Home რუბრიკები პოლიტიკა პეტრე მამრაძე: “ნაცმოძრაობამ” 4 წელიწადში შეძლო, ქვეყნისთვის 13 მილიარდი ვალი დაედო!

პეტრე მამრაძე: “ნაცმოძრაობამ” 4 წელიწადში შეძლო, ქვეყნისთვის 13 მილიარდი ვალი დაედო!

1043

2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ არჩევნებიდან ორი წლის თავზე ხმამაღლა და თითისქნევით მოლაპარაკე “ნაციონალს” იხილავდა, მაგრამ, როგორც დღეს პოლიტოლოგები და პოლიტიკოსები ამბობენ, “ოცნების” უნიათობამ, არაპროფესიონალიზმმა თუ საქმისადმი ინერტულმა დამოკიდებულებამ ქართველი საზოგადოება ხელისუფლებაში “ნაცების” დაბრუნების საფრთხის წინაშე დააყენა. 

დაუსჯელობის სინდრომით გათავხედებულინაციონალებიამჟამინდელ ხელისუფლებას ამუნათებენ, _ ჩვენი მმართველობის პერიოდში უამრავი რამ გავაკეთეთ, ბიუჯეტი გავზარდეთ, რეფორმები ჩავატარეთ, ეს ავაშენეთ და ის ავაშენეთომაგრამ რა დაუჯდა ეს ქართველ ხალხს, რომლის შთამომავლობამაცნაციონალებისმიერ აღებული ვალები უნდა იხადოს? შევეცადეთ, ანალიტიკოს პეტრე მამრაძესთან ერთად კიდევ ერთხელ გადაგვეხედა საქართველოსნაციონალურიწარსულისთვის, სააკაშვილის რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის.

_ ყოველთვის, სადაც კი შევძლებ, მოსახლეობას სააკაშვილის დანაშაულებს შევახსენებ, მაგრამ ვიტყვი იმასაც, რომ, რაც დღეს ხდება, “განაცებული” “ქოცების” დამსახურებაა.

ნაცებმა” 2008 წელს სამშობლოს უღალატეს, ამ ღალატს წინ უძღვოდა ავანტიურისტული პოლიტიკა, მაგრამ ამ ღალატის დეტალებს ამჟამინდელი ხელისუფლება არ იძიებს _ ეს უკვე დანაშაულია. დანაშაულია, როცა ექსტრადირებულ კანონიერ ქურდებს ხელს აფარებ… ძნელია, ეს ხელისუფლება დაიცვა. თქვენ იცით, რომ უხამსი სიტყვების თქმა არ მიყვარს, მაგრამ ახლა თავს ვერ ვიკავებ _ უდამპლესი ხელისუფლება გვყავს! რა გააჩერებდა მანანა კობახიძეს წინა ხელისუფლების პერიოდში, პროკურორ ფარცხალაძის ამბავი რომ მომხდარიყო _ ციხიდან პატიმარ მერაბიშვილის გაყვანას ვგულისხმობ, რაც “ნაცებისთვის” ხელჩასაჭიდი აღმოჩნდა, ან კანონიერი ქურდი, ვინმე ბარბაქაძე რომ გაეპარებინათ?! მშვენივრად თქვა პოლიტოლოგმა ზაალ ანჯაფარიძემ: ნაცებიგახდნენქოცებისსამაშველო რგოლი”.

2003 წლის შემდეგ, 2007 წლამდე, ვიდრე 7 ნოემბრის ამბები მოხდებოდა, ვგულისხმობ, ხალხისა და ტელეკომპანია “იმედის” დარბევას, “ნაცებმა” მართლაც ჩაატარეს საჭირო რეფორმები, რომელთაც ყველა ობიექტური ექსპერტი აღიარებს. აღმოიფხვრა ტოტალური, მასობრივი კორუფცია, გაჩნდა ეფექტიანად მომუშავე სახელმწიფო სტრუქტურები, გამოსწორდა საბაჟო სამსახური, რომელშიც წვლილი ბიძინა ივანიშვილს შეუტანია, სწრაფად აშენდა ნატოს სტანდარტის ყაზარმები, გაიზარდა ბიუჯეტი, ეკონომიკა, ქვეყანაში 2 მილიარდ დოლარზე მეტი შემოვიდა, ამან მთლიანი შიგა პროდუქტის 20% შეადგინა…

