Home რუბრიკები პოლიტიკა გერმანულის გაკვეთილები უკრაინისთვის და არამხოლოდ მისთვის

გერმანულის გაკვეთილები უკრაინისთვის და არამხოლოდ მისთვის

753

კატერინა ჩუმაჩენკო _ შინაური ქალი აშშ-ის პრეზიდენტებისთვის, უკრაინელი ნაციონალისტებისა და მსოფლიოს ფაშისტებისთვის


1983 წლით დათარიღებულ შავ-თეთრ ფოტოზე ახალგაზრდა, სიმპათიური ქერა ქალი ორი ცნობილი ამერიკელის ზურგს უკან დგას. მარცხნივ ზის ჯინ კირკპატრიკი (1926-2006) _ პრეზიდენტ რეიგანის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში, თავგამოდებული ანტიკომუნისტი და აშშ-ის პირველი ქალი-ელჩი გაეროში. კირკპატრიკმა შექმნა დოქტრინა, რომელსაც მისი სახელი უწოდეს და რომლის მიხედვითაც, აშშ უნდა დაეხმაროს მსოფლიოს ყველა ქვეყნის ანტიკომუნისტურ ხელისუფლებებს, მათ შორის, დიქტატორულსაც, თუკი ის ამერიკის ინტერესებს ემსახურება.

მარჯვნივ _ იაროსლავ სტეცკო (1912-1986), “ხალხების ანტიბოლშევიკური ბლოკისა” და სტეპან ბანდერას მიერ შექმნილი უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის მეთაური. 1941 წელს ის უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციაში სტეპან ბანდერას პირველი მოადგილე იყო და მეთაურს სწერდა: “ვქმნით მილიციას, რომელიც ებრაელების ალაგმვაში დაგვეხმარება” (ლაპარაკია უკრაინელი ამბოხებულების არმიაზე, რომელსაც მოგვიანებით სათავეში ჩაუდგა რომან შუხევიჩი, უკრაინული სადამსჯელო ქვედანაყოფისა და აბვერის (ფაშისტური გერმანიის დაზვერვისა და კონტრდაზვერვის სამსახური) დამაკავშირებელ ოფიცერ თეოდორ ობერლანდერთან ერთად). სტეცკომ გერმანელების მიერ უკრაინელი მოხალისეებით დაკომპლექტებული ბატალიონი “ნახტიგალი” ლვოვში გერმანული ქვედანაყოფების შესვლამდე ერთი დღით ადრე, 30 ივნისს, 20 საათზე ჩაიყვანა, ანუ საბჭოთა კავშირზე ჰიტლერელთა თავდასხმიდან მე-8 დღეს. შემდეგ მან “უკრაინელი ხალხისა და “სტეპან ბანდერას უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციის სახელით” გამოაქვეყნა აქტი “უკრაინის სახელმწიფოს შექმნის თაობაზე” და საკუთარი თავი “უკრაინის მთავრობის” პრემიერად დანიშნა. და ეს სტეცკოს მოღვაწეობის მხოლოდ ნაწილია.

ეს ფოტო გადაღებულია “დამონებული ხალხების კომიტეტის” სხდომაზე, სადაც მსოფლიოში მოქმედი ანტისაბჭოთა ორგანიზაციების ლიდერები შეიკრიბნენ.

კირკპატრიკისა და სტეცკოს უკან დგას კატერინა ჩუმაჩენკო _ ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული (1982 წ.). ის ახლახან შეუდგა “უკრაინის ნაციონალური საინფორმაციო ბიუროს” ხელმძღვანელობას პროპაგანდისტულ ორგანიზაცია “ამერიკის უკრაინული კონგრესის კომიტეტში”.

