Home რუბრიკები პოლიტიკა კარგი, ცუდი, ბოროტი ბიძინა, ანუ ორი კითხვა და კიდევ ერთი მილიარდი

კარგი, ცუდი, ბოროტი ბიძინა, ანუ ორი კითხვა და კიდევ ერთი მილიარდი

1023

წელიწად-ნახევარია, შევეჩვიეთ, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მოვლენა პოლიტიკიდან წასული ერთი კაცის საჯარო ფიქრებია ხოლმე. მართალია, მანამდე წელიწად-ნახევარიც ასე იყო, მაგრამ იმხანად ეს კაცი პოლიტიკიდან ჯერაც არ გახლდათ წასული, ოფიციალურად იწოდებოდა “ქვეყნის პირველ პოლიტიკურ პირად” და შესაბამისად, მისი პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ფიქრები უნდა ყოფილიყო კიდეც ქვეყნის მთავარი პოლიტიკური მოვლენა…

მაგრამ, აი, ბოლო წელიწად-ნახევარია, ანუ მას შემდეგ, რაც ამ კაცმა მოსვლისას ნათქვამი დანაპირები შეასრულა და ზუსტად წელიწად-ნახევარში პოლიტიკიდან წავიდა, ორ თვეში ერთხელ მაინც “მოუვლის” ხოლმე და ხან ერთი, ხან მეორე ტელეარხიდან გვიზიარებს თავის ფიქრებსა და “ოცნებებს”.

უფლება აქვსო! _ ამბობენ ერთნი…

კი, ბატონო, უფლება აქვს, მაგრამ ქვეყანა, საზოგადოება, რომლისთვისაც უმთავრესი მოვლენაწასული კაცისგანცხადებებია, ცოტა არ იყოს, ვერ ტოვებს მთლად ჯანსაღის შთაბეჭდილებასანდა ეს კაცი სულაც არ არის წასული

ასეა თუ ისე, ამ “წასულ-არწასულის” ბოლო ტელეინტერვიუდან გონებასაც და ქართულ მედიასივრცესაც ორი მთავარი კითხვა და კიდევ ერთ მილიარდი შემორჩა…

მივყვეთ ამ კითხვებს თანმიმდევრობით:

კითხვა 1

(როცა ბიძინა კარგია)

_ ვისიასოვის ყბაშია?

ასეთია ის კითხვა, რომელმაც ყველაზე მეტად სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციები  და ე. წ. ოპოზიცია ააღელვა.

თითქმის ერთი კვირა გავიდა და ჯერაც ვერ წყნარდებიან “ნაციონალური მოძრაობა”  და ალასანიას “თავისუფალი დემოკრატები”.

ასეთი მძიმე ვნებათაღელვა ბიძინა ივანიშვილის მიერ საზოგადოებისთვის ცნობილი სამი პერსონის _ ეკა გიგაურის, კახა კოჟორიძისა და ნინო ლომჯარიას _ ხსენებამ გამოიწვია; კერძოდ, მილიარდერის იმ განცხადებამ, რომ იგი გააკეთებს გადაცემა “2030”-ს თავისი ოჯახის ტელეარხ “ჯი-დი-ეს”-ზე და იქ სხვა თემებთან ერთად, ასევე, გაშუქდება ამ სამი პერსონის საქმიანობა.

დიახ, სხვა არაფერი თქმულა! ამ სამი პერსონის საქმიანობას გავაშუქებ ჟურნალისტის ამპლუაშიო, _ თქვა კაცმადა სიტყვაც არ დაუძრავს ზედმეტი.

მაგრამ ატყდა და რა ატყდა!

*”ეს არის პირდაპირი მუქარა!” _ შეუპოვარი სახით აცხადებენ იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, რომელთაბატონობისპერიოდში სიტყვიერ მუქარას ხშირად ვერ გაიგონებდით, სამაგიეროდ, ყოველგვარი მუქარის გარეშე, ფიზიკურად ანადგურებდნენ ოპონენტებს!

