Home რუბრიკები პოლიტიკა ჰიბრიდული ომი საქართველოში _ ამერიკული დაფინანსებით

ჰიბრიდული ომი საქართველოში _ ამერიკული დაფინანსებით

1348

საქართველოში სულ უფრო ხშირად გაისმის ხმა რუსული გავლენის გაძლიერებასა და “რუსეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების მომრავლებაზე”, რომლებიც თითქოს დიდ საფრთხეს ქმნის. ამას ხშირად იმეორებდა თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია, მისი ცოლისდა და შეთავსებით _ საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სხვა “თავისუფალი დემოკრატები”, რომლებიც ამგვარად ცდილობენ, დაარწმუნონ აშშ, რომ სწორედ ისინი არიან მათი ინტერესების ყველაზე თავგამოდებული დამცველები. ახლა ამ რიტორიკას ექსპერტებიც შეუერთდნენ.

“რუსული საინფორმაციო პროპაგანდისგან საქართველოს საინფორმაციო სივრცე სრულიად დაუცველია და ჩვენ, უკვე ორი წელია, ვიმყოფებით რუსული საინფორმაციო ნაკადის გავლენის ქვეშ, რომელიც, მოკლედ რომ ვთქვათ, გვაჩვენებს, რომ საქართველოს ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის ერთადერთი გზა რუსეთია და იმავდროულად, როგორი უნაყოფო აღმოჩნდა საქართველოსთვის დასავლური გზა;  ქვეყანაში ბოლო პერიოდში სოკოებივით მომრავლებული საზოგადოებრივი ორგანიზაციები აშკარად მუშაობენ საქართველოს რუსეთთან ინტეგრაციის განხრით” (ხათუნა ლაგაზიძე).

“ტელეკომპანიები _ Первый канал-ი, Russia Today, НТВ, Россия-24 და სხვები რუსული ხელისუფლების პროპაგანდისტულ ინტერესებს ატარებენ. ეს ერთგვარი ჰიბრიდული ომია, რომლითაც რუსეთის ხელისუფლება ქართველი საზოგადოების ინფორმაციულ ბლოკადაში მოქცევას ცდილობს. ეს არის იმისთვის, რომ ტვინების გამორეცხვა აწარმოოს, ეს არ არის მხოლოდ საინფორმაციო არხები, ეს  რუსეთის თავდაცვისა და უშიშროების სისტემებთან მჭიდრო კავშირში მყოფი ორგანიზაციებია, რომლებიც აწარმოებენ ბრძოლას საქართველოს წინააღმდეგ. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა ლიტვა, ლატვია ესტონეთი, მოლდოვა და უკრაინა, ამათ აკრძალული აქვთ უკვე, ეს არხები არიან ტიპური პროპაგანდის მანქანები, ამას ინფორმაციასთან და ობიექტურობასთან საერთო არ აქვს, ამის გამოძიებას ვთხოვთ პროკურატურას, რისი დიდი იმედიც არ მაქვს, მაგრამ ჩვენ ყველა სამართლებრივ ნაბიჯს გავივლით, რათა ეს არხები აიკრძალოს საქართველოში” (ნიკა რურუა).

ახლა არ მკითხოთ, რისი ექსპერტია ყოფილი მხედრიონელი და ასევე ყოფილი კულტურის მინისტრი. იმავესი, რისიც სხვა “ექსპერტები”.

ავკრძალოთ, დავიჭიროთ, დავახალოთპირდაპირ ფეხებში” _ ეს ხომ უკვე გავიარეთ. ახლა ამ იდეოლოგიის ადეპტები იმავეს არასამთავრობო სექტორიდან და საექსპერტო წრეებიდან მოითხოვენ და ოკეანის გაღმიდან უკვე დამაიმედებელი შეტყობინებაც მიიღეს:

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საბიუჯეტო განცხადებაში პირდაპირ გვამცნო, რომ ამერიკა გააძლიერებს მხარდაჭერას ნატოს წევრების, ევროპელი მოკავშირეებისა და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის მხრიდან ზეწოლას განიცდიან, კერძოდ, აშშ-ის ბიუჯეტიდან 117 მილიონი დოლარი იქნება გამოყოფილი რუსეთის აგრესიული მოქმედებების საწინააღმდეგოდ უკრაინაში, 51 მილიონი დოლარი კი _ საქართველოსა და მოლდოვაში რუსეთის ზეწოლისა და  მადესტაბილიზებელი საქმიანობის შესაჩერებლად. ბიუჯეტში ასევე გათვალისწინებულია თანხები ევროპასა და აზიაში  “რუსული პროპაგანდის”  საწინააღმდეგო მოქმედებებისთვის.

