უფრო ზუსტად, უვიზობას, უკვე არაერთი წელია, ელიან საქართველოს მოქალაქეები და, შეიძლება ითქვას, ჩვენი მოსახლეობის 80 პროცენტი “სტარტზე” დგას, რომ უვიზო მიმოსვლის გამოცხადებისთანავე გავეშებული ეკვეთოს “დასავლეთ საზღვარს” და “ევროპულ სამოთხეში” საშვილიშვილოდ განცხრომით იცხოვროს…

არა,  ალბათ, გადავაჭარბე! ღმერთმა ნუ ქნას, ქართველთა 80 პროცენტი ისეთი გულუბრყვილო და სულელი იყოს, რომ ევროპა “სამოთხესთან” ჰქონდეს გაიგივებული, მაგრამ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს ეს წარმოდგენა ნამდვილად აქვს.

თუმცა ამ სტატიის მიზანი არ არის ევროპის “სამოთხეობის” მტკიცება ან უარყოფა,  მხოლოდ იმაზე მსურს ყურადღების გამახვილება, “მიღწევადია” თუ არა ჩვენთვის ეს ყოველივე, თუნდაც ის “სამოთხეზე უკეთესი” იყოს…

ყველას გვახსოვსბასტი ბუბუსცნობილი საბავშვო სიმღერათუთუთუ…” აი, ზუსტად ამას მაგონებს საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ, უფრო ზუსტად კი _ ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოსადმი.

კითხვაზე _ გამოგვივა თუ არა ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა და, შესაბამისად, უვიზოდ გადაადგილება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში? პასუხი დაახლოებით ასეთია: _ თუ წვალობს, თუ შრომობს, თუ ინდომებს ბავშვი(!) ყველაფერი გამოგვივა მაშინ!

მთავარი კი ის არის, რომ ეს ევროპულითუ”-ები საქართველოს მიმართ არა და არ დაილია!

*2004 წლიდან მოყოლებული გვესმის: “მომდევნო წლის ბოლოდან საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან შენგენის ქვეყნებში, თუ შევასრულებთ აღებულ ვალდებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ…”

*”შარშან ეს არ მოხერხდა, მაგრამ წელს ან მომდევნო წლის დასაწყისიდან საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ გადაადგილდებიან შენგენის ქვეყნებში, თუ შევასრულებთ იმ ვალდებულებას, რომელიც…”

*”გასულ წლებში, ჩვენ მიერ შესრულებული ვალდებულებების მიუხედავად, ვერ მოვახერხეთ, მაგრამ ამ წლის ბოლოდან უკვე საქართველოს მოქალქეეები უვიზოდ გადაადგილდებიანთუ…”

აღარ დაილია “შესასრულებელი ვალდებულებები” მისი “თუ”-ებიანად!

ირაკლი ალასანიას თავდაცვის მინისტრობაც კი ლამისევროპის წინაშე ნაკისრ ვალდებულებადდაგვიხატეს მაია ფანჯიკიძემ და ბუკა პეტრიაშვილმა!

ბოლო “თუ” _ ეს იყო უკრაინული “მაიდნის” შემდგომ საქართველოს მიერ “ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებაზე” სასწრაფოდ ხელმოწერა.

გახსოვთ, ალბათ, ფრაზები: თუ საქართველოს ხელისუფლება ნამდვილად განუხრელად ადგას ევროატლანტიკურ კურსს, მაშინ მათ უყოყმანოდ და დაჩქარებულად უნდა მოაწერონ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას!”

ყოყმანი კი არა, სულშალახოსცეკვით მოვაწერეთ!

მას შემდეგ ლამის ყოველდღე იმეორებდნენ ტელევიზიები: ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით, 2016 წლის დასაწყისიდან, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შენგენის ქვეყნებში უვიზოდ გადაადგილდება”.

იმეორებდნენ აგერ, გუშინწინდლამდე.

გუშინწინ კი _ “საქართველოსა და შენგენის ქვეყნებს შორის უვიზო მიმოსვლის ამოქმედების საკითხი ეჭვქვეშ დგება!” _ ასე დასათაურდა ევროპელთა მორიგითუსაქართველოს მიმართ და ქართულმა მედიასაშუალებებმაც, რაც შეიძლებოდა, მოკრძალებულად აუწყეს მკითხველმაყურებელს ესახალი ამბავი”.

ბოლო ორი სიტყვა ბრჭყალებში იმიტომაც ჩავსვი, რომ ეს ჩემთვის და, ალბათ, არაერთი ჩემნაირისთვის სულაც არ ყოფილა ახალი ამბავი.