*”ამის გამო მთავრობა უნდა გადადგეს!” _

ბრძნული სიფათებით გაიძახიან იმ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები, რომლებიც, პარლამენტის დარბაზს კი არა, სავარაუდოდ, საკუთარი სახლის კარს ვერ მიაგნებდნენ, ბიძინა ივანიშვილს რომ არ შეეკედლებინა კოალიციაში.

*”ჩვენ ამას აღვიქვამთ, როგორც პირდაპირ ზეწოლას ჩვენზე!” _ დაფეთებული გაჰკივიან იმარასამთავრობოორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც რეალურად ყოველთვის სწორედაც რომ სამთავრობოებს წარმოადგენდნენ და, ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრების ნაცვლად, მუდამ გარკვეული, “მავანისინტერესზე მორგებული პროპაგანდით იყვნენ დაკავებულნი.

ამ სამი “სექტორის” აღშფოთება ისე არ გაგვიკვირდებოდა, მაგრამ სად იყო და სად არა, პირდაპირ გამოხტა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო და განაცხადა:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (კოჟორიძე)  “საერთაშორისო გამჭვირვალობა _ საქართველო” (გიგაურიდასამართლიანი არჩევნები” (ლომჯარია) ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიანო.

ანუ, ნართაული გასაგებია,_ ვინც მათ შეეხება, ჩვენთან ექნება საქმეო.

შეიძლება ითქვას, ივანიშვილის ამ პირდაპირმა განცხადებამ _ “ჩვენ დავდებთ მასალებს ამ სამი ადამიანის საქმიანობის შესახებ” _ მწყობრიდან გამოიყვანა ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლება, რომელსაც, თავისთავად წარმოადგენს მისი საელჩო საქართველოში.

სხვა შემთხვევაში, დიპლომატიური უწყების მხრიდან ასეთი პირდაპირი აღიარება, რომ ეს ორგანიზაციები მათი “შნირები” არიან და ამიტომ ამ ქვეყანაში ყველაფრის უფლება აქვთ, ცოტა არ იყოს, უცნაურია.

მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სრულიად ალოგიკურად აცხადებს: “ამ წამყვან არასამთავრობოთა ხელმძღვანელების საქმიანობის კვლევას, ჯობს, ყურადღება მიაქციონ რუსეთის მომხრე არასამთავრობო ორგანიზაციებს!”

თუ გავიხსენებთ ამ ქალბატონის პარტიული “ბოსის” ამასწინანდელ განცხადებასაც, “საქართველოში გააქტიურდა და კიდევ უფრო გააქტიურდება რუსული პროპაგანდა. შექმნილია რუსეთის მხარდამჭერი არასამთავრობოები და მედიასაშუალებები. ისინი უნდა გაკონტროლდეს!”

უკვე სრულიად აშკარაა: ბატონებს _ ნორლანდსა და ალასანიას, აგრეთვე, ქალბატონ ფანჯიკიძესა და მათნაირებსარასამთავრობო სექტორისბედი კი არ აღელვებთ, არამედამერიკისხელდასხმული ორგანიზაციების კბილებით დაცვით არიან დაკავებულნი

თორემ, თუკი რეალურად თავისუფალი სიტყვის გამო წუხს ვინმე, მისთვის, წესით, სულერთი უნდა იყოს, ვის ან რას ემხრობა ეს თავისუფალი სიტყვა.

სხვანაირად, გამოდის, რომძია სემისუკანალში თავის შეყოფათავისუფალი სიტყვაყოფილა, ხოლო, თუკი  ვინმე სამშობლოს ხსნას განსხვავებულ საგარეო კურსში ხედავს _ “გასაკონტროლებელისაქციელი.

როგორ ფიქრობთ, როდესაც უცხო (თუნდაც პარტნიორი, მაგრამ _ უცხო) ქვეყნის საელჩო პირდაპირ ერევა შენი ქვეყნის საშინაო საქმეებში, ესთავისუფლებაა”?

