Home რუბრიკები პოლიტიკა განათლების ყოფილი მინისტრი ხატია დეკანოიძე უკრაინაში ახალ “კმარას” აყალიბებს!

განათლების ყოფილი მინისტრი ხატია დეკანოიძე უკრაინაში ახალ “კმარას” აყალიბებს!

1476

მას შემდეგ, რაც საქართველოში ფორმალური პოლიტიკური ცვლილებები განხორციელდა და სააკაშვილის დანაშაულებრივი პარტია ხელისუფლებას ჩამოშორდა, “ნაცკრიმინალების” ერთმა ნაწილმა თავი უკრაინას შეაფარა. მეტიც, ზოგიერთი “ვარდოსანი” უკრაინის პრეზიდენტმა პოროშენკომ მრჩევლად დაიყენა, ზოგი კი მთავრობაში გაამწესა და ამით, პრაქტიკულად, სული ხელახლა შთაბერა იმ პოლიტიკურ გვამებს, რომლებსაც 2012 წლის 2 ოქტომბრის მერე მიწის მიყრაღა აკლდათ.

 

ახლახან “ბელადის” კიდევ ერთი საამაყო კადრი, განათლების ყოფილი მინისტრი ხატია დეკანოიძე ჩაიხუტა პოროშენკოს ხელისუფლებამ, _ როგორც სააკაშვილის ჯიბის ტელევიზიებმა გვაუწყეს, მცირე ხნის წინათ მან უკრაინელ პარტნიორებთან ერთად სამოქალაქო და პოლიტიკური სკოლა დააარსა, რომელიც მომავალი თაობის უკრაინელებს მოამზადებს. აი, რა განაცხადა ამის თაობაზე წინა კვირას თვითონ დეკანოიძემ: “9 თებერვალს დაიწყება სასწავლო პროცესი. პირველი ლექციები საერთაშორისო ურთიერთობებისა და რეგიონული პოლიტიკური პროცესების შესახებ იქნება. მას სერგი კაპანაძე წარუძღვება. ის უკრაინაში კარგი რეპუტაციით სარგებლობს. ასევე, ლექტორები იქნებიან ეკატერინე ტყეშელაშვილი და ბათუ ქუთელია; გვყავს ადგილობრივი და უცხოელი ლექტორებიც…”

მისივე თქმით, მსგავსი სასწავლებელი უკრაინაში აქამდე არ ყოფილა და უკრაინულ აუდიტორიას ქართული გამოცდილების გაზიარება აინტერესებს: “6 თებერვალს უკრაინის რადაში პრეზენტაცია მაქვს, სადაც დეპუტატებს ვთხოვ, ჩვენს ლექციებსა და სკოლის განვითარებაში ჩაერთონ. გარდა ამისა, სკოლაში იქნებიან სტუმარი ლექტორები, რომლებიც საინტერესო ლექციებს წაიკითხავენ. სკოლის ჩამოყალიბების იდეა ჩემს უკრაინელ კოლეგებთან ერთად გამიჩნდა…”

ახლა წარმოიდგინეთ, რა დღეშია ისედაც უდიდესი განსაცდელის წინაშე მდგარი, ცალკე პოროშენკოს ხუნტისა და ცალკე მედასავლეთე ლიბერასტების იდეოლოგიურ ტყვეობაში მყოფი უკრაინა, რომელსაც, ყველა “სიკეთესთან” ერთად, სააკაშვილის პოლიტიკური მანქურთებიც შეესივნენ. ეს უკვე ნამდვილად ღვთის რისხვაა მრავალჭირნახული უკრაინელი ხალხისთვის, მაგრამ იმედია, ისინი ამას გაუძლებენ და ისევ ღვთის შემწეობით გადაიტანენ.

რაც შეეხება საქართველოს, ილუზია იმის თაობაზე, რომ 2012 წლის 2 ოქტომბრის შემდეგ “ნაცმოძრაობა,” როგორც პარტია, გაქრებოდა და პოლიტიკურ მოუსავლეთში ჩაქვესკნელდებოდა, უკვე დიდი ხანია, აღარავის აქვს. დღეს დიდმა და პატარამ იცის, რომ ეს სატანისტური ორგანიზაცია ძალას იკრებს. მეტიც, უკვე ბავშვიც კი ხვდება, რომ დასავლეთში გახიზნული, ძებნილი სააკაშვილი სერიოზული დავიდარაბისთვის ემზადება და მომავალი არჩევნების შემდეგ მისი ხროვა პარლამენტში უმრავლესობისთვის იბრძოლებს.

