Home რუბრიკები პოლიტიკა «Да ты что, сукин сын, самозванец, казенные земли разбазариваешь?!»

«Да ты что, сукин сын, самозванец, казенные земли разбазариваешь?!»

744

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მიწის კანონის განხილვას მწვავე კამათი მოჰყვა. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა პაატა კოღუაშვილმა უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის წესი გააპროტესტა და მოითხოვა, წარმოედგინათ ეკონომიკური ანალიზი, რომლის მიხედვითაც ეს კანონპროექტი იყო მომზადებული. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის _ ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, ეკონომიკური ანალიზი ეკონომიკის სამინისტრომ მოამზადა. მას კოღუაშვილმა უპასუხა, რომ ეკონომიკის სამინისტროს ამ საკითხზე არავითარი ანალიზი არ გაუკეთებია და “ბარამიძის განცხადება დემაგოგიაა”. ამ რეპლიკის გამო, პირწავარდნილმა რესპუბლიკელმა, იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ პაატა კოღუაშვილი დარბაზიდან გააძევა…

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ბატონი პაატა კოღუაშვილის გამოსვლის სტენოგრამიდან:

“არაფერი აქვს გაკეთებული ეკონომიკის სამინისტროს, ძალიან კარგად ვიცი…. მომეცით დასაბუთება იმ სოციალურ-ეკონომიკურ პირობებისა, რომელთა გამოც ასხვისებთ მიწებს. ვერ დამიდებთ ამას იმიტომ, რომ ამის საბაზისო განათლება არ გაგაჩნიათ და პრაქტიკა არ გაქვთ. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ძვირფასო სანდრო, თქვენც, ვახტანგ, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, გამოგიგზავნეთ მიმართვა წიგნის სახით, დისკეტის სახით, უკვე ათი რიცხვია, გავიდა ვადა, ჩვენ ველოდებით პასუხს ამ საკითხზე… დასავლური კანონმდებლობა და მაღალგანვითარებადი დემოკრატიული ქვეყნები უარყოფითად არიან განწყობილნი იურიდიული პირებისთვის მიწის მიცემაზე, არ აძლევენ პრაქტიკულად. მე გამოგიგზავნეთ ეს ყველაფერი, არ თქვათ, არ მომივიდაო. აგერ ძვირფას გიგლასაც (გიგლა აგულაშვილი _ აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე. _ რედ.) აქვს ეს ყველაფერი, ნახეთ, ვინ აძლევს მიწას იურიდულ პირს. იმიტომ, რომ იქ არის ყველაზე დიდი საფრთხე სპეკულაციისა, იქ არის ყველაზე დიდი საფრთხეები ჩადებული, რატომ აკეთებთ ამას, რისი გულისთვის?! რა ჩანაწერია ეს იურიდიული პირი, ესე იგი, საჯარო იურიდიულ პირსაც აქვს მიწის შეძენის უფლება?

…ეს, რაც გაქვთ თქვენ, რეალურად არის აყრის სტრატეგია ქართველი გლეხისა სოფლიდან. არ გამოვა ასე, ამ კანონის მიღება არ შეიძლება. მოდით, შევიკრიბოთ, წყნარად, მშვიდად დავჯდეთ, დავასაბუთოთ ეს ყველაფერი… არ ვარგა, ძმებო, ეს. ეს კანონი არ არის ის, რაც უნდა მივიღოთ…

ჩვენ შევისწავლეთ ახალი ზელანდიის, ავსტრიის, დანიის კანონმდებლობა, ასეთი კანონმდებლობა უნდა ჩავდოთ აქ, აბა, თუ გაბედავს ვინმე რამეს. რად გინდათ, იყოთ ლიბერალები, ლიბერალები კი არა, ეროვნულები უნდა ვიყოთ. ეს ურთულესი თემაა. მიწათმოქმედების სტატუსი გვინდა, ვერ გავაგებინე სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მიიღო ეს და ახლა გაიძახიან, ფერმერის სტატუსიო, ეს სტატუსი უნდა ჰქონდეს, როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირს, ამაშია საქმე, სანდრო. დავჯდეთ, უფასოდ, უსასყიდლოდ და დავილაპარაკოთ… მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია მისი ქვეყნის კანონმდებლობის სტრუქტურა, იცოდე, სანდრო, ეს. არავინ გვაძალებს, ჩავიდინოთ ასეთი რამე.