სწორედ აქ დაიწყო ჩუმაჩენკოს პოლიტიკური კარიერა, რომელმაც მოგვიანებით უკრაინის პირველ ლედობამდე მიიყვანა. The Wall Street Journal-ი 2004 წლის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებისადმი მიძღვნილ სტატიაში კატერინა ჩუმაჩენკო-იუშჩენკოს “ამერიკაში აღზრდილ, ფხიზელ და გონიერ საქმიან ქალს” უწოდებს და დასძენს: სწორედ ძლიერი კავშირები, რომლებიც ცოლთან აერთიანებს, დაეხმარა ბატონ იუშჩენკოს დაძაბული კამპანიის წარმატებით გავლაში და, სავარაუდოდ, სწორედ ცოლთან მტკიცე ურთიერთობა დაეხმარება იუშჩენკოს, იყოს წარმატებული პრეზიდენტი”. თუ ამ სტატიის ავტორმა იცოდა ქალბატონი ჩუმაჩენკოს ჭეშმარიტი ისტორია, მაშინ ეს უნიკალური საჯარო გულწრფელობაა, თუ არა _ მაშინ ირონიის ისრის მოხვედრებაა პირდაპირ ათიანში.

ვინ არის კატერინა ჩუმაჩენკო-იუშჩენკო?

კატერინა ჩუმაჩენკო დაიბადა 1961 წლის 1 სექტემბერს ჩიკაგოში, უკრაინელი იმიგრანტების ოჯახში. 1981 წელს მოიპოვა საერთაშორისო ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხი ჯორჯტაუნის უნივერსიტეტის დიპლომატიურ სკოლაში _ იქ, სადაც ასწავლიდა პროფესორი კირკპატრიკი და სწავლობდა პოლა დობრიანსკი.

უკრაინის ნაციონალური საინფორმაციო ბიურო, რომლის დირექტორიც გახდა კატერინა ჩუმაჩენკო, 1976 წელს დაარსდა ვაშინგტონში “ამერიკის უკრაინული კონგრესის კომიტეტის” მუშაობის გასაუმჯობესებლად აშშ-ის ოფიციალურ წრეებთან. ეს კომიტეტი 1940 წელს შეიქმნა და მიზნად ისახავდა “უკრაინელთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციის შექმნას, რომელიც აშშ-ში უკრაინელი საზოგადოების ინტერესებს დაიცავდა და ხელს შეუწყობდა უკრაინელ ერს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. “ამერიკის უკრაინული კონგრესის კომიტეტის” საბჭოს თავმჯდომარეობდა ლევ დობრიანსკი _ “დამონებული ხალხების” შესახებ კანონის ერთ-ერთი ლობისტი. მის ქალიშვილს _ პოლას, რომელმაც 1981-87 წლებში აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სსრკ-ისა და აღმოსავლეთ ევროპის განყოფილების თანამშრომლიდან დირექტორობამდე რთული გზა გაიარა, ჩუმაჩენკო კარგად იცნობდა და მჭიდროდაც თანამშრომლობდა.

კატერინა ჩუმაჩენკოს დიდი წარმატება მოუტანა ძალისხმევამ სპეციალური საგამოძიებო კვლევების ოფისის წინააღმდეგ. ეს ორგანიზაცია, რომლის მიზანიც ყოფილი  ნაცისტების მოძებნა იყო, 1979 წელს შეიქმნა ამერიკაში.

1982 წლის 18 ნოემბერს გაზეთმა “ვაშინგტონ პოსტმა” გამოაქვეყნა ჩუმაჩენკოს წერილი, რომელშიც კატეგორიულად არის უარყოფილი ბრალდება უკრაინელი ნაციონალისტების მიმართ _ მათ ფაშისტებთან კოლაბორაციონიზმში ადანაშაულებდნენ.

1983 წელს ჩუმაჩენკო იკავებს “დამონებული ხალხების ნაციონალური (ამერიკული) კომიტეტის” დირექტორის პოსტს. ეს კომიტეტი ატარებს “დამონებული ხალხების კვირეულს” და 1983 წლის 18-19 ივლისს საზეიმოდ აღნიშნავს თავის 25 წლის იუბილეს.