აქ ელემენტარულ “დიპლომატიურ პატივისცემაზეა” საუბარი, თორემ, უკვე დიდი ხანია, ჩვენი სამთავრობო-არასამთავრობოებიანად ამერიკელი “პოლიტიკური პლანტატორების” მონები რომ ვართ, ისედაც ცხადია…

თუ არადა, რამ “აუშალა კუჭი”, გინდა, უცხო და, გინდა, შინაურ გულშემატკივრებს “არასამთავრობო სექტორისა”?

ბოლოს და ბოლოს, ბიძინა ივანიშვილმა თქვა: “ჩვენ დავდებთ მათი საქმიანობის ამსახველ მასალებს”.  ის ხომ არ უთქვამს, რომ დავიჭერთ, დავაპატიმრებთ, დავსჯით ან დავხურავთო?

რა, თუკი მართლაც არის შავი ლაქები ამ სამი პერსონის საქმიანობაში (და არა მათ პირად ცხოვრებაში), არ აქვს უფლება მოქალაქე ივანიშვილს, რომ ამის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს? როგორ, ნუთუვინცწამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციისხელმძღვანელის სტატუსით სარგებლობს, ხელშეუხებელია?!

სხვათა შორის, ეს შემთხვევა მაგონებს კახა თარგამაძის 15 წლისწინანდელ  განცხადებას ჟვანია-სააკაშვილის გასაგონად: “მე რკინისა ვარ და ვერ მომერევით!”(არ დაიწყოთ ახლა დაზეპირებული ფრაზა: “თარგამაძე მექრთამე იყოო”… კი, ბატონო, იყო, მაგრამ აქ სხვა რამეზეა საუბარი).

თარგამაძის ამ მიმართვას ჟვანია-სააკაშვილის ჯიბის მედიამ და ჯიბის არასამთავრობოებმა ისეთი ელფერი მისცეს, თითქოს კახა თარგამაძე თავისი “რკინის კაცობით”  საზოგადოებას “ემუქრებოდა” და სერიოზული სკანდალიც ააგორეს!

მაგრამ ახლა ის დრო აღარ არის _ საზოგადოებამ უკეთ იცის, რასაც წარმოადგენს რეალურადარასამთავრობო გრანტიჭამიათა სექტორიდა სინამდვილეში ვის გამარჯვებაზე ზრუნავს  “გამარჯვებული ხალხის ტელევიზია”!

ამიტომ ამჯერად “სკანდალი” ეგზომ ეფექტიანი აღარ გამოვიდა…

თუმცა მაინც მინდა, ერთ დეტალს მივაქციო ყურადღება: იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც კოჟორიძეგიგაურილომჯარიას მისამართით თქმულ სრულიად ნორმალურ, უწყინარ სიტყვებს ზეწოლად, დაუშვებლად, წარმოუდგენლად და . . მიიჩნევს, ამას წინათშარლიიყო და, რომ გეკითხათ, “თავისუფალ სიტყვასმედგრად ედგნენ გვერდით!

გამოდის, რომ  სრულიად ახალი “ჭეშმარიტება” გვეუწყა “,მესამე სექტორის” ქურუმთა პირით: ქრისტე, მუჰამედი და ბუდა _ აი, ამ სამიპერსონისშესახებ უხამსი აზრების გამოთქმა ყოფილათავისუფალი აზრიდა დემოკრატია, ხოლო ამ სამ პერსონაზე _ გიგაურზე, კოჟორიძესა და ლომჯარიაზე _ თქმა იმისა, რომ მათი საქმიანობა საეჭვოა, ყოფილა ზეწოლა, დაშინება, შეურაცხყოფა და კიდევ უამრავი საშინელება

საბოლოოდ, როგორც ჩანს, უახლოეს მომავალში, მართლაც, გველის “ენჯეო”-ების (ქართულად “ასო”-ების სკანდალი) და ვნახავთ, შევძლებთ თუ ვერა გარკვევას _ ვისი “ასო” ვის “ყბაშია” და ვინ ვისზე რა კომპრომატებს შემოგვთავაზებს…

საზოგადოდ კი, ამ კონკრეტულ განცხადებასა და საქციელში, შეგვიძლია, დავინახოთ “კარგი ბიძინა”, რომელმაც დამსახურებულად შეაჯანჯღარა ე. წ. “არასამთავრობო სექტორი” და შეახსენა მათ, რომ განუსაზღვრელი ძალაუფლებითა და უფლებებით არ არიან აღჭურვილნი!