ახლა _ რა კავშირშია ეს ყველაფერი დეკანოიძის უკრაინულ სკოლასთან: საქმე ის არის, რომ დეკანოიძეც, ქუთელიაც, კაპანაძეც და მათი დები თუ ძმები სააკაშვილის ხელით იმართებიან. თვითონ სააკაშვილი კი ახლა კონსულტაციებს გადის წამყვან ამერიკულ პიარკომპანიებთან, რომლებიცბელადსახალი რევოლუციის სცენარს უწერენ. მარტივად რომ ვთქვათ, ის ახლა ემზადება ყოვლისმომცველი ჯანყისა და ქაოსისთვის, რომელმაც სახელმწიფო თავდაყირა უნდა დააყენოს. ამისთვის უკვე ჰყავს პოლიტიკური ელექტორატი, ხოლო სოციალური ელექტორატის შესაკოწიწებლად უკრაინაში შექმნილ ვითარებას იყენებს. დეკანოიძის სკოლაც სხვა არაფერია, თუ არანაცსექანტებისიდეოლოგიით მოწამლული ადამიანების თავშეყრის ადგილი. ანუ, ფაქტობრივად, ეს არის ის დაწესებულება, სადაც ხდება ახალგაზრდების თავმოყრა, მათი გაერთიანება ერთი იდეოლოგიით და მერე, ცხადია, საჭიროებისამებრ გამოყენებაც. გაიხსენეთ, რა თქვა “რუსთავი 2”-ის ეთერში იმავე დეკანოიძემ: ჩვენს ვებგვერდზე სამასამდე ადამიანი დარეგისტრირდა, ამ დღეებში მათთან გასაუბრება მიმდინარეობს და თებერვლისთვის ორმოცამდე საუკეთესო სტუდენტს შევარჩევთო. ცხადია, ეს შერჩეჰვა ხდება იმის მიხედვით, ვინ რა მსოფლმხედველობისაა და გამოადგება თუ არა იგი “ნაცნახირის” პროპაგანდისტულ მანქანას, ანუ აქ საქმე გვაქვს ახალ “კმარასთან”, ახალ პოლიტიკურ მუხანათობასა და დესტრუქციასთან, რომლის განხორციელებაც, სავარაუდოდ, გაზაფხულიდან აქტიურად დაიწყება.

 გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლა სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ ყველაზე დაძაბულ ფაზაში შედის. ამ ბრძოლაში კი უპირატესობა ნელნელანაცებისკენიხრება. ეს რომ ასეა, ის ფაქტიც ცხადყოფს, რომ, პროკურატურის არაერთი მცდელობის მიუხედავად, “ბელადზე” საერთაშორისო ძებნის გამოცხადება ვერ მოხერხდა. სხვათა შორის, ამ საკითხზე წინა კვირას მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გოგაძესაც დაუსვეს შეკითხვა და მან ასე უპასუხა: “ყველა საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ სააკაშვილზე წითელი ცირკულარით გამოცხადდეს ძებნა”. პრინციპში, გოგაძემ რომ არ გვითხრას, ისეც ყველამ ვიცით, რის საფუძველიც არსებობს და რის არა (ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კაცმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, მე გავეცი სვანეთში აფრასიძეების სახლის დაბობვის ბრძანებაო), მაგრამ ერთია საფუძველი და მეორე _ იღებს თუ არა ამ საფუძველს ყურად “ჩვენი პარტნიორი” დასავლეთი. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ამის ნიშნებს ვერ ვხედავთ, პირიქით, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ძებნილნაციონალებსევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მრჩევლებად იღებენ და ჭკუას ეკითხებიან.

ბევრი რაღა გავაგრძელო, საქმეს ისეთი პირი უჩანს, ყბადაღებული სამართლიანობის აღდგენის მოლოდინშინაცებისგანერთგვარკონტრსამართალსმივიღებთ. შედეგად, საბრალდებო სკამზე ისევ ჩვენ, რიგითი მოქალაქეები აღმოვჩნდებით და დასჯილიც მხოლოდ ქართველი საზოგადოება დარჩება. ცხადია, დეკანოიძის “ნეოკმარელები” ამ საქმეში უბადლო შემსრულებლები იქნებიან, კარდაკარ, სათითაოდ დაუვლიან ყველას და “სამართალიც” მერე ნახეთ. არა, იმის შიში ნუ გექნებათ, რომ ციხეები გაივსება, ეს უკვე აღარ მოხდება, ამჯერად საფლავებით გაივსება საქართველო; ასე რომ, სასწრაფოდ ააშენეთ პროზექტურები, ევროსტანდარტების შესაბამისი პროზექტურები

ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here