Home რუბრიკები პოლიტიკა ამერიკის ელჩის ხუნვეიბინები

ამერიკის ელჩის ხუნვეიბინები

1065

ევროატლანტიკურ რვაფეხას თავისი საცეცებით საქართველო ისე მაგრად ჰყავს შებოჭილი და ქართველი ხალხის გადაჯიშების პროგრამას ისეთი ინტენსიურობით ანხორციელებს, რომ ქართული ჯიშისა და ჯილაგის საამაყო ქართველი სანთლით საძებარი, შეიძლება, გახდეს. 

ჩვენზე უარეს დღეში იყო კუბა, რომელსაც სასტუმროებით, კაზინოებით, საროსკიპოებით, შეერთებული შტატების მდიდარი მოქალაქეებისთვის გასართობი ადგილებით მსოფლიოს ბორდელის რეპუტაცია ჰქონდა. ზეიმობდა ერთი მუჭა კუბელ მაგნატთა კასტა; გაჭირვებაში, გარყვნილებაში, გაუსაძლის უბედურებაში ფართხალებდა ქვეყანა. ვერავინ იფიქრებდა, თუ ეს შებოჭილდაბეჩავებული ხალხი დამცირებისა და აბუჩად აგდების უღელს გადააგდებდა და თავისუფლად ამოსუნთქვას შეძლებდა შეერთებული შტატების ცხვირწინ, რომელიც 1961 წლიდან ინტერვენციით, ეკონომიკური ბლოკადით, სანქციებით, დივერსიებით, ტერორისტების მიგზავნით ცდილობდა კუბელი ხალხის დაჩოქებას, თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ რომ იქცა ლათინურ ამერიკასა და მსოფლიოში.

ნუთუ შეერთებულ შტატებს ნორლანდის მსგავსი ელჩი არ ეჯდა კუბაში ან არასამთავრო ორგანიზაციების ხუნვეიბინების გამოყენების გამოცდილება ჯერ არ ჰქონდა? _ ელჩიც ჰყავდა, აგენტურის მძლავრი ქსელიც და უამრავი მოსყიდული კუბელი კუჭისგლახებიც. ისე იყვნენ თავდაჯერებული და ისეთი ბერკეტები ჰქონდათ კუბის დასაჩოქებლად, ვერაფრით წარმოიდგენდნენ, კუბა თუ დამოუკიდებლად ამოსუნთქვას გაბედავდა, მაგრამ მოხდა სასწაული და კუბელმა ხალხმა თავისუფალი ცხოვრება დაიწყო

იქნებ ვინმე თავდაჯერებულ ყეყეჩს ჰგონია, რომ უამრავ მძვინვარე დამპყრობელთან ბრძოლაში ნაწრთობი ქართველი ერის ახლანდელ თაობას სამშობლოსთვის თავდადების სხივნათელი გენი უცხოეთის ჯადოქართა მაგიით დაუჟანგდა და ბნელეთის მოციქულთა გავლენითა და მედროვე ქართველთა მუხთლობით გადაჯიშდებიან?! ქართველ ერს თავმოყვარეობის, დამოუკიდებლობის, უძველესი კულტურის, ლიტერატურის, ენის, მამულისა და სარწმუნოების, ტრადიციებისა და ერთგულების ცეცხლი რომ არ განელებია, ამას ახლო მომავალი დაგვანახვებს?

ასოცირების ხელშეკრულების მიღებაზე მიწვეული საქართველოს დელეგაციის ქათმებივით ქანდარაზე წამოსკუპების, წინა რიგში კი, კაცობრიობის წინაშე დამნაშავე, ცრუპენტელა და თაღლითი სააკაშვილის ნებივრობის შემხედვარე ჭეშმარიტ ქართველ მამულიშვილს როგორ შეიძლება, თავმოყვარეობის ნერვი არ შეუტოკდეს?! გამოდის, ევროპის სახალხო პარტიისა წარმომადგენლებისა და მათნაირებისთვის საქართველოს პრეზიდენტი ისევ სააკაშვილია.