ახლა კი მნიშვნელოვან ნაწილზე გადავალ. ნაცებისააკაშვილის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ პრინციპით _ მიზანი ამართლებს საშუალებას, ოღონდ საშუალების ქვეშ გულისხმობდნენ ნებისმიერ რამეს, იქნებოდა ეს კანონდარღვევა თუ ადამიანის ლიკვიდაცია. უსამართლობასთან უსამართლო მეთოდებით ბრძოლას, რაცნაცებმაგააკეთეს, ერთი შედეგი აქვს _ უფრო დიდი უსამართლობა.

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ ხალხს აპატიმრებდნენ საჯაროდ, პირდაპირ ეთერში, ეს მოსახლეობაში ენთუზიაზმს იწვევდა და ნდობით განაწყობდა ხელისუფლებისადმი. დაპატიმრებული ადამიანები მილიონებს იხდიდნენ. ამ გადახდით ასაბუთებდნენ, რომ დანაშაული ჩადენილი ჰქონდათ, მაგრამ, ვინმეს მათი საქმეები რომ შეესწავლა, გაოცდებოდა _ დაპატიმრებულთა უდიდესი ნაწილის მიმართ დანაშაულის დამადასტურებელი ფაქტები არ იდო, რომელთაც იმ პერიოდში პროკურატურის თანამშრომლებიც აღიარებდნენ და ბევრმა მათგანმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებაც დაწერა. ანალოგიური რამ ხდებოდა სხვა სფეროებშიც. ახალდანიშნული მინისტრი სრულ მანდატს იღებდა იმისთვის, რომ შედეგის მისაღწევად ნებისმიერი რამ მოემოქმედა. უწყებებში სამსახურები კანონდაღვევით დაატოვებინეს ყველა თანამშრომელს. “ნაციონალების” პერიოდში უკანონობა თანდათან გროვდებოდა, ამასთანავე, იზრდებოდა ცენტრალიზებული, კარგად აწყობილი ელიტური კორუფცია. იმ პერიოდში უცხოელი სტუმრები ამბობდნენ, სააკაშვილმა კორუფციას პრივატიზაცია გაუკეთაო. ზუსტად ციტირებას ვერ შევძლებ, მაგრამ, ალბათ, გახსოვთ სააკაშვილის ხუმრობა: “კანონიერი ქურდები აღარ არიან ქვეყანაში, მხოლოდ მე დავრჩი”.

ხელისუფლებაში “ნაციონალების” მოსვლის პირველივე დღეებიდან ნადგურდებოდა სოფლის მეურნეობა, ამ სფეროს განვითარების დინამიკა წელიწადში 9-10%-ით იკლებდა.

_ ბატონო პეტრე, ახლა ვალებზე ვისაუბროთ. რამდენი აქვს საქართველოს საგარეო ვალი?

_ თავდაპირველად, “ნაცები” ვალებს არ იღებდნენ, მხოლოდ ძველ და მცირე ვალებს იხდიდნენ, ეს იყო 2007 წლამდე… 2008 წლის აპრილში ლონდონის ბირჟაზე 500 მილიონი დოლარი აიღეს. ესნაცებისთვისნარკოტიკი აღმოჩნდა, ნარკოტიკი, რომელიც პირველად გასინჯესმახსოვს, “ნაცებიპარლამენტის დარბაზში ჩუმად უხსნიდნენ დეპუტატებს, _ ამ ფულის აღებას ხმა მივცეთ, რადგან აფხაზეთში ომი დაიწყება და ფული დაგვჭირდებაო. დღემდე აზრად არავის მოსვლია, გამოძიოს, სად წავიდა ეს ფული.

2008 წელს მსოფლიოს პრესა წერდა, რომ სააკაშვილმა რუსეთს ლანგრით მიართვა საქართველოს ტერიტორიების ნაწილი.

