Home რუბრიკები პოლიტიკა მხეცის წელიწადი

მხეცის წელიწადი

514

ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი დიდი მძვინვარებით… (გამოცხადება იოანესი, 12,12)


დღეს შემოგთავაზებთ წერილს, რომელშიც სინამდვილესთან მაქსიმალური მიახლოებით გაშიფრულია იმ დაინტერესებული ძალების პერსონალური შემადგენლობა, რომლებიც ამზადებდნენ კიევის მაიდნის გადატრიალებას უკრაინაში. ჩვენს მკითხველებს შევახსენებთ, რომ მასობრივი აქციები უკრაინის დედაქალაქის ცენტრში სტუდენტების გამოსვლებით დაიწყო. 2013 წლის ნოემბრის ბოლოსთვის ამ მოძრაობის სიმძაფრე შენელდა, მუხტი დაეცა და 30 ნოემბრის წინა ღამესსტუდენტური მაიდანიდასაშლელად გაემზადა. აქციის გაგრძელებას აზრი აღარ ჰქონდა, რადგან ყველა რესურსი ამოიწურა ისე, რომ რაიმე განსაკუთრებული კვალი არ დაუტოვებია ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების იმ მოკლე მონაკვეთში.

სტუდენტები აიკრიფნენ.

მაგრამ ეს ხელს არ აძლევდა იმ ძალებს, რომლებიც უკრაინაში დესტაბილიზაციის ორგანიზებით იყვნენ დაკავებულნი.

როგორც ანალიტიკოსები წერენ, მაიდანზე სტუდენტებს “მაღალი ტექნოლოგიების კანონზომიერების სრული დაცვით სხვა ძალა ჩაენაცვლა”.

პუბლიცისტმა ოლეგ ბიბიკოვმა ამ დღეებში გამოაქვეყნა წერილი “უკრაინა: მხეცის წელიწადი”, რომელშიც “რევოლუციის” ეპიცენტრში შარშანდელი ნოემბრის მიწურულის ჩანაცვლების სურათი ასე წარმოგვიდგინა:

“ერთი წლის წინათ, 29 ნოემბერს, პარასკევს კიევის მაიდანზე მივედი. “ნიკას” წარმართულ სტელასთან სამასამდე ადამიანი იყო შეკრებილი. არ თოვდა. ფრიალებდა ნაირფერი დროშები, ნაცრისფერი ცის ფონზე სხვებზე უფრო გამოირჩეოდა ბანდერული შავ-წითელი ალმები, იყო, აგრეთვე, ყვითელ-ცისფერი უკრაინული, ნაზი ვარდისფერი _ მეჯლისისა _ სამად სამი ერთ ადგილზე თავმოყრილი. ნესტიან ჰაერში  უხილავი ქალის ხმა დინამიკით მოუწოდებდა ხალხს, ჩაწერილიყვნენ თავდაცვის რაზმებში. აშკარა იყო, ამ ხმის პატრონს არ ეშინოდა, რომ დააკავებდნენ ასეთი მოწოდებისა და “გაღვივების” ბრალდებით. იგი მოუხმობდა ზურგჩანთიან “მუჟიკებს”, “დედაქალაქის ჯანიან სტუმრებს”, რომლებიც იქ შეკრებილთა შორის უმრავლესობით იყვნენ წარმოდგენილნი. კრეშჩატიკის მეორე მხარეს იდგა სოფლელი დედაკაცი, რომელიც დაღვრემილი გასცქეროდა აქაურობას, მის ზურგჩანთას კი მიწამდე დაშვებული ევროკავშირის დროშა ფარავდა… აშკარად ჩანდა, რომ სტუდენტური მაიდანი აიბარგა და მის გამოცოცხლებას პროვინციებიდან ჩამოსულებით ცდილობდნენ. მეგონა, რომ პირველი დეკემბრის საღამოსთვის, კვირადღის დამლევისთვის ევრომაიდნიდან არაფერი დარჩებოდა, დაგროვილ სიძულვილს მომავლისთვის, შესაფერისი დროისთვის შეინახავდნენ”.

