Home რუბრიკები საზოგადოება ტყ-აპუნი, ტყ-უილი და სხვა ტყ-ები ქართულ მედიაში

ტყ-აპუნი, ტყ-უილი და სხვა ტყ-ები ქართულ მედიაში

1291

სხვანაირად არაფერი გაიგოთ-მეთქი, მინდოდა, დამეწერა, მაგრამ  სხვანაირად რაღა უნდა გაიგოთ, როდესაც უკვე თითქმის ყველა ქართული ტელევიზია წალეკა ტყ-ტყ-ტყ-ტყ-ს ძახილმა და გაბადრულმა სახეებმა _ “ნახეთ, რა თავისუფალი ვარ, ეთერში რა სიტყვებს ვამბობო”.


ისიც ვიცი, ამ ტექსტის წაკითხვის შემდეგ ე. წ. ლიბერალებს რა კომენტარები ექნებათ. აი, დაახლოებით ასეთი: “ვაიმე, რა გოიმობაა, სიტყვა სექსის თქმა გერიდებათ? რომელი საუკუნეა?” “ვაიმე, ადამიანებმა სიტყვა სექსი ახსენეს ეთერში და ამიტომ ჯიჯგნით? აუ, რა სიბნელეააა”…

ჰოდა, ასეთი ტუტუცური კომენტარებისგან თავის დასაზღვევად აგერ, აქვე, სტატიის დასაწყისშივე ხმამაღლა ვამბობ _ !

აბა, კიდევ გსურთ, რამეტაბუდადებულისიტყვა წარმოვთქვათ? არა, ნუ, ესტაბუდადებული,” საერთოდ, “მაგარმოდურ სიტყვად იქცარა სისულელეზეც უნდა გააკეთოს რომელიმესკანდალურმატელეწამყვანმა უტვინო შოუ, იქ წამოჭრილ თემებსსაქართველოში ტაბუდადებულადასაღებს და ცდილობს, ამით გაუსვას ხაზი თავისგანსაკუთრებულობას”…

არადა, სიტყვა “ტაბუ” ყველამ ვიცით, რასაც ნიშნავს და “ტაბუდადებულიც” ხომ ის არის, რაზეც არავინ ლაპარაკობს?! საქართველოში კი გაზეთებშიც, ტელევიზიებშიც, 20 წელიწადია, სწორედ ამ “სექსზე” “ჰომოსექსუალებზე” “გენდერზე” “ტრანსექსუალზე” და მსგავს თემებზე საუბრობენ გამუდმებით. მიპასუხოს ვინმემ, რაღანაირად არის ეს თემები ტაბუდადებული?!

ტაბუდადებული კი არა, საქართველოში მთელი ესბალაგანიაღვირახსნილია და არც არავინ ცდილობს მის გაკონტოროლებას!

ვიცი, ახლა რომელიმე “მოლიბერასტო” ელემენტი ისევ გამომიხტება და სიტყვა “თავისუფლებით” სპეკულირებას დაიწყებს… კი, ბატონო, პიროვნულ თავისუფლებას ყველამ პატივი უნდა ვცეთ! მაგრამ ხაზს ვუსვამ _ , რაც იმას ნიშნავს, რომ შინ არავინ უნდა შემოგივარდეს და შენი ზნეობა და მორალი არ უნდა აკონტროლოს; რაც შეეხება საზოგადოებრივ ზნეობასა და მორალს, აქ თავისუფლება არც არასოდეს ყოფილა და არც უნდა იყოს, თუკი ჩვენ გვსურს, რომ შემდგარ ქვეყნად, სახელმწიფოდ ვიქცეთ და არა უზნეო, უტვინო მასად, რომელსაც სიტყვათავისუფლებაუაზროდ აუჩემებია.

ყოველივე ამის უთვალსაჩინოესი მაგალითი იყო “რუსთავი 2”-ის გადაცემა “პროფილში” გასული ლესბოსურ-მუსიკალური კლიპი ნინა წკრიალაშვილისა და შორენა ბეგაშვილის მონაწილეობით.

არა, პრობლემა არც ასეთი კლიპის გადაღებაა და არც ის, რომ ვიღაც ლესბოსელიაპრობლემა არის ის, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი ტელევიზია, თანაც ტელევიზია, რომელსაც პრეტენზია აქვსსერიოზულობაზე”, “პრესტიჟულობაზე”, “სოლიდურობაზედა ქვეყანაში ამინდის შექმნაზე, ლესბოპროპაგანდას ასე თავხედურად ეწევა ღია ეთერში!