ვახტანგ, როდესაც დემაგოგია მესმის, როცა ტყუილები მესმის, რა ვუპასუხო უპასუხო არსებებს, სანდრო, ყოჩაღ შენ!” _ აი, ასეთი მწვავე გამოსვლა ჰქონდა ბატონ პაატას ქართველი ერისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხზე _ უცხოელებისთვის მიწის მიყიდვის კანონპროექტზე, მაგრამ არც იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტან ხმალაძემ, არც იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ და არც აგრარულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ გიგლა აგულაშვილმა ყურად არ იღეს პროფესორ პაატა კოღუაშვილის პროტესტი, რომ ზემოაღნიშნული კანონპროექტი ქართველი გლეხის და, საერთოდ, ქართველი ერის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედებდა. შედეგად, პაატა კოღუაშვილს, რომელმაც კანონპროექტის ავტორები არაკომპეტენტურობასა და საბაზისო ცოდნის უქონლობაში დაადანაშაულა, სხდომა დაატოვებინეს. როგორც ჩანს, იმ პირებს, რომლებიც ქართველი ერისთვის უაღრესად მავნე კანონპროექტის დამტკიცებას ცდილობენ, დავალება გარე ძალებისგან აქვთ მიღებული და არაფრის გაგონება არ სურთ…

რესპუბლიკელებისგან ანტიქართული დემარშები გასაკვირი არ არის, არც ბატონი ხმალაძის საქციელი იყო მოულოდნელი, უბრალოდ, ამ სცენამ გამახსენა სცენა ლეონიდ გაიდაის გენიალური ფილმიდანივანე ვასილის ძე პროფესიას იცვლის”, როდესაც შეუდარებელი ლეონიდ კურავლიოვის გმირი მიმართავს ფსევდო ივანე მრისხანეს, რომელმაც სამეფოს მიწა გაასხვისა: «Да ты что, сукин сын, самозванец, казенные земли разбазариваешь?!»

თუ გავითვალიწინებთ, რომ პროფესორი კოღუაშვილი ამ საკითხისადმი ღრმა მეცნიერულ, სახელმწიფო ინტერესებისადმი შესაბამის მიდგომასა და კანონმდებლობაში ქართული მიწების განიავებისგან დამცავი მექანიზმების შეტანას მოითხოვდა, დარბაზიდან მის გამძევებელს მართლაც უნდა ვკითხოთ: “რას სჩადი, ძაღლისშვილო, თვითმარქვიავ, სახელმწიფოს მიწებს ანიავებ?”

ეპითეტითვითმარქვიააქ სრულიად ზედგამოჭრილია, რადგან, რომ არა ბიძინა ივანიშვილის ახირება, კოალიციაში შეეყვანა ოდიოზური რესპუბლიკური პარტია, ბატონი ხმალაძე საპარლამენტო კომიტეტის თავჯდომარის სავარძელს ისევე ვერ იხილავდა, როგორც საკუთარ ყურებს

რესპუბლიკელებს უყვართ პოზიორობა _ აქაოდა, საქართველოში მოწინავე დასავლური გამოცდილების დამნერგავები ვართ და ჩვენი პარტია ქვეყნის განვითარების ავანგარდიაომათი ამ მორიგი სიყალბის დასტურად შემოგთავაზებთ ინფორმაციას, როგორ არის რეგულირებული უცხოელ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე მიწის გადაცემის საკითხი ევროკავშირისა და ზოგიერთი სხვა განვითარებული ქვეყნის კანონმდებლობაში, შემდეგ კი თვითონვე განსაჯეთ, რა იყო თვითმარქვია ხმალაძის მიერ კომიტეტის სხდომიდან ღვაწლმოსილი მეცნიერის გაძევების მიზეზი.