“კვირეულს” ესწრებოდნენ ოფიციალური პირები, კანონმდებლები, ელჩები და სტუმრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან; მათ შორის _ აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, ვიცეპრეზიდენტი ჯორჯ ბუში (უფროსი), აშშ-ის ელჩი გაეროში ჯინ კირკპატრიკი, რომლებმაც დაგმეს “ხალხებზე კომუნისტების დომინირება”. საზეიმო ღონისძიებაზე, აგრეთვე, სიტყვით გამოვიდნენ “ხალხების ანტიბოლშევიკური ბლოკის” ხელმძღვანელი იაროსლავ სტეცკო და აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში რიჩარდ ალენი.

“დამონებული ხალხების კვირეულის” საორგანიზაციო კომიტეტს სათავეში ჩაუდგა გენერალი ჯონ სინგლაუბი.

კატერინა ჩუმაჩენკო _ “დამონებული ხალხების კვირეულის” აღმასრულებელი დირექტორი და “უკრაინის ნაციონალური საინფორმაციო ბიუროს” ხელმძღვანელი _ 4 ღონისძიების კოორდინატორი იყო: თეთრ სახლში ცერემონიის, კონგრესში ოფიციალური სადილის, პლენარული სესიისა და ბანკეტის.

იმავე 1983 წლის 20-23 სექტემბერს ლუქსემბურგში გაიმართა “მსოფლიოს ანტიკომუნისტური ლიგის” (მალ) მე-17 კონფერენცია. მალ-ზე ბევრი წიგნი დაიწერა. მათგან ერთ-ერთის სათაური, რომლის ავტორებიც არიან ამერიკელი მკვლევარები სკოტ ანდერსონი და ჯონ ლი ანდერსონი, წარმოდგენას იძლევა ამ ორგანიზაციის შემადგენლობასა და მოღვაწეობაზე: ლიგის შიგნით: შოკისმომგვრელი მხილება იმისა, როგორ შეაღწიესმსოფლიოს ანტიკომუნისტურ ლიგაში ტერორისტებმა, ნაცისტებმა და ლათინურამერიკულმა სიკვდილის ესკადრონებმა” (Anderson S., Anderson J.L. inside the league: The Shocking Expose of How terorist, Nazis and latin American Death Sguards have infiltrated The World Anti Communist league. New York1986).

“მსოფლიო ანტიკომუნისტურ ლიგას” მისი ყოფილი წევრი ჯეფრი სტიუარტ-სმიტი ასე ახასიათებს: “ნაცისტების, ფაშისტების, ანტისემიტების, სიყალბის გამავრცელებლების, სასტიკი რასისტებისა და კორუფცირებული კარიერისტების საკრებულო”.

ამ კონფერენციაში მონაწილეობდნენ 70 ქვეყნისა და ათეულობით საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მათ შორის:

*პროფესორი თეოდორ ობერლანდერი _ აბვერის ყოფილი ოფიცერი, რომელიც უზრუნველყოფდა კავშირს ეს-ეს-ის უკრაინულ ქვედანაყოფებთან _ გერმანიიდან.

*ამერიკელი გენერალ-მაიორი ჯონ სინგლაუბი, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წინამორბედი ორგანიზაციის _ სტრატეგიული ინფორმაციის სამმართველოს ოფიცერი, ცსს-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი, კერძო სადაზვერვო ანალიტიკური ცენტრის _ Western Goals Foundation-ის თანადამფუძნებელი, რომელსაც იატაკქვეშა მუშაობის 40-წლიანი გამოცდილება ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

*ამერიკელი გენერალ-ლეიტენანტი დენიელ გრემი, თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი და “ვარსკვლავური ომების” კონცეფციის მთავარი არქიტექტორი.

* ხალხების ანტიბოლშევიკურ ბლოკს წარმოადგენდნენ მისი პრეზიდენტი იაროსლავ სტეცკო და მეუღლე-თანამებრძოლ იაროსლავასთან ერთად.

* 22 წლის კატერინა ჩუმაჩენკო. ის წარმოადგენდა ხალხების ამერიკულ ნაციონალურ კომიტეტს.

