Home რუბრიკები პოლიტიკა გერმანულის გაკვეთილები უკრაინისთვის და არამხოლოდ მისთვის

გერმანულის გაკვეთილები უკრაინისთვის და არამხოლოდ მისთვის

1281

ხელისუფლების სათავეში სახელმწიფო გადატრიალებით მოსული კიევის რეჟიმისადმი მხარდაჭერას დასავლეთის ქვეყნები იმით ხსნიან, რომ სურთ, რუსეთს ხელი შეუშალონ უკრაინის, როგორც მთლიანი სახელმწიფოს, ლიკვიდირებაში; მაგრამ უამრავი მტკიცებულება არსებობს, რომ, სახელდობრ, ვაშინგტონი, ბრიუსელი, ბონი და, მათ უკან, ვარშავა ამზადებენ ნიადაგს უკრაინის დასანაწევრებლად.


პოლონეთის პარლამენტის სპიკერმა რადოსლავ სიკორსკიმ ცოტა ხნის წინათ საინფორმაციო ქსელში სატყუარა ჩაუშვა _ განაცხადა, რომ 2008 წელს პოლონეთის იმჟამინდელ პრემიერს, დონალდ ტუსკს, რფ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის გაყოფაზე დაფიქრება შესთავაზა. მაგრამ, როგორც კი ტუსკმა ამ ოდიოზური ინფორმაციისგან დისტანცირება დაიწყო, სიკორსკიმ განაცხადა, რომ მისი ნათქვამი სწორად ვერ გაიგეს. ეს მანევრი პოლონელებს დასჭირდათ იმის გასაგებად, რა დამოკიდებულება ექნებოდათ ევროპის პოლიტიკური წრეებში იმაზე, როგორ სურს, დაინახოს ვარშავამ უკრაინის მომავალი.

უკრაინელი პატრიოტებისთვის სასარგებლო იქნება გახსენება იმისა, რომ დასავლეთს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გაცილებით ძლიერი სახელმწიფოს გახლეჩის მდიდარი გამოცდილება აქვს. ეს არის გერმანია. ამ გამოცდილების გაკვეთილებით მდიდარია თვითონ ბერლინიც, რომელიც უკრაინის საკითხში აშშ-ის ხაზის გამტარებლად გამოდის. რატომ არ არის გერმანიის მონაწილეობა უკრაინის გახლეჩვის დაგეგმვაში 1945 წელს დამარცხებისთვის რევანში, თუნდაც მცირე მასშტაბის?

როდესაც 1943 წლის ნოემბერდეკემბერში, თეირანის კონფერენციაზე, პირველად დაისვა გერმანიის მომავლის საკითხი, საბჭოთა კავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა სტალინმა ჰიტლერიზმზე გამარჯვების შემდეგ გერმანიის ერთიან სახელმწიფოდ შენარჩუნებას დაუჭირა მხარი.

1945 წლის თებერვალში, ყირიმის კონფერენციაზე, სსრკ-ის, აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მეთაურები ომისშემდგომი გერმანიის სტატუსზე მსჯელობისას მივიდნენ დასკვნამდე, რომ მომავალში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელია გერმანიის განიარაღება, დემილიტარიზაცია და გახლეჩა”. ამის მიუხედავად, თვით პოტსდამის კონფერენციაზეც კი (1945 წლის ივლის-აგვისტო) გერმანიის დანაწევრება საბოლოოდ არ იყო გადაწყვეტილი. გერმანიის დემილიტარიზაციისა და დემოკრატიის მიზნით, მოკავშირეები ოთხმხრივ საოკუპაციო სისტემაზე შეთანხმდნენ. ამასთანავე, გადაწყდა, რომ ოკუპაციის პერიოდში გერმანია განხილული იქნებოდა, როგორც ეკონომიკურად მთლიანი”. განზრახული იყო, რომ ოკუპაციის პერიოდში უზენასი ხელისუფლების ფუნქციებს შეასრულებდნენ სსრკის, აშშის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლები, თითოეული თავის საოკუპაციო ზონაში. ხოლო იმ საკითხებზე, რომლებიც სრულიად გერმანიას შეეხებოდა, მათ ერთობლივად უნდა ემოქმედათ საკონტროლო საბჭოს წევრების რანგში.

