Home რუბრიკები საზოგადოება ოზონოთერაპია სისხლძარღვების გაწმენდისა და გულის დაავადებებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა

ოზონოთერაპია სისხლძარღვების გაწმენდისა და გულის დაავადებებისგან თავდაცვის საუკეთესო საშუალებაა

3101

ოზონოთერაპიას, მისი ეფექტის გამო, სისხლძარღვების თერაპიასაც უწოდებენ. იგი ორგანიზმში არსებულ სისხლძარღვებს წმენდს და ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის აღდგენას კაპილარულ დონემდე, სწორედ აქედან გამომდინარეობს მისი დადებითი შედეგები კარდიოლოგიური პრობლემების მკურნალობისას. ამის შესახებ დეტალურად ოზონოთერაპიის კლინიკა “აინოს” დამფუძნებელი, ქალბატონი ადა მჭედლიძე გვიამბობს:


_ ქალბატონო ადა, კონკრეტულად რა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება ოზონოთერაპია და რამდენად ეფექტიანია იგი კარდიოლოგიური პრობლემებისას?

_ ოზონოთერაპია ეფექტიანია გულსისხლძარღვთა პრობლემების სამკურნალოდ. მას გააჩნია, როგორც პრევენციული ხასიათი, აგრეთვე, ძლიერი თერაპიული ეფექტი. კერძოდ, იგი გამოიყენება გულის დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნითაც, რათა პაციენტი დაზღვეული იყოს ყოველგვარი გართულებისგან.  მოგეხსენებათ, თუკი სისხლძარღვების კედლები გაწმენდილია და სისხლის მიმოქცევა მოწესრიგებული, ინფარქტის, გულის იშემიური დაავადების ან რაიმე სხვა კარდიოლოგიური დაავადების განვითარების ალბათობა ნაკლებია,  თუმცა პოსტინფარქტულ პერიოდშიც კარგი შედეგები მიიღწევა. ხშირად გვაკითხავენ პაციენტები სტენტირების შემდეგ და მათი მდგომარეობაც საგრძნობლად უმჯობესდება.

_ აქვს თუ არა ოზონოთერაპიას გვერდითი მოვლენები და შესაძლებელია თუ არა მისი გამოყენება სხვა მედიკამენტების პარალელურად?

_ ოზონოთერაპიას გვერდითი მოვლენები არ გააჩნია. პირიქით, ის აჯანსაღებს მთელ ორგანიზმს და გულის დაავადებების პარალელურად მრავალ სხვა პრობლემას მოუგვარებს პაციენტს.

ოზონოთერაპიას, ასევე, არ აქვს კონფლიქტი სხვა სახის თერაპიასთან. შესაძლებელია, გამოყენებულ იქნას, როგორც ცალკე აღებული მონოთერაპია, ასევე მედიკამენტოზური მკურნალობის პარალელურადაც.  ოზონი წვავს ჭარბ ქოლესტერინს სისხლში, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ორგანიზმი უკეთ ითვისებს ნებისმიერ წამალს.

თქვენ სამსახურში გვიგულეთ!

მისამართი: თბილისი, მცხეთის ქუჩა #8.

ტელ: 225-31-39,  571-25-55-33  WWW.AINO.GE

www.facebook.com/aino.ge

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here