Home რუბრიკები პოლიტიკა ზვიად ირემაძე: ვაშინგტონი უკვე აქტიურად მუშაობს “ქართული ოცნების” ჩამნაცვლებელ ძალაზე!

ზვიად ირემაძე: ვაშინგტონი უკვე აქტიურად მუშაობს “ქართული ოცნების” ჩამნაცვლებელ ძალაზე!

798

გაისად საქართველო “რუსეთის ზეწოლისა და აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ საბრძოლველად” ამერიკის შეერთებული შტატებისგან 51 მილიონ დოლარს მიიღებს. ეს ინფორმაცია წინა კვირას საინფორმაციო სააგენტო AFP-მა გაავრცელა. იმავე სააგენტოს ცნობით, აღნიშნულ დახმარებას ითვალისწინებს ამერიკის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც პრეზიდენტმა ობამამ დასამტკიცებლად კონგრესს უკვე წარუდგინა. მოკლედ, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ “დემოკრატიულ დასავლეთში” ბედკრულ საქართველოზე დარდობენ, დავრწმუნდით, რომ “თეთრი სახლის” ტალანებში ჩვენს უსაფრთხოებაზე ფიქრით ღამეები არ ძინავთ.

ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, რეალობა კი სულ სხვა რამეზე მიგვანიშნებს. იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინაში ძმათამკვლელი ომია და იქ ამ კაენის ცოდვას, სახელად ევრომაიდანს, პროვოცირება სწორედ ამერიკულმა ფულმა გაუკეთა, იბადება შეკითხვა _ რა მიზანს ემსახურება ზემოაღნიშნული ფინანსური დახმარება ჩვენს ქვეყანაში? შემთხვევითი, შესაძლოა, არც ამდახმარებისთარიღი იყოს _ 2016 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

ფაქტია, რომნაცებირევანშისთვის კბილებს ილესავენ და დღე ისე არ გავა, სააკაშვილმა ერთიორი მუქარის წერილი არ გაავრცელოს სოციალურ ქსელში. ამას წინათ ერთერთ უკრაინულ ტელეარხს პირდაპირ განუცხადა: ჩვენ, ყველანი, უნდა დავბრუნდეთ საქართველოში და რეფორმები გავაგრძელოთო. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, დიდი სამოქალაქო ვაივიში არ აგვცდება. იმ 51 მილიონსაც აშკარად ჯანყის სუნი უდის და, რაც უნდა გვჯეროდეს ქართველებს ძმობისა და ერთსულოვნების, ნათქვამია, ფული ჯოჯოხეთს ანათებსო

რეალურად რა მიზანს ემსახურება ამერიკული დაფინანსება, არსებობს თუ არა სამოქალაქო დაპირისპირების პროვოცირების საფრთხე და შესაძლებლობა, რომ ხელისუფლებაში კვლავნაცმოძრაობადაბრუნდეს _ ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება ანტიგლობალიზაციის ცენტრივერიელებისთავმჯდომარე ზვიად ირემაძე.

_ ბატონო ზვიად, როგორ ფიქრობთ, რა მიზნით შეიძლება უცხო სახელმწიფომ 51-მილიონიანი დახმარება გაგვიწიოს, რას ემსახურება ეს ყველაფერი?

_ დავიწყოთ იმით, რა შინაარსი დევს “დახმარების გამოყოფაში”,  ეს სესხია, საჩუქარი თუ რა? როგორც ვიცით, ამერიკელთა მენტალიტეტი ისეთია, რომ მამა შვილს ათ დოლარსაც არ მისცემს ტყუილუბრალოდ. აქედან გამომდინარე, უნდა დაკონკრეტდეს, რას ჰქვია რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა _ ამაში იგულისხმება სამხედრო მოქმედებები, ცივი ომის პროპაგანდა თუ სხვა რამ.

საზოგადოდ, ეს ე. წ. დახმარება კარგ საქმეს რომ არ მოხმარდება, ამთავითვე ცხადია. ამდენ მილიონს აგზავნიან და რატომ არის ქვეყანაში ასეთი გაჭირვება, ასეთი სიღარიბე და მასობრივი უმუშევრობა?! ცხადია, ეს ფულიც ვიღაცის ჯიბეში წავა, ვიღაცები ცხოვრებას აიწყობენ და დატკბებიან ძალაუფლებით. ეს ჩვენ ვიკითხოთ, რიგითმა მოქალაქეებმა, რომ ამათი ბინძური პროპაგანდით ქვეყანა უფსკრულში მიექანება, თორემ, ომამდე რომ მივიდეს საქმე, ესენი ვირთხებივით დაიფანტებიან. ხომ გახსოვთ, 2008 წლის აგვისტოში რაც ქნეს “ნაციონალებმა” _ როგორც კი რუსის ჯარი საზღვარს მოადგა, უკვე წითელ ხიდთან იდგნენ. ზუსტად ასე მოიქცევიან რესპუბლიკელებიც, თუ მათი მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომლისთვისაც უხდიან იმ მილიონებს, რუსულ ტანკებს ისევ დაძრავს საქართველოსკენ; და დაზარალებული ვინ დარჩება? რა თქმა უნდა, ჩვენ _ რიგითი მოქალაქეები…

_ საქართველოს გარდა, ვაშინგტონი ფინანსურად უკრაინასა და მოლდოვასაც დაეხმარება. “თეთრი სახლისგათვლებით, კონკრეტულად რაში შეიძლება გამოიხატოს ეს წინააღმდეგობა სამი სახელმწიფოს _ საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის _ მხრიდან?

