Home რუბრიკები პოლიტიკა გიორგი ყუფარაძე: თავი დაანებეთ, ბატონო ზაზა, ამ ყველაფრის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას და...

გიორგი ყუფარაძე: თავი დაანებეთ, ბატონო ზაზა, ამ ყველაფრის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების უნიჭო კომენტარების გამეორებას!

558

2014 წლის 29 ოქტომბერს გაზეთ “საქართველო და მსოფლიოსთვის” მიცემულ ინტერვიუში არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” გამგეობის წევრმა გიორგი ყუფარაძემ დაასახელა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ და რომლებიც მზად იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” ანტისახელმწიფოებრივი ბრძანებების შესასრულებლად, თუმცა ზემოაღნიშნულმა ინტერვიუმ სათანადო ყურადღება მხოლოდ ბოლო ხანს განვითარებული მოვლენების შემდეგ მიიქცია. “საქართველო და მსოფლიო” კვლავ დაუკავშირდა გიორგი ყუფარაძეს და ბოლოდროინდელი მოვლენების შეფასება სთხოვა.

_ ჩვენი გაზეთისთვის შარშან მიცემულ ინტერვიუში თქვენ ჩამოთვალეთერთიანი ნაციონალური მოძრაობისსატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, რომლებიც შს სამინისტროში თანამდებობებს იკავებდნენ. მათ შორის იყო იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი სოსანაშვილიც. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, დაკავებული სოსანაშვილის გარდა, კვლავაც რჩებიან თანამდებობებზე?

_ ამ კითხვაზე პასუხისგან ჯერჯერობით თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიერ შარშან დასახელებულთა შორის მოხენიებული იყო მკვლელობაში ეჭვმიტანილი სოსანაშვილიც. ალბათ, ყველა პირზე მოკვლევაა დაწყებული და არ მინდა, გამოძიებას ხელი შეეშალოს.

_ ამჟამად რას საქმიანობენ თქვენ მიერ დასახელებული ადამიანები?

_ მოქმედი თანამშრომლებიდან, რომლებიც იყვნენ იმ სიაში, რამდენიმემ შეიცვალა სამუშაო ადგილი, რამდენიმემ, ჯერ დაუზუსტებელი ინფორმაციით, შსს დატოვა.

_ “საქართველო და მსოფლიოშიგამოქვეყნებული ინტერვიუს შემდეგ ხომ არავინ დაგმუქრებიათ?

_ კი, კონკრეტულად, გია სოსანაშვილი, რომელმაც სოციალურ ქსელში მომწერა: “გამარჯობა, მე მგონი, ბოდიში უნდა მოგვიხადო, მე და ჩემს მეგობრებს, ყველაზე არ მაქვს ლაპარაკი. რა დაგიშავე შენ ან ნებისმიერს, ესეთი სტატია რო დაწერე, მიცნობ საერთოდ, ვინ ვარ, რა გამიკეთებია ამ ქვეყნისთვის, რატო ქენი ეგ საქმე. უბრალოდ შენ კი არა, საერთოდ რა დავაშავე, მე ან ჩემმა მეგობრებმა რომლებსაც საერთოდ არ იცნობ, მე რო შენზე გლახა ვთქვა, მართალი ვიქნები და საერთო ბოდიშის მოხდა ცუდი არაა, შენ ჩემს ადგილას სასამართლოში მიჩივლებდი. უბრალოდ, ჯობია, გამიცნო, დათო მელაპარაკა შენზე… პასუხი გამეცი, როგორც ბრალდებულს, და მე თვითონ მოვიხდი ბოდიშს მედიის საშუალებით, რა დავაშავეთ, ვინ ჩაგაგონა, შენ ხომ იცნობ პოლიციელებს, გიო”.

_ რატომ არ დაინტერესდა თქვენ მიერ გავრცელებული ინფორმაციით შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერ კიდევ 2014 წლის ოქტომბერში?

_ ალბათ, დაინტერესდებოდნენ, მაგრამ იმდენი ჩანერგილი თანამშრომელია შსს-ში, რომ ყველა ხერხით შეეცდებოდნენ ამ პირების, ასე ვთქვათ, “გაპრავებას”.

_ იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაკავებისა და, საერთოდ, მამაშვილ ვაზაგაშვილების მკვლელობის საქმეებთან დაკავშირებული მოვლენების შემდეგ თქვენ მიმართ მუქარამ ხომ არ მოიმატა?