ევროპას, ლამისაა, მეთხუთმეტე საუკუნის შემდეგ აღარ ელევა ესთუ”-ები და ჩვენიევროპაში ინტეგრირებისწინაპირობად ხან კათოლიციზმის მიღებას გვთხოვს, ხან _ ჩანგლით ხინკლის ჭამას და ხანაც კიდევ _ გეიაღლუმების მოწყობას

თურმე, ნუ იტყვით და, ევროპის ეს ბოლოთუ”- სწორედ ელგებეტე თემას უკავშირდება. კერძოდ, შენგენის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ შესვლას მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებენ, თუ (თუმეთქი!) დადასტურდება, რომ ჩვენს ქვეყანაშიანტიდისკრიმინაციული კანონიგანუხრელად სრულდება!

აი, ამის ასე “განუხრელად” დამტკიცება რამდენად შესაძლებელია, მართლაც, ვერაფერს გეტყვით!

მაგალითად, გასულ კვირაში ნერვები აღარ ეყო ჩვენს სახელოვან მსახიობს _ მიშა გომიაშვილს დაფეისბუქგვერდზეისეთისულის ამოძახილიმიუძღვნა ელგებეტე თემს, რომ ორგანიზაციაიდენტობისხელმძღვანელმა ირაკლი ვაჭარაძემ იმწამს შეჰღაღადა ევროპის თეატრებს, _ პროგრამა, რომელშიც ეს ჰომოფობი გომიაშვილი იქნება, საგასტროლოდ არ მიიღოთო!

ვაჭარაძისნაირთა “ღაღადი” ნაკლებად მაინტერესებს, უბრალოდ, მინდა, გავიგო, ხვალ მე რომ აღარ მეყოს ნერვები, ზეგ _ ჩემს მეზობელ თამაზას, მასზეგ _ გვერდითკორპუსელ უშანგას და, უბრალოდ, ჩვენი თვალსაზრისი გამოვხატოთ სადმე _ ეს საქართველოსანტიდისკრიმინაციული კანონის ზედმიწევნით ვერშესრულებადეთვლება თუ (თუ! თუმეთქი!) როგორაა საქმე?

ან გინდაც, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხათრით, როგორღაც მოვკეტე მე და როგორღაც ჩემს მეზობლებსაც მოვაკეტინე და სხვის მეზობლებსაც…

დავიჯერო, ევროპას ეს დააკმაყოფილებს და სხვათუ”- აღარ და ვეღარ გამონახავს?

ის, რაც ზემოთაც აღვნიშნე, რომ 80 პროცენტი ქართველებისა ევროპაში შესავარდნად ემზადება (თუნდაც გადაჭარბება იყოს ეს და 40-ზე ჩამოვწიოთ), დავიჯერო, მხოლოდ ჩვენ ვიცით და ევროპამ არა?

და როგორ გგონიათ, დიდი ხელგაშლით _ “ებიჯო, გელოდებოდით, სად ხართ აქამდე”-თი ელოდებიან ისინი რამდენიმე ასეულ ათას (თუ მილიონს არა) დამშეულ ქართველს?

არა!  ევროპული “თუ… თუ… თუ…” აუცილებლად გაგრძელდება…

და რადგან ასე ვფიქრობ, ბარემ იმასაც გავიხსენებ, რომ ამ სიმღერით სტუდია “ბასტი ბუბუ” ბავშვებს ასო-ბგერა “თ”-ს ასწავლიდა და მისამღერში მომღერლები დიდი ყიჟინით გაიძახოდნენ: “აი თითი!”

ჰოდა, ადრე იქნება თუ გვიან, ევროპასაც, ბოლობოლო, მოუწევს ამ გაუთავებელითუთუთუ…”- დამთავრება და ჩვენთვის ერთი რომელიმე თითის ჩვენება!

თითი კი სულ ხუთია და ამათგან სამი კონკრეტულ მოქმედებას გამოხატავს ჟესტების ენაზე:

1. მაღლა აწეული ცერა თითი _ ევროპა გვეუბნება კარგი ბიჭები ხართ, ყველა ვალდებულება შეგისრუბიათო;

2. გაშვერილი საჩვენებელი თითი _ ეს მითითებაა და ევროპა გვეუბნება, _ აგერ ჩვენი კარი  და შემობრძანდითო;

3. აშვერილი შუა თითი _ აი, ესა ხართ თქვენ! ვერაფერიც ვერ შეგისრულებიათ თქვე უნიათოებოო, _ ამბობს ევროპა!

ან, იქნებ (რაც უფრო სავარაუდოა), სულაც სამივე ამ თითის კომბინაცია მივიღოთ?!

ბაკურ სვანიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here