როგორ მოხვდა ახალგაზრდა უკრაინელი ქალი ნაცისტების (რომლებმაც თავიდან აიცილეს ნიურნბერგის პროცესი), ეს-ეს-ის ქვედანაყოფების წევრი ნაციონალისტური მოძრაობის ლიდერებისა და სიკვდილის ესკადრონების შემქმნელნი აშშ-ის დაზვერვის გენერლების შეკრებაზე? 21 წლისა როგორ გახდა უკრაინელი ნაციონალისტების ქსელის რამდენიმე ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც კოორდინაციას უწევდა აშშ-ის თეთრ სახლსა და კონგრესში გამართულ ღონისძიებებს და თავს შესანიშნავად გრძნობდა ამერიკის პრეზიდენტის, ვიცეპრეზიდენტისა და გაეროში მუდმივი წარმომადგენლის გარემოცვაში?

როგორ მიაღწია ახალგაზრდა ჩუმაჩენკომ ასეთი მაღალი დონის პირებთან ურთიერთობას? რატომ ენდობიან მას? როგორც ჩანს, სიჭაბუკისა და უნივერსიტეტში სწავლის წლებში ჩუმაჩენკოს ცხოვრებაში მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებმაც მისცა შესაძლებლობა, შეეღწია აშშ-ის უმაღლეს ეშელონებში და მოეპოვებინა დიდი ნდობა.

ადამიანი, რომელსაც ამერიკის ინტერესების გატარებასა და ამერიკულ დაზვერვასთან თანამშრომლობაში ადანაშაულებენ, ბევრია. თუმცა ჩუმაჩენკოს შემთხვევა განსაკუთრებულია. ის სხვა წონით კატეგორაშია, რომელსაც მხოლოდ განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი ადამიანები მიეკუთვნებიან.

ამ ვითარებას მორალური ასპექტიც აქვს. “გალიჩინა”, რომლის სრული სახელწოდებააესესის გრენადერთა მე-14 ვაფენდივიზია (პირველი უკრაინული)”, უკრაინაში .. წმენდის ჩატარებისას, გესტაპოს დავალებით, ყველაზე ბინძურ საქმეებს ასრულებდა _ ხვრეტდა ბავშვებს. ადამიანისთვის, მით უმეტეს, ახალგაზრდა ქალისთვის, რომელსაც წაკითხული აქვს უკრაინელი გესტაპოელების თარეშის შესახებ, _ და ჩუმაჩენკოს ეს წაკითხული აქვს, რადგან უარყოფის სტატია დაწერა, _ ფსიქოლოგიურად და მორალურად რთული უნდა ყოფილიყო ამ ფაქტების უარყოფა და ფაშისტებთან ერთად მუშაობა. იმისათვის, რომ ასეთ გარემოცვაში, სულ ცოტა, უხერხულობას არ განიცდიდე, ამ გარემოს უნდა ეკუთვნოდე, ანუ ფაშისტურ გარემოში უნდა იყო აღზრდილი.

1984-1986 წლებში ჩუმაჩენკომ ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო ჩიკაგოში, პარალელურად, სტაჟირებას გადიოდა ილინოისის შტატის ვაჭრობის სამინისტროში და მუშაობდა ვაშინგტონის “პოლიტიკისა და ეთიკის” ცენტრში რედაქტორად.

სწავლის დასრულებისთანავე, 1986-1988 წლებში, ის იკავებს ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის _ რიჩარდ შიფტერის სპეციალური თანაშემწის პოსტს და მჭიდროდ თანამშრომლობს პოლა დობრიანსკისთან, რომელიც 1987-1990 წლებში შიფტერის მოადგილე გახლდათ. სახელმწიფო დეპარტამენტის ეს განყოფილება რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის პერიოდში ლათინური ამერიკის სიკვდილის ესკადრონების ლიდერებს “თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებად” წარმოაჩენდა.

1988 წელს ჩუმაჩენკომ მუშაობა დაიწყო თეთრ სახლში საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების დირექტორის მოადგილედ, ამ რანგში გამოვიდა (პოლა დობრინსკისთან ერთად) მისასალმებელი სიტყვით ამერიკაში მცხოვრები უკრაინელების მე-15 კონგრესზე 1988 წლის 16 სექტემბერს და მათ რონალდ რეიგანის მისალმებაც გადასცა.

