Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): მართლა ჰარამხანად და სამეძაო სახლად, გინდათ, ეს ქვეყანა გადააქციოთ?!

მამა გიორგი (რაზმაძე): მართლა ჰარამხანად და სამეძაო სახლად, გინდათ, ეს ქვეყანა გადააქციოთ?!

866

“საქართველო და მსოფლიოს” ესაუბრება ავჭალის წმიდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამა გიორგი, რამდენიმე დღის წინათ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ორგანიზაციაშვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსაქართველოს ხელისუფლების ერთერთი მთავარი პარტნიორია. ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც მუდმივად აფინანსებს . . ნეოლიბერალთა პროპაგანდისტულ კამპანიას, მათ იდეებსა თუ პროგრამებს. მცირე ხნის წინათ ამავე ორგანიზაციის თანადაფინანსებით გამოვიდა პირველი ქართული გეიჟურნალიროგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს მინისტრის განცხადება, რომ აღნიშნული ორგანიზაცია სახელმწიფოს მთავარი პარტნიორია?

_ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლებამ საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და პირდაპირ გვეუბნება, რა ძალებიც დგას რეალურად მის უკან. სხვათა შორის, მოვიძიე ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან დღემდე “ქართულ ოცნებას”  შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან სამ მილიონ-ნახევარ დოლარზე მეტი აქვს მიღებული. მათ ოფიციალურ საიტზე წერია, რომ ეს თანხები გაჭირვებულ ადამიანებს ხმარდება, მაგრამ საკითხავია, გამოყოფილი გრანტებით რომელ გაჭირვებულ მოქალაქეს დაეხმარა ანნაცმოძრაობა”, ანქართული ოცნება”? ცხადია, ეს დახმარება არ არის, ეს არის 30 ვერცხლი, რომელსაც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმს უხდიდნენ საქართველოს დაქცევისთვის, ახლა კი უხდიანქართულ ოცნებას”.

რაც შეეხება წულუკიანის განცხადებას, ვურჩევდი, თავი დაანებოს მეხუთე კოლონის ქება-დიდებას და ყურადღება მიაქციოს იმ 100 ათასი ქართველის ხელმოწერას, რომელიც ალტერნატიული პირადობის მოწმობების დაშვებას ითხოვს.

_ მეხუთე კოლონა რადგან ახსენეთ, ეროვნული ცნობიერების დანგრევაში განსაკუთრებულ როლს დღეს მედიასაშუალებები, კერძოდ . . ნაციონალური ტელეარხები ასრულებენ. მეტიც, ამ პროცესის მედროშე არის ტელეკომპანიაიმედი”, რომლის დასაცავადაც ხალხი ოთხი წლის განმავლობაში ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს. რა ინტერესი აქვთ ამ ტელევიზიების მფლობელებს, რა ინტერესი აქვს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს, როცა მათ არხზე დღისითა და ღამით გარყვნილების პროპაგანდა მიმდინარეობს _ ხან შიშველ ქალებს აჩვენებენ ეთერში, ხან გამოყავთ . . სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები და ათასგვარ გულისამრევ ისტორიებს აყოლებენ?

_ ჯერ კიდევ როდის ამბობდა ნაპოლეონ ბონაპარტე, ხუთ გაზეთს უფრო მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე 100 ათას კბილებამდე შეიარაღებულ ჯარისკაცსო. რა თქმა უნდა, ამ ტელევიზიების მფარველებმა კარგად იციან, რა ძალა აქვს პროპაგანდას, მათ კარგად იციან, რომ ერის გარყვნა და წაბილწვა იწყება სულიერი დაცემით. ის, რასაც დღეს ტელევიზორში ვხედავთ, სწორედ სულიერი დაცემაა, ეს არის ტახტის სამზადისი ანტიქრისტესთვის და, ვინც ამას ემსახურება, გაუაზრებლად, გაუცნობიერებლად კი არა, სრულიად შეგნებულად მოქმედებს.