ბოლო ხანს ჩატარებული ყველა კვლევა ადასტურებს, რომ დასავლეთის, კერძოდ, აშშისა და ნატოს ავტორიტეტი მინიმუმამდე დავიდა, ხოლო 2008 წლის კატასტროფული ომის შემდეგაც კი რუსეთისგან მტრის ხატი? შექმნა ვერ მოხერხდა. ხალხი გამოფხიზლდა და დასავლურ პროპაგანდას აღარჭამს”. ამიტომ აქ ისევ ამერიკული მილიონები უნდა ჩაიყაროს, რათა საქართველო საბოლოოდ არ მოვიდეს გონს და შავისა და თეთრის გარჩევა ვერ შეძლოს.

ამას ემატება ისიც, რომ ამერიკელმრჩეველთაკონტინგენტი იზრდება და ქვეყნის უმნიშვნელოვანეს სტრუქტურებში გადაწყვეტილებები მხოლოდ მათი მითითებით მიიღება. ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ უკვე გვამცნო და თანაც დაგვამშვიდა, რომნატოს მრჩევლების ყოფნა საზოგადოებისთვის თვალშისაცემი არ იქნება”(?!) აქამდეც ხომ ასე იყო: საზოგადოებამ არაფერი იცოდა იმის თაობაზე, რომ მიტინგებისა და აქციების დასარბევად ადგილობრივ ზონდერებს სწორედ ასეთიმრჩევლებიაძლევდნენრჩევებს”, ხოლო 26 მაისის აქციის სადამსჯელო ოპერაცია, რომელსაც მსხვერპლი და უამრავი დასახიჩრებული მოჰყვა, სწორედ ამმრჩევლებმა” “გაუპრავესსააკაშვილს!

ადგილობრივი პროდასავლური ექსპერტები და “ენჯეოები” არ იმჩნევენ იმას, რომ პრაქტიკულად სწორედ ეს არის ჰიბრიდული ომის გამოვლინება, როცა სახელმწიფოს სინამდვილეში, ფასადზე გამოფენილი პოლიტიკოსები კი არა, მათ ზურგსუკან მდგომი “მრჩევლები” მართავენ. ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ნიშანი სწორედ ის არის, რომ სახელმწიფო, რომელიც ამგვარ ომს აწარმოებს, გარიგებულია არასახელმწიფოებრივ (თუ გნებავთ, არასამთავრობო) შემსრულებლებთან _ “ბოევიკებთან”, ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფებთან, ორგანიზაციებთან, რომლებთანაც კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

განა ზუსტად ასე არ იქცევიან ამერიკელები ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში? მათი გავლენა ვრცელდებოდა და ვრცელდება მთავრობებზე, ოპოზიციაზე, მედიასა და არასამთავრობოებზე. ახლა გაუჭირდათ და აშშის ელჩი უკვე იძულებულია, საჯაროდ გამოხატოს ხან ირაკლი ალასანიას, ხანაც მათ მიერ გამოზრდილი არასამთავრობოების ღია მხარდაჭერა.

2014 წლის ოქტომბრის ბოლოს, თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსნის დაპატიმრების შემდეგ, ირაკლი ალასანიას პოლიტიკურ განცხადებებს რიჩარდ ნორლანდმა  ღიად დაუჭირა მხარი: “ვიცი, რომ მთელი რიგი კითხვებისა გაჩნდა ამ გამოძიებასთან დაკავშირებით. ამასთანავე, ხაზს გავუსვამ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს სრული ნდობა საქართველოს, როგორც თავდაცვისა და სამხედრო სფეროში პარტნიორის მიმართ, იქნება ეს ნატოს ფარგლებში, თუ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებში. აშშ-ს აქვს სრული ნდობა მინისტრ ალასანიასა და თავდაცვის სამინისტროს გუნდისადმი”.

2015 წლის იანვრის ბოლოს, როცა ბიძინა ივანიშვილმა კრიტიკული მოსაზრება გამოხატა კოჟორიძელომჯარიაგიგაურის მიმართ, აშშის ელჩმა ჩვეული პირდაპირობით (დიპლომატებს რომ არ სჩვევიათ, ისეთით!) განაცხადა: “ივანიშვილის მოსაზრება მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის. თავის მხრივ, არასამთავრობო ორგანიზაციები _ საია, “საერთაშორისო გამჭვირვალობადასამართლიანი არჩევნებიმნიშვნელოვანი პარტნიორები არიან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსი”.