როგორ არის რეგულირებული უცხოელ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე მიწის გადაცემის საკითხი ევროკავშირისა და ზოგიერთი სხვა განვითარებული ქვეყნის კანონმდებლობაში

ავსტრია

ავსტრიაში უცხოელთა მიერ მიწის შეძენა რეგულირდება მიწის შესახებ ცალკეული კანონებით. მაგალითად, ერთ-ერთი მიწის (ბურგერლანდის) კანონით, “უცხოელის მიერ უძრავი ქონების შეძენის შესახებ”, უცხოელს უძრავი ქონების შესაძენად სჭირდება ნებართვა (13). ნებართვა კი, თავის მხრივ, შეიძლება მიიღოს, თუ “სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური” ინტერესები არ იქნება შელახული და თუ:

*არსებობს მიწის (ბურგერლანდის) ეკონომიკური, სოციალური თუ კულტურული ინტერესი;

*უცხოელი ავსტრიის ტერიტორიაზე, სულ ცოტა, 10 წელი ლეგალურად, კანონიერად იმყოფება და მისი შენაძენით მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან სხვა ინტერესი არ ილახება;

თუ უცხოელს (მათ შორის არ განიხილებიან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა მოქალაქეები) ნაყოფიერი სასოფლოსამეურნეო მიწის შეძენა სურს, ზემოთ მოცემულ ნებართვასთან ერთად სჭირდება დამატებითი ნებართვა, რომელიც გაიცემა სპეციალური კომისიის მიერ (რუნდვერკეჰრსკომმისსიონ) (8).

დაახლოებით ანალოგიური მოთხოვნებია ავსტრიის სხვა მიწების კანონმდებლობებითაც, მაგალითად, ობეროსტერრაიხის (OBEღOშთEღღEIჩH) კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ უცხოელის მიერ ყოველგვარი ქონების შეძენა (ყიდვით, ჩუქებით ან გაცვლით) არ საჭიროებს ნებართვას, მაგრამ უცხოელის მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის (1 ჰექტარზე მეტის) არათუ შეძენას, არამედ იჯარით აღებასაც კი სჭირდება სპეციალური ნებართვა.

უძრავი ქონების შეძენის ნებართვას უცხოელი მიიღებს, თუ:

* აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომლებსაც საკუთრების შეძენისას ქვეყნის მოქალაქეც აკმაყოფილებს;

*თუ არ იქნება შელახული ავსტრიის კულტურული, სოციალურპოლიტიკური და საჯარო ინტერესი ან უსაფრთხოება;

* არ იქნება შელახული სახელმწიფოებრივპოლიტიკური ინტერესები.

დანია

დანიაში, მისი კანონმდებლობის გარეგნული ლიბერალური ხასიათის მიუხედავად, უძრავი ქონების შეძენა საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია. უძრავი ქონების შეძენა განსაკუთრებით რთულია არარეზიდენტებისთვის. მათ დანიაში არ შეუძლიათ, შეიძინონ ქონება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც:

*არიან ევროკავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მოქალაქეები და იურიდიული პირები და მუშაობენ ან საქმიანობენ დანიაში;

*არიან არაევროკავშირის რომელიმე სახელმწიფოს (არა _ ევროკავშირის) მოქალაქეები და ბოლო 5 წლის განმავლობაში რეგისტრირებულნი არიან დანიაში, როგორც რეზიდენტები;

* მოპოვებული აქვთ ნებართვა დანიის იუსტიციის სამინისტროსგან.

მაგალითად, თუ დანიაში ჩასულ სხვა ქვეყნის მოქალაქეს ან იურიდიულ პირს ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ ქვეყანაში მუდმივი ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტი არ აქვს, დანიის იუსტიციის სამინისტროს ნებართვის გარეშე მიწას ვერ შეიძენს.

დანიის კანონმდებლობა განსაკუთრებით მკაცრია დასასვენებელ ადგილებში სახლების შეძენისას. ეს განსაკუთრებით თვალში საცემია ზღვის სანაპიროზე, სადაც მოქმედი სპეციალური შემზღუდავი წესები “ანტიგერმანული წესებითაა” ცნობილი. ეს რეგულაციები შემუშავებულია სანაპირო ზოლში გერმანელების მიერ საკუთრების შეძენის შესაზღუდავად.