ახლა კი “ცუდი ბიძინას” ფენომენიც განვიხილოთ:

კითხვა მეორე

(როცა ბიძინა ცუდია!)

_ ვისი ტყუილი ვის ტელევიზიაშია?

საერთოდ, ბიძინა ივანიშვილის “ცუდ” განცხადებებში ყველაზე კომიკური მის მიერ ლარის შეფასება იყო:

ლარი იქცევა ძალიან ჯანსაღად, ჯანმრთელად, ადეკვატურად…”

ამ გამონათქვამზე სერიოზული კომენტარი გამიჭირდება. ვალუტის “საქციელის” ასეთნაირი შეფასება, მგონი, უნიკალურია მსოფლიო ეკონომიკის ისტორიაში!

ჩვენც ისღა დაგვრჩენია, დავიჯეროთ, რომ ჩვენი ლარი ჯერ კიდევ არ გამხდარა მსუბუქი ყოფაქცევისა, ანუ ჯერ არ გაბოზებულა და ვენეროლოგიურ შემოწმებასაც არ საჭიროებს, ე. ი. სრულიად ჯანმრთელია.

საზოგადოდ, ბატონი ივანიშვილის ინტერვიუს ამ “ცუდ” ნაწილზე ერთგვარი ირონიის გარეშე წერა თითქმის შეუძლებელია.

აბა, მითხარით: რა უნდა უპასუხო კაცს, რომელიც ქვეყანაში ყველაფერს ერთი ტელეკომპანიის “ტყუილებსა და პანიკურ პროპაგანდას” აბრალებს?

კი, ბატონო, ყველა მივხვდით, რომ ეს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ია. ეს პირდაპირაც თქვა ბიძინა-ბატონმა და ჩვენც დავეთანხმეთ, რომ ის მართლაც  ათასგვარ ტყუილს ავრცელებს და  პანიკურ პროპაგანდას ეწევა, მაგრამ დავიჯერო, რომ უმუშევრობის უკიდურესი დონე, საშინელი გაჭირვება, ფასების ზრდა, სახელმწიფო ჩინოსანთა უნიათობა, მუქთახორობა და სხვა მრავალი პრობლემა მხოლოდ და მხოლოდ ამ მართლაც სამარცხვინო ტელეკომპანიის ტყუილებისა და პროპაგანდის “ბრალია” და სინამდვილეში ეს ყველაფერი არ ხდება?

კარგი, ჯანდაბას ეს ტელევიზიაცა და მისი “ერთგული მაყურებელიც”, მაგრამ აქ მთავრი ის იყო, რომ ბატონმა მილიარდერმა და “წასულმა პოლიტიკოსმა” ჩვენ, საზოგადოებას, დაგვდო ბრალი,_ თქვენ ამ ხელისუფლებას იმიტომ აკრიტიკებთ, რომ მაგ ტელევიზიის ტყუილებსა და პროპაგანდას ხართ აყოლილი, თორემ სინამდვილეში ყველაფერი გადასარევად კარგადაა და ჩვენ ძალიანაც ეფექტური მთავრობა გვყავს! ნუ დაუჯერებთ “რუთავი 2”-ს და ყველაფერი კარგად იქნებაო.

არანაკლებ კომიკური იყო შექმნილი სიტუაციიდან ის გამოსავალი, რომელიც ივანიშვილმა სრულიად სერიოზულად შემოგვთავაზა:

აგერ, გავაკეთებ მე ჩემს ტელევიზიაში ახალ გადაცემას, იმას უყურეთ და ნახავთ მერე, რა კარგად არის ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში!”