იფიქრა ასე ავტორმა და შეცდა.

ცოტა ვინმემ თუ იცოდა მაშინ, რა ხდებოდა გადატრიალების წინა თვეებში, კვირეებსა და დღეებში უკრაინის პრეზიდენტის რეზიდენციაში, რადას კულუარებში და მთავრობის დერეფნებში, როგორი ინტრიგები იხლართებოდა აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის წარმომადგენლობაში. ბევრი რამ დღესაც დაფარულია, მაგრამ საერთო სურათი “ვიკილიქსისა” და სხვა რესურსების საშუალებით მაინც დაიხატა და გასაჯაროვდა.

სახელმწიფო გადატრიალება, ექსპერტების მტკიცებით, რამდენიმე შემადგენელმა ნაწილმა განსაზღვრა. მათ შორის უმთავრესი არის ის, რომ გადატრიალებას დასავლეთი წლების განმავლობაში ამზადებდა. როგორ და რა მეთოდებით? _ ზუსტად ისე და იმნაირად, როგორც საქართველოშიუკრაინელი ხალხის, ისევე, როგორც ჩვენი მოქალაქეების, მაღალკეთილშობილური მისწრაფებებით სწორედ ვაშინგტონი და ბრიუსელი, მათი გავლენის აგენტები და სპეცსამსახურები მანიპულირებდნენ. ეს იყო საბჭოთა მემკვიდრეობის ტალახში მაქსიმალურად ამოთხვრა და სრული უგულებელყოფა: მრეწველობის, სამეცნიერო პოტენციალის, კულტურისა და ხელოვნების მიღწევების იგნორირება, მოსახლეობისდეგენერატიზაციისმტკიცება და ახალი ადამიანების პოპულაციის აღზრდის აუცილებლობაზე აქცენტირება, მასებში ქვენა გრძნობების, მათ შორის, ნაციონალიზმის სტიმულირება და . .

პოსტსაბჭოთა უკრაინა, ისევე, როგორც საქართველო გადაიქცა კვაზისახელმწიფოდ ნაციონალისტური ამბიციების არშიით.

უკრაინის პოლიტიკურ სცენაზე გამოდის ფირტაში

გასავლელი გზა კიევს 2008 წლის ცივ ზამთარში მოუნიშნეს, მაშინ, როცა ოლიგარქმა დიმიტრი ფირტაშმა აშშ-ის ელჩს უკრაინაში უილიამ ტეილორს მიღება სთხოვა და წარუდგა, როგორც პრეზიდენტ იუშჩენკოს ახლო მეგობარი და ნდობით აღჭურვილი პირი, ანუ _ როგორც აშშ-ისთვის თავდადებული კაცი. ფირტაშმა ისეთი ადამიანის როლი გაითამაშა, რომელსაც შეიძლება ენდონ. ამ “სანდო კაცს”, მისივე განცხადებით, ორი უბედურება აწუხებდა: იულია ტიმოშენკო, რომელიც უკრაინის გაზმომარაგებას დაეპატრონა, და _ საძულველი რუსეთი.

ფირტაშმა ამერიკელი დიპლომატის წინაშე თავისი “სტრატეგიული ნიჭით” გაიკეკლუცა და “ობიექტური კაცის” შთაბეჭდილებაც შეუქმნა იმით, რომ პირველი, ვინც მან გააკრიტიკა, მეგობარი პრეზიდენტი იუშჩენკო იყო; დაასმინა იგი და განაცხადა, რომ ეს კაცი ორად ხლეჩს ქვეყანას, რომელიც სრულად (და არა დანაწევრებული) უნდა გადაეცეს დასავლეთს. ელჩსაც ამის მოსმენა სურდა.

აშშის სახელმწიფო დეპარტამენტსთავისი მოსაზრება და მიზნები გააჩნდა, რომელთა ცოდნა ფირტაშებისთვის სულაც არ იყო აუცილებელი”. მაგრამ მოხდა ისე, რომ ორივე მხარის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა. “გაჩნდა პროექტიიანუკოვიჩი _ მომდევნო პრეზიდენტი”. ფირტაშს ანდეს ამ პროექტის განხორციელება, რა თქმა უნდა, მისთვის მომგებიან პერსპექტივაზე მინიშნებით.