შვეიცარია

შვეიცარიაში უცხოელების მიერ მიწის შეძენა დაშვებულია, მაგრამ მხოლოდ ნებართვის აღების პირობით. შვეიცარიის ფედერალური კანონი უცხოელთა მიერ მიწის შეძენის შესახებ პირველი მუხლით ადგენს ამ კანონის მიზანს: უცხოეთში მცხოვრებთა მიერ შვეიცარიის მიწის შეძენა შეზღუდულია, რათა თავიდან იქნეს აცილებული შვეიცარული მიწისგაუცხოება”.

ამ კანონით შეზღუდვები ძირითადად იმ პირებზე წესდება, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ, და არა იმ უცხოელებზე, რომლებიც შვეიცარიაში კანონიერად ცხოვრობენ.

საინტერესოა, რომ კანონის მე-5 მუხლის “ც” პუნქტით გამოყოფილი არიან უცხოეთში მცხოვრები ის პირები, რომლებსაც ამა თუ იმ ქვეყანაში “განსაკუთრებით კარგი” მდგომარეობა აქვთ. მე-6 მუხლი კი განმარტავს, რა იგულისხმება “განსაკუთრებით კარგ” მდგომარეობაში. ამ განმარტების თანახმად, აქ იგულისხმებიან ფინანსურად განსაკუთრებით კარგი მდგომარეობის უცხოელები ან რომელიმე ქვეყანაში საარჩევნო ხმათა უმრავლესობის მფლობელი, ან სხვა განსაკუთრებული სტატუსის ადამიანები. კანონით მათზე მიწის შეძენის ნებართვის გაცემა შესაძლებელია, მაგრამ კანონი ამ ადამიანებს განსაკუთრებულ კატეგორიად განიხილავს.

ლატვია

კანონმდებლობის შესაბამისად, ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოს მოქალაქეებსა და იურიდიულ პირებს ლატვიის მიწისა და ტყის შეძენა არ შეუძლიათ.

თურქეთი

თურქეთის კანონმდებლობით, უცხოელისთვის მიყიდული მიწა არ უნდა აღემატებოდეს 2.5 ჰექტარს (გამონაკლის შემთხვევაში, 30 ჰექტრამდე არის შესაძლებელი). მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე კი შეზღუდვა არ არსებობს.

არგენტინა

არგენტინაში განსაზღვრულია ნაყოფიერი მიწის ის ოდენობა, რომელიც შეიძლება შეიძინონ უცხოელებმა და იმ იურიდიულმა პირებმა, რომელთა წილების 51% უცხოელთა ხელშია (მხოლოდ 1.000 ჰექტარი). უცხოელთა საკუთრებაში შეიძლება იყოს არგენტინის ტერიტორიის 20%. არგენტინის პრეზიდენტი კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერი თავის კანონპროექტს მიწის უცხოელთა საკუთრებაში გადაცემის შემოფარგვლის აუცილებლობას შემდეგნაირად ასაბუთებდა: “არგენტინა არ არის პირველი ქვეყანა, რომელიც მსგავს რეგულაციას აწესებს. ასეთივე აქვს ბრაზილიას, კანადას, აშშ-სა და საფრანგეთს. შეზღუდვა დაწესებული აქვს სხვა განვითარებულ ქვეყნებსაც”. ეს ტენდენცია სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ძირითადად იმაზეა დაფუძნებული, რომ მიწის რესურსი შეიძლება ამოიწუროს და მისი უცხოელის ხელში გადასვლა სახელმწიფოს ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებზე მოქმედებს.

გერმანია

გერმანიის კანონმდებლობით, უცხოელებს მიწის შეძენაზე ისეთივე შეზღუდვები აქვთ დაწესებული, როგორიც გერმანიის მოქალაქეებს. სასოფლოსამეურნეო მიწის შესაძენად აუცილებელია განცხადების წარდგენა, რომელშიც აღწერილი და დასაბუთებული უნდა იყოს სასოფლოსამეურნეო მიწის განვითარების გეგმა; აგრეთვე, ის წინაპირობა, რომ ფიზიკური პირი, რომელიც იძენს მიწის ნაკვეთს, უნდა იყოს 18 წლის, მიუხედავად იმისა, უცხოელია თუ გერმანიის მოქალაქე. გერმანიაში საკმაოდ ფრთხილია მიდგომა სასოფლო-სამეურნეო მიწის არასათანადო გამოყენების მიმართ, ნებისმიერის _ მოქალაქისა თუ არამოქალაქის მიერ, ამიტომ ასეთი ნებართვის მოპოვება სპეციალური კომისიის თანხმობის გარეშე შეუძლებელია.