ეს როგორქვეყანაში სიტუაცია კარგი იქნება თუ ცუდი, მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, ხალხი რომელ ტელევიზიას და რომელ გადაცემას უყურებს?! ანუ გამოდის, რომ ჩვენ რეალობის რეალური შეფასების ნაცვლად, იმის გამოცნობით უნდა დავკავდეთ, ვისი ტყუილი ვის ტელევიზიაშია?!

მაპატიეთ და, ვერ ვითმენ, პირდაპირ ბატონ “წასულ-ვერწასულს” რომ არ მივმართო:

ბატონო ბიძინა!

თქვენ ბრძანეთ, _ იმ გადაცემის სახელწოდება, რომელსაც ვამზადებ _ “2030”, ნიშნავს, რომ 2030 წლისთვის მივაღწევთ ყველა დაპირების შესრულებასო!

არადა, თქვენ ამბობდით, რომ “მეოთხე წელი” უნდა ყოფილიყო “ძალიან კარგი”!  ეს “მეოთხე წელი” 2016 წელია, წესით, და…

რამე  “ძალიან კარგზე” კიდევ უკეთესს (“ნაციონალების” “მაპზე უკეთესისა” არ იყოს) გვპირდებით? თუ სწორედ ეს “ძალიან კარგი” გადაგვიწიეთ 2030 წლისთვის, ანუ, ოთხის ნაცვლად, კიდევ 15 წლით?

ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ თქვენ ამით გვეუბნებით, _ კიდევ 15 წელი ვიქნებით ხელისუფლებაში  და ვერავინაც ვერ დაგვძრავსო?

ისევ და ისევნაციონალებიხომ არ გავიხსენოთ, რომლებიც ასევე დარწმუნებით აცხადებდნენ, _ 20 წელიწადი ვერავინ დაგვძრავსო?… მაშინ რას ვერჩოდით მათ და მიშას რატომ ვუწოდებდით  დიქტატორს. ვერ ხვდებით, რომ ასეთი განცხადებებით ძალიან უახლოვდებით სააკაშვილს?

ამ ყველაფრის პასუხად თქვენ მხოლოდ ის შეგიძლიათ გვითხრათ, რომ “რუსთავი 2”-ს არ დავუჯეროთ?

მოდი რა, პირდაპირ გეტყვით:

მე, პირადად (და ბევრ ჩემნაირს), “რუსთავი 2”-ისა დანაცებისპროპაგანდის არც იმხანად მჯეროდა, როცა თქვენ გჯეროდათ მათი (2003 წელს)!

არც მერე მჯეროდა, როცა თქვენც აღარ გჯეროდათ (2012 წელს)!

და არც ახლა მჯერა!

მიუხედავად ამისა, თქვენი ხელისუფლება წარმოუდგენელ  შეცდომებს უშვებს, წარმოუდგნელ უნიათობას ამჟღავნებს და მართლა უდიდეს იმედგაცრუებას უნერგავს საზოგადოებას.

რომ აღარაფერი ვთქვათ იმ საზოგადოებრივ უზნეობაზე, რომელიც თქვენ მიერ ყოფილი “ნაცების” თანამდებობებზე დატოვება-დაწინაურებაში გამოიხატება!

და აქ ნამდვილად არაფერ შუაშია “რუსთავი 2”  და მისი პროპაგანდა!

ყველაზე საინტერესო კი, ბატონო ბიძინა, თქვენი მხრიდან საზოგადოების დამუნათება იყო: “სახელმწიფოებრივად უნდა იაზროვნოთ და არ უნდა აჰყვეთ პანიკას!”

აი, ამ მოწოდების გავლენით წავედი სწორედ იმ დღეს აფთიაქში.

ფარმაცევტი გოგონები საუბრობდნენ:  

“ციტრამონი” და “ანალგინი” გაძვირდაო. 15-თეთრიანი “ციტრამონი” 30 თეთრი გახდა, 30-თეთრიანი “ანალგინი” 50 თეთრიო.