ვალების დაანგარიშება აგვისტოს ომის შემდეგ იწყება. ყველაფერი ცენტრალიზებული იყო და თვითონ წყვეტდნენ, რომელ კერძო ბანკს აიძულებდნენ ვალის აღებას. საქართველოს რკინიგზასაც ააღებინეს ვალი, რომელიც თითქოს სახელმწიფო ვალად არ ითვლება. საქართველოს ვალის ოდენობა დღეს 13,4 მილიარდი დოლარია. “ნაცმოძრაობამ” 4 წელიწადში შეძლო, ეს ვალი ქვეყნისთვის დაედო.

_ ახლა აქნაციონალირომ იჯდეს, გეტყოდათ, რომ აშენებდნენ სახლებს, სასტუმროებს, აგებდნენ გზებს

_ მათივე მაფიოზი ბოსის, სააკაშვილის, სიტყვებით ვუპასუხებდი _ ნურას უკაცრავად!

გადავხედოთ მშენებლობებს, აშენებულია ძალიან ცოტა და საოცრად ძვირად. თუნდაც მხოლოდ დავით ბაქრაძის მამას რამდენმილიონიანი ტენდერიმიართვესდასავლეთ საქართველოში წყალმომარაგების გასაუმჯობესებლად? ხშირ შემთხვევაში სამუშაოები არც კი დაწყებულა. ისინი ფულს თავისიანებს აძლევდნენ, რათა ეს თანხაობშიაკშიდაბრუნებულიყო.

აშენებდნენ მარაზულ შენობებს, რომლებიც თავიდანვე წამგებიანი იყო და თანაც კანონსაწინააღმდეგოდ შენდებოდა. სააკაშვილს შიზოფრენია შუაღამისას ეწყებოდა ხოლმე და, ერთხელაც რომ დაემართა და პრომეთეს ძეგლის დადგმა გადაწყვიტა, იცით, რა მოხდა? შუაღამისას შეკრიბეს საკრებულოს წევრები და ისე მიაღებინეს გადაწყვეტილება ძეგლის დადგმაზე.

გერმანიის ბუნდესტაგის დელეგაციას რომ შევხვდი, მითხრეს, თქვენგან ინფორმაციის მოწოდება არც გვჭირდება, შეხედეთ ბროლის ხიდს, ადმინისტრაციის შენობას, ანძას… ეს მხოლოდ ავტორიტარული, დიქტატორული რეჟიმების დროს კეთდება, ყველაზე მდიდარ ქვეყანაშიც კი ქალაქის მმართველობა ხმას არ მისცემს, ბიუჯეტიდან ასეთი მშენებლობა დაფინანსდესო.

მიშას ყველა შენობა წარუმატებელი იყო _ ბათუმშიც კი, რომელსაც დედამისისთვის აშენებდა.

“ნაცებმა” ალბომი რომ გამოაქვეყნეს და ტრაბახობდნენ, აი, რა ავაშენეთო, ახალ ხელისუფლებას კეთილი ენება და გამოეკვლია, რა დაჯდა ეს მშენებლობები და ვინ მიიღო გადაწყვეტილება ამ მარაზმული შენობების ასაშენებლდ. აი, მაშინ სალაპარაკოც ექნებოდათ და “ნაცებისთვის” პასუხის გაცემასაც შეძლებდნენ.

_ რამდენი ფული შემოვიდა საქართველოში ომის შემდეგ და რისთვის იყო განკუთვნილი?

_ ციფრები ცნობილია. 2008 წლის ომის შემდეგ ევროპამ და ამერიკამ ერთობლივად 4,4 მილიარდი დოლარი გამოუყვეს საქართველოს, ოღონდ ზუსტად არ ვიცი, გაწერილი იყო თუ არა, თანხა რაში უნდა დახარჯულიყო. 1 მილიარდი დოლარი ამერიკიდან უცბადვე ჩამოვიდა. ეს მილიარდებინაცებისთვისაღმოჩნდა ის ნარკოტიკი, რომელზეცშეჯდნენდა რომელმაც მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულება შეამცირებინა.