1991-1993 წლებში ჩუმაჩენკო გახდა აშშ-უკრაინის ფონდის თანადამფუძნებელი, ვიცეპრეზიდენტი და სათავეში ჩაუდგა “ფილიპ ორლიკის” ინსტიტუტს. 1993-დან 2000 წლამდე მოღვაწეობდა ამერიკულ კონსალტინგურ კომპანიაში, რომელსაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებდა.

შემდეგი მონაცემები, რომლებმაც ჩუმაჩენკო დასახულ მიზნამდე მიიყვანა, კარგად არის ცნობილი:

რომანტიკულად, “შემთხვევით” გაიცნო თვითმფრინავში ვიქტორ იუშჩენკო, რომელსაც 1998 წელს ცოლად გაჰყვა.

ვიქტორ იუშჩენკოს ისტორია ცალკე თემაა (იხ. ისრაელელი ისტორიკოსის _ იური ვილნერის წიგნი “ანდრეი იუშჩენკო: პერსონაჟი და “ლეგენდა”)  მამამისმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ ნამდვილ ყავას გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკში სვამდა. რა რანგში უნდა ემუშავა მას ფაშისტურ ბანაკში, ნამდვილი ყავის დალევის უფლება რომ ჰქონოდა? ნათელია, რომ ვიქტორ იუშჩენკოსთვის ამერიკული სისტემის ნიჭიერი მოსწავლის _ კატერინა ჩუმაჩენკოს _ მეუღლედ შერჩევა გულმოდგინედ იყო მოფიქრებული.

ქორწინებიდან ერთი წლის თავზე, 1999 წელს, იუშჩენკო უკრაინის პრემიერმინისტრი გახდა. 2004 წელს კი, “ნარინჯისფერი რევოლუციის” შედეგად, ქვეყნის პრეზიდენტის პოსტი დაიკავა.

ასე და ამრიგად, მეორე მსოფლიო ომის პერიოდში დაწყებული, ცივი ომის ათწლეულებში ჩამოყალიბებული და 1990-იან წლებში სკრუპულოზურად დამუშავებული პროექტი 60 წლის თავზე წარმატებით დასრულდა.

იურისტი არ არის და არც უკრაინაში უცხოვრია, მაგრამ უკრაინის იუსტიციის მინისტრი იყო: რომან ზვარიჩი

აშშ-ის ისტორიაში პირველი ადამიანი, რომელმაც ამერიკის მოქალაქეობა უკრაინის მოქალაქეობაზე გაცვალა (1995 წელს), იყო რომან ზვარიჩი. რით შეიძლებოდა დაეინტერესებინა შეძლებული ამერიკელი მშფოთვარე ვითარებაში მცხოვრებ უკრაინას?

რომან ზვარიჩი დაიბადა 1953 წელს ქალაქ იონკერსში, ნიუ იორკთან ახლოს, უკრაინელი პოლიტიმიგრანტების ოჯახში; 1971-76 წლებში სწავლობდა მანჰეტენის კოლეჯში; 1976 წელს სწავლა განაგრძო კოლუმბიის უნივერსიტეტში. ორი წლის შემდეგ მიიღო პედაგოგიური მოღვაწეობის უფლება და დაიწყო მუშაობა დისერტაციაზე პლატონის შესახებ. 1983-1991 წლებში კი, ოფიციალური რეზიუმეს მიხედვით, ზვარიჩი პოლიტიკურ თეორიას, ფილოსოფიას, ინტელექტუალურ ისტორიასა და სამართლის თეორიას ასწავლიდა ნიუ იორკის უნივერსიტეტში.