_ დღეს ამერიკა დაინტერესებულია, მართვადი ქაოსის რაც შეიძლება მეტი კერა გაჩნდეს პოსტსაბჭოთა სივრცეში და ეს გათვლა რაზეც კეთდება, დღესავით ნათელია…

რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ხშირად გვესმის მოწოდება, გავერთიანდეთ ტირანიის წინააღმდეგ, ერთად დავამარცხოთ უსამართლობა და ა. შ. სამოქალაქო ომი რაც არის, ხომ ყველამ ვიცით, ეს არის ძმათამკვლელი ომი, რომელშიც გამარჯვებული მხარე არ არსებობს. ჰოდა, ვსვამ მარტივ შეკითხვას _ მესამე ძალა _ უცხო სახელმწიფო, რომელიც ძმათამკვლელ ომში ერევა და ყველაფერს აკეთებს, რათა დაპირისპირება გამწვავდეს, შეიძლება, რომელიმე მხარისთვის მოკეთე იყოს? ის არის მტერი იმიტომ, რომ, თუ შენთვის სიკეთე სურს, ცეცხლზე ნავთს კი არ უნდა გისხამდეს, უნდა გარიგებდეს და გეხმარებოდეს საერთო ენის გამონახვაში დაპირისპირებულ მხარესთან. ამ ხნის განმავლობაში კი ამის მცდელობაც არ ჰქონია ამერიკას, პირიქით _ დასავლეთ უკრაინაში დასვეს თავიანთი დაზვერვის ოფიცრები, მინისტრებად კი დანიშნეს საქართველოს ამაოხრებელი “ნაციონალები”, რომლებსაც თავიანთ ქვეყანაში აღარ დაედგომებათ. ამაზე მეტი დაცინვა და აბუჩად აგდება რაღა უნდა იყოს ერისთვის?! ვერ გამიგია, რისთვის იბრძოდნენ უკრაინელები _ იმისთვის, რომ კვიტაშვილი, ზღულაძე, ადეიშვილი და სააკაშვილი ჰყოლოდათ ხელისუფლებაში?!

_ ისე, საინტერესოა, რატომ ვერ მოძებნეს პროფესიონალი კადრები თითქმის 50- მილიონიან უკრაინაში

_ მართლა ძალიან მეცოდებიან უკრაინელები. ეს ქვეყანა დღეს ისეთი ექსპერიმენტის მსხვერპლია, ფაქტობრივად, ათწლეულებით უკან ბრუნდებიან. ისე, არც ჩვენ ვართ უკეთეს დღეში, შეიძლება, იმათი წურბელები ხვალ-ზეგ ჩვენ დაგვინიშნონ მინისტრებად. ეს ერთი სქემაა, ერთი სცენარით გვმართავენ, უკვე ოცი წელია; მეტიც, ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი _ XXI საუკუნეში სახეცვლილი. უბრალოდ, ხელზე სვასტიკები არ აქვთ გამოსახული და არ გაჰყვირიან ბოროტ განზრახვებს, სხვა დანარჩენი, ნახეთ, რა ხდება დონბასსა და ლუგანსკში _ ეკლესიებს ანგრევენ და 3-4 წლის ბავშვების ცხედრები ყრია ქუჩებში. აი, ამას აფინანსებს “დემოკრატიული დასავლეთი”. 

_ თქვით, რომ დასავლურ ძალებს პოსტსაბჭოთა სივრცეში ხელს აძლევს . . მართვადი ქაოსის ახალახალი კერების გაჩენა. არსებობს საფრთხე, რომ უკრაინის მსგავსი მოვლენები საქართველოშიც განვითარდეს?

_ ეს საფრთხე რომ არსებობს, ბევრი გათვლა არ სჭირდება, მაგრამ აქ ერთი მომენტიცაა _ თუკი ქვეყანაში რომელიმე გარე ძალას სურს, რამე მოაწყოს, იმ ქვეყანაში ჯერ პოლიტიკური ნიადაგი უნდა მოამზადოს. საქართველოში ეს ნიადაგი, საუბედუროდ, უკვე დიდი ხანია, მზადაა, ამიტომ, ნებისმიერ დროს, როცა გადაწყვეტს დასავლეთი, დიდი-დიდი ერთი თვის ინტერვალში, ევრომაიდანს კი არა, ისეთ ამბავს მოგვიწყობს, უკრაინა მონაგონი იქნება…

_ მოდი, ვერსიის სახით განვიხილოთ, რა პარალელების გავლება შეიძლება უკრაინაში ევრომაიდნამდე არსებულ ვითარებასა და ჩვენს დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას შორის.