თავი რომც დავანებოთ სასაცილო სულელურ ტექსტს, უბანალურეს მუსიკას და უგემოვნო კლიპსმოკლედ, ფაქტია _ ასეთ ქვეყანას პატრონი არ ჰყავს და ასეთ სახელმწიფოს მომავალი არ გააჩნია.

ასეთ მძიმე დასკვნას არ გამოვიტანდი, ეს პირველი შემთხვევა რომ ყოფილიყო დამოუკიდებელი საქართველოს ტელევიზიების ისტორიაში. იმ ცხრაწლიან წარსულშიც რომ არ გადავხტეთ, როდესაც ტელეკომპანია “იმედს” (“ნაციონალური მოძრაობის” მიერ მისი მისაკუთრების შემდეგ, 2008 წლიდან) “სექსფლაგმანის” როლი ჰქონდა აღებული და ეთერში ლამის პორნოს უშვებდა, სამწუხაროდ, არც უახლეს წარსულში გვაკლია მსგავსი “ტელე-სექს-ხულიგნობის” მაგალითები.

ჯერ მხოლოდ არჩევენებში ახალგამარჯვებული ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ტელევიზიის _ “ჯიდიეს”-ის ეთერში ჩადენილი უამრავი სისულელე რად ღირს: გოგონას შიშველ უკანალში ჩაჭედებულისტეპლერებიდანდაწყებული, სტუდიაში ორი ქალის შიშველ უკანალებზე ხელების ტყაპუნით დამთავრებული!

ვისაც არ გახსოვთ, შეგახსენებთ ამ ტელეკომპანიაში ჯგუფბანისდრამერის მიერ ქალების ტრაკებზე დაკრულ ქართულ მუსიკას.

მთავარი კი ის არის, რომ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ, ბოდიშის მოხდის ნაცვლად, ეს ტყაპუნი მოგვიანებით “ევროპული” ტყუილით გაამართლა: “მსგავსი მუსიკალური ნომერი ევროპაში მრავალჯერ არის გაკეთებული და რას გვერჩის ეს ბნელი ქართული საზოგადოებაო!”…

აი, სიტყვაევროპისარადანიშნულებისამებრ გამოყენების კიდევ ერთი ქართული მაგალითი, რადგან ეს მუსიკალური ნომერი (შიშველ უკანალებზე ტყაპუნი) მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტსივრცეში იყო განთავსებული რომელიღაც ევროპელი მუსიკოსის შესრულებით და არც ერთ პრესტიჟულ ევროპულ არხს მისი ეთერში გაშვება არც კი უფიქრია

ჩვენი ტელეარხების ძირითადი პრობლემაც ხომ სწორედ ეგ არის, რომ არათუ რიგით ჟურნალისტად, არამედ ტელევიზიის დირექტორად და მთავარ მენეჯერად მუშაობენ სრულიად შეუფერებელი, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის არმქონე ადამიანები, რომლებიც სრულიად გულწრფელად სვამენ კითხვას: “მერე რა? ინტერენტით გაავრცელებ თუ სატელევიზიო ეთერში გაუშვებ, რა მნიშვნელობა აქვს?”

რა თქმა უნდა, ვრცელი ლექციის ჩატარება მომიწევს მათთვის ან კიდევ მკითხველისთვის იმის ასახსნელად, რატომ არ უნდა ინიშნებოდნენ ტელეკომპანიების ხელმძღვანელებად ასეთი მძიმე სისულელით დაავადებული პერსონები.

ტრაგედია არის ის, რომ ასეთი ლექცია და ახსნაგანმარტებითი მასტერკლასი თვითონ ტელეკომპანიების დამფუძნებელმფლობელებს ესაჭიროებათ.

და, ვიდრე ზოგიერთი “კოლმეურნეობის თავმჯდომარე” საკუთარი “სამოქალაქო სექტორიდან” ჟურნალისტების “დატრენინგებას” და მათთვის ჭკუის დარიგებას გადაწყვეტს, სჯობს, იმას მიაქციოს ყურადღება, თავის ტელევიზიაში ვის ნიშნავს პასუხისმგებელ თანამდებობებზე და აქვთ თუ არა იმ ადამიანებს შესაბამისი შეგნება! ვინაიდან მაუწყებლობა ის სფეროა, რომელშიც ცოდნასა და პროფესიონალიზმზე მეტად საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და ელემენტარული ზნეობრივი ნორმების დაცვა ფასობს.