აღსანიშნავია, რომ საკონტროლო საბჭო, როგორც მოკავშირეთა მოქმედების კოორდინირების სახელისუფლო ორგანო, ომისშემდგომი გერმანიისთვის პოლიტიკური, ეკონომიკური და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების შესაძლებლობას იძლეოდა.

საკონტროლო საბჭოს უფლებამოსილებები თითქმის შეუზღუდავი იყო _ ოკუპირებული ქვეყნის ტერიტორიაზე გამოსცემდა კანონებს, ბრძანებებს, დირექტივებსა და სხვა სამართლებრივ აქტებს, რომლებიც განსაზღვრავდა მოკავშირეთა მიერ ოკუპირებული ზონების ადმინისტრაციების მოღვაწეობასა და მოსახლეობის ცხოვრების რეგლამენტს.

თუმცა ეს ყველაფერი შესაძლებელი იყო უკლებლივ ყველა მოკავშირის კეთილი ნებით, საერთო თვალსაზრისით, ომში დამარცხებული, მაგრამ განვითარების პერსპექტივის მქონე ქვეყნის მომავალზე. ამას ითვალისწინებდა პოტსდამში შეთანხმებული გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმიც _ გადაწყვეტილება მიღებულად ითვლებოდა მხოლოდ ოთხივე სახელმწიფოს ერთობლივი მხარდაჭერის შემთხვევაში.

1945 წლის ბოლოს საკონტროლო საბჭოს ანგარიშზე აღმოჩნდა რამდენიმე პრინციპული გადაწყვეტილება, რომლებიც განსაზღვრავდა ომისშემდგომი გერმანიის განვითარების მიმართულებებს. მაგალითად, ამოქმედდა კანონები ნაცისტური კანონმდებლობის გაუქმების, სასამართლოს, აგრეთვე, იუსტიციის აპარატის დენაციფიკაციისა და დემოკრატიზაციის, გერმანიის დემილიტარიზაციის, სამხედრო ან კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენი პირების დასჯის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებებზე შეთანხმება რთულად მიიღწეოდა, საკონტროლო საბჭოსა და სხვა ადმინისტრაციული, სამართლებრივი და სამეურნეო ორგანოების მუშაობა იმედს იძლეოდა, რომ გერმანიის ერთობლივი მართვა წარმატებით განხორციელდებოდა.

მაგრამ გერმანიის მოწყობაზე ერთსულოვნება არ ჩანდა. საკონტროლო საბჭოს წევრი სსრკ-დან, საბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური, სსრკ-ის მარშალი გიორგი ჟუკოვი იხსენებდა: საკონტროლო საბჭოს აშშისა და დიდი ბრიტანეთის ადმინისტრაციები, თითქოს უბრძანესო, ყველა საკითხზე სულ უფრო ნაკლებად დასაყოლიებელნი ხდებოდნენ. სულ უფრო რთული იყო საკამათო საკითხების მოგვარების შესაძლებლობის პოვნა, განსაკუთრებით, როდესაც მთავარი პრობლემები იხილებოდა. მათ მიეკუთვნებოდა გერმანული მილიტარიზმის სამხედროეკონომიკური პოტენციალის ლიკვიდაცია, სამხედრო ნაწილების განიარაღება, ფაშიზმის ძირფესვიანად ამოძირკვა და ინგლისისა და აშშის ზონებში ყველა ნაცისტური ორგანიზაციის განადგურება”.

