Home რუბრიკები საზოგადოება ურაპატრიოტიზმი, ანუ ტვინმოჩლექილთა ენისტლიკინი

ურაპატრიოტიზმი, ანუ ტვინმოჩლექილთა ენისტლიკინი

2444

მართლა ბევრი ვიფიქრე და კარგა ხანს ბოლთის ცემაც დამჭირდა ოთახში, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებით მივუჯდებოდი კომპიუტერს და ამ ტექსტის წერას დავიწყებდი. არა,  ტექსტზე ბევრი  ნამდვილად არ მიფიქრია, აქ დიდი საფიქრალიც არაფერია… უბრალოდ, ზუსტად ვიცი, რა ამბავი და რა ტიპის კომენტარები მოჰყვება ამ ტექსტს და იმიტომ.


ასეთ შემთხვევებში კომენტატორები ორი ტიპისანი არიან:

1. ადამიანები, რომლებიც ურაპატრიოტიზმის დამკვიდრებაში ფინანსურად არიან დაინტერესებულნი;

2. ადამიანები, რომლებიც სწორედ ამ ფინანსურად დაინტერესებულთაგან წარმოებულ პროპაგანდას ალალად, მაგრამ ძალიან ბრმად აჰყვებიან და ერთგვარ გაუაზრებელ პატრიოტებად გვევლინებიან.

პირველ კატეგორიასთან საუბარს აზრი რომ არ აქვს, ყველანი ვხვდებით. მათ საკუთარი კონკრეტული ფინანსური ინტერესები აქვთ და თითქმის დარწმუნებული ვარ, იციან კიდეც, რა მავნებლობასაც სჩადიან ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე. ისინი სრულიად გააზრებულად მოქმედებენ და შესანიშნავად იციან, რომ არავითარი პატრიოტიზმი მათ სიტყვებსა და საქციელში არ არის, უბრალოდ, მათი მიზანია, სხვებზე მოახდინონ ზეგავლენა.

ამიტომაც უფრო მეტად მინდა, სწორედ ამ “ალალ”, მაგრამ ამასთანავე, ჩემი აზრით, “გაუაზრებელ” პატრიოტებს ვკითხო: დაფიქრებულხართ ოდესმე, რა არის სინამდვილეში პატრიოტიზმი? _ ის, რაც გარშემო მყოფთა თვალში სამშობლოზე შეყვარებულის იმიჯს შეგიქმნით, თუ ის, რაც თქვენს სამშობლოს რეალურად მოუტანს მოცემული კონკრეტული მომენტისთვის დადებით შედეგს?

“რუსეთთან ენისმოჩლექით საუბარი არ შეიძლება!” _ ამაყად გაიმეორა ამ დღეებში დავით ბერძენიშვილმა ცნობილი ქართველი ურაპატრიოტების მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში დამკვიდრებული “ზეპატრიოტული” ფრაზა და გახარებულმა განაგრძო ჩვენი დამოძღვრა იმის თაობაზე, რომ, “როგორც ესტონეთია მშვიდად და ყოჩაღად, რადგან ნატოთია დაცული, ასევე უნდა ვიყოთ ჩვენც!”

ესტონეთსა და ნატოს მოგვიანებითაც მივუბრუნდებით, მაგრამ ჯერ ამ სრულიად უაზროდ აჩემებულ ფრაზას, მინდა, ჩავუკვირდეთ _ “რუსეთთან ენისმოჩლექით საუბარს შედეგი არ მოაქვს!”

კეთილი და პატიოსანი, მაგრამ რუსეთთან გულზე მუშტების ბრაგუნით საუბარს მოაქვს შედეგი? და თუ მოაქვს, ძალიან გთხოვთ, მიმანიშნეთ, სად არის მთელი 10 წლის განმავლობაშინაბრაგუნებისშედეგი

აკი, წინა ხელისუფლებაც და ახლანდელიც გაიძახის _ “რუსეთთან ენის მოჩლექით არ ვსაუბრობო” და ამით ამაყობს… ვიცი, ახლა ისევ ის ინტრიგანი ურაპატრიოტები იტყვიან, _ მაშინ “ენისმოჩლექის” შედეგები გვითხარითო! ჯერ ერთი _  როგორც ამის წინა და კიდევ იმის წინა ხელისუფლება იკვეხნიდნენ, ენისმოჩლექით რუსეთთან არც ერთს უსაუბრია და, აქედან გამომდინარე, ვერც შედეგების შესახებ გეტყვით რამეს…

და მეორე, რაც მთავარია _ რატომ დგება არჩევანი ასე: ან ენისმოჩლექა, ან გულზე მუშტის ბრაგუნი?