აქ კი გახარებულები აცხადებენ, ჩვენ წინაპრების გზას ვადგავართო. საკითხავია, ქართველების წინაპართა რომელი თაობა იყო ევროპასთან წილნაყარი? იქნებ არაბების, მონღოლების, სპარსელების ბატონობისდროინდელი? ან იქნებ დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალის?! შეიძლება, ევროპელობის პერიოდად თვლიან სულხანსაბა ორბელიანის საფრანგეთიდან გამოპანღურებას?! იქნებ ეს ბიზანტიის ბატონობის პერიოდია, როდესაც ჯვაროსნებმა ხუთჯვრიანი დროშის ფრიალით დაანგრიეს იერუსალიმი, ნაციონალებმა კი ეს დროშა სახელმწიფოს სიმბოლოდ შემოგვასაღეს?! ევროპელებად ვითვლებოდით 1812 წელს რუსეთზე ნაპოლეონის ლაშქრობისას, მთელი ამიერკავკასია სპარსეთსა და თურქეთს რომ გადაულოცა გაცვეთილი მუნდირივით?! იმას კი ვერ იხსენებენ, რომ ქართველები ევროპასთან დაახლოებას რუსეთის გზით ეზიარნენ.

ქართველი ხალხის უპირველესი და სისხლხორცეული ამოცანა საქართველოს გაერთიანება და ერთიან ძმურ ოჯახში ცხოვრებაა. ვის აძლევდა ხელს “დინების საწინააღმდეგოდ მოცურავე” საქართველოს ეროვნული ხელისუფლების დამხობა და სამეგრელოს აწიოკება; ვინ დაგვიტოვა აფხაზეთი შეუხორცებელ ღია ჭრილობად და რუსეთთან სავიზო რეჟიმის შემოღებით დაგვასაჩუქრა?! კიდევ უფრო დიდ უბედურებად შეგვატოვა მის მიერ გამოწრთვნილთა ხროვა “ნაციონალური მოძრაობის” სახით, რომელმაც თავისი მუხთალი ბრჭყალებით კიდევ უფრო გააფართოვა აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ღია ჭრილობები. უცხოეთის მარიონეტი ხელისუფლება თავისი ხალხის მტერია! უამრავჯერ დაღვარეს ქართველთა საამაყო ახალგაზრდების სისხლი “ნაციონალმა” უხსენებლებმა და ცხინვალის სამარცხვინო ავანტიურა რუსეთ-საქართველოს ომად, უნდათ, შემოგვასაღონ თავიანთი ევროატლანტიკური მწვრთნელების მხარდაჭერით.

ოსებისთვის საქართველო დედასამშობლო იყო. ვინ ამოაფრქვია სიძულვილის ისეთი შხამი, რომ აფხაზებსა და ოსებს ჩვენთან ერთად ყოფნა აღარ სურთ?! ვის შეეძლო, მძინარე ცხინვალის”თვის “გრადებიდან” ჭურვების სეტყვა დაეშინა? მძინარე მოსახლეობას ვინ ესხმის თავს?! _ საქართველოს ერთიანობისა და ხალხების ერთიან ძმურ ოჯახში ცხოვრების მტერი.

რუსეთმა მაშინვე მოითხოვა გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს შეკრება, რომელსაც ევროპელებმა მხარი არ დაუჭირეს. რუსეთის მეორე მოთხოვნის შემდეგ გაიმართა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, მაგრამ საბჭოს წევრებმა ცეცხლის შეწყვეტას მხარი არ დაუჭირეს. დაიხოცნენ გაეროს ეგიდით სამაჩაბლოში მყოფი რუსი სამხედროები. დღეს კი გამოცანად გვიქციეს, _ ვინ დაიწყო ომი. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ “ნაციონალთა” ამ ავანტიურას რუსეთ-საქართველოს ომად ნათლავენ.

ბრძენი და მადლიერი ქართველი ხალხი არასოდეს იომებს რუსეთის წინააღმდეგ, რომელთანაც ერთად ზღვა სისხლი აქვს დაღვრილი საქართველოს მიტაცებული ტერიტორიების დასაბრუნებლად და კაცობრიობის საზარელი ჭირის _ ფაშიზმის გასანადგურებლად!

საქართველოს გამთლიანების ერთადერთი გზა რუსეთზე რომ გადის, არც მოყვარეს ეპარება ეჭვი და არც მტერს. სწორედ ამიტომაა, რომ საქართველოს გაერთიანების მტრები ასე თავაშვებულად ლანძღავენ რუსეთს, რათა შეუძლებელი გახდეს ქართველი ხალხის ნატვრის ახდენა და რუსეთმა დაკარგოს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენის იმედი.