თუ არადა, ისევ ისეთიწარმატებითგაგრძელდება ჩვენს ტელევიზიებში ტყაპუნიც, ტყუილიც და კიდევ სხვა ტყები და ასეთი პროპაგანდისტული მანქანის შემყურე ქვეყანა და სახელმწიფო ვერაფერს მიიღებს სახარბიელოს.

აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ ტელეკომპანიაიმედიზემოხსენებულიცხრაწლიანი პერიოდისდასრულების შემდეგაც არანაკლები მონდომებით განაგრძობსნაციონალიმმართველების მიერ დამკვიდრებულ ერთგვარ უზნეო ტრადიციას. ამის დასტური ამ ტელევიზიის ეთერში ახლახან გამოჩენილიგიორგი ჯაჯანიძის შოუა”, რომელმაც პირველი ქულები რეიტინგში ერეკლე დეისაძისმუსიკალურიკლიპის _ “შენ გავხარ მამას, შენს ახვარ მამას” _ გაშვებით, მისი ავტორის სტუდიაში განუსაზღვრელი დოზით ტლიკინის უფლების მიცემით ჩაიწერა

პრობლემა აქაც ანალოგიურია _ არავის აინტერსებს, რას ფიქრობს ეს გატუტუცებული “ხელოვანი” ერეკლე დეისაძე საკუთარ მამაზე _ “ახვრად” მიაჩნია თუ “წუპაკ მამაძაღლად”, მაგრამ ღია ეთერში საკუთარი მშობლების დამამცირებელი სიუჟეტის გაშვებათავისუფალი ევროპისარც ერთი თავმოყვარე ტელევიზიის ისტორიას არ ახსოვს!

მეტიც _ ეს აკრძალულია ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობით!

როგორც ჩემთვის ცნობილია, საქართველოს კანონებშიც მოიპოვება მსგავსი ჩანაწერი, რომელიც ბავშვებისთვის მშობლების უპატივცემულობისკენ მოწოდების შემცველი შინაარსის გადაცემის ეთერში გაშვებას კრძალავს, მაგრამ, აბა, ჩვენი სანაქებო . . ქართული ლიბერალიზმი ხომ არაფრად დაგიდევთ არც ქართულ, არც ევროპულ, არც მსოფლიო და არც სამყაროსეულ კანონებს, ნორმებს, საზღვრებს, ჯებირებს და მიისწრაფვის უსასრულო თავისუფლებისკენ, აღვირახსნილობისკენ, შეუზღუდავობისა და, როგორც ბიძიაბაბუა ქრისტეფორე მგალობლიშვილი იტყოდა, “შეცნობილი აუცილებლობისკენ!”…

სწორედ რომ შეცნობილ პროპაგანდას ჰგავს ეს ყველაფერი და მომავალი თაობის ცნობიერებაზე უხეშ ტყაპუნს…

ამიტომ, იქნებ დროა, დავფიქრდეთ და ამ ქართული მედიატყ-ების შეჩერება რამენაირად შევძლოთ, რათა მერე, ძალიან გვიან აზრზე მოსული ტრიფონიასავით არ მოგვიწიოს კითხვის დასმა: “დაიცა, ახლა რა გამოდის: ამ ერთმა მათხოვარმა ჩემი ცოლი უნდა შეირთოს და ეს მეორე მათხოვარი ჩემი მძახალი უნდა გახდეს?!”.

მერე, დამიჯერეთ, აღარ გვიშველისკარტოფილით სავსე ტომრებისაქეთიქით უაზრო სროლა

ბაკურ სვანიძე

 

1 COMMENT

  1. მართალია საქართველოს არაფერი ეშველება სანამ მიმბაძველობას არ მოვრჩებით და ჩვენი ადგილი არ გვეცოდინება.თავისუფლება გარყვნილებაში გადაგვაქვს ვერ ვისწავლეთ რას ნიშნავს თავისუფლება

  2. ,,ტაბუდადებულებს“ ტაბურეტკა რომ დაედებათ, მერე აპროტესტებს ,,ლიბ“ ხალხი, მაგრამ ავიწყდებათ, რომ რეაქცია იწვევს უკურეაქციას და ეს ქართული ბნელი კანონი კი არაა, ფიზიკის კანონია ფიზიკის 🙂

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here