ეს უკვე აღარც ჰიბრიდული ომია და აღარც “მრჩევლის” ფუნქცია _ ჩვენ დაუფარავად გვაფრთხილებენ, რომ მათ საყრდენებს არ უნდა შევეხოთ! რუსეთის ელჩს (რომელიც, კარგა ხანია, აღარ არის საქართველოში) ამგვარი რამ რომ გაებედა, წარმოგიდგენიათ, რა ამბავი ატყდებოდა “დემოკრატიულ” სამყაროში? თუმცა ისინი ამბავს მაშინაც ტეხენ, როცა არაფერი ხდება. ახალი ხელისუფლება ამითაც ჰყავთ გამოჭერილი: ისე არიან დაშინებული ქვეყნის გარედან თუ შიგნიდან შეძახილებით, რომ ნაბიჯის გადადგმისაც კი ეშინიათ!

თავისუფალი ზონისადა მისი მსგავსიმიუკერძოებელიარასამთავრობოებისა თუ ექსპერტების გააქტიურება ამერიკის ბიუჯეტიდან 51 მილიონი ლარის დაპირებითაცაა განპირობებული. მათ მიანიშნეს, რომ ახლა ფული ამაშიც იშოვება: “რუსული პროპაგანდისწინააღმდეგ ხელფეხი ხსნილი აქვთ! თუ საღი აზრი გამოთქვი და საკუთარ ქვეყანაზე გული გტკივა, ეს უკვერუსული პროპაგანდაადა ანგარიშსწორება ნებადართულია ნებისმიერი მეთოდით. აკი, აცხადებენ კიდეცნაციონალური სახეები”, რომ ტელეკომპანიაიბერიისდარბევა შეიძლებოდა, რადგან მასსხვა იდეოლოგიაჰქონდა! ადამიანების დახოცვა და მაღაზიის სახურავზე გვამების შემოწყობაც დასაშვებია, რადგანისინი რუსულ ტანკებს მოუძღვებოდნენ”! თითქოს რუსებმა მათ მიერვე გაყვანილი საქართველოს სამხედრო გზა არ იციან და მეგზური სჭირდებოდეთ!

ყველაზე ობიექტური თვალსაზრისი მთელ ამ ბაკქანალიაზე ექსპერტ ზაალ ანჯაფარიძეს ეკუთვნის: “თუ ემოციებს დროებით გვერდზე გადავდებთ და საზოგადოების განწყობის ობიექტურ მაჩვენებლებს დავეყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ადგილი აქვს არა იმდენად რუსული იდეოლოგიის მომძლავრებას, არამედ უფრო მის მცდელობას, კონკურენცია გაუწიოს საქართველოში ევროპულ და დასავლურ ღირებულებებს. ეს სრულიად ნორმალური მოვლენაა ჩამოყალიბებული დემოკრატიის ქვეყნებში, სადაც დემოკრატიის ერთ-ერთი დედაბოძი პოლიტიკური პლურალიზმია, რომელიც გულისხმობს განსხვავებული აზრების, კულტურების, ღირებულებებისა და პოლიტიკური ორიენტაციების თანაცხოვრებასა და ცივილურ კონკურენციას. ცივი ომისყველაზე უფრო მძაფრ პერიოდებშიც კი დასავლეთ ევროპაში არავის აუკრძალავს კომუნისტური იდეოლოგიის გამტარებელი ორგანიზაციები და მათი მედიასაშუალებები, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან ფინანსდებოდნენ.

საქართველოში რუსული და ევროპული ფასეულობითი ორიენტირებისა და განვითარების მოდელებს შორის კონკურენციისგან არც ტრაგედიის შექმნაა საჭირო, არც პიარზე გათვლილი განგაშის ატეხვა და არც “კუდიანებზე ნადირობა”. ეს უკუშედეგს გამოიღებს. მით უმეტეს, რომ ზემოაღნიშნული პრორუსული ორგანიზაციები კანონისა და კონსტიტუციის ფარგლებში მოქმედებენ. მათ მიმართ რაიმე რეპრესიების დაწყება, ერთი მხრივ, წინააღმდეგობაში მოვიდოდა დემოკრატიის პრინციპებთან, მეორე მხრივ, რუსეთს დამატებით საბაბს მისცემდა დესტრუქციული ქმედებებისთვის”.

ცხადია, ამ მოსაზრებიდან ყველაფერს ვერ გავიზიარებ, მაგრამ ფასეულობათა კონკურენცია არის სწორედ მთავარი, რომელმაც ქართველ საზოგადოებაში თავსმოხვეული დასავლური ნორმების მიუღებლობა გაამძაფრა. რა არის გასაკვირი იმაში, რომ ჯანსაღი კონსერვატიზმი ჩვენთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ქართულ ეკრანებზე მომრავლებული კონჩიტები?