ყველა თაღლით პოლიტიკოსს სჩვევია ხალხის სახელით ლაპარაკი, როგორც მეძავს, პატიოსნებას რომ იბრალებს თავისი გარყვნილი არსებობის შესანიღბავად. თაღლითმა იცის, ხალხის ინტერესებისთვის ბრძოლა საამაყო რომ არის, მაგრამ ამას მსხვერპლის გაღება სჭირდება, ის კი თავისი კეთილდღეობის მონაა და სხვა ყველაფერს კუჭის კარნახს ანაცვლებს.

არც ერთ მძვინვარე დამპყრობს ისეთი ზიანი არ მიუყენებია საქართველოსთვის, როგორიც მოღალატენაციონალ”-თაღლითებს, რომლებმაც მძიმედ დაარტყეს განათლებას, მეცნიერებას, კულტურას, ჯანდაცვას, ლიტერატურას და ყველაფერს, რაც ქართულთანაა დაკავშირებული. ქართული მიწების სრულად გაყიდვისა და საქართველოს საბოლოოდ დაქუცმაცების საშუალება კი მათქართული ოცნებისგამარჯვებამ აღარ მისცა.

“ნაციონალთა” ძალადობის დამხობის შემდეგ ქართველმა ხალხმა შვებით ამოისუნთქა და დიდი იმედი ჰქონდა, დამნაშავეთა დასჯით სამართლიანობა აღდგებოდა, მაგრამ ამას ენერგიულად უშლიან ხელს “ნაციონალთა” უცხოელი მფარველები და ქართველი ხალხის მიმართ მძიმე დანაშაულების ჩამდენთა დასჯის მცდელობას პოლიტიკურ დევნად ასაღებენ. ისინი საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ყველა ბერკეტს იყენებენ. ამას ჩვენ, უბრალო ადამიანებიც, ვხვდებით.

ქართველი ხალხი ისე იყო “ნაციონალთა” ღალატით, მტრობითა და თავხედობით აღშფოთებული, რომ მის წინააღმდეგ მებრძოლ რეალურ ძალას _ “ქართულ ოცნებას” უყოყმანოდ დაუჭირა მხარი. ეს მოხდა იმის მიუხედავად, რომ კოალიციას ისეთმა პარტიებმაც შეაფარეს თავი, “ნაციონალებთან” რომ თანამშრომლობდნენ. დროთა განმავლობაში კი ეს თანამშრომლობა და კავშირები კოაბიტაციამ ისე გაანებივრა, რომ ვირთხის სოროში შესაძრომად გამზადებული “ნაცები” და მათი მეგობრები ახლა პატიოსნებადაბრალებული მეძავის ენერგიით საქართველოს განვითარებას ებრძვიან შინ და გარეთ. “ქართულ ოცნებას” კი აშკარად გაუძნელდა სამართლიანობის აღდგენის ბასრი მახვილის გამოყენება.

“ნაციონალთა” ტრიბუნა-ტელევიზიებიდან განაწყენებული თავისუფალი დემოკრატების რეპლიკები “ქართული ოცნების” მიმართ ასე შეიძლება შეფასდეს: მგელს დაუძმობილდები, მგლად იქცევი;  მგლის მეგობარი ძაღლი კი მგელზე უარესია.

ტელევიზიები კიდევ უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ პარტიების, მთავრობისა თუ პარლამენტის წარმომადგენლებს და მიწა იძრა თუ ციკანმა დაიკიკინა, ყველაფერზე ინტერვიუს სთხოვენ. ისინი კი თავიანთი ტვინის ჭყლეტის პროდუქტით გვაოცებენ. შერიგების მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა თავისი გამჭრიახობით გაგვაკვირვა: “როგორც ჩანს, პუტინი რუსეთის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს”-ო. წარმოგიდგენიათ, ამას ამოცნობა არ უნდოდა?! ხომ შეიძლებოდა, პუტინი სვაზილენედის ან შრი-ლანკის ინტერესების დამცველი გვგონებოდა?!

“თუკი ევროპა და ამერიკა დაარწმუნებენ რუსეთს, რომ ომისთვის მზად არიან, რუსეთი შეშინდება”, _ გაგვანათლა ქალბატონმა ხიდაშელმა. მაგრამ როგორ უნდა დაარწმუნონ რუსეთი ევროპამ და ამერიკამ, ამ საიდუმლოს ქალბატონი არ ხსნის. როგორც ფილმ “არაჩვეულებრივ გამოფენაშია”, _ უკბინონ ან დედა დაიფიცონ? უფრო ეფექტიანი იქნება, კარლოს XII-ს, ნაპოლეონს ან ჰიტლერს ჰკითხონ, როგორ შეაშინეს რუსეთი.

