Home რუბრიკები პოლიტიკა სიმბოლური სუვერენიტეტი და სიმბოლური პოლიტიკა

სიმბოლური სუვერენიტეტი და სიმბოლური პოლიტიკა

595

რუსეთი იზოლაციაშია. სწორედ ამიტომ მის წინააღმდეგ სანქციების გამომცხადებელი ევროკავშირის ორი ბურჯის _ გერმანიისა და საფრანგეთის პირველი პირები _ ანგელა მერკელი და ფრანსუა ოლანდი სასწრაფოდ ჩაფრინდნენ მოსკოვში და 5 საათის განმავლობაში ესაუბრნენ პრეზიდენტ პუტინს. პრესასთან არ გასულან, ისე გაფრინდნენ. შეხვედრას არ ესწრებოდა ჯონ კერი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი. ანგელა მერკელი ობამასთან შესახვედრად გაფრინდა, მათ უკრაინის კრიზისზე ისაუბრეს და ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ აშშ უკრაინას იარაღს არ მიაწოდებდა.

რუსეთი აღარ ენდობა უკრაინას, რადგან მინსკის შეთანხმება დაირღვა. მოლაპარაკების ახალი, “ნორმანდიული ფორმატი,” რუსეთისა და უკრაინის გარდა, გერმანიისა და საფრანგეთის პირველი პირების მონაწილეობას ითვალისწინებს. სამშვიდობო ინიციატივის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ოლანდმა პრესას განუცხადა, რომ კონფლიქტის მხარეებს შორის 50-70-კილომეტრიანი დემილიტარიზებული ზონა უნდა შეიქმნას. დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს კი ფართო ავტონომია უნდა მიენიჭოს. “ეს ადამიანები ახლახან ერთმანეთს ებრძოდნენ, ერთად ცხოვრება იოლი არ იქნება”, – დასძინა ოლანდმა. მან ისიც განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას იარაღს არ მიაწვდის.

მერკელი უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია. არც არის გასაკვირი: Bild ის ინფორმაციით, გერმანიაში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევა ადასტურებს, რომ გამოკითხულთა 81% უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია და მხოლოდ 12%-ია მომხრე; 49% დარწმუნებულია, რომ უკრაინის კრიზისი რუსეთისა და ნატოს სამხედრო დაპირისპირებას გამოიწვევს.

გერმანიის კანცლერმა პირდაპირ განაცხადა, ვერ წარმომიდგენია უკრაინისთვის თანამედროვე ტექნიკის მიწოდებამ დაარწმუნოს პუტინი, რომ იგი სამხედრო კონფლიქტში დამარცხდებაო. არ ტყუის მერკელი, ის ხომ სწორედ იმ სახელმწიფოს კანცლერია, რომელმაც, ტექნიკური უპირატესობის მიუხედავად, სამარცხვინო მარცხი იწვნია რუსეთისგან (ჩვენ კი ვიცით, რომ ის რუსეთი კი არა, საბჭოთა კავშირი იყო, მაგრამ ევროპელების ცნობიერებაში იგი რუსეთი იყო და რუსეთად რჩება). ოლანდიც იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელმაც თავისი ქვეყნის დედაქალაქში უმასპინძლა გამარჯვებულ რუსულ არმიას.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ფილიპ ჰემონდი ევროპელ კოლეგებს შეუერთდა: უკრაინელები ვერ შეძლებენ რუსული არმიის დამარცხებას. პრაქტიკულად, აზრი არ აქვს ამაზე სერიოზულ მსჯელობას. საჭიროა პოლიტიკური გადაწყვეტილება”.

ამასობაში შეერთებულ შტატებში უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე კამათი არ წყდება. სენატორი მაკკეინი აცხადებს: “უკრაინელებს ხოცავენ, ჩვენ კი მათ პლედებს და საკვებს ვუგზავნით. პლედით რუსული ტანკების შეჩერება შეუძლებელია”. წყლითა და პამპერსებითაც შეუძლებელი იყო 2008-ში, მაგრამ

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერის განცხადებით, უკრაინა შეერთებული შტატებისგან დამატებით ეკონომიკურ და სხვა სახის დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ კერიმ ტელეკომპანია NBC-სთან საუბარში, კიევისთვის შეიარაღების შესაძლო მიწოდების საკითხის კომენტირებისას განაცხადა. “ეჭვი არ მეპარება, რომ უკრაინა ეკონომიკურ და სხვა სახის დახმარებას მიიღებს. ჩვენ ასე ვიქცევით, რადგან გვესმის, რომ პრობლემას სამხედრო გზით ვერ გადავწყვეტთ. ის პოლიტიკურ და დიპლომატიურ ჭრილშია”.