რუმინეთი

მოქალაქეობის არმქონე ან უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რუმინეთში მიწის შეძენა მხოლოდ საერთაშორისო ხელშეკრულებით განსაზღვრული წესის შესაბამისად შეუძლიათ, ნაცვალგების პრინციპით.

ეს ნიშნავს, რომ რუმინეთში უცხოელს მიწის, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის, შეძენა შეუძლია ქვეყნებს შორის შესაბამისი ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში და იმ პირობის გათვალისწინებით, თუ მეორე ქვეყანა რუმინეთის მოქალაქეებს ანალოგიურ უფლებას მისცემს.

ევროკავშირის სახელმწიფოების მოქალაქეებს, რომლებსაც საცხოვრებელი აქვთ რუმინეთში და იურიდიული პირებს, რომლებიც ამ ქვეყანაში არიან რეგისტრირებულნი, სასოფლო-სამეურნეო მიწის შესაძენად აქვთ იგივე უფლებები, რაც რუმინეთის მოქალაქეებს. იმ “ევროკავშირელ უცხოელებს” კი, რომლებიც რუმინეთში არ ცხოვრობენ, მიწის შეძენა შეუძლიათ მხოლოდ სპეციალური ნებართვის მიღების შემთხვევაში.

ევროკავშირის ქვეყნების გარდა, სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის კანონი არ შეცვლილა. მათ, ისევე, როგორც 2007 წლამდე (რუმინეთის ევროკავშირში გაწევრებამდე), დღესაც არ აქვთ რუმინეთში მიწის ნაკვეთის შეძენის უფლება.

რუსეთი

რუსეთში დაახლოებით 400 მილიონი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა. მათგან 129 მილიონი ჰექტარი კერძო საკუთრებაშია, დანარჩენი კი _ სახელმწიფოს საკუთრებაში. 2006 წლამდე რუსეთში არსებობდა აკრძალვა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესყიდვაზე უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ. რადგან რუსეთში ძალიან დიდია გამოუყენებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი, 2006 წელს გაუქმდა აკრძალვა უცხოელებზე. უცხოელს შეუძლია, რუსეთში იყიდოს სასოფლო-სამეურნეო მიწა იმ შეზღუდვების გათვალისწინებით, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეზე ვრცელდება. ფედერაციის სუბიექტების კომპეტენციაა, დაადგინოს მაქსიმუმი იმ მიწისა, რომელიც შეუძლია შეიძინოს ერთმა ფიზიკურმა ან იურიდიულმა პირმა.

ზოგადი შეზღუდვა უცხოელთა მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენისა რუსეთის კანონმდებლობით არ არსებობს, გარდა ერთი გამონაკლისისა. აკრძალულია სასაზღვრო ტერიტორიასთან არსებული სასოფლოსამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისება. რუსეთის პრეზიდენტის 2011 წლის 9 იანვრის ბრძანებით, განისაზღვრა ის ტერიტორიები, რომელთა შესყიდვაც აეკრძალათ უცხოელებს. ამ სიაში აღმოჩნდა რუსეთის 380 რეგიონული ქვედანაყოფი. მათ შორის, შორეული აღმოსავლეთისა და ციმბირის საზღვრები, ქალაქი კალინინგრადი და მის ახლოს მდებარე სასოფლოსამეურნეო და არასასოფლოსამეურნეო მიწები. უცხოელებს, აგრეთვე, ეკრძალებათ უკრაინასთან მოსაზღვრე ქალაქ ბელგოროდის მიმდებარე ტერიტორიებისა და ქალაქ სოჭისა და აზოვის ზღვასთან მოსაზღვრე მიწების შეძენა. გრძელ ჩამონათვალში გვხვდება ასევე აკრძალვა კრასნოდარისა და კავკასიის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ სასოფლოსამეურნეო მიწებზე.

ბულგარეთი

ეს ქვეყანა ბუნებრივი და ინფრასტრუქტურული პირობებით საქართველოს მსგავსია. ბულგარეთში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ, თუ ისინი ბულგარეთში დაარეგისტრირებენ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას. ეს რეგულაცია უცხოელ (არამოქალაქე) ფიზიკურ პირებს მიწის პირდაპირ შეძენას უზღუდავს, თუმცა იურიდიული პირის დაფუძნების შემდგომ პროცესი საკმაოდ მარტივდება.

