Home რუბრიკები საზოგადოება მკბენარი

მკბენარი

1041

მკბენარი პატარა პარაზიტ მწერს ჰქვია, რომელიც ადამიანის ან ცხოველის კანიდან გამოწოვილი სისხლით საზრდოობს, იქვე ცხოვრობს და მრავლდება. თავისთავად, ერთი მკბენარი _ ტილი, რწყილი, ბაღლინჯო თუ ტკიპა _ ვერც იმდენ სისხლს გამოსწოვს და ვერც ისე უკბენს თავის დონორს, რომ მნიშვნელოვნად დააზიანოს, მაგრამ, რომ გამრავლდება, ძილსა და მოსვენებას დაუკარგავს მსხვერპლს _ ბალნიან ადგილებში ქავილი შეაწუხებს…


მკბენარის მოცილება ძნელი არ არის, საამისო სურვილი თუ აქვს ადამიანს ან ცხოველს და, ამასთანავე,  თუ ფხანა-ქავილი სიამოვნებას არ ანიჭებს, დაიბან და მორჩა! მაგრამ ავადმყოფობის გადამტანია მკბენარი. შიდსიანის ტანიდან ჯანმრთელ სხეულზე გადაღოღებულ ტილსა თუ ტკიპას შეუძლია სასიკვდილო სენი შეჰყაროს “ახალ საცხოვრისს”, რომელსაც დაბანა ვეღარ უშველის.

სამწუხაროდ, არა მხოლოდ ერთი კონკრეტული კაცის, არამედ საზოგადოების სხეულზეც შეიძლება, მომრავლდეს მკბენარი. განსხვავება არის ის, რომ კონკრეტული ადამიანი თვითონ კვებავს თავის მკბენარს და, თუ მოინდომებს, ადვილად დატოვებს მას საკვებისა და საცხოვრებლის გარეშე. საზოგადოების სხეულს შესეულ მკბენარს სხვები კვებავენ და კარგ ჭერქვეშაც ჰყავთ შეფარებული.

რა არის საზოგადოების სხეულს შესეული მკბენარი? _ იკითხავს ჩემი ალალი და გულუბრყვილო მკითხველი. _ რა და, არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩემო კეთილო მეგობარო, ენჯეოებს რომ უწოდებენსიყვარულით”. არ არიან დაუბანელი კაცის გრუზა თმაში ტილებივით გამრავლებულები, თუ რა? სადაც არ ელოდები, იქ გამოხტებიან ჭინკებივით და ათასნაირ სნეულებას ავრცელებენ. მერე რა დაფინანსება აქვთ?! ამენჯეოელცხვირმოუხოცავ გოგობიჭებს, რომელთა ერთადერთი ღირსება სამშობლოსა და ეროვნული ტრადიციების სიძულვილია, ათჯერ მეტი ხელფასი აქვთ, ვიდრე  ქვეყნისა და ხალხის სამსახურში დამაშვრალ ადამიანებს.

მერე რა სოლიდარულები არიან ერთმანეთის მიმართ! ერთი ბატონ-პატრონი ჰყავთ და იმიტომ. გახსოვთ, ალბათ, როგორც კი ჩვენმა არჩეულმა პარლამენტმა გამოაცხადა მორატორიუმი უცხოელებისთვის მამაპაპური სამკვიდროს მიყიდვის შესახებ, მაშინვე ცოფიანებივით გამოხტნენ “ენჯეოშნიკები” და იკივლეს _ არიქა, საქართველოს პარლამენტი ევროპულ ღირებულებებს ღალატობსო. ეს ჩვენი ხელისუფლება კი, ევროვიღაცების შიშით ქუსლებიდან სული რომ ეპარება, ადგა და წყალწყალა მორატორიუმი გააუქმა.

ბევრნი არიან და ძლიერ მკვებავი პატრონებიც ჰყავთ ამ წყეულ “ენჯეოებს”, გრანტების ჭამაზე არიან დაგეშილები და, როგორც მშიერ ძაღლს ძვალს ვერ გამოსტაცებ პირიდან, ისე ვერ გააგდებინებ ხელიდან არასამთავრობოებს იმ საქმეს, რომელიც მათ უცხოელმა პატრონებმა მისცეს.

ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც  ის რომ უკვეთავს, ყველამ იცის. ჰოდა, რომელი ჭკუათმყოფელი დაუკვეთავს იმ მუსიკას, რომელიც არ მოსწონს, მაგრამ დარბაზის შორეულ კუთხეში მსხდომ, მისთვის სრულიად უცხო მოქეიფეებს “ევასებათ” ნამეტნავად?! არა მგონია, ამგვარი მუსიკის დამკვეთები არსებობდნენ!