რაც შეეხება კონკრეტულ ტელევიზიებს, რუსთავი 2” რა არხიცაა, ყველამ ვიცით და მისგან არაფერი უნდა გაგვიკვირდეს; მე მაწუხებს პირველი არხი იმიტომ, რომ ეს ტელევიზია თითოეული ჩვენგანის ფულით ფინანსდება. ხანდახან გულზე ვსკდები, ამ მარაზმს რომ ვუყურებ! წარმოიდგინეთ, შენვე აფინანსებ და ასაზრდოებ იმას, რამაც მომავალი უნდა გაგინადგუროს, შვილები უნდა დაგიღუპოს და გაგიუბედუროს. ან ამ შიშველი ქალების აღლუმი პირდაპირ ეთერში რა უბედურებაა, ტელევიზიაა თუ ჰარამხანა? კაი, მორალი და ზნეობა არ აქვთ, მაგრამ კანონმდებლობა მაინც არ არეგულირებს ამგვარ რაღაცებს?! შეიძლება, დღისით, მზისით, სატელევიზიო ეთერში პორნოგრაფია გადიოდეს? რა ხდება? ვეკითხები ხელისუფლებას: მართლა ჰარამხანად და სამეძაო სახლად, გინდათ, ეს ქვეყანა გადააქციოთ?!

_ ერთადერთი ძალა, რომელსაც რეალურად შეუძლია და ვალდებულიცაა ამ . . გლობალიზაციის პროცესს დაუპირისპირდეს, ეკლესიაა, მაგრამ  ისმის შეკითხვა: რატომ არ არის სამღვდელოება უფრო აქტიური?

_ ეკლესიის წინააღმდეგ, უკვე ოცი წელია, გააფთრებული ბრძოლა მიმდინარეობს, ბინძური მეთოდებით ცდილობენ მის შერყევას, მაგრამ არაფერი გამოსდით. დარწმუნებული ვარ, არც მომავალში გამოუვათ, იმიტომ, რომ, ვიდრე თუნდაც ერთი ადამიანი არსებობს ჭეშმარიტების მქადაგებელი, ღმერთი მას მარტო არ დატოვებს. ამასთანავე, მათ არ აქვთ რეალური არგუმენტები სამღვდელოების წინააღმდეგ, გარდა იმისა, რომ მართლმადიდებლობა თურმე ადამიანს თავისუფლებას უზღუდავს; მერწმუნეთ, ჩვენ წინააღმდეგ რამე რეალური ფაქტი, მადისკრედიტებელი გარემოება რომ ჰქონდეთ, ყველას სათითაოდ დაგვხვრეტდნენ. ამას, პირველ რიგში, გააკეთებდა სააკაშვილის ხელისუფლება, რომელმაც ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე დაიწყო ეკლესიების ნგრევა. საბედნიეროდ, მათ არ აქვთ და არც არასოდეს ექნებათ ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლის მორალური საფუძველი…

_ მაგალითად, უკრაინაში ეკლესია და სახელმწიფო ისეა გამიჯნული, სამღვდელოება, ფაქტობრივად, გავლენას ვერ ახდენს ქვეყნის საზოგადოებრივპოლიტიკურ ცხოვრებაზე. ჩვენთანაც დაახლოებით ანალოგიურ მცდელობას ვხედავთ _ ხშირად გვესმის განცხადებები, პატრიარქი და საპატრიარქო არ უნდა ერეოდნენ პოლიტიკაშიო

_ ჰო, მერე რესპუბლიკელები უფრო თავისუფლად გააჩანაგებენ ქვეყანას, უფრო უშიშრად შეუდგებიან ეროვნული ცნობიერების ნგრევასა და განადგურებას რა თქმა უნდა, რა სჯობს, როცა მოწინააღმდეგე არ გყავს, როცა ბურთი და მოედანი შენია… აი, ზუსტად ასეთმა წურბელებმა დაამკვიდრეს ხალხში თვალსაზრისი, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა. სწორედაც რომ ბინძურია და მას გაწმენდა სჭირდება… დიახ, საქართველოს პატრიარქია ის ადამიანი, რომელსაც ყველანი უნდა გავყვეთ ამ პოლიტიკური პარაზიტების წინააღმდეგ საბრძოლველად, სწორედ სამღვდელოებაა ის ძალა, რომელსაც შეუძლია საზოგადოების, სრულიად ერის დარაზმვა.