მარშალმა აღნიშნა მთავარი: საბჭოთა კავშირი და დასავლელი მოკავშირეები  საწინააღმდეგო პოზიციებზე იდგნენ. სსრკ, რომელმაც ყველა ქვეყანაზე მეტად იწვნია მესამე რეიხის ნაცისტური პოლიტიკის დამანგრეველი ძალა, ცდილობდა, თავისი ზონის მმართველობაში სამუდამოდ ამოეძირკვა მილიტარიზმისა და ნაციზმის აღორძინების პირობები და ყველაფერი ეღონა, გერმანიის მოსახლეობას მშვიდობისმოყვარე და ეკონომიკურად მდგრადი სახელმწიფო რომ აეშენებინა. დასავლეთის ქვეყნების ინტერესები კი სხვა იყო. მეორე მსოფლიო ომში გერმანიის დამარცხებამ, ერთი მხრივ, გააჩინა პერსპექტივა მისი, როგორც კონკურენტის ჩამოშორებისა, მეორე მხრივ, აშშ თავიდანვე განიხილავდა ამ ქვეყანას, როგორც გიგანტურ ბაზარს ამერიკული კაპიტალისთვის.

მარშალ ჟუკოვს თავის მოგონებებში მოჰყავს ასეთი დეტალი: გერმანიას თავისი საჭიროებისთვის მხოლოდ 5 მლნ ტონა ფოლადის გამოდნობა სჭირდებოდა, მოკავშირეები კი ამ კვოტის ორჯერ გაზრდას მოითხოვდნენ. მრავალდღიანი მოლაპარაკების შემდეგ 8-9 მლნ ტონაზე შეთანხმდნენ. ეს ყველაფერი გამოწვეული იყო არა გერმანელ ხალხზე ზრუნვით, არამედ გერმანიის დასავლეთ რაიონებში სამხედროეკონომიკური პოტენციალის შენარჩუნების სურვილით…” ასეთი პოლიტიკა ცინიკურ ელფერს იძენდა იმის გათვალისწინებით, რომ გერმანიის აღმოსავლეთი ნაწილი _ საბჭოეთის საოკუპაციო ზონა, სადაც მეტი ფოლადი მზადდებოდა, ნანგრევებად იყო ქცეული.

ამავე მიზანს _ გერმანიის დასავლეთში მდებარე საოკუპაციო ზონების სამხედროეკონომიკური პოტენციალის გაძლიერებას _ ემსახურებოდა სსრკის ყოფილი მოკავშირეების მცდელობა, დაემალათ და არ აღერიცხათ სამრეწველო ობიექტები, რომლებიც, პოსტდამის შეთანხმების მიხედვით, რეპარაციას (ფულადი ან ნატურალური გადასახადი, რომელსაც უხდის ომში დამარცხებული ქვეყანა გამარჯვებულს ზარალის ასანაზღაურებლად) ან განადგურებას ექვემდებარებოდა. 1947 წელს ბრიტანულ და ამერიკულ ზონებში არ აღრიცხეს 450-ზე მეტი სამხედრო ქარხანა.

დასავლეთის სახელმწიფოები ცოტა ხნის წინათ დამარცხებულ მოწინააღმდეგეს მომავალში სსრკ-ის წინააღმდეგ ბრძოლის სამხედრო-პოლიტიკურ რეზერვად განიხილავდნენ. ამისათვის მოკავშირეები ვერმახტის რამდენიმე ქვედანაყოფისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენებასაც არ ერიდებოდნენ.

ჭეშმარიტი ისტორიული ფაქტია, რომ გერმანიის გაყოფის ინიციატორი იყო არა საბჭოთა კავშირი, არამედ დასავლეთი.

უკვე 1946 წლის სექტემბერში შეიქმნა დამოუკიდებლად მოქმედი ინგლისურ-ამერიკული მმართველობა ეკონომიკის, სურსათის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის საკითხებში. იმავე წლის ბოლოს მოკავშირეებმა ჯერ გააერთიანეს ამერიკული და ბრიტანელი საოკუპაციო ზონები, შემდეგ კი მას ფრანგული ზონაც მიუერთეს.