ჰიბრიდული ომისა და “რუსული პროპაგანდის” ირგვლივ ატეხილ მთელ ამ აურზაურს მსახიობ მიშა გომიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსი ხსნის, რომელიც ქართული ტელეარხების პროდუქციის სახეს ეძღვნება. მართლაც, განა უფრო იოლი არ არის, მაგალითად, რუსული არხების აკრძალვა, ვიდრე იმაზე დაფიქრება, რას გვთავაზობენ საყურებლად?  მიშა გომიაშვილი წერს: “არ მოგწონს ტელეგადაცემაო? პულტი გაქვს, ღილაკი აქვს ბევრიო, გადართეო, გადავრთე, კიდევ გადავრთე, კიდევ გადავრთე, გადავრთე, გადავრთე. გავგიჟდი! რამდენი უნდა გადავრთო, კაცო? სადაც არ გადავრთე, უსქესო, გადაკეთებულ-გადმოკეთებული, უჯიშო, გაუნათლებელი წამყვან-სტუმრიანი, გადაცემა  “თოქ შოუ” შემრჩა, გადავრთავ რუსულ არხზე და პრორუსული ხარო!

არ მირჩევნია, პრორუსული ვიყო ვიდრე პროპიდარასტული?…დავიჯერო, რომ ეგენი უფრო საინტერესონი არიან ჩვენი ქვეყნის ტელეაუდიტორიისთვის, ვიდრე მხატვრების, მსახიობების, კინოსა თუ თეატრის, სპორტისა თუ მეცნიერების წარმომადგენლების ცქერა, მათი მართლა საინტერესო აზრებისა და ამბების მოსმენა, მუსიკოსების, მომღერლების მოსმენა? ოღონდ მართლა მუსიკოსების და არა იმათი, ვინც ჯემალ ბაღაშვილს უტიფრად უმტკიცებენ, რომ ფონოგრამაზე “პირის აყოლება” უფრო რთულია, ვიდრე ცოცხლად სიმღერა. გადააყოლეს ეს ტელევიზია რეიტინგებს. ტრაკს თუ არ იძლევი, გადაკეთებული თუ არ ხარ, ძმაკაცის ცოლს თუ არ ხმარობ, თუ არავინ მოკალი, მდაბიო და ბანძი თუ არ ხარ, საინტერესო არ ხარ მაყურებლისა და მსმენელისთვის?

არა, ბატონო, ეგრე არ არის. ეს უფრო ღრმად ჩაფიქრებული, უფრო სერიოზულად მოფიქრებულია; მიზანდასახულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, სისტემატურად, ტვინს გვირეცხავენ, ზომბებად გვხდიან და არ მგონია, რომ ჩვენს ტელევიზიებს ეს გაცნობიერებული ჰქონდეს, და თუ აქვს, მაშინ ამაზე დიდი დანაშაული თავის ერის წინაშე არავის ჩაუდენია. არის ასეთი პროპაგანდა, დიდი ხნის წინ სპეცსამსახურების მიერ შემუშავებული. ეს არ იყო, კერძოდ, ჩვენი ქვეყნის დასანგრევად შემუშავებული, მაგრამ დღეს ამას ჩვენ მიმართ მშვენივრად იყენებენ”.

ასეა ეს, ბატონებო, და მე, პირადად, მიშა გომიაშვილის პოჰზიცია უფრო  მომწონს, ვიდრე გენერალური პროკურორის ყოფილი მოადგილის (ახლა რომ “რუსთავი 2”-ს მართავს), პოლიციისა და უშიშროების ყოფილი მაღალჩინოსნების ცოლების (ახლა რომ შოუებს უძღვებიან იმავე ტელეკომპანიის ეთერში) და ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნების (ახლა რომ “ექსპერტები” დაირქვეს და არასამთავრობო სექტორში უხვი დაფინანსებით დაივანეს!).

კი, მიშა გომიაშვილის პოზიცია უფრო მისაღებია ჩემთვის და რა _ ეს არის “რუსული პროპაგანდა”? თქვენს ამერიკულ პროპაგანდას მიხედეთ, რომელიც აღარ იმალება, და ხალხს მიუგდეთ ყური, თორემ ეგ გადმოგდებული გრანტები ოხრად დაგრჩებათ!

თამარ დავითულიანი

 

1 COMMENT

  1. ამერიკელი (დემოკრატების) მიერ მიდის ხალხის ტვინების რეცხვა ტელევიზიებში,და ვშიშობ რომ გამოსდით კიდევაც ახალგაზრდებში

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here