 მათ ეს ძალიან კარგად იციან და დღედაღამ იმაზე ფიქრობენ, როგორ განაიარაღონ ეკლესია, როგორ წაართვან მას ავტორიტეტი და დააკნინონ, მორალურად მოკლან ხალხის თვალში. არაერთხელ მითქვამს და კიდევ ვიმეორებ ამ სატანისტების გასაგონად: რაც უფრო მეტს ურტყამთ მართლმადიდებლობას, მით უფრო ძლიერდება იგი, რაც უფრო აქტიურად და გულის ამრევი მეთოდებით ცდილობთ მის დამცრობას, მით უფრო იკრებს ძალას. ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას ეს სატანისტური ძალები ვერაფერს დააკლებენ. ასე რომ, გეშინოდეთ ღვთის რისხვის, რომელსაც აუცილებლად მოგიწევთ, ადრე თუ გვიან…

რაც შეეხება უკრაინის ეკლესიას, რომელიც თქვენ ახსენეთ, იქ საკითხი სხვანაირად დგას: უკრაინაში შეიქმნა უნიატური მიმართულების ეკლესია, რომელმაც გამოაცხადა დამოუკიდებლობა და გამოეყო რუსულ ეკლესიას. მათ ჰყავთ თავიანთი პატრიარქი, რომელიც არაკანონიკურად ითვლება, ანუ ეს არის განხეთქილებაში მყოფი ე. წ. სამღვდელოება და ამ “სამღვდელოების” წარმომადგენლები, სადაც კი მართლმადიდებლური ეკლესიებია დასავლეთ უკრაინაში, ძალის გამოყენებით იკავებენ. რამდენიმე ტაძარი სასულიერო პირებმა არ დატოვეს და დახვრიტეს. ფაქტობრივად, საქმე გვაქვს არა ფსევდორელიგიურ მიმდინარეობასთან, სინამდვილეში _ ექსტრემიზმთან და ე. წ. დემოკრატიული დასავლეთი ცდილობს, ეს ექსტრემისტული “სამღვდელოება” გაუთანაბროს რუსულ ეკლესიას…

_ რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობებს რუსეთსაქართველოს შორისაც ვხედავთ. სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიების ერთერთი მთავარი საქილიკო თემა ორი ქვეყნის ერთმორწმუნეობის საკითხია.

_ ჰო, ჩერგოლეიშვილის ტელევიზია რომ არის _ “ტაბულა”, სრული მარაზმი და სიმახინჯე, იქ ლაპარაკობენ ამაზე 24 საათის განმავლობაში. ისე, ეს ლოგიკურია, _ ჩერგოლეიშვილი არის იმ ძალების რეზიდენტი საქართველოში, რომლებიც მსოფლიოში მართლმადიდებლობის მტრები არიან…

_ 27 იანვარს ევროკავშირმა საქართველოს გრანტის სახით 13 მილიონი ევრო გამოუყო და მომავალში კიდევ 46 მილიონის გამოყოფას გეგმავს. ოფიციალური ინფორმაციით, ეს დახმარება ქვეყნის მიკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას უნდა მოხმარდეს. როგორ ფიქრობთ, აინტერესებს დასავლეთს ჩვენი ეკონომიკური სტაბილურობა?

_ თავის დროზე იმავე დასავლეთმა 60 მილიონი რომ გამოყო განათლების სისტემის რეფორმისთვის, ყველამ ვნახეთ, რაც მივიღეთ, _ “რეფორმატორმალომაიამ, რომელიც კანალიზაციის მილებში უკეთ ერკვეოდა, ვიდრე განათლების სისტემაში, ყველაფერი თავდაყირა დააყენა: “შუშანიკის წამება”, “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებამკვდარ ტექსტებად გამოაცხადეს; ხატები, ჯვრები გააქრეს სკოლებიდანსამაგიეროდ ჩამოიყვანეს უცხოელი მასწავლებლები და, ფაქტობრივად, ინგლისური გამოგვიცხადეს მეორე სახელმწიფო ენად, ანუ სისტემა მოშალეს მთლიანად, დაანგრიეს და მოსპეს საგანმანათლებლო დაწესებულებები.