ერთადერთი, ვინც ჯიუტად მოუწოდებს უკრაინელებს ომისკენ, ხოლო ამერიკელებს მათი შეიარაღებისკენ, მაკკეინის გულითადი მეგობარი სააკაშვილია: “უკრაინის მთავარი პრობლემა მოძველებული ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებაა. უახლესი აქვს აშშ და, თუ ისინი მათ გადასცემენ და უკრაინა ააფეთქებს პირველ 50 რუსულ ტანკს, ყველაფერი სულ სხვაგვარად წავა. ამერიკელები მზად არიან გადასცენ ეს, მზად არიან, მისცენ უპილოტოები და არტილერია. ჩვენი ოფიცრები, რომლებსაც ამერიკელები ამზადებდნენ, ახლა თქვენს სამხედროებს ამზადებენ (2008 წლის სამარცხვინო მარცხი აღარ ახსოვს, როგორც ჩანს! _ ნ. დ.).

ისინი ყვებიან, რომ უკრაინელ მეომრებს მსოფლიოში ყველაზე მებრძოლი სული აქვთ და, თუ მათ მიეცემათ აუცილებელი ცოდნა, გამოცდილება და შეიარაღება, შეუძლიათ, მთელი რუსეთი დაიპყრონ (აქ იგი ხვდება, რომ მეტისმეტი მოუვიდა და სასწრაფოდ ასწორებს შეცდომას _ . .)… რა თქმა უნდა, რუსეთის დაპყრობა არაა საჭიროა, საჭიროა აქედან მათი განდევნა”.

მაკკეინსა და სააკაშვილს უკვე უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკოც აღარ უჯერებს. მან პრესკონფერენციაზე განაცხადა: “შეტევაზე გადასასვლელად უკრაინას ძალა არ აქვს. სამხედრო გზით დონბასში არსებული კონფლიქტი ვერ გადაწყდება. არსებობს გეგმა, რომელიც, შესაძლია, განხორციელდეს. ეს არის მშვიდობის გეგმა… სამხედრო გეგმა არის თავდასხმა. მე ვერ გეტყვით, რამდენი ადამიანია უკრაინისა და რუსეთის მხარეს დონბასში. თავდასხმისთვის ძალა არ გვაქვს”.

უკრაინის შეიარაღებაზე მომართული მაკკეინი ცუდად იცნობს ვითარებას: ნატოსა და ევროკავშირის წევრ ბულგარეთს მწყობრში მხოლოდ ორი გამანადგურებელი ჰყავს და ისიც _ რუსული МИГ-29. ისინი მრავალი წელია, არ შეკეთებულა და ახლა, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გამო, სსათადარიგო ნაწილებსაც ვერ ყიდულობენ. ბულგარეთის სამხედრო საჰაერო ძალების სარდალი, გენერალ-მაიორი რუმენ რადევი ამბობს, რომ იძულებულია, საბერძნეთს და თურქეთს სთხოვოს თავისი ქვეყნის საჰაერო სივრცის დაცვა. თუმცა ამისთვის ფულია გადასახდელი, რის საშუალებაც ბულგარეთს არა აქვს. რჩება ერთი ვარიანტი: ბალტიის ქვეყნების მსგავსად, ბულგარეთის საჰაერო სივრცის დაცვა ნატოს პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს. არადა, რამდენს უნდა გაწვდეს ეს ერთი ალიანსი?

როგორც ჩანს, გამოფხიზლების პროცესი დაიწყო. უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიუნხენის კონფერენციაზე განაცხადა, რომ მზად არის, ჩაატაროს რეფერენდუმი ფედერალიზაციასა და სახელმწიფო ენის შესახებ, აგრეთვე, გამოაცხადოს ცეცხლის შეწყვეტა.

აქ შევჩერდეთ და გავიხსენოთ, რით იწყებოდა ყველაფერი: რუსეთი ჯერ კიდევ სახელმწიფო გადატრიალებამდე ითხოვდა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერამდე მოლაპარაკებებში ჩართულიყო, რადგან მისი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ხელშეკრულებები უკრაინასთან კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა. ევროპამ უარი განაცხადა. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ მოსულმა ახალმა ხელისუფლებამ (ჩვენი არ იყოს, იქაც ყველა ძველია, ოღონდ ახალი კონფიგურაციით) პირველი, რაც გააკეთა, რუსული ენის სტატუსის შესახებ კანონი გააუქმა. “რეგიონული ენების ქარტიისავტორი ევროპა ამას ოდნავაც არ შეუშფოთებია. დონეცკმა და ლუგანსკმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. ყირიმი ისეთავაზიანადშეუერთდა რუსეთს, რომ ევროპამ შეშფოთებაც ვერ მოასწრო. კონფლიქტი სისხლიან ფაზაში გადავიდა და დღეს უკვე ადრინდელი ფარგლებიდან გასვლის რეალური კონტურებიც ჩანს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პაველ კლიმკინი ამბობს: “დღეს ბევრს საუბრობენ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტაზე. მაგრამ არავინ ამბობს, როგორ დაგვეხმარება ეს, მივაღწიოთ დასახულ მიზნებს. დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემთხვევაში მოლაპარაკებები მხოლოდ შუამავლების საშუალებით წარიმართება. ვეჭვობ, რომ ვითარება, როდესაცჩვენს შესახებსაკითხი გადაწყდებაჩვენ გარეშე”, საუკეთესო გამოსავალი იყოს. ვინ დაეხმარება მილიონობით ჩვენს თანამემამულეს, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან?.. ვინ იზრუნებს რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებზე, როდესაც ეს კავშირები არსებითად კი დასუსტდა, მაგრამ ამ უაღრესად რთულ დროს ძალზე მნიშვნელოვანია უკრაინის ეკონომიკის მრავალი საწარმოსათვის?”