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ ჩნდება კითხვა: ვისგან, საიდან და რა მიზნით ფინანსდებიან ისინი?

ერთმა ჩემმა მეგობარმა, მრეწველობის ცნობილმა ინჟინერ-ორგანიზატორმა, სამშობლოს ბედ-იღბალზე დღენიადაგ მოფიქრალმა კაცმა ბიჭიკო ვაშაკიძემ ამას წინათ მითხრა: ადვილი როდია, ამდენ არასამთავრობოში გაარკვიო, ვინ ემსახურება ქართულ ინტერესებს და ვინ _ სხვისას, ქართველთა წინაპრების სისხლით შენარჩუნებული მიწა-წყლის გაყიდვისა და ეროვნული შეგნების დანერგვის მოწადინე რომ ჩვენი მტერია, ამას ბრიყვიც მიხვდება, მაგრამ ბევრი “ენჯეოს” ქცევის გაშიფრვა არც ისე მარტივია, ამიტომ ხალხმა უნდა იცოდეს, ვინ და რატომ აფინანსებს მათ.

ამას წინათ აშშ-ის ელჩი სამი საერთაშორისო ორგანიზაციის _ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს”, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა” და “სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელებს შეხვდა და შეაქო ისინი. სამივე ორგანიზაცია (ბევრ სხვასთან ერთად) ეროვნული ინტერესების ერთგულებით მაინცდამაინც არ გამოირჩევა და, ალბათ, ამიტომ მოეფერა მათ, თორემ რატომ ერთხელ მაინც არ გაუჩნდა სურვილი იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისა, რომლებიც თავგამოდებით იცავენ ჩვენს ისტორიულ მემკვიდრეობას, ტრადიციებსა და ღირებულებებს?! საბედნიეროდ, აქა-იქ ასეთებიც ხომ არიან? არც შეხვდება _ ამ ორგანიზაციებზე ხომ არაფერი დაუხარჯავთ ამერიკელებს?!

უკრაინის ამბების გამო, ერთმა ამერიკელმა ემისარმა რომ იკივლა, ამ ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრების მიზნით ხუთი მილიარდი დოლარი დავხარჯეთო, რატომ არ ჰკითხა ვინმემ _ ცხრამეტი მთისა და სამი ოკეანის იქით მცხოვრები უკრაინელებისთვის რისთვის გაისარჯეთო? ან ჩვენ რატომ არ ვეკითხებით ამერიკის ელჩს: “საქართველოს სიყვარული, ნეტავ, რომელმა ბებიამ ჩაგაგონა, ძამია რიჩარდ?” _ იმიტომ, რომ ცნობიერად თუ არაცნობიერად ყველანი ვხვდებით, რომ სხვისთვის უანგაროდ კაპიკსაც (თუ ცენტს) არავინ გაიმეტებს. მათ სჭირდებათ ეს სადღეისოდ თუ სამომავლოდ, ამიტომაც არაფერს იშურებენ იმ არასამთავრობოებისთვის, რომლებშიც ეროვნული და, საერთოდ, ადამიანური ზნეობისგან დაცლილი “მსოფლიო მოქალაქეები” იზრდებიან.

ერთი ჩემთვის (და ბევრი სხვისთვისაც) ერთობ პატივსაცემი გაზეთის ცნობილი ავტორი წერდა ამას წინათ: ერთმა ქართული გვარის მქონე ბავშვმაპირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ საქართველო არ უყვარს. ბავშვი ამას როგორ იტყვის, თუ ეს ოჯახში არ მოუსმენია?!”. ვერ იტყვის, ნამდვილად! მერე და, ვისი შვილი ყოფილა ის ბავშვი, იცით? _ ვისი და, ერთ ავადსახსენებელ არასამთავრობო ორგანიზაციაში გამოზრდილი უსუფაშვილხიდაშელისა!

სწორედ ტვინის გამორეცხვაა ამ ე.წ. არასამთავრობო მკბენართა ამოცანა. ამისთვის იღებენ უცხოურ ძღვენს, ანუ გრანტებს. ტვინის გამორეცხვა მიზანმიმართულად ხორციელდება: უნდა წაიშალოს და ამოირეცხოს ტვინის ის უჯრედები, რომლებშიც ზნეობრივი ინფორმაცია, ეროვნული სიამაყე, სამშობლოს ერთგულება და სიყვარული აღიბეჭდება, ურომლისოდაც მიუწვდომელი ხდება საკაცობრიო ღირებულებები. ასე რომ, “ენჯეოელ” მკბენართა კოლექტიური ძალისხმევა არა მხოლოდ ეროვნული, არამედ კაცობრიობის ინტერესების წინააღმდეგაც არის მიმართული.