შედეგი ცნობილია: ტიმოშენკო დამარცხდა, იანუკოვიჩი პრეზიდენტის რეზიდენციაში დაჯდა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ლიოვოჩკინის კონტროლს დაექვემდებარა.

სერგეი ლიოვოჩკინი _ ფირტაშის კაცი

უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მხოლოდ ნაწილობრივ იყო ლიოვიჩკინი ფირტაშის კაცი. იგი უფრო მეტად “ფაქიზი ტექნოლოგიების მოყვარული”, “კულისების კაცი” იყო, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად წარმოგვიდგა.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ პრეზიდენტყოფილი იანუკოვიჩი თავის კარიერულ აღმასვლას მაინც და მაინც ლიოვოჩკინის ოჯახს უნდა უმადლოდეს.

“საქმე ის არის, _ აღნიშნავს, მაგალითად, ოლეგ ბიბიკოვი, _ რომ სერგეი ლიოვოჩკინის მამა _ ვლადიმერ ანატოლის ძე ლიოვიჩკინი, გენერალ-პოლკოვნიკი, 2005 წლამდე, “ნარინჯისფერ რევოლუციამდე” უკრაინის საპყრობილეთა მთავარი ზედამხედველი გახლდათ. მის თანამდებობას ოფიციალურად ეწოდებოდა “სასჯელაღსრულების საკითხებში უკრაინის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე”. დეპარტამენტის არქივები ყველასთვის გასაიდუმლოებულია და ცხრაკლიტულშია ჩაკეტილი. ლიოვოჩკინი უფროსი, რომელიც 1972 წლიდან პენიტენციარულ სისტემაში მსახურობდა, თვალშისაცემი ფიგურა არ იყო, მაგრამ დიდი გავლენით სარგებლობდა”. რადგან აღნიშნული არქივების წყალობით უამრავ მაკომპრომენტირებელ მონაცემს ფლობდა ქვეყნის ნებისმიერ ხელმძღვანელზე და, სლენგს თუ ვიხმართ, “გამოჭერილი” ჰყავდა.

მას ერიდებოდნენ და ყველა თხოვნას უსრულებდნენ.

ასეთი მამის შვილი ხტუნვა-ხტუნვით მიიწევდა “კარიერის შავ კიბეზე”.

1990-იან წლებში იგი დონეცკში საფინანსო საქმიანობითაა დაკავებული, რომელიც იმ დროს დაკავშირებული იყო საბანკო ბანდიტიზმთან და ჩვეულებრივ ბანდიტიზმთან, საბუღალტრო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ იცავს საკანდიდატო დისერტაციას თემაზე “აშშ-ის სახელმწიფო ვალი” და აშშ სახდეპის ყურადღების ცენტრში ექცევა.

1996 წლიდან დონეცკის ოლქის გუბერნატორის _ იანუკოვიჩის თანაშემწეა. შეხების ამ წერტილიდან ლიოვოჩკინ-მამის მოწყალე კალთა იანუკოვიჩსაც გადაეფარა. შვილი სერგეი კი 1999 წლიდან პრეზიდენტ კუჩმას აპარატში გადაჰყავთ კონსულტანტად, შემდეგ _ რეფერენტად, მოგვიანებით _ პირველ თანაშემწედ. “ნარინჯისფერი რევოლუციის” შემდეგ უმაღლესი რადის თავმჯდომარის _ ლიტვინის მრჩეველია. მალე “რეგიონების პარტიიდან” დეპუტატად ირჩევენ, ფირტაშის კაცი ხდება და “2010 წლის თებერვალში, როგორც ჩაფიქრებული იყო, პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩაუდგება სათავეში”.

“გადატრიალებამდე 4 წელიწადი რჩებოდა”.