1991 წელს ზვარიჩი უკრაინაში გადადის საცხოვრებლად. მისი პირველი პოსტი ქვეყანაში, სადაც მანამდე არასოდეს ყოფილა, იყო დემოკრატიული რეფორმების ცენტრ “დემოსის” საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის დირექტორობა. 1998 წლის მაისში აირჩიეს უზენაესი რადის მესამე მოწვევის დეპუტატად, მუშაობდა სამართლებრივი რეფორმისა და საგარეო საქმეთა კომიტეტებში; 2002 წლიდან კვლავ დეპუტატია, ფრაქცია “ნაშა უკრაინის” წევრი; ევროპასთან ინტეგჰრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

2005 წლიდან ზვარიჩი იუსტიციის მინისტრია იულია ტიმოშენკოს მთავრობაში. 2006 წლის მარტში მესამედ ხდება დეპუტატი ბლოკნაშა უკრაინიდან”; ამავე წლის აგვისტოში კვლავ ინიშნება იუსტიციის მინისტრად; 1 ნოემბერს კი რადამ მხარი დაუჭირა პოსტიდან მის გადადგომას, თუმცა მალე ვიქტორ იუშჩენკომ თავის წარმომადგენლად დანიშნა უზენაეს რადაში. მოგვიანებით ზვარიჩი მუშაობდა იუშჩენკოს თანაშემწედ და იყო პარტიასახალხო კავშირი _ “ნაშა უკრაინასპოლიტსაბჭოს წევრი. პარალელურად, იკავებდა მაღალ თანამდებობებს უკრაინელი ნაციონალისტების კონგრესსა და პარტიაში _ “რეფორმები და წესრიგი”.

2005 წლის გაზაფხულზე გაზეთმა “უკრაინსკაია პრავდამ” გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ჟურნალისტი ამტკიცებდა, რომ იუსტიციის მინისტრი სულაც არ იყო კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, არ იყო სამეცნიერო ნაშრომების ავტორი და არ ჰქონდა ზემოხსენებული უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი, როგორც ზვარიჩის ბიოგრაფიაში იყო აღნიშნული.

მოგვიანებით, The Ukrainian Weekly-სთვის მიცემულ ინტერვიუში, რომან ზვარიჩმა აღიარა, რომ კოლუმბიის უნივერსიტეტში არც მაგისტრის დიპლომი მიუღია და არც დოქტორის ხარისხი, არც პროფესორის წოდება ჰქონდა ნიუ იორკის უნივერსიტეტში და არც იურიდიული განათლება.

დააკვირდით, როგორ ჰგავს ზვარიჩის ამბავი მიხეილ სააკაშვილის კოლუმბიის უნივერსიტეტში სწავლასა და იურისტობას _ ისიც ხომ, თავდაპირველად, საქართველოს იუსტიციის მინისტრად დაინიშნა. ასე, ერთნაირი მეთოდით ცდილობენ ეროვნულ ფესვებს მოწყვეტილი ადამიანების ამერიკულ ყაიდაზე აღზრდას და შემდეგ სახელისუფლო სტრუქტურებში ჩანერგვას მათი ამერიკელი მამები.

ზვარიჩმა განაცხადა, რომ 50-მილიონიანი უკრაინის (რაც უნდა იყოს, ბანანის რესპუბლიკა ხომ არ არის?!) იუსტიციის მინისტრის პოსტის დაკავების საფუძველი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის 6-წლიანმა გამოცდილებამ მისცა, მაგრამ, თუ ჩავუღრმავდებით, ნათელი გახდება, რატომ არ ჰყოფნიდა ზვარიჩს დრო სწავლისთვის _ ის ძალიან დაკავებული იყო საზოგადოებრივი საქმიანობით.

1981 წლის მაისში ხალხების ანტიბოლშევიკური ბლოკის კონგრესზე ახალგაზრდათა პლენარული სესია სწორედ ზვარიჩმა გახსნა. 1983 წლის სექტემბერში მსოფლიოს ანტიკომუნისტური ლიგის კონფერენციაში მონაწილეობდა კატერინა ჩუმაჩენკოსთან, ცოლ-ქმარ სტეცკოებთან, თეოდორ ობერლანდერთან, ჯონ სიგლაუბსა და დენიელ გრემთან ერთად. მაგრამ, თუ კიდევ უფრო ჩავუღრმავდებით, ზარიჩისთვის არც ანტისაბჭოთა ორგანიზაციებში დაძაბული მოღვაწეობა იყო ძირითადი სამუშაო. მისი ჭეშმარიტი ზრახვები სხვა ადგილას იგეგმებოდა.

