Home რუბრიკები საზოგადოება ყვარყვარეს ამერიკული “ოქროს სარაია”

ყვარყვარეს ამერიკული “ოქროს სარაია”

755

ყვარყვარე თუთაბერის აკვიატებული აზრი საკუთარი “ოქროს სარაიის” აშენების შესახებ, ეტყობა, ჭკუაში დაუჯდათ ამერიკელებს და მარაგები, რომლებიც ევროპის ქვეყნებს სათავისოდ ჰქონდათ დაგროვილი, შტატებში გაზიდეს. კანადაშიც. აქ უფრო შეგენახებათო. დღევანდელ კრიზისულ სიტუაციაში ევროპამ ჯიბეები რომ მოიქექა, იქ ოქროს გროშ-კაპიკიც ვერ მოიძია და ამერიკას მიმართა, _ ჩემი ქონება დამიბრუნეო. ოქროს ისეთი თვისება აქვს, თუ ხელში ჩაიგდე, ანდამატივით მიგიზიდავს და ვეღარ შეელევი. ვინ თქვა, რომ ეს ძვირფასი ლითონი მაგნიტის გამორჩეული თვისებით არ ხასიათდება?!


ტენდენცია, რომელმაც ევროპის ქვეყნები შეაშფოთა, რეალურად საწინააღმდეგოს ამტკიცებს.

ჰოლანდიის მთავრობამ აშშ-დან თავისი ოქროს მარაგის მხოლოდ ნაწილი მიიღო. გერმანიასა და შვეიცარიას კი კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ: ფორტ-ნოქსიდან ცივი უარი მიიღეს.

ოქრო პატარაა, მაგრამ ძვირფასიაო, _ ცნობილი ფრთიანი ფრაზაა. რაც უფრო მეტია, მით ძვირფასია _ ასეთი უნდა იყოს ლოგიკური გაგრძელება. და ასეც ხდება: ოქრო ბრუნდება მსოფლიო საფინანსო სისტემაში. ბევრი ქვეყანა ზრდის ოქროს შესყიდვის ოდენობას. მაგალითად, რუსეთის ოქროს მარაგი 2009-2014 წლებში თითქმის ორჯერ გაიზარდა და 1040,71 ტონას მიაღწია. ინდოეთის ცენტრალურმა ბანკმა ამავე პერიოდში 56 პროცენტით გაზარდა ამ ძვირფასი ლითონის მარაგი, დღეს მას 557 ტონა გარანტირებულად უდევს საცავებში. ბრაზილიამ ჯერ კიდევ 2013 წელს შეძლო თავისი მარაგის 35-დან 67 ტონამდე გაზრდა.

ფინანსისტთა გათვლებით, ოქროს დაგროვების ლიდერთა შორის არიან ყაზახეთი და ერაყიჩინეთმა კი ყველას გაუსწრო. ამერიკელი ექსპერტის _ . კუეილის გაანგარიშებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მსოფლიოში პირველ ადგილზეა და უახლოეს მომავალში ოქროს მარაგის 10-11 ათას ტონამდე გაზრდას აპირებს.

ოქროს მოპოვებაშიც  ჩინეთი ლიდერობს. მეორე ადგილი ავსტრალიას ეკავა, მაგრამ გაუსწრო რუსეთმა, რომელმაც ამა წლის პირველ ნახევარში მოპოვება 26,6 პროცენტით გაზარდა. ბრაზილიას გადაწყვეტილი აქვს, 2014-2022 წლებში ოქროს მოპოვების მოცულობა 180 ტონას გადააჭარბოს, რაც ამჟამინდელ დონზე სამჯერ მეტი იქნება.

საინტერესო სიტუაციაა ინდოეთში, სადაც ოქროს ადგილობრივი მოპოვება 3 ტონას არ აღემატება. ამის მიუხედავად, ეს ქვეყანა მსოფლიოში ოქროს ერთ-ერთი დიდი იმპორტიორია და ფლობს გადამუშავებული ოქროს მარაგს, რომელიც 10 ათას ტონას აღემატება. ზოგიერთი ექსპერტის შეფასებით, ოქროს მარაგი ზოდებში ინდოეთის მშპ-ს 50 პროცენტს შეადგენს. იქაური სამთომომპოვებელი მრეწველობის სამინისტრო გეგმავს ოქროს მოპოვების ყოველწლიური მოცულობის 45 ტონამდე გაზრდას.