მოქალაქეობის არმქონე უცხოელ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ბულგარეთში მიწის შეძენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლიათ: თუ ისინი იმ ქვეყნის მოქალაქეები არიან, რომელთანაც ბულგარეთს 2007 წლის 1 იანვრის შემდეგ საერთაშორისო ხელშეკრულება აქვს დადებული; თუ ქონებას მიიღებს მემკვიდრეობით; თუ არის ევროკავშირის მოქალაქე, რომელსაც აქვს მუდმივი ადგილსამყოფელი ბულგარეთში; თუ არის ევროკავშირის თვითდასაქმებული ფერმერი და მიწას ბულგარეთში დასასახლებლად და სამუშაოდ ყიდულობს.

აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის ქვეყნებისთვის არსებობს ლიბერალური და “შინაურული” რეგულირება, ხოლო არაწევრი ქვეყნებისთვის მოქმედებს ზემოთ მოცემული შეზღუდვები და მათ სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა, ფაქტობრივად, არ შეუძლიათ.

უნგრეთი

უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლომ მიწის უცხოელთათვის გადაცემის შესახებ 4 გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში განმარტა მიწის საკუთრების ფუნქციები, რათა დაესაბუთებინა შეზღუდვები, რომლებიც მიწის შეძენასთან დაკავშირებით იყო შემოღებული

უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლო მიწას განიხილავს, როგორც საკუთრების განსაკუთრებულ ობიექტს და, შესაბამისად, მასთან განსაკუთრებული სამართლებრივი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს. ის აღნიშნავს, რომ სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის მხოლოდ მცირე რესურსი არსებობს და ის სხვა ღირებულებებით შეუცვლელია. ამიტომ მიწის საკუთრების შეზღუდვის ლეგიტიმური მიზანი არის საჯარო ინტერესი. სასამართლოს აზრით, ტყეები და ნაყოფიერი მიწები ისტორიულად ერთობლივად, კოლექტიურად გამოიყენებოდა. ამიტომ ნაყოფიერ მიწებზე, ისევე, როგორც ტყეზე, საჯარო ინტერესი დღესაც არსებობს. უნგრეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უცხოელებისადმი დაწესებული შეზღუდვა მიწის საკუთრებაში შეძენისა ლეგიტიმურად ჩათვალა.

ესტონეთი

ესტონეთში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების მოსაპოვებლად დადგენილია ქვეყანაში ცხოვრებისა და აგრარულ სექტორში მოღვაწეობის ხანგრძლივობის ცენზი. გარდა ამისა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესაძენად საჭიროა შესაბამისი მუნიციპალიტეტის თანხმობა. ესტონეთის კანონმდებლობით, განსაზღვრულია მთელი რიგი სასაზღვრო და სტრატეგიული ტერიტორიებისა, რომლის ფარგლებში მოქცეული სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის მიყიდვა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის აკრძალულია.

პოლონეთი

პოლონეთის კანონმდებლობით, უცხო ქვეყნის მოქალაქის, აგრეთვე, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ან უცხო ქვეყნის მოქალაქეების კონტროლს დაქვემდებარებული სამეწარმეო საზოგადოებების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესაძენად სავალდებულოა საინვესტიციო გეგმის და მის განსახორციელებლად საჭირო ქონების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. ასეთი მიწის შეძენას სჭირდება შინაგან საქმეთა მინისტრის თანხმობა. ამასთანავე, კანონით განსაზღვრულია მაქსიმალური ფართობი, რომლის შეძენაც უცხოელისთვის დასაშვებია.