_ პირდაპირი პარალელებია, მაგალითად, მათ ჰყავდათ სათავეში ვითომ პრორუსული იანუკოვიჩი და მისი მთავრობა (ვითომ იმიტომ, რომ, რისი თავიც ჰქონდა, დავინახეთ _ სამასკაციან ევრომაიდანს ვერ მიხედა), პარალელურად, ეს ე. წ. პრორუსული მთავრობა და პრეზიდენტი მხარს უჭერდნენ ქვეყნის ევროინტეგრაციას, მიუხედავად ამისა, ოპოზიცია მათ მუდმივად ადანაშაულებდა კრემლის ინტერესების გატარებაში. ახლა რა ხდება ჩვენთან _ ხელისუფლების სათავეში გვიზის დასავლეთიდან მართული ძალა, მისი კურსი და ორიენტაცია არის ერთმნიშვნელოვნად პროამერიკული, მაგრამ მთავარ ოპოზიციად წოდებული “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც სინამდვილეში არის კრიმინალების ბანდა, გაიძახის, ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ემსახურებაო. ახლა განსაჯეთ: არის თუ არა მსგავსება ჩვენს დღევანდელ მდგომარეობასა და უკრაინაში ევრომაიდნამდე არსებულ პოლიტიკურ ვითარებას შორის.

_ ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, რისთვის უნდა სჭირდებოდეს დასავლეთს საქართველოში ევრომაიდნის მოწყობა, თუკი აქ პროდასავლური ძალა უზის?

_ დასავლეთის უმთავრესი მიზანი არ არის საქართველოს ინტეგრაცია მის გეოპოლიტიკურ ოჯახში; მისი მიზანია, რაც შეიძლება დიდხანს და ზუსტად გამოგიყენოს საპირისპირო ბანაკის წინააღმდეგ. აი, სწორედ ამიტომაა მის გეგმაში მართვადი ქაოსი…

რაც შეეხება ევრომაიდნის საჭიროებას საქართველოში, ამ ეტაპზე დასავლეთს ეს ნამდვილად არ სჭირდება, რადგან რესპუბლიკური პარტია იგივე “ნაცმოძრაობაა” და ამ ძალის წარმომადგენლები არანაკლებ სანდო რეზიდენტები არიან ამერიკისთვის. ისე, თუ ევრომაიდნის ალბათობას განვიხილავთ, ისიც უნდა ითქვას, რომ ვაშინგტონი უკვე აქტიურად მუშაობს “ქართული ოცნების” ჩამნაცვლებელ ძალაზეც. რამდენიმე დღის წინათ ერთ-ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ (დაკონკრეტება არ მინდა, გამგები გაიგებს), თბილისში აქცია გამართა. მერე შეფასებები გაკეთდა, აი, დაიწყო სამართლიანობისთვის ბრძოლა, აი, ჭეშმარიტი პატრიოტები და ა. შ. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! საუბედუროდ, ქართველი საზოგადოება წინ ვერ მიდის. 22 წელია, ერთი და იმავე ბლეფით, ერთი და იმავე ფარსით ვტყუვდებით და გვათამაშებენ ცირკის ძაღლებივით…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

P.S. დასავლეთის ბნელ ძალებს დაკაბალებული რომ ვყავართ, კიდევ ერთი ფაქტით დასტურდება: 27 იანვარს ევროკავშირმა საქართველოს გრანტის სახით 13 მილიონი ევრო გამოუყო. ოფიციალური ინფორმაციით, ეს თანხა ჩვენთვის განსაზღვრული 46 მილიონი ევროს მიკროსაფინანსო დახმარების პირველი ტრანშის ნაწილია. ამ დახმარების შესახებ ევროკავშირმა გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2008 წლის ოქტომბერში მიიღო და 2013 წლის აგვისტოში უკვე ოფიციალურად დაამტკიცა.

მოკლედ, ყველაფერი ნათელია _ “ქოცნებისტებიწინამორბედთა გამოცდილებას ჯეროვნად იყენებენ და ქვეყანას არანაკლებ წარმატებით აყოფინებენ თავს ეკონომიკურ ყულფში. ისე, ამის ფონზე რა გასაკვირია, რომ კანონშიც ათასგვარ ანტისახელმწიფოებრივ მზაკვრობას გვაპარებენ, მიწას გადამთიელებზე ყიდიან და ქართველ გლეხს, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ წირავენ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here