ნუთუ არ შეიძლება, რომ, ორი ამ უკიდურესიპოზისგარეშე, ჩვეულებრივად, მშვიდად, საკუთარი ქვეყნის ინტერესის გათვალისწინებით, ძალიან ძლიერი და თუნდაცმტერიმეზობელი ქვეყნის გარკვეული ინტერესები დავაკმაყოფილოთ ისე, რომ არც ენა მოვუჩლიქოთ და არც მუშტები ვიბრაგუნოთ გულზე?!

აჰ, გასაგებია, რაშიცაა საქმე!

ეს აღარ იქნება პატრიოტიზმი!

არ იქნება პატრიოტიზმი, რადგან ამ შემთხვევაში ვეღარავინ გააკეთებსვაჟკაცურგანცხადებებს! ვეღარავის გალანძღავთარაპატრიოტობისგამო! ვერავის დაუძახებსმონას”!

და რაც მთავარია, არავინ მოკვდება!

პატრიოტიზმსხომ მსხვერპლი სჭირდებაოღონდ ეს მსხვერპლი არ უნდა იყოს თვითონ ამ ხმამაღალიპატრიოტულიფრაზების ავტორი და არც მისი ოჯახის წევრი!

ეს უნდა იყოს რომელიმე ჩვეულებრივი გაჭირვებული ადამიანი, რომელსაც ოჯახის ელემენტარული მატერიალური უზრუნველყოფისთვის საკუთარი სიცოცხლის რისკზე დადება მოუწია, რადგან სამშობლოში ელემენტარული სამსახური ვერ იშოვა

მახსოვს, როგორ მოვხვდი ერთხელ ავღანეთში მიმავალი ქართული ბატალიონის წევრების გარემოცვაში. ისინი მეორე დღეს მიდიჰოდნენ ამ სარისკო მისიაში და რამდენიმე საათით ყაზარმიდან დათხოვნილები რესტორანში გაშლილ მოკრძალებულ სუფრასთან ემშვიდობებოდნენ სამშობლოს.

სადღეგრძელოები? იცოცხლე! მოსცხო თამადამ _ “ბიჭების პატრიოტული სულისკვეთებაო”, “ისინი ავღანეთის მიწაზე სამშობლოს დასაცავად მიდიანო”, “მათ წინაპრების ვაჟკაცური სული აღაფრთოვანებსო” და ჩაიარა ტაშის გრიალში…

როდესაც სუფრა მიწყნარდა, თითქმის სათითაოდ ვესაუბრე ყველას… ისე, შინაურულად, ადამიანურად… თითოეული მათგანის საუბრის ძირითადი თემა, საფიქრალი თუ საზრუნავი იყო, როდის უმთავრდებოდა კონტრაქტი, რამდენის დაგროვებას შეძლებდა, თუკი არაერთხელ მოხვდებოდა “ავღანელთა” ნაკადში… ეყოფოდა თუ არა ეს ფული ცხოვრების მოსაწყობად… როდის შეძლებდა კონტრაქტის დასრულებას და მშვიდად ცხოვრებას.

გაბრაზდით? ეს როგორ ვაკადრე ქართველ ჯარისკაცს, ხო?

კარგი, ნუ ვიტყვით სიმართლეს და უკიდურეს სიღატაკეში მცხოვრები ქართველების სხვა ქვეყნებში ჯარისკაცებად წასვლა მათი “წინაპრების გმირული სულის ძახილად” გავასაღოთ!

ხოლო სხვის მიწაზე გარდაცვლილი ქართველი ყოფილი სამხედრო პირის “დაქირავებულ მებრძოლად” ყოფნა მის “პატრიოტულ სულისკვეთებას” მივაწეროთ. მაშინ, როდესაც ეს “დაქირავებული მებრძოლი”  ცოლ-შვილიანად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს და შვილების რჩენის პრობლემა აქვს.

როგორ დავიჯერო სულ სხვა “სიმართლე”?!