შეიქმნა გაერთიანებული ზონების ეკონომიკის მართვის საბჭო და ბანკი, რომელმაც 1948 წლის ივნისიდან დაიწყო გერმანული მარკის ემისია ქვეყნის დასავლეთ ზონებში. 1949 წლის აპრილში გააუქმეს მოკავშირეთა საკონტროლო საბჭოს კანონები, მათ შორის _ სამხედრო მრეწველობის აკრძალვის შესახებ.

1948 წლის ბერლინის კრიზისმა, ანტიჰიტლერული კოალიციის ყოფილ მოკავშირეებს შორის ცივ ომში გადაზრდილმა კონფრონტაციამ წერტილი დაუსვა გერმანიის სახელმწიფოს ერთიანობას _ 1949 წელს შეიქმნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა.

ასე რომ, დასავლეთი ერთი სახელმწიფოს სხვადასხვა ნაწილად დანაწევრებისა და მიღებული ფრაგმენტებისგან სხვა სახელმწიფოს შექმნის გამოცდილების ნაკლებობას არ უჩივის.

საინტერესოა: კიევში მართლა გამორიცხავენ, რომ დასავლეთს აქვს უკრაინის ტერიტორიაზე ამ ქვეყნისვე რესურსის გამოყენებით ახალი სახელმწიფო კონსტრუქციის შექმნის გეგმა თუ მხოლოდ თავს იკატუნებენ, რომ ამ გეგმას ვერ ხედავენ?

აგვისტოს ქვემეხები _ ნაცისტები, ნატო დაფერადი რევოლუციები

2008 წლის აგვისტოში აშშ-ის მონაწილეობით ქართველებისა და რუსების სისხლი დაიღვარა.

ცივი ომის წლებშიც კი მხარეები გულმოდგინედ ცდილობდნენ შეიარაღებული კონფლიქტის თავიდან აცილებას. როგორ დაიწყო ომი .. სამხრეთ ოსეთში, როდესაც იმხანად აშშ და რუსეთი შორს იყვნენ ღია დაპირისპირებისგან?

ამ კითხვას ნაწილობრივ პასუხს სცემს ფრანგული ტელეარხის _ “Canal+”-ის ჟურნალისტთა მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი “რევოლუცია.ცომ.აშშ: აღმოსავლეთის დაპყრობა” (ინგლისურენოვანი ვარიანტი: “USA: The Conguest of the East”), რომელიც საფრანგეთის სატელევიზიო სივრცეში 2005 წლის 17 ოქტომბერს აჩვენეს.

ფრანგმა ჟურნალისტებმა მოიარეს ბელგრადი და ბიშკეკი, ვაშინგტონი და ბოსტონი და ფირზე აღბეჭდეს “ფერადი რევოლუციების” რეალიზატორთა და მათი ამერიკელი კურატორების იშვიათი გულწრფელობა, აგრეთვე, სხვადასხვა ქვეყანაში “რევოლუციების” განმახორციელებელთა მჭიდრო კავშირები ერთმანეთთან და ვაშინგტონელ კოორდინატორებთან.