ევროპის ქვეყნების ოქროს მარაგის მნიშვნელოვანი ნაწილი, როგორც ვთქვით, ამერიკასა და კანადაშია გაზიდული. გერმანიის გამოცდილებამ დაგვანახვა, რომ საჭიროების შემთხვევაში, საკუთარ ოქროს მარაგამდე ხელის მიწვდენა საკმაოდ რთული პრობლემაა. ოქროს გარეშე დარჩენა მაშინ, როცა საჭირო გახდება ვალუტის ოქროთი უზრუნველყოფა, ვალის კრიზისით მოცული ევროპისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნება.

სპეციალისტების აზრით, 2008 წლის მსოფლიო ფინანსურმა კრიზისმა ცხადყო, რომ ოქროს სტანდარტის დაბრუნების აუცილებლობა ცხრა მთას იქით არ არის. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანას შეეძლება ფულის მხოლოდ იმ რაოდენობის დაბეჭდვა, რომელიც მისი ოქროს მარაგის ადეკვატურია. ამ შემთხვევაში ექსპორტიორ ქვეყნებს ეძლევათ დამატებითი უპირატესობა, კერძოდ, მეტი მარაგის დაგროვების შესაძლებლობა, შესაბამისად, მეტ ფულსაც დაბეჭდავენ საკუთარ ეკონომიკაში ინვესტირების მიზნით. ოქროს დიდი მწარმოებლები ბაზარზე ოქროს გაყიდვის მეშვეობით მაკროეკონომიკაზე გაზრდიან თავიანთ გავლენას.

ექსპერტების ერთი ჯგუფი კი ფიქრობს, რომ კლასიკური ოქროს სტანდარტის დამკვიდრება დღევანდელ პირობებში შეუძლებელია, რადგან ეს სისტემა სერიოზული ნაკლოვანებებით ხასიათდება; კერძოდ, ფულადი მასის ფიზიკური გაზრდა შეზღუდული იქნება ოქროს მოპოვების მოცულობით. ოქროს სტანდარტი წამგებიანია იმ ქვეყნებისთვისაც, რომლებსაც ოქროს მნიშვნელოვანი აქტივები აქვს: საკუთარი ვალუტის ოქროზე გადაცვლის შემთხვევაში მათ მცირე ხანში ამოეწურებათ ოქროს მარაგი.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ოქროს სტანდარტი შეიცვალა ოქროვალუტის სტანდარტით, რომელიც 1922 წელს გენუის შეთანხმებით გაფორმდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ოქროს 70 პროცენტი აშშში იყო თავმოყრილი, შეიქმნა ბრეტონვუდის სისტემა, რომლის ძალითაც აშშ დოლარს სარეზერვო ვალუტის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი ოქროთი იყო უზრუნველყოფილი.

სისტემამ კრახი 70-იან წლებში განიცადა აშშის ოქროს მარაგის შემცირების გამო. ამ მომენტიდან ამჟამინდელი კრიზისი წინასწარ იყო განსაზღვრული, რადგან ოქროთი უზრუნველყოფის გარეშე დარჩენილმა დოლარმა მსოფლიოს საფინანსო სისტემა დაიმორჩილა და ჩაკეტა.

დოლარის კრახის გარდაუვალობა აშკარა რომ გახდა, მსოფლიო საფინანსო მოთამაშეები ოქროსკენ შეტრიალდნენ. გაირკვა, რომ ოქროს სტანდარტის ნაკლოვანებების მიუხედავად, სხვა უნივერსალური ფინანსური ეკვივალენტი, უბრალოდ, არ არსებობს. ბანკებზე ზედამხედველობის ბაზელის კომიტეტის გადაწყვეტილებით (“ბაზელი-3”), ოქრო სრულფასოვანი საფინანსო აქტივი გახდა. ეს გადაწყვეტილება გაიზიარა მხოლოდ ჩინეთმა და კიდევ რამდენიმე ქვეყანამ, ევროპისა და აშშ-ის ბანკებმა კი ფეხი ვერ აუწყვეს, რადგან საამისო ძალა არ ეყოთ.