დასავლური პრესა წერდა: “სააკაშვილმა დახმარება თავისი ძალაუფლების განსამტკიცებლად გამოიყენა, რომლითაც სადისტური რეჟიმი მოირგო”. გაოგნებულები იყვნენ უცხოელები, რატომ აშენებდა ხელისუფლებაგეტოებსიქ, სადაც სამუშაო ადგილები არ არის და ცხოვრება შეუძლებელია, მაშინ, როცა ოჯახებისთვის ფულის გადაცემით გაცილებით მოგებული დარჩებოდა; სახლების ყიდვა, ბინებისა და მიწების ფასს გაზრდიდა.

არავის არასდროს უფიქრია, რომ ახალგორი კონფლიქტის ზონად იქცეოდა, ამის გაკეთება სააკაშვილმა შეძლო.

_ როდიდან დაიწყეს სტრატეგიული ობიექტების გასხვისება?

_ თავიდანვე. სტრატეგიული ობიექტების გასხვისების საქმეში ჩარეულნი იყვნენ ეკონომიკის იმდროინდელი მინისტრი კახა ბენდუქიძე და სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია. ამ ადამინებს ფირმები ჩამოჰყავდათ ტენდერში მონაწილეობისთვის, შემდეგ კი დიდ წილს იღებდნენ “ატკატებისგან”. წყალკანალირომ სხვისდებოდა, ბრიტანულმა კომპანიამ შეიტანა განაცხადი, მას 7-მილიარდიანი ბრუნვა ჰქონდა წელიწადში, მაგრამ ტენდერი გაურკვეველი წარმოშობის კომპანიამ მოიგო. დიდი ამბავი ატყდა ფოთის პორტის გასხვისებაზე, ყიდულობდა ყალბირაკიინი”. სააკაშვილს ეს ამბავი რომ უთხრეს, უპასუხა, ჩემი გადაწყვეტილება იყოო. “ომი რომ მოხდება, ყველა გაიქცევა, ასეთი ფირმები კი დარჩებიან”, _ ეს იყო სააკაშვილის ბოლო სიტყვა. გაიხსენეთ ოფშორები, გაიხსენეთ, ტელევიზიის მეპატრონეების ვინობას რომ ვერ ადგენდნენ.

2009 წელს ამერიკელმა დიპლომატმა მითხრა; ახლა ძლივს შევაკავეთ სააკაშვილი, გაზსადენი რომ არ გაეყიდა. გაზსადენი, რომელიც რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში შედის და ამერიკელებმა გავარემონტეთ, თანაც კონტრაქტში ჩავუწერეთ, რომ ეს არ უნდა გაიყიდოს. ისე სჭირდება ამ უბედურს ფული, მზად არის, ყველაფერი გაყიდოსო.

რკინიგზა გასაყიდად ლონდონის ბირჟაზე გაიტანეს, ამერიკელები და ევროპელები ამბობდნენ: როდესაც რუსეთი ფლობს სომხეთის რკინიგზას, აღადგინა მონაკვეთი აფხაზეთში, სააკაშვილმა ტანკები თქვენი რკინიგზიდან 20 კილომეტრში მოიყვანა, როგორ ფიქრობთ, ლონდონის ბირჟაზე რკინიგზას ვინ იყიდის? ახალი ზელანდია?”. იმხანად ეს საჯაროდ ვთქვი.

_ “ნაცებისმიერ ჩადენილი დანაშაულების ჩამოთვლას გაზეთის ფორმატი არ ეყოფა. აქვთ თუ არა მათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება?

_ როდესაც “ნაცებზე” ვსაუბრობთ, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დამნაშავეებთან, სამშობლოს მოღალატეებთან… მათ ჩადენილი დანაშაულების ნაწილიც რომ დაუმტკიცდეთ, ყველას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

იმის გამო, რომ დანაშაული დაეფარათ, “ნაციონალები” გზის დაგებას აპროტესტებდნენ რუსეთის ტერიტორიაზე, მაშინ, როცა დავით აღმაშენებლის ძეგლიდან 20 კილომეტრში ტანკები იდგა.

“განაცებული” “ქოცები” პირველობისთვის ხალხის თავზე “პინგ-პონგს” თამაშობენ.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here