ფილმში აღსანიშნავია ასეთი ეპიზოდი: თბილისში, ოფიციალურ მიღებაზე, პირველ ადამიანს, რომელსაც ამჟამინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი ხელს ართმევს, არის ვინმე ბრუს ჯეკსონი. პროტოკოლის სიაში მისი გვარი არ არის. ჯეკსონმა 20 წელზე მეტ ხანს იმსახურა სამხედრო დაზვერვის ოფიცრად აშშის სახმელეთო ჯარებში, 1996 წელს კი დააარსანატოს გაფართოების აშშის კომიტეტი” (U.S. Committee to Expand NATO ), რომლის დევიზიც არის: “გავაძლიეროთ ამერიკა. უზრუნველვყოთ ევროპის უსაფრთხოება. დავიცვათ ფასეულობები. გავაფართოოთ ნატო”.  მამამისი _ უილიამ ჯეკსონი იყო აშშის ცენტრალური სადაზვერვო სამმარველოს (ცსს) ერთერთი დამფუძნებელი, 1950-51 წლებში _ ცსს დირექტორის მოადგილე, ხოლო 1951-56 წლებში _ ცსს დირექტორის უფროსი მრჩეველი. ჯექსონიშვილის პოვნა იოლად შეიძლება იქ, სადაც მზადდებაფერადი რევოლუციაან იმკიან მის ნაყოფს

მიხეილ სააკაშვილი კამერის წინაშე ამბობს: “აუცილებლობა იმისა, რომ რუსმა სამხედროებმა დატოვონ საქართველო, თვალსაჩინოა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ცივილიზებულად. ჩვენ არ გვსურს მათი გაყრა. ნახეთ, სირიელებმა ლიბანი სამ კვირაში დატოვეს, მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა 4-ჯერ აღემატებოდა რუსების რაოდენობას სამხრეთ ოსეთში”. იქვე, ახლოს მყოფი ჯექსონი ყურადღებით ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ნათქვამს. უცებ სააკაშვილი მისკენ შეტრიალდება და შეცბუნებული კაცის ღიმილით ეუბნება:

_ რაღაც ისე არ ვთქვი?

_ არა, მისტერ პრეზიდენტ, განაგრძეთ, ყველაფერი რიგზეა, _ უპასუხებს ჯექსონი.

2008 წლის აგვისტოს კონფლიქტში საქართველოს ჰყავდა კიდევ ერთი აქტიური მოკავშირე _ უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო. 2004 წლიდან, პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, იუშჩენკო სააკაშვილს ამარაგებდა ტანკებით, ვერტმფრენებით, საარტილერიო სისტემებით, საიერიშო მობილური სისტემაშკვალით”, სარაკეტო სისტემაბუკ-M1”-ით, ნაღმტყორცნებით, ქვემეხებითა და ტყვიამფრქვევებით. უზენაესი რადას კომისიამ, დეპუტატ ვალერი კონოვალიუკის ხელმძღვანელობით დაადგინა, რომ იუშჩენკომ შეიარაღება 3-7-ჯერ ნაკლებ ფასად მიჰყიდა საქართველოს. კონოვალიუკმა პირადად მოინახულა იარაღის საწყობები ლოზოვაიაში, სადაც აგვისტოს ბოლოს გაჩენილმა ხანძარმა სამხედრო ქონება გაანადგურა. დეპუტატმა განაცხადა, რომ საწყობებს ცეცხლი წაუკიდეს, საქართველოსთვის იარაღის მიწოდების კვალი რომ წაეშალათ.