ოქროს მარაგს ჩინეთისთვის უკვე მოაქვს დივიდენდები. 2014 წლის სექტემბერში დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გამოუშვებს პირველ ობლიგაციებს იუანებში (ჩინურ ვალუტაში). სხვა ქვეყნები, მაგალითად, შვეიცარია და ავსტრალია, თანდათან ზრდიან იუანების წილს თავიანთ სავალუტო რეზერვებში. გამორიცხული არ არის, რომ 2015 წელს  იუანი ჩაერთვება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალუტების ნუსხაში.

სხვა ქვეყნებში ოქროს დაგროვების ზრდას ხელს უშლის აშშ-ის ძლიერი წინააღმდეგობა. ამერიკა ცდილობს, შეუნარჩუნოს დოლარს სარეზერვო ვალუტის სტატუსი. ოფიციალური მონაცემების თანახმად, აშშ რჩება მსოფლიოში ოქროს უდიდესი მარაგის მფლობელ ქვეყნად. ეს მარაგი 2014 წლის ივლისისთვის თითქოს 8 133 ტონას შეადგენდა, მაგრამ საქმეში ჩახედულ ექსპერტებს ეჭვი ეპარებათ ამ მონაცემების სისწორეში.

პირველი სკანდალი ამერიკულ ყალბ ოქროზე 2009 წელს აგორდა, როცა აშშ-მა ჩინეთს გადასცა ვოლფრამით შევსებული ოქროს ზოდები. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბილ კლინტონის პრეზიდენტობის პერიოდში დაახლოებით 1,3-1,5 მილიონი 400-უნციანი ვოლფრამის ზოდი ჩამოასხეს. შემდეგ მათგან 640 000 ცალი ოქროთი მოავარაყეს და ფორტ-ნოქსის საცავებში გაიტანეს. 2011 წლის მარტში გაყალბებული ამერიკული ოქრო ვიეტნამში აღმოაჩინეს. ამერიკელმა კონგრესმენმა რონ პოლმა მოითხოვა, ჩაეტარებინათ აშშ ოქროს მარაგის აუდიტი, მაგრამ მთავრობამ მხარი არ დაუჭირა.

ამერიკის ოქროს მარაგში დაეჭვებამ ფორტ-ნოქსის საცავებიდან გერმანიის ოქროს დაბრუნება არარეალური გახდა.

1500 ტონა ოქროდან გერმანიამ მხოლოდ 5 ტონის დაბრუნება შეძლო. უფრო მეტიც, გერმანელებს უარი უთხრეს, შეემოწმებინათ საკუთარი ოქროს მარაგის რაოდენობა. გერმანული ჟურნალ FOKUSის აზრით, ოქრო ნაყალბევია, რასაც ადასტურებს ის, რომზოდები, რომლებიც ფედერალურმა სარეზერვო  ფონდმა ფრანკფურტს გადასცა, განსხვავდება იმისგან, რაც თავის დროზე ბუნდესბანკიდან იყო გატანილი. ამერიკელებმა გადაადნეს მათ საცავებში არსებული ოქრო, გადაამუშავეს და ახალ ზოდებად ჩამოასხეს 2013 წლის დამღით”. რეიგანის ადმინისტრაციაში ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, დოქტორი პოლ რობერტსი ამტკიცებს, რომ გერმანელები უკვე ვეღარასოდეს იხილავენ თავიანთ ოქროს. ტყუილად არ ვრცელდებოდა ხმები, რომ ამერიკის ბანკები ფედერალური სარეზერვო სისტემის დავალებით ყიდდნენ ოქროს, რომელიც შესანახად ჰქონდათ მიბარებული, მათ შორის, უცხოეთის ოქროს მარაგებს. ეს კეთდებოდა ძვირფას ლითონზე ფასის შესამცირებლად”.

ევროპა თავისი ოქროს დაბრუნების საკითხით ამაოდ არ იყო შეშფოთებული. ამერიკელი ექსპერტი ს. კუეილი გვარწმუნებს, რომ უახლოეს მომავალში საჯაროდ  იქნება განცხადებული _ აშშ არ ფლობს 8100 ტონა ოქროს. ისინი ამას გააკეთებენ მაშინ, როცა მომზადებული იქნება ნიადაგი მსოფლიო საფინანსო სისტემის კრახის თავიდან ასაცილებლად.

მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here