ერისა და სახელმწიფოს სხეულზე შესეულ მკბენართა ტვინგამორეცხილობის შემჩნევა ძნელი არ არის. აგერ, იმ ჩემთვის ძვირფას გაზეთში ერთ-ერთ მის მიმომხილველს ტვინგამორეცხილობის მაგალითად ასეთი ფაქტი აქვს მოყვანილი: “10 ტრადიცია საქართველოში, რომლებიც შესაცვლელია და დასავიწყებელი!” _ აი, ასე ხმამაღლა და საზეიმოდ ასკვნის ერთ-ერთი ინტერნეტმომხმარებელი… “მერა და, რა ჰგონია თურმე “ქართული ტრადიცია” იმ ტვინგამორეცხილს, არ იკითხავთ? _ “თამბაქოს ნაწარმის მოხმარება”. მას და მისნაირებს ის ჩვენი კეთილი მიმომხილველი “სულელებს” უწოდებს. თავისი კაი კაცობით მოსდის ეს, თორემ სულელი სულაც არ იწვევს ზიზღს, უფრო კი სიბრალულსა და თანაგრძნობას აღძრავს ჩვენში. ესენი საზიზღარი მკბენარები არიან, რომლეთაგან გათავისუფლება ერისა და ქვეყნის უპირველესი ამოცანაა, თუ თავმოყვარეობის ნატამალი შერჩენია.

ცხელი წყალი და საპონი არ უშველის ამ საქმეს. ყველამ უნდა ვიცოდეთ, ვის ძუძუს წოვენ და ვის სალაფავს თქვლეფენ ისინი, ვის ჭირსა და ბუღუთურს ავრეცელებენ ჩვენშიც და სხვაგანაც. მოვერიდებით მაშინ და ვეღარც ისინი შეასრულებენ იმ ძღვენის გამომგზავნთა დავალებებს. ვერ შეასრულებენ და საკვებსაც შეუწყვეტენ გაწბილებული პატრონები. უსაკვებოდ დარჩენილი მკბენარი გადაშენდება, აბა, რა დაემართება! ასე გადაურჩება ერი და სახელმწიფო გადაგვარება-გადაჯიშების სრულიად რეალურ საფრთხეს!

მარტო იმ ჩემი კეთილი მეგობრის კი არა, ყველა ქართველი მამულიშვილის მოთხოვნაა, გამოქვეყნდეს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების რაოდენობა და წყაროები. უნდა ვიცოდეთ, ვინ უკვეთავს იმ მუსიკას, რომელმაც ლამისაა, დააყრუოს ქვეყანა. ქონებრივი დეკლარაციის წარმოდგენა ხომ მოეთხოვება ყველა საჯარო მოხელეს! არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პარტიებს რატომ არ უნდა მოეთხოვოს, როცა მათი საქმიანობის ბევრი მხარე ერთობ საფუძვლიან ეჭვსა და უნდობლობას იწვევს. ამგვარი მოთხოვნის კანონიერებისა და ეროვნული ინტერესებისადმი ერთგულების მაგალითები უკვე გვიჩვენეს ჩვენმა ჩრდილოელმა და სამხრეთელმა დიდმა მეზობლებმა.

ჩვენ, იმ დიდ მეზობლებთან შედარებით, პატარები ვართ და ეს ჩვენი ბრალი როდია. მაგრამ მათებრ ჭკვიანები და ღირსეულები თუ ვერ ვიქნებით, ჩვენი ბრალი იქნება ნამდვილად!

ზურაბ ცუცქირიძე

 

1 COMMENT

  1. სრულიად ვეთანხმები ბატონ ზურაბს,აუცილებელია გამოქვეყნდეს, თუ ვინ აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს , ისინი საქართველოს სასიკეთოდ არ იქცევიან, და საერთოდ ასაკრძალია მათი მოღვაწეობა საქართველოში,…ბატონ ბიძინამ ნუთუ არ იცოდა რესპების ლიდერები და ნაც ელიტა ბანდის წევრები თავისუფლების ინსტიტუტის პირმშოები რომ იყვნენ ,მაშ რატომ მოგვახვია თავზე ისინი დღეს, რომ სახელმწიფოს მართავენ ……გავიღვიძოთ …თორემ ვიღუპებით….

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here