აშშ და სხვა ქვეყნები

აშშის ზოგიერთ შტატში, კანადის რამდენიმე პროვინციასა და ავსტრალიის დასავლეთ ნაწილში აკრძალულია უცხო ქვეყნის რეზიდენტების მიერ მიწის შესყიდვა. ზოგ ტერიტორიაზე ეს პროცესი ირიბი მექანიზმებით არის უზრუნველყოფილი. ახალ ზელანდიაში შექმნილია მიწის დაცვის ტრიბუნალი და ეს ორგანო კონკრეტულად განიხილავს 2 ჰა-ზე მეტი მიწის შესყიდვის მსურველთა ყოველ განცხადებას, დადებითი გადაწყვეტილება კი უამრავი პირობის შესრულებაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორისაც შეიძლება იყოს ამგვარი შეზღუდვები, რომლის მაგალითიც არის ირლანდიის კანონმდებლობა და რომლის მიხედვითაც, ამ ქვეყანაში 7-წლიანი ცხოვრების ვადაა საჭირო იმისათვის, რომ მიწის შეძენის მსურველმა განცხადებით მიმართოს მიწის კომისიას. საფრანგეთში შეზღუდულია ვენახებისა (ფრანგი ერის სიამაყის საგანი) და, განსაკუთრებით, დიდი ფართობის მიწის შეძენა. აშშ-ში 1978 წელს მიიღეს ფედერალური აქტი სოფლის მეურნეობაში უცხოური კაპიტალდაბანდებების შესახებ. მართალია, ამით დაშვებულია უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვა, მაგრამ ყოველი კონკრეტული შემთხვევა განიხილება ამ ქვეყნის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. ძირითადი რეგულაცია აშშ-ში სასოფლო-სამეურნეო მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის საკითხზე ცალკეული შტატის დონეზეა დაწესებული. ამასთანავე, რაც უფრო სასოფლო-სამეურნეო მიმართულებისაა შტატის ეკონომიკა, მით მკაცრია აკრძალვა, უცხოელების მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის სრულ აღკვეთამდე (ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ მკაცრ მოთხოვნებს. ეს მოთხოვნები ეხება სპეციალურ სასოფლო-სამეურნეო განათლებას, აგრარული შრომის გამოცდილებას, სოფლად ცხოვრებას, სათანადო კაპიტალის ფლობას და სხვ.). ამის შედეგია ის, რომ აშშში სასოფლოსამეურნეო მიწის მხოლოდ 1%-ზე ნაკლები ეკუთვნის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც, ძირითადად, ევროპელები და კანადელები არიან.

დასკვნის მაგიერ

ფაქტები იძლევა საფუძველს, დავასკვნათ, რომ მხოლოდ საქართველოს გადასაწყვეტია, როგორი უნდა იყოს კანონმდებლობა მისი მიწის შესახებ. ხელისუფლება კანონმდებლობას უნდა არეგულირებდეს ისე, რომ დაცული იქნას როგორც საქართველოს მოსახლეობის სოციალურეკონომიკური და კულტურული განვითარების, ასევე სახელმწიფოს ინტერესები.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

  1. რა ენაღვლებათ 4 წელიწადში რისი მოსწრება შეუძლიათ იმას აკეთებენ.გაყიდიან მიწებს ჯიბეში ფულს ჩაიდებენ და მერე საზღვარგარეთ დაახვევენ,იცხოვრებენ ბედნიერად და უზრუნველად.ეგენი ხომ სატანის მსახურები არიან.თქვენ რა გგონიათ მართლა ქართველების ჯავრი აქვთ? ან ქვეყნის?უბედური ხალხია ეგენი,დღევანდელი დღით ცხოვრობენ ამ წ უ თ ი ს ო ფ ე ლ შ ი.ხვალ კი წარსდგებიან უფლის წინაშე და მერე…..

  2. ეს როგორ!? 0-პროცენტიანმა, მართლა ძაღლიშვილმა რესპუბლიკელმა, ყბაჩამოგდებულმა ვახ-ვახტანგ ხმალაძემ გააძევა საკომიტეტო სხდომიდან ქართველი ხალხის უსაყვარლესი პიროვნება და საერთაშორისო დონის სპეციალისტი პაატა კოღუაშვილი!? სად იყვნენ სხდომის სხვა მონაწილენი!?
    ვახ-ვახ-ვახ ვახტანგ, სასწრაფოდ სახალხოდ ბოდიში მოიხადე სენი ბინძური საქციელისთვის, თუ არ გინდა, რომ გაბრაზებულმა მოსახლეობამ ერთი მაგრად მიგჯირკვნოს ქუჩაში!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here