ქართული დიპლომატია კი ამ ფონზე არათუ გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის უნაყოფობაზე, აბაშიძე-კარასინის დიალოგის შეწყვეტაზე დაფიქრდა. ქართული პოლიტიკური ელიტა კვლავაც ჯიუტად მიუყვება გატკეპნილ გზას და ნატოს საწვრთნელი ბაზის გახსნის გამო ხბოს აღტყინებას ვერ მალავს. 5 თებერვალს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა: “დღეს ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი რეაგირების ძალებისა და მისი მოწინავე ჯგუფის გაფართოების შესახებ. გარდა ამისა, ვაცხადებთ ექვსი სამეთაურო ცენტრის შექმნის შესახებ ჩვენი აღმოსავლელი პარტნიორების ტერიტორიებზე”. ეს არის პოლონეთი, ბულგარეთი (საჰაერო სივრცე რომ ვერ დაუცავს, ის ქვეყანა), რუმინეთი, ლიტვა ლატვია და ესტონეთი. მათთავი უკვე ქუდშიაქვთ _ ნატოს წევრები არიან, ჩვენ რატომ გამოვიდეთ თავი ან რა უსაფრთხოების გარანტიებს გვაძლევს ეს ბაზა?

პასუხი მარტივია: ეს ბაზაც და ნატოს ერთგულების რეგულარული დემონსტრირებაც მხოლოდ ქართულ პოლიტიკურ ელიტას უქმნის უსაფრთხოების გარანტიას. ზოგს ხელისუფლებაში დარჩენის, ზოგს _ დაბრუნების, ზოგს კი მთავრობაში მოსვლის სახით. და კიდევ _ ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ დაუსჯელობის გარანტიას აძლევს მათ, ვინც ნატოსკენ სწრაფვის ნიღაბს ამოფარებული, ურცხვად ატერორებს საკუთარ ხალხს. მათი გასამართლება დაუშვებელია, რადგან ისინი ნატოს ერთგულიჯარისკაცებიარიან!

ნატოში არავინ გვიღებს _ ამის შესახებ უკვე ყველამ განაცხადა, ვისაც ნატოს ახლომახლო ჩაუვლია. სულ ბოლოს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ, შტეფან შენახმა გვითხრა: “ჩვენ მოლაპარაკების მაგიდას უნდა დავუბრუნდეთ _ სხვა გამოსავალი არ არსებობს. თანაც უკრაინამაც უნდა გაითავისოს, რომ ერთობ უჩვეულო გეოპოლიტიკურ სიტუაციაშია. იგივე ითქმის საქართველოზეც: ნატოში გაწევრების მოთხოვნა კონფლიქტის გაღვივებას ნიშნავს. ამავე მიზეზით ნატოც არ შეიფარებს არც საქართველოს და არც უკრაინას, რადგან ბრიუსელში იციან, რომ ეს ცეცხლზე ნავთის დასხმას უდრის. ასეთი ტიპის სიმბოლური პოლიტიკა არაფერში გამოადგებათ”.

სიმბოლურია ჩვენი პოლიტიკა, განსაკუთრებით, საგარეო. სიმბოლურია ჩვენი პოლიტიკური ელიტაც და ჩვენი სუვერენიტეტიც. ყველამ ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ რიტორიკა უცვლელია.

შტეფან შენახმა ერთობ საქმიანი რჩევა მოგვცა ქართველებს და უკრაინელებს: “უნდა იფიქრონ იმაზე, რომ გაძლიერდნენ ალიანსის წევრობის გარეშე და მზად იყვნენ ურთიერთობებისთვის როგორც დასავლეთთან, ასევე აღმოსავლეთთან, ღია იყვნენ როგორც ევროკავშირისთვის, ასევე ევრაზიული კავშირისთვის”.

მაგრამ ჩვენი სიმბოლური პოლიტიკური ელიტა მხოლოდ მაშინ უგდებს ყურს დასავლეთს, როცა ეს თვითონ მას აძლევს ხელს და არა _ ქვეყანას!

ნანა დევდარიანი

 

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here