_ ჯერჯერობით არა და არც მგონია, ამ ამბების შემდეგ ვინმეს რისამე მცდელობის ინტერესი ჰქონდეს, მაგრამ თავის დასაცავად ზომები მაინც მიღებული მაქვს.

უნდა აღვნიშნო, რომ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა ჩემს ინტერვიუს ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, სადაც საზოგადოების ზოგიერთმა წარმომადგენელმა შეკვეთილი ტექსტის წაკითხვა დამაბრალა. მინდა, განვაცხადო, რომ ტექსტს მართლაც ვკითხულობდი, მაგრამ ეს ტექსტი იყო ჩემი დაწერილი, რაც ჩვეულებრივი მოვლენაა გამოუცდელი რესპონდენტისთვის.

აგრეთვე, მინდა, პასუხი გავცე კითხვას, საიდან მაქვს ეს ინფორმაცია:

2000-2006 წლებში ვირიცხებოდი პოლიციის აკადემიის რიგებში და, ამასთანავე _ შს სამინისტროში, სადაც ჩამომიყალიბდა სანაცნობო წრე, რომელთანაც დღემდე ვინარჩუნებ მეგობრულ ურთიერთობას. სწორედ ამ კონტაქტების შედეგია ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაცია.

ამას გარდა, მინდა, გამოვეხმაურო ბატონ ზაზა ჭაიას _ სამართალდამცავთა დაცვის ლიგის წარმომადგენელს, რომელიც პოლიციელების დისკრედიტაციაზე აპელირებს და პოლიტიკურ სარჩულს უდებს ამ ყველაფერს. ზაზა ჭაიას შევახსენებ ქალაქის პოლიციის სამმართველოსთან მიმდინარე აქციას, როდესაც ის და მის დაქვემდებარებაში მყოფი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები სკანდირებდნენ: “მიშა, მიშა”! ვსვამ კითხვას _ იყო თუ არა ეს აქცია პოლიტიკრი კონტექსტით? ასე რომ, თავი დაანებეთ, ბატონო ზაზა, ამ ყველაფრის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას და “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების უნიჭო კომენტარების გამეორებას!

_ რა გეგმები აქვს თქვენს ორგანიზაციას?

_ რაც შეეხება ორგანიზაციის გეგმებს, მრავალ თემაზე მიმდინარეობს მუშაობა, მაგრამ ამ ეტაპზე ვერ გაგიმხელთ. მე კი განვაგრძობ მუშაობას კონკრეტულ საკითხზე _ ძალოვან სტრუქტურებში ჩანერგილების გამოაშკარავებასა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის გამომზეურებაზე.

დასასრულ, გაგაცნობთ ორგანიზაციათავისუფალი თაობისგანცხადებას:

თავისუფალმა თაობამგადაწყვიტა, გაერკვია, რა ძალებთან ჰქონდათ ურთიერთობა საქართველოშინაციონალურ მოძრაობას”. ამ საქმის გარკვევა კონკრეტულად გიორგი ყუფარაძეს დაევალა. შარშან, ოქტომბერში, ამ გამოძიების შემდეგ, ჩვენ გამოვაქვეყნეთ სია, თუმცა მაშინ ჟურნალისტებს არ მიუქცევიათ ყურადღება, რადგან იმ პერიოდში ეს თემა არ იყო აქტუალური.

სიაში მოხსენიებული ადამიანები მუშაობენ შსს-ში და ნებისმიერ მომენტში მზად არიან, მიიღონ მონაწილეობა “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ნაბრძანებ ყველა სახის გადატრიალებაში და ამით გამოიწვიონ საზოგადოებაში ქაოსი. ზაზა ჭაია, ირაკლი ქადაგიძე და ლევან გვაზავა ისეთივე კავშირში არიან ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმესთან, როგორც ირაკლი ფირცხალავა, მაგრამ რატომღაც ისინი დღემდე თავისუფლებით ტკბებიან. გვექმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება და პროკურატურა არ ცდილობენ მათ პასუხისგებაში მიცემას. ამასთანავე, ამ სიაში მოხსენიებულია ის პირები, რომლებიც დღემდე მუშაობენ შსს-ში და მზად არიან, სააკაშვილის ბრძანებით ჩაერთონ სახელმწიფოს საწინაღმდეგო მოქმედებებში. ესენი არიან ჩანერგილები, რომლებიც სააკაშვილმა დაგვიტოვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ყურადღება მიაქციოს დანარჩენი 17 ადამიანის სახელსა და გვარს, ვიდრე დროა და ვიდრე უარეს შედეგს არ მივიღებთ! “

ესაუბრა

მაია ჩუბინიშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here