იმწამს მივვარდი და ვუთხარი, _ ნუ იტყუებით, თქვე “რუსთავი 2”-ის თანამშრომლებო, თქვე პროპაგანდისტებო-მეთქი.

ვიდრე ფარმაცევტი გოგონები შეშინებული და გაოცებული მიყურებდნენ, დახლთან პენსიონერი ბებო დავინახე;  იდგა და ტიროდა,_ ექიმმა რაღაც წამლის კურსი 7 აბი გამომიწერაო. მე კიდევ პენსიის აღებამდე იმდენი ფული მაქვს დარჩენილი, 2 აბზე მეტს ვერ ვიყიდიო. ეგეც რომ არ იყოს, ეგ 2 აბიც რომ ვიყიდო, მერე პურის ფული აღარ მრჩებაო”.

რა თქმა უნდა, იქვე მივახალე, _ ამხელა, მოხუცი, ჭარმაგი, დამსახურებული, სანდომიანი ქალბატონი ბრძანდებით, არ გრცხვენიათ, “რუსთავი 2”-ის ტყუილებს რომ იჯერებთ, ეგ სწორედ “რუსთავი 2”-მა მოგატყუათ, რომ 2 აბზე მეტის საყიდელი ფული არ გაქვთ, სინამდვილეში ძალიანაც კარგად გაქვთ-მეთქი…

აბა, რას იტყვით, ბატონო ბიძინა?

ხომ მაგრად სახელმწიფოებრივად მოვიქეცი?

შემაქეთ რა, ბატონო ბიძინა, აი, მაგ თქვენი ინტერვიუს ჭირიმე, რა!

დასკვნა, ანუ ვისი მილიარდი ვის ჯიბეშია?

(როცა ბიძინა ბოროტია!)

ზემოთ მოყვანილი ორი კითხვის გარდა, ივანიშვილის ამ მეტად საინტერესო ინტერვიუმ კიდევ ერთი, შეიძლება ითქვას, ზოგიერთისთვის ყველაზე საინტერესო კითხვა დატოვა.

ერთი მილიარდი გამოიყოფა სამართლიანობის აღდგენის საქმისთვის.”

ივანიშვილის ამ ფრაზამ ერთიანად დაზაფრა მთელი “ნაციონალური მოძრაობა”! დაიწყო მარჩიელობა: საიდან “მოვა” ეს ერთი მილიარდი _ ბიუჯეტიდან თუ ბიძინას ჯიბიდან?

რა თქმა უნდა, “ნაციონალებს” ნაკლებად აინტერესებთ ბიუჯეტის მილიარდიანი ზარალიც და ბიძინას ჯიბის შეთხელებაც მილიარდით…

მათ სულ სხვა ზაფრა სჭირთ და, ღმერთმა ქნას, მათი ეს შიში რაც შეიძლება მალე ახდეს!

თუმცა აქვე ვიტყვი: ამაში მე, პირადად, ძალიან მეპარება ეჭვი…

და აქვე დავამთავრებდი კიდეც ამ წერილს, აუცილებლად რომ არ მიმაჩნდეს ჩემი ერთი პოზიციის ხასგასმით გამოხატვა:

რამდენჯერაც “ოცნების” ლიდერების მიმართ მწარე კრიტიკულ შენიშვნებს გამოვაქვეყნებ, ზოგიერთი იმწამსვე იწყებს კომენტარის წერას, _ აი, აბა, რას ერჩოდით “ნაცებს”?

ეს კიდევ არაფერი, შევნიშნე, რომ ბევრი ცდილობს, ჩემი ეს კრიტიკული დამოკიდებულება ხელისუფლების მიმართ გამოიყენოს იმ პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ, რომლის მომხრეც თვითონაა.

მაგალითად:  “მართალი ხარ! დროა, ბურჯანაძეს ვანდოთ ქვეყნის ბედი!”