ახლა რას უნდა ველოდოთ ახალ-ახალი დაფინანსებებისგან. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიზანი არის იმ დამანგრეველი “რეფორმების” გაგრძელება და ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა, მაგრამ არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ: რამდენი მილიონიც უნდა დახარჯონ, რაც განგებისგან არ უწერია საქართველოს, იმას ვერ გააკეთებენ.

ისე, მაინტერესებს, ამხელა დაფინანსებებს იღებენ და ეკლესიას გაზი რომ გაუძვირეს, რატომ არავინ არაფერს ამბობს?! მანამდეც გაძვირებული ტარიფი გვქონდა, კუბური მეტრი 50 თერთი ღირდა და ჩვენ 75- ვიხდიდით, ახლა 90 თეთრი რომ გაგვიხადეს, ენერგეტიკის მინისტრი რატომ არის ჩუმად?! ან რა ჰქვია იმას, როდესაც მოდის “ყაზტრანსგაზის” წარმომადგენელი და გვეუბნება, ამის შემდეგ ეკლესია ჩვენთვის კომერციული საზოგადოებაა და 90 თეთრი უნდა გადაიხადოთო? როდის აქეთაა საქართველოში მართლმადიდებლური ეკლესია კომერციული საზოგადოება?!

_ ალბათ, მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა სხვა კონფესიებს იურიდიული სტატუსი მიანიჭა. ყოველ შემთხვევაში, იმ საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მართლმადიდებლობას აღარ აქვს გამორჩეული მდგომარეობა.

_ ეს იყო პირველი ეტაპი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, დანარჩენს აწი ვნახავთ. სხვათა შორის, ერთი ათონელი მამა ამბობდა: სკოლებიდან, ინსტიტუტებიდან გაიტანეთ რელიგია, ხატები და ჯვრები და მიიღებთ დემონების მოსავალსო. აი, ზუსტად ასეა _ დღეს ჩვენ ვიღებთ დემონების მოსავალს, ქვეყანა უდიდესი განსაცდელის წინაშეა!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ჭეშმარითად სიმართლეს ამბობ მამაო,ჩემო ტკბილო ქრისტესმიერო ძმავ და მამავ მაგრამ ერსა და ქვეყანას ჩვენვე დავცემთ და გავანადგურებთ თუ ჩვენვე არ დავანებებთ ერთმანეთის ლანძღვას,უარყოფასა და დისკრედიტაციას,ვგულისხმობ სასულიერო დასს.ამას ვერც თქვენ უარყოფთ და ვერც მე რომ ასეა.ერიც და ქვეყანაც სიყვარულის ძალით გადარჩება,რომელიც ჩვენ უნდა გაგვაჩნდეს და რომელიც ერში უნდა გავამრავლოთ ჩვენივე შინაგანი და ბუნებრივი მაგალითებით.
    უფალმა დაგლოცოს ჩემო ქრისტესმიერო მამი და უფალმა დალოცოს სრულიად საქართველო.

  2. როგორც ცჰანს მარტლა ბოლო ჯამია საპატრიარქო დაკარგავს სიტყვას და ბოროტებაზე დადუმდებაო. პაქტი სახეზეააა ამდენი ბოროტება როა ხალხი უნდა გააბტხილოს. ბასილი დიდმა ტქვა ბოროტებაზე დუმილი გვტის გტალატიაო

  3. ერტად ერტი რაც გადაგვარHენს სარწმუნეობა გვწამდეს უფალი და კველაფერი კარგად იკნება დიდება უფალს მამაო მარტალია საკარტველო მასონისტებიტ აივსო მაპატიოს უფალმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here