საგარეო საქმეთა მინისტრმაც დახვეწილად გაგვაცნო თავისი სამსახურებრივი ფაფხურის შესახებ: “ჩემი ამოცანა იქნება, მეტი ევროპა საქართველოში, მეტი საქართველო ევროპაში; მეტი ნატო საქართველოში”, ანუ ერთი ევროპა აღარ გვაკმარა, თანაც სხვისკენ არ უნდა გაიხედო, მეტიდან რომელიმე ევროპა რომ არ დაგეკარგოს.

ხალხი საშინელ გაჭირვებაშია და გამოსავალს მთავრობისგან ელოდება, რომელსაც მკბენარივით დასევია გრანტისა და უცხოეთის შექების უამრავი მაძიებელი. მდგომარეობას კი ფხიზლად აკონტროლებს ამერიკის ელჩი _ ნორლანდი, ვინმეს მიერ ქვეყნის სასიკეთოდ გაფაჩუნება რომ არ გამოეპაროს; მას ურჩთა მოსაშთობად აუარებელი ფარული საცეცები აქვს _ ღიად საყეფად და საყაყანოდ ჰყავსნაციონალები”, მათი ბიძაშვილმამიდაშვილი პარტიებითა და ხუნვეიბინებად მომრავლებული, პირზე რძეშეუშრობი არასამთავრობო გოგობიჭები.

სამაჩაბლოში საზღვრის გადმოწევასა და მავთულხლართების გავლების საკითხზე ოსებსა და რუსებს კი არ ხვდებიან, ევროპაში გარბიან საჩივლელად, ისინიც აწრიალდებიან, _ ეს რა ჩაუდენიათო და ამით სრულდება ყველაფერი. არავითარი ურთიერთობა რუსეთთან საქართველოს ერთიანობის აღსადგენად. მხოლოდ ფუქსავატთა ღავღავი რეალური ნაბიჯების გარეშე, რადგან კარგად იციან, რომ ერთიანი საქართველო მათ დამამცირებელ პრეტენზიებზე მორჩილად აღარ წაიგრძელებს კისერს უღლის დასადგმელად; ვერც ასე ენერგიულად ვერ გაუწევს სამსახურს რუსეთის ლანძღვა-გინებაში. არც ის ენაღვლებათ, თუ რუსეთი საქართველოს ტყავს შემოაფხრეწს ისე, როგორც “ნაციონალთა” ცხინვალის ავანტიურისას მოხდა. რუსეთთან ნორმალური ურთიერთობის აღდგენის პირობებში კი დღეს საქართველო გაერთიანებული იქნებოდა.

ჟურნალისტის კითხვაზე პუტინის პასუხი, რომ ის შეხვდება საქართველოს ხელმძღვანელებს მოსკოვში, საღად მოაზროვნე პოლიტიკოსის პასუხი იყო. ტელევიზიებმა კი დროულად ააყიყინეს ჭიანაჭამი პოლიტიკოსები: თურმე რუსეთის ხელისუფლებას გაუჭირდა და ახლა იხვეწება, საქართველოს ხელმძღვანელებთან შემახვედრეთო, ჩვენები კი არ უნდა შეხვდნენ, ვიდრე რუსეთი ტერიტორიებს არ დააბრუნებსო. აბა, როგორ _ მათ ყიყინს სადღაც ხომ ისმენენ?! რაც უფრო ენერგიულად დაამუხრუჭებენ საქართველოს გაერთიანებას, მით უფრო საიმედოდ ჩაითვლებიან ევროატლანტიკური დამფინანსებლების თვალში. რა ქნან, როცა კუჭის კარნახითა და უცხოელთა სურვილის მიხედვით აწარმოებენ თავიანთ პოლიტიკას?! წვიმის შემდეგ აღმოცენებული სოკოებივით მომრავლებული პარტიების უმრავლესობა ერთმანეთს ბრდღვნიან, ვინ უფრო უკეთესად გამოხატავს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ვაი მას, ვინც რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციაზე დაილაპარაკებს _ მოღალატის იარლიყი მზად აქვს…

ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ნათელი აზრის, შემოქმედებითი, მეცნიერული მოღვაწეობისთვის კოცონზე არავინ დაუწვია; იგი გმობს ყოველგვარ სქესობრივ გაუკუღმართებას, რაც ერის დაკნინება-გადაგვარების საწინდარია. კათოლიკური ეკლესია კი ერთსქესიანთა ქორწინებას ღვთისგან მინიჭებულ მადლად თვლის. ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ევროპელებივით ინდულგენციებით არ უთაღლითია. იმხანად ასე უსაშველოდ რომ გვქონოდა შეყრილი ბევრი ევროპისა და ბევრი ნატოს ვირუსი, ერის ბრძენი მამულიშვილების ინკვიზიციის კოცონზე დაწვას არ დაგვაძალებდნენ და დღეს ხომ მოგვგვრიდა სირცხვილის ოფლს წინაპართა უღირსი საქციელი?! რა გარანტიაა, რომ მომავალი თაობა სირცხვილის შავ დაფაზე არ გააკრავს მათ სახელებს, ვინც ქართველ ხალხს ელ-გე-ბე-ტე საზოგადოების კანონი მოახვია თავს და ევროპას წყევლა-კრულვით არ აიკლებს?!

ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებისას ევროპარლამენტში სააკაშვილის მიწვევა ქართველი ხალხის აბუჩად აგდება და ევროპული მისწრაფებების გაშარჟება იყო. მაგრამ რა შეიძლება ეწოდოს უსუფაშვილის მიერ სააკაშვილისათვის ახალი წლის მილოცვას? ამ კითხვის პასუხი სააკაშვილის მიერ დარბეულმა, ნაწამებმა, სისხლდადენილმა და სამშობლოაოხრებულმა ქართველმა ხალხმა იცის.

ევროპელმა ჯვაროსნებმა სისასტიკით, ორსული ქალების, ბავშვების, მოხუცების ჟლეტით, ადამიანების ქვაბში მოხარშვით, საზარელი სადიზმით გააოცეს რაინდულად მებრძოლი ალადინი და შედეგად მიიღეს უარესი სადიზმითა და კაცთმოძულებით ქრისტიანების ჟლეტა.

შეთითხნილი ბრალდებებით ამერიკა-ნატოს შეჭრა ერაყში, დღეს მსოფლიოს მწარე ღიმილს ჰგვრის. ამოწყვიტეს სადამ ჰუსეინი ოჯახით; სიკვდილი და უბედურება დაეპატრონა ამ ქვეყანას; განადგურდა ცივილიზაციის სათავის უნიკალური ექსპონატები… ჯორჯ ბუში განსასჯელის სკამზე უნდა იჯდეს, ის კი უდარდელად ცხოვრობს, რადგან ამერიკის პრეზიდენტი იყო. ან ვისი დამსახურებაა ერაყში “ისლამური სახელმწიფო” წარმოშობა და მისი სისასტიკე?!

რომელ ქვეყანაში დადგა ამერიკანატომ ფეხი და მის სისხლიან ნაკვალევს სად მოჰყვა მშვიდობა და ბედნიერება?!

ახლა უკრაინას გაეჩხირა ყელში ევროატლანტიკური ორცხობილა და ხუთი მილიარდი დოლარის მაიდნური “განცხრომა”. უკრაინელ ხალხს ეს ჯოჯოხეთი, ალბათ, ევროამერიკელ კეთილისმსურველებს უნიღბოდ გააცნობს და ისინიც საჩუქრად გაწამებული ხალხის რისხვას მიიღებენ.

საქართველოში კინაციონალთა”, მათი მონათესავე პარტიებისა და არასამთავრობო ხუნვეიბინების ნებივრობით აღშფოთებული ხალხის მოთმინების ნერვი უკიდურესად დაიჭიმა და, ამ უცხოეთის ლაქიებს რაც დაემართებათ, გადახვეწილ ტაკიმასხარა სააკაშვილს მოახსენონ.

იური ვაზაგაშვილის საზარელმა მკვლელობამ შვილის საფლავზე  ქართველი ხალხი საბოლოოდ დაარწმუნა, რომ უხსენებელი უბეში უზის, რომელიც, ხელისუფლების უმოქმედობით გამთბარი და დაუსჯელობით გათამამებული, ქართველი ხალხის დასაგესლად აგროვებს შხამს…

გივი სომხიშვილი,

მწერალი, დავით აღმაშენებლის სახელობის პრემიის  ლაურეატი,

აკადემიააიასნამდვილი წევრი

 

1 COMMENT

  1. წყეულიმც იყავ რიჩარდ ნორლანდ საქარტველოს დაუძინებელო მტერო და პერებ პერებით დზირის გამომტხრელო ხალხის გადამაბირებელო და სოროსის მარჯვენა ხელო. ტავი დაგვანებე დაიწყევლოს სჰენი მოდგმა და მტლიანი ამერიკა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here