ან

“რა თქმა უნდა! ლეიბორისტებს უნდა ვენდოთ, ბოლოს და ბოლოს!”

ან კიდევ _

“აბა, რა! პატრიოტთა ალიანსის დროა!”

და ა. შ., ყველას ვერ ჩამოვთვლი…

მაგრამ მინდა, კატეგორიულად განვაცხადო:

რომელი პოლიტიკური ძალაც უნდა იყოს (ნაციონალებზე აღარც კი ვსაუბრობ, რადგან ამ მანიაკებისგაფარჩაკებასარასოდეს ვინანებ, ივანიშვილმა სულაც რომ დაღუპოს ქართული ეკონომიკა, “ალასანიას დაჯგუფებაკი ნაციონალების დამატებად მიმაჩნია), ნებისმიერს მაინც მირჩევნიაქართული ოცნება”. თუნდაც იმიტომ, რომ ის გაცილებით სერიოზული ძალაა, ვიდრე ისინი, პირდაპირ ვთქვათ, კაპიკისვერგამგდები მოლაყბეები, რომლებიცორ შაურადგეგმავენხელისუფლებაში მოსვლას”, რაც ძალიან  არასერიოზული და სასაცილო ამბავია (შეეცადეთ, არავის გეწყინოთ, მეგობრებო; მე, უბრალოდ, რეალობას ვამბობ…)!

ამიტომ გაითვალისწინეთ:  “ოცნებაზე” ჩემი ხშირი თავდასხმები განპირობებულია მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტით, რომ ისინი ხელისუფლებაში არიან და, ფაქტობრივად, ყველაფერზე აკისრიათ პასუხისმგებლობა!

საზოგადოდ კი, ჩემთვის მართლა ძალიან სამწუხარო რეალობაა, მაგრამ 100 პროცენტით ვარ დარწმუნებული, ნებისმიერი, დღეს პოლიტიკურ ასპარეზზე არსებული სხვა პოლიტიკური ძალა, ქვეყნის სათავეში ყოფნის შემთხვევაში, გაცილებით უფრო “ტრაწიანი” იქნებოდა, ვიდრე ეს ჩვენი “საოცნებო კოალიცია”….

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. შესანიშნავი სტატიაა, ბაკურ, მაგრამ ბოლო აბზაცში ვერ დაგეტანხმები. რა ვკნა არ შემიძლია რომ დაგეტანხმო–ჩვენს ერს ჯერ კიდევ შემორჩენია საკარტველოზე გულანტებული სულიტ და გულიტ კარტველი , პატრიოტი , განატლებული და საკმის გამკეტებელი ადამიანები( მადლობა ღმერტს).

    ამიტომ ნუ დაცერ რომ კარტულს ოცნებას მაინც არცერტი არ აჯობებს…ეს მცდარია. მე ვიტყოდი პატიოსან, საკმის მცოდნე კარტველების მობილიზაციაა საჭირო და მერე გასწორდება საკმე. არ გვეყო უნიატო, უნიჭო და კაცის მკველელები მტავრობაში ამდენი წლებია??? დროა ხალხი გამოპხიზლდეს და ერტ ადამიანზე ნუღარ ააგებს იმედებს უკეტესი მომავლისტვის.
    Pს. ვისურვებდი ივანიშვილს ტავად წაეკიტხოს ეს სტატია.

  2. ანი, შენ რასაც წერ ეგ არის უტოპია.
    მე არ მითქვამს, რომ ნიჭიერი და სკამზე არ გადაყოლილი ქართველები არ არსებობენ.
    მე ვთქვი – "არსებული პოლიტიკური პარტიები" – და არა "ადამიანები".
    იქვე გარკვეით არის ნათქვამი – "მათ კაპიკის გაუიგდებლად სურთ ხელისუფლებაში მოსვლა!" – და მე ამას ვწერ თითოეულ პარტიასთან კონტაქტრის პირადი გამოცდილებით და არა ჰაერზე!
    მე არ ვიცი თქვენი "იდეალისტური" წარმოსახვებით თავს იმშვიდებთ თუ რას შვებით, მაგრამ ნ ე ბ ი ს მ ი ე რ ი პარტია, "ნაციონალების" და "ოცნების" გარდა არის ა რ ა ს ე რ ი ო ზ უ ლ ი. "მობიოიზება" კი ფულის გარეშე არ კეთდება!
    ეს რეალობაა და თუ თქვენ "პატრიოტული ფანტაზიუები" გირჩევნიათ რეალოპბას, – ეგ თYქვენი ნებაა 🙂

