Home რუბრიკები საზოგადოება დაავადებები არ შეცვლილა, მეც ვმკურნალობ ისე, როგორც უწინ ჩემი წინაპრები _ უოპერაციოდ!

დაავადებები არ შეცვლილა, მეც ვმკურნალობ ისე, როგორც უწინ ჩემი წინაპრები _ უოპერაციოდ!

2037

ჩვენი დღევანდელი სტუმარია ძირძველი მესხი,  პროფესიით ექიმი, მანუალური თერაპევტი, სახალხო მკურნალი, საგვარეულო მეთოდების უბადლო მცოდნე, ბატონი ნუგზარ თაბუნიძე. თაბუნიძე  ძირძველი მესხური გვარია, თაბუნიძეთა საგვარეულო მეთოდით მკურნალობა კი _ ძველისძველი და რამდენიმე საუკუნეს ითვლის. 

ბატონი ნუგზარი წარმატებით კურნავს იმ ადამიანებს, რომელთაც წელის ტკივილი და ქრონიკული დაავადებები ტანჯავს: რადიკულიტი, დისკოზი, პროლაფსი, პროტრუზიო, დისკოპათია, ართროზი, იშიაზი, მარილების დაგროვება, ნერვის ანთება. იგი იყენებს  საგვარეულო რეცეპტით დამზადებულ წამლებსრომლებიც რამდენიმე ათეული ბალახისგან მზადდება. ყველა ეს წამალი სერთიფიცირებული და ლიცენზირებულია.

_ ბატონო ნუგზარ, ჩვენი საუკუნის დაავადებებია ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, ნევროზის სხვადასხვა ფორმა, სულიერი და ფიზიკური ტრავმები, გაციებაამას ემატება ექიმთან დროულად არ მისვლარა მოსდევს ყოველივე ამას?

_ ძირითადად, გვხვდება  სახსრების ანთება,  ამ დროს სინოვიალური სითხე ნელ-ნელა შრება; დამცავი ქსოვილი, რომლითაც დაფარულია მალები და სახსრის ზედაპირი, იწყებს გარქოვანებას. დროთა განმავლობაში მალებს შორის არსებული ნაპრალი და სივრცე ამოივსება. ეს ყველაფერი იწვევს სახსრების დეფორმაცისა და ინვალიდობას. ვწუხვარ, რომ ძალიან გავრცელდა სახსრებისა და ხერხემლის დაავადება. ამ სნეულებას ხშირად მიაწერენ მარილების დაგროვებას, ართრიტებს, ართროზებს და სხვა დაავადებებს, შესაბამისად, არასწორი მკურნალობა უკუშედეგს იძლევა.

_ თაბუნიზეთა  საგვარეულო წამალით თქვენი ძმებიც მკურნალობენ, ვის მიუწვდება ხელი უძველეს რეცეპტურაზე?

_ როგორც ჩვენი წინაპრები, ჩვენც მკაცრად ვიცავთ უფროს-უმცროსობას. მკურნალობის საიდუმლო უფროს ვაჟს გადაეცემა (ასულზე აკრძალულია). პაციენტების მიღება კი მხოლოდ 20 წლიდან შეიძლება. მყავს 2 უმცროსი ძმა. ისინი მკურნალობენ ჩემ მიერ დამზადებული წამლებით. ის წამლები, რომლებითაც ვმკურნალობ უოპერაციოდ დისკოპატიას, პროლაფსს, ხერხემლის თიაქრებს, პროტრუზიოს, მალფუჭებადია; ინახება ძალინ მცირე დროით, ამიტომ ასეთ პაციენტებს მხოლოდ მე ვმკურნალობ.

_ თქვენს საგვარეულო წამალს აქვს გავლილი ფარმაკოლოგიური შემოწმება, თუ გქონიათ  პრაქტიკაში  უკუჩვენება?

_ დიახ, თაბუნიძეების მალამო 90-95% ბალახოვანი მცენარეებისგანაა დამზადებული, თუმცა  ნაწილობრივ მესხეთში არსებულ ქანებსაც შეიცავს. ამ ყველაფერს ემატება ირმის რქა და სხვა ცხოველური კომპონენტები.  ნაყენი, ძირითადად, სახსრების დაავადებას კურნავს: ოსტეოქონდროზს, მარილების დაგროვებას; რადიკულიტს _  წელის, გულ-მკერდის, კისრის და დიკოგენურს. ასევე მკურნალობას ექვემდებარება ყველანაირი ნერვის ანთება, გარდა სახის ნერვის ანთებისა; ასევე იკურნება ინფქციური და  რევმატული ართრიტი და ართროზები, იშიაზი, სქოლიოზი, პლექსიტი, კუჭის, თირკმლის, ღვიძლის, ნაღვლისბუშტის დაავადებები.

მკურნალობას კომბინირებული მეთოდით ვატარებ:  წამლის შინაგანი მიღებითა და  შეზელვით. პრალელურად ვატარებ მანუალურ თერაპიას, თუ საჭიროა, ტრადიციულ მედიცინასაც მივმართავ. ჩემი წამლები სამი სახისაა: დასალევი, ანუ შინაგანი, სხეულზე წასასმელი სითხე და ასევე წასასმელი მალამო. ყველა ეს წამალი სერთიფიცირებული და ლიცენზირებულია. უოპერაციოდ ვმკურნალობ დისკოზს, პროლაფსს, პროტრუზიოს, დისკოპათიას. 42 წელია, ამ საქმეს ვემსახურები და  მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემს წამლებს უკუჩვენება არ ჰქონია.

ნანიკო ითაშვილი

მის.: წყნეთის ქუჩა #3, ტელ.: 599-22-11-66

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here