2005 წლის 28 მარტს “ბი-ბი-სის” კიევის ბიურომ გამოაქვეყნა ინტერვიუ უკრაინის იუსტიციის მინისტრ რომან ზვარიჩთან სათაურით: Ukrainian justice minister shares personal story. ამ ინტერვიუში ზვარიჩი ყვება, რა ძნელი იყო მისთვის ამერიკულ “გადასადნობ ქვაბში” ცხოვრება, რადგან სამშობლოსთან “სულიერი ფესვებით” იყო მიბმული; როგორ მუშაობდა ტაქსისტად ნიუ იორკში; როგორ უთხრა უარი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს თანამშრომლობაზე; როგორ უთვალთვალებდა “კა-გე-ბე” მის მომავალ ცოლს. “დიახ, _ ამბობს ზვარიჩი, ჩემი ამერიკული წარმომავლობა უამრავი ჭორის საბაბს აჩენს, მე უკრაინაში მსოფლიო კაპიტალიზმისა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტად მთვლიან”.

კორესპონდენტი ალექსანდრე არტაზეი მინისტრს ეკითხება:

_ როგორ გაიცანით მეუღლე? ისიც უკრაინული დიასპორის წარმომადგენელია?

ზვარიჩი:

_ არა, და ეს იყო უკრაინაში ჩემი ჩამოსვლის მეორე მიზეზი. მე და სვეტლანამ ერთმანეთი პოლონეთში გავიცანით 1983 წელს.

შემდეგ ზვარიჩი გამაოგნებელ რაღაცებს ყვება:

_ დეტალებზე არ ვისაუბრებ, რადგან იქ კონფიდენციალური რაღაცებიც არის, მაგრამ არა _ პირადული. საქმე ის არის, რომ იმხანად უკვე მიტოვებული მქონდა ჩემი საქმე უნივერსიტეტში (ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, ზარიჩმა ნიუ იორკის უნივერსიტეტში პედაგოგობა 1983 წელს დაიწყო) და ვმუშაობდი მიუნხენში უკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციაში იაროსლავ სტაცკის ხელმძღვანელობით. პასუხისმგებელი ვიყავი საერთაშორისო მიმართულებაზე, და ეს იყო საიდუმლო მიმართულება.

კორესპონდენტი:

_ სხვაგვარად რომ ვთქვათ, უკრაინაში აგენტად სამუშაოდ გამზადებდნენ?

ზვარიჩი:

_ მე მათ აგენტებს არ ვუწოდებდი. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებსაც კავშირი უნდა ჰქონოდათ იატაკქვეშეთთან. ამ კონტექსტში იაროსლავ სტეცკომ რამდენიმე განსაკუთრებული ამოცანის შესრულება დამავალა. 1983 წელს პოლონეთში, როდესაც ერთ-ერთ დავალებას ვასრულებდი, უკრაინელ კურიერთან კავშირზე გავედი. ეს კურიერი იყო ჩემი სვეტლანა. სხვა დეტალებზე ვერ ვილაპარაკებ. ის კიევში ცხოვრობდა, ჰქონდა კავშირები ქალაქში. ჩვენ რამდენიმეჯერ შევხვდით, მოგვეწონა ერთმანეთი და 1985 წელს კიჰევში დაიბადა ჩემი შვილი, რომლის შესახებაც 1990 წლამდე არაფერი ვიცოდი.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, უკრაინის იუსტიციის მინისტრი თავის დროზე პასუხს აგებდა იაროსლავ სტეცკოს აგენტურული ქსელის მოქმედებაზე, რომელიცუკრაინელი ნაციონალისტების ორგანიზაციისადახალხების ანტიბოლშევიკური ბლოკისსაფარქვეშ მუშაობდა, ანუ მსოფლიოში მოღვაწე უკრაინელი იურისტებიდან აშშმა უკრაინის იუსტიციის მინისტრის პოსტისთვის ნაცისტებთან მომუშავე იაროსლავ სტეცკოს უკრაინელი ნაციონალისტების აგენტურული ქსელის მეთაური შეარჩია.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here