ევრომაიდნის დასაწყისისთვის ეს კაცი ტელეარხინტერსფირტაშთან ერთად ფლობდა და უკრაინის ყველა, მეტნაკლებად მნიშვნელოვან ახალი ამბების რედაქციას აკონტროლებდა. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, თუ რატომ აღვივებდა უკრაინის მედია ფართო საზოგადოებრიობის ინტერესს მაიდნის ეპოპეისადმი.

აშშის საელჩოს საცეცები

აშშის საელჩო რომ აქტიურად ამზადებდა სახელმწიფო გადატრიალებას უკრაინაში, დღეის გადასახედიდან საიდუმლო აღარ არის, მაგრამ მაშინ ბევრმა არ იცოდა, რომ ეს დიპლომატიური სტრუქტურა აქტიურად მუშაობდა ინტელექტუალურ ფრონტზე, კერძოდ, “სუფთა პოლიტიკოსებისწრეებში და არასამთავრობო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის, აფინანსებდა მათ და აზიარებდა გადატრიალებათა ტექნოლოგიების განხორციელების მეთოდებს.

ამ მიმართულებით საქმიანობა, ცხადია, არ აფიშირდებოდა.

მაგრამ მაინც გამოჟონა. თუმცა “გამოჟონვა” არ შეიძლება ეწოდოს უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის _ ოლეგ ცარიოვის განცხადებას, რომელიც მან სტუდენტური ევრომაიდნის დაწყების წინა დღეს პარლამენტში გააკეთა. ეს იყო სენსაციური მხილება.

დეპუტატი ირწმუნებოდა, რომ აშშის საელჩოში ელჩის _ ჯეფრი პაიეტის კურატორობით ამზადებდნენ ინფორმაციული ომების სპეციალისტებს, აზიარებდნენ ინტერნეტტექნოლოგიების გამოყენების გამოცდილებას, რომლებიც წარმატებით იყო გამოყენებული ჩრდილოეთ აფრიკისა და სირიისფერადი რევოლუციებისორგანიზების დროს. 300 ადამიანმა მთელი უკრაინიდან აითვისა ეს გაკვეთილები.

მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს და ვთხოვ, გაარკვიონ, _ განაცხადა რადაში გამოსვლისას ცარიოვმა, _ ხომ არ არღვევენ აშშის საელჩოს წარმომადგენლები გაეროს დეკლარაციას სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევის დაუშვებლობის შესახებ”? დეპუტატი შეშფოთებული იყო იმით, რომაშშის საელჩოს მხარდაჭერითა და უშუალო მონაწილეობით ხორციელდებოდა პროექტიტექკემპი”, რომლის ჩარჩოებში მიმდინარეობდამზადება სამოქალაქო ომის გასაჩაღებლად”.

ასე თქვა დეპუტატმა ცარიოვმა და იმავეს უპატაკებდნენ პრეზიდენტ იანუკოვიჩს უკრაინის სპეცსამსახურები. რეაქცია _ არავითარი. შეიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტმა თავისი უხერხემლობით საკუთარი კრახი დააჩქარა.

გადატრიალების მექანიზმი მთელი ძალით ამუშავდა.

ფერადი რევოლუციებისგამოცდილებამ დაგვარწმუნა, “სახალხო მღელვარებისორგანიზატორებს ძმათამკვლელი დაპირისპირების შესაძლებლობა თავიანთ გეგმებში ყოველთვის იმთავითვე ჰქონდათ ჩადებული.

იტყვით, საქართველოში ასე არ მოხდაო?!

აბა, რა იყო ქართული ექსპერიმენტი “08.08.08” _ საქართველო-რუსეთის სისხლიანი დაპირისპირების პროვოცირება, აგვისტოს ხუთდღიანი ომი?

ამჯერად რუსეთს უკრაინა უნდა დაპირისპირებოდა.

მიზანი ორივე შემთხვევაში რუსეთი იყო, რომელიც (მიზანი), ერთი მხრივ, შურისძიების გრძნობით იყო ნაკარნახევი და, მეორე, აშშ-ის საერთო სტრატეგიიდან გამომდინარეობდა.