დავიჯეროთ ისსიმართლე”, რომ თურმერუსეთი მხოლოდ მასზე აღმატებულ ძალას _ ნატოს _ სცნობს!” (დავით ბერძენიშვილი) და რომ რუსეთს იმდენად ეშინია ნატოსი, რომ აკანკალებს კიდეცრომჩვენ მალე ვიქნებით ნატოთი დაცული და ესტონეთივით ყოჩაღად” (იგივე ბერძენიშვილი)…

დავიჯეროთ კიდევ ერთი წარმოუდგენლად სულელურისიმართლერომ, თურმე ვლადიმერ პუტინს ისე შეშინებია ეკონომიკური სანქციების, აქეთ ითხოვს ქართველ პოლიტიკურ ლიდერებთან შეხვედრას და ჩვენ  კი თურმე თავიც უნდა დავიფასოთ!

არადა, რუსეთის პრეზიდენტს, უბრალოდ, კითხვა დაუსვეს, _ შეხვდებოდა თუ არა საქართველოს ლიდერებს, და მართლა ძალიან ტვინმოჩლექილი უნდა იყოს ადამიანი, მისგან ასეთ საჯარო ფორმატში შეხვედრისთვის, მზადყოფნის დადასტურების გარდა, რაიმე სხვა პასუხს დალოდებოდა!

არადა, აქ, ჩვენში ატეხეს ერთი ამბავი _ აგე, პუტინი შეხვედრას გვეხვეწებაო!

“შეხვედრა შედგება მხოლოდ მაშინ, თუ ამისთვის ორივე მხარე იქნება მზად. პუტინის სიტუაცია გასაგებია. ის უკვე თავის გადარჩენაზე ფიქრობს, მაგრამ ქართული მხარე ჯერ კარგად მოიფიქრებს, სურს თუ არა ეს შეხვედრა”.

დავასახელო ციტატის ავტორი მესამედ?

ალბათ, არ არის საჭირო, რადგან ეს ყველაფერი, ენის არა და, ტვინის მოჩლექას ნამდვილად ჰგავს!

და ამ ტვინმოჩლექილთა ენისტლიკინს რა შედეგებიც მოსდევს ხოლმე, ამას, უკვე 20 წელიწადზე მეტია, ვხედავთ

ამავე ფრაზით ვაპირებდი დამთავრებას და… “რესტორან “თავადურში” რუსეთში ქართველთა კავშირის თავმჯდომარე მიხეილ ხუბუტია სცემეს. დასაზარებულის განცხადებით, იგი რესტორნის დირექტორმა და დაცვის წევრებმა სცემეს. ცემისას  პუტინის მისამართით იგინებოდნენ და ხუბუტიასაც აყენებდნენ  სიტყვიერ შეურაცხყოფას,” _ გაავრცელეს ინტერნეტით საინფორმაციო სააგენტოებმა…

აი, პატრიოტიზმი!

და ვიდრე ამ “პატრიოტული” ნიმუშით ენაჩავარდნილი კომენტარს გავაკეთებდი, სულზე მომისწრო საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის _ ცოტნე გამსახურდიას _ “ფეისბუქ-კომენტარმა”, საიდანაც ორ ამონარიდს მოვიყვან და ამით დავასრულებ:

მომკალით და ვერ ვიჯერებ, რომ ამ რესტორნის დირექტორი და ის ოთხი ორკლასდამთავრებული სახედარი ისეთი გულანთებული პატრიოტები არიან, რომ თურმე ნუ იტყვით! ასეთი ფაქტების წახალისებამ შეიძლება პატრიოტიზმში შეჯიბრებამდეც მიგვიყვანოს, როცა პატრიოტიზმი, თვითონაც იცით, ვისი უკანასკნელი თავშესაფარიც ხდება ხოლმე…”

დარწმუნებული ვარ, ქვეყანა ოდესმე ისევ პრორუსულ რელსებს რომ დაადგეს, იგივე ტიპები ამჯერად უკვე პუტინის გინებისთვის სცემენ ხალხს!

და ერთსაც ვიტყვი: მახსოვს ხუბუტიამ და მისმა მეგობარმა ლეიკემიით დაავადებული ნანიკო ხაჩიურისთვის  როგორ გადმორიცხეს 100 ათასი დოლარი. ჩემთვის, პირადად, ნებისმიერი ადამიანის ასეთი საქციელი საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ მას ამგვარ ფორმატში არ მოექცნენ ვიღაც იდიოტები!”

მხოლოდ ერთ ფრაზას დავამატებ: აი, ტვინმოჩლექილთა ენისტლიკინის კიდევ ერთი თვალსაჩინო შედეგი…

ბაკურ სვანიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here