ის ოფიციალური მიღება თბილისში ბრუს ჯექსონმა თავის პროტეჟესთან, “ვარდების რევოლუციის” ლიდერ გიგა ბოკერიასთან ერთად დატოვა. ფრანგი ჟურნალისტების ფილმში ბოკერია სხვადასხვა ადგილას და სხვადასხვა ადამიანთან ერთად ჩნდება. აი, ის _ ვაშინგტონში მიღებაზე, სადაც პრეზიდენტ ბუშთან აუდიენციის ლოდინში შეკრებილი არიან აღმოსავლეთ ევროპისა და დსთ-ის “ფერადი რევოლუციების” ლიდერები: ისინი სერბ კოლეგა ივან ბაროვიჩთან ერთად კუბის მიმართ გეგმებს აწყობენ; აი, გიგა ბოკერია თბილისში ხვდება ბელარუსის ოპოზიციის ლიდერს _ ანატოლი ლებედკოს, რომელიც რეკომენდაციებისა და რჩევებისთვის ჩამოვიდა. სხვათა შორის, იმხანად თბილისში იმყოფებოდა პრეზიდენტი ბუშიც. გიგა ბოკერია მსჯელობს ლებედკოსთან, არიან თუ არა ბელარუსის ხელისუფლებაში ადამიანები, რომლებთანაც შეიძლება მუშაობა, შეუძლია თუ არა მას ქვეყანაში სააგიტაციო პროპაგანდა და რა ვითარებაა “დონორის” მიმართ? ლებედკო უპასუხეობს, რომ არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, აშშ-ის კონგრესი თანხას გამოყოფს, თუმცა პროცესი ჯერ ლოდინის რეჟიმშია. აი, ბოკერია ვაშინგტონში, ბრუს ჯექსონის ოფისში. მას ჯექსონი საქართველოში რუსული სამხედრო ბაზის დახურვას (რაც მოხდა თბილისში ბუშის ვიზიტიდან 10 დღის შემდეგ) ულოცავს. ჯექსონი უამბობს, როგორი კმაყოფილი არიან ვაშინგტონში ბოკერიას მიერ შესრულებული სამუშაოთი. იმავე ოფისში მიდის ორი სტუდენტი გოგონა რუსეთიდან, ოპოზიციური დაჯგუფებების წევრები _ ისინი აღელვებულნი არიან “ცოცხალ” ბოკერიასთან შეხვედრით, მათთვის ის რევოლუციის კერპია. გოგონებს ბოკერია გამოცდილებას აქტიურად უზიარებს _ ისევე, როგორც სერბი რევოლუციონერებისგან მიიღო.

“ვარდების რევოლუციის” შემდეგ ბოკერია პრეზიდენტ სააკაშვილის მრჩეველია. 2008 წლის 7 აპრილს ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. მას შემდეგ არც ერთი დასავლური სტატია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის თემაზე ბოკერიას ციტატის გარეშე არ იბეჭდებოდა. საპასუხოდ ეუთოს კომისიის გამოძიების შედეგებისა, რომელიც 2008 წლის 6 ნოემბერს გამოქვეყნდა და რომელშიც ნათქვამია, რომ კონფლიქტი საქართველომ დაიწყო, რითაც საფრთხე შეუქმნა თავის მოქალაქეებს, რუსეთის სამშვიდობო ძალებსა და უიარაღო დამკვირვებლებს, ბოკერიამ გაზეთ The New York Timesის ფურცლებზე განაცხადა: “არ ვიცი, საიდან მოდის ეს ინფორმაცია და როგორ ამტკიცებენ ამას. ჩვენ საქართველოს ქალაქებზე განუწყვეტელი შეტევებისა და რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის იმდენი მტკიცებულება გვაქვს, რომ ეს ინფორმაცია, ნებისმიერ შემთხვევაში, სიტუაციას ვერ ცვლის”.

საქართველო და უკრაინა “ფერადი რევოლუციების” მოწყობის ყველაზე წარმატებული მაგალითებია. ამოცანები, რომლებიც ორგანიზატორების წინაშე იდგა და, რომელზეც შემდგომში მოგითხრობთ, შესრულდა: ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ, ემსახურათ აშშ-ის ინტერესების სასარგებლოდ და, თუ საჭირო იქნებოდა, დაპირისპირებოდნენ რუსეთს.

1991 წელს საბჭოთა რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვება, რა თქმა უნდა, აშშისა და, საერთოდ, დასავლეთის უდიდესი გამარჯვება იყო, მაგრამ ამ ქვეყნების ხელისუფლების სათავეში საბჭოელი ხელმძღვანელების ყოფნა, აშშ ხელს მაინცდამაინც არ აძლევდა _ ედუარდ შევარდნაძე და ლეონიდ კუჩმა რადიკალიზმით არ გამოირჩეოდნენ და არც რუსეთზე შეტევისთვის იყვნენ მზად.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here