ექსპერტები განგვიმარტავენ, რომ ამ სტრატეგიის მიზანი მსოფლიო ქაოსის შექმნაა, რომლის პირობებში სიმშვიდისა და წესრიგის ერთადერთ ცენტრად ამერიკის შეერთებული შტატებია წარმოდგენილი. ყველა სახელმწიფო, რომლის გაგლეჯაც კი შეიძლება, უნდა გაიგლიჯოს, ხოლო სხვანიომის განგრენითუნდა დაავადდეს და გაქრეს პირისაგან მიწისა.

სწორედ ასე და ამ გზით გაბატონდება მსოფლიოში იგი _ “აპოკალიფსისის მხეცი”.

გადატრიალების მომზადების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მოთარეშე ნაცისტებისა და ოლიგარქების დაკავშირება და მაიდანზე შეერთებულ ძალად გამოსვლა იყო.

ცხადია, ამ შერწყმას ოლიგარქების მატერიალური დახმარება და დაფინანსება ედო საფუძვლად.

“შავი ენერგიები ერთმანეთს შეერწყა. მხეცი ჩაისახა”. დიდი დრო არ გავა და “იგი თავს დააღწევს პლაცენტას, მაიდანზე სისხლის გუბეში გამოგორდება” (ოლეგ ბიბიკოვის შედარებაა).

და იშვა მონსტრი

ანალიტიკოსები ირწმუნებიან, რომ სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში მაინც მოხდებოდა, მიუხედავად იმისა, მოაწერდა თუ არა იანუკოვიჩი ხელს ევროკავშირთან დასადებ ხელშეკრულებას: აშშის დიპლომატიურ წარმომადგენლობას 2013 წლის აგვისტოში, ჯერ კიდევ ჯონ ტეფტის ელჩობის პერიოდში დამთავრებული ჰქონდა ყველა მოსამზადებელი სამუშაოდემოკრატიული რევოლუციისთვისსტარტის მისაცემად, და პრაგმატული ამერიკელები ამ საქმიანობისთვის დახარჯულ მილიონებს წყალს, რა თქმა უნდა, არ გაატანდნენ, დეტონატორის ასამოქმედებლად ნებისმიერ საბაბს (ურთიერთგამომრიცხავსაც კი) გამოიყენებდნენ.

მოაწერდა ხელს იანუკოვიჩი და აქოთდებოდა უკრაინა: განა ამისთვის ვიბრძოდით? ევროკავშირში ჩვენი მიღება სატყუარაა; ქვეყანას არც ერთი პრობლემა არ მოხსნია; ყველაფერი ძვირდება, ეკონომიკა ჩავარდა და . .

არ მოაწერდა და მოხდებოდა ის, რისი მოწმენიც გავხდით.

ტეფტმა კი აიკრა გუდა-ნაბადი და აგვისტოს დასაწყისში დაბრუნდა ამერიკაში. ვარაუდობენ, რომ მან თავი აარიდა “მღელვარებაში” უშუალოდ ჩართვასა და პრაქტიკულ ორგანიზებას.

იმასაც ამბობენ, რომ მას ჭირივით ეზარებოდა უკრაინის ჰიმნის მოსმენა და გაექცა ამ “სიამოვნებას”.

თუ არ გჯერათ, წაიკითხეთ, რას წერდა ჯულიან ასანჟისვიკილიქსიამასთან დაკავშირებით. დიპლომატიურ მიმოწერაში ელჩს არ დაუმალავს, რომ ალერგია ემართებოდა უკრაინის სახელმწიფო ჰიმნის მოსმენაზე. უფრო მეტიც: “ეს რაღაცნაირი წამებაა! გუნდურად რომ წამოიწყებენ _ “Ще не вмерла Украина”… შთაბეჭდილება გექმნება, რომ ცოცხალს აგიგებენ წესს. ისეთი დამთრგუნველი, სულის შემძვრელი სევდა მოგაწვება, რომ ზოგჯერ გეჩვენება, ამ ყმუილისგან მთელ ოლქში იხოცებიან ბუზები. ამ ყმუილის მოსმენა იმდენად აუტანელია, რომ ზოგჯერ სიკვდილს მოგანატრებს”.