  3. ჩემი ეს მოსაზრება, მოსაზრება კი არა აქსიომატური ჭეშმარიტება, რომ თუკი ვინმე სერიოზულ თანხას არ გაიომეტებს, ისე ხელისუფლებაში ვერ მოვა – არ გამჩენია მხოლოდ ახლა და მხოლოდ ბიძინას პირობებში.
    ზუსტად იგივეს ვამბობდი Mთელი 10 წელიწადი, ვიდრე სათავშეი მიშა იყო.
    ჰოდა აი, თქვენნაირად "არ მეთანხმებოდნენ" მავანნი.
    მაგრამ ვიდრე ბიძინამ დიდი ფული არ დახარჯა, მიშა ვერავინ დაძრა ადგილიდან!
    ახლაც ასე იქნება ეს და კიდევ ვიმეორებ, თქვენ თუ "პატრიოტი ადამიანების უანგაროდ შეკრების" გულუბრყვილო თეორიების დღემდე გჯერათ, ეს თქვენი ძალიან დიდი პრობლემაა…
    და, როგორც ვამჩVნევ, ზოგადად ქართული საზოგადოებისაც…

  4. "დროა ხალხი გამოფხიზლდეს" – აი, ამ უგულუბრყვილოესი ფრაზის ძახილი არ მოგბეზრდათ 25 წელიწადია? 🙂 არც ერთი სერიოზული საქმე არ კეთდება შესაბამისი დაფინანსების გარეშე!
    ეს აქსიომაა და ვიდრე ამ აქსიომას არ ირწმუნებთ ვერანაირი "ხალხი" ვერ "გამოფხიზლდება" 🙂 უბრალოდ იძახებთ მაგ უტოპიურ ფრაზებს და ხელისუფლებასI მაინც ის იქნება, ვინც ამაში ფულს ხარჯავს…

  5. მშვენიერი ანალიზია,ძალიან ვიხალისე,გეთანხმებით"ვინც ფულს იხდის,მუსიკასაც ის უკვეთავს".

  6. პირველი ნაწილი შესანიშნავია, თუმცა არასრული: ნახსენები უნდა იყოს უკრაინის ომში ქართველების გაგზავნის მომწოდებელ "პოლიტიკოსთა" და ყველა ჯურის მათ მომხრე მიმართ ნათქვამი, რომ იქ საკუთარი შვილები გაგზავნონ, რაც არა ნაკლებ გაანაწყენებდა "ელჩ" ნორლანდსა და მთლიანად "ძია სემს".
    რაც შეეხება ლარს, ის ხელოვნური ვალუტაა და, ამდენად, კიდევაც კარგად არის. რუბლმა და ევრომ რაღა ქნან, რომლებიც მართლა ვალუტებია და ლარივით დევალვირდნენ დოლარის მიმართ?!
    მოქალაქე ბიძინა იმაშიც მართალია, რომ მევახშისაგან ვალი არ უნდა აიღო, ხოლო თუ აიღე, ვალს გასტუმრება უნდა. სხვა საქმეა, რას ფიქრობს ამაზე "ქვეყნის პირველი პირი" ღარიბაშვილი, რომელიც მარგველაშვილს აპირველპირებს: პირველი პირის ვალია, დაიცვას უმწეო მოქალაქე მევახშეებისაგან. მისივე ვალდებულებაა სამართლიანობის აღდგენაც.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here