ასეთი ზიზღით გაჟღენთილ კაცს ებარა უკრაინასთან “მშვიდობიანი” ურთიერთობის დამყარება, “ხალხის კეთილდღეობისთვის ზრუნვაში” ხელისუფლების დასახმარებელი ღონისძიებების განხორციელება.

ჯონ ტეფტის მეგობრული ხელშეწყობის პერიოდი ჩვენც გავიარეთ და ნუღარ გავაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს. კარგად გვახსოვს ისედაც.

ტეფტები და მისთანანი აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის _ მადლენ ოლბრაიტის ძუძუნაწოვები არიან (მეთოდებსა და რწმენას ვგულისხმობ), რომელმაც ჯერ კიდევ 1996 წელს ჟურნალისტის შეკითხვას: “გავიგეთ, რომ ირანისთვის სანქციების გამოცხადების შედეგად ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვი დაიღუპა, უფრო მეტი, ვიდრე ჰიროსიმაში. თქვენი აზრით, ეს გამართლებულია?”, ასე უპასუხა: “ეს ძალიან რთული შეკითხვაა. ვფიქრობთ, რომ ეს გამართლებულია”…

ზუსტად ასე და _ კომენტარი თქვენზეა…

ახალი ელჩი უკრაინაში ჯეფრი ჰაიეტი გაცილებით “მყარი ფსიქიკის” მქონე აღმოჩნდა იმ მოვლენების მიმართ, რომლებიც უკრაინაში დატრიალდა. საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, რომ 29 ნოემბერს ეს დიპლომატი ყველას გასაგონად აცხადებდა: “ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოებრივი აქტივისტების მანიფესტაციები, რომლებიც, მეცხრე დღეა, იმართება კიევსა და მთელ ქვეყანაში, არის დადებითი ნიშანი უკრაინის დემოკრატიისთვის, უკრაინის სამოქალაქო საზოგადოების გამყარებისთვის”.

რა იმალება ამ ცინიკური განცხადების მიღმა, იხილეთ ჯონ ტეფტის გულახდილობა.

კვლავ თვითმხილველს მივცეთ სიტყვა:

“21 ნოემბერს პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ხელმოწერის გადავადება გადაწყვიტა. ეს იყო კიევის მფარველის, უფლის არქისტრატეგოსის _ მიხეილის დღე. გაიხარეს საღად მოაზროვნე ადამიანებმა. ზოგიერთმა სასწაულადაც კი ჩათვალა. ეტყობა, ასეც იყო.

მაგრამ “პროგრესულად მოაზროვნე” კიევის ახალგაზრდობაში უკვე ჩამოყალიბებული იყო რწმენა იმისა, რომ ევროკავშირთან ასოცირებაზე ხელმოწერა ავტომატურად ნიშნავდა უკრაინის შესვლას ევროკავშირში, რაც ევროპაში გასამგზავრებლად საჭირო ვიზების გაუქმების გარანტია იქნებოდა. ერთი ქალიშვილი მაიდანზე გამოსული იყო პლაკატით: “მე ვარ გოგონა! მე არ მსურს საბაჟო კავშირში შესვლა! მე მინდა მაქმანიანი ტრუსები და ევროკავშირში შესვლა!..” მეათე დღეს სტუდენტების “ბუნებრივმა” პროტესტმა ძალა დაკარგა, ქარმა წაიღო. პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, ძალა მიეცათ მისთვის, რადგან მათი აქცია “აღსდეგ, უკრაინა” (გაიხსენეთ ხელმოცარული ინტელიგენტის (ეროსი მანჯგალაძე) ამაო მოწოდება აბულაძის ფილმიდან “ნატვრის ხე”: “აღსდექ, საქართველო! აღსდექ, საქართველო!”), რომელიც 8 თვის წინათ დაიწყო, უკვე ამოწურული იყო. 29 ნოემბრის საღამოს პოლიტიკოსებმა დაიპყრეს სტუდენტური მაიდანი, 19 საათზე კი მძიმეწონოსანთა გამოსვლები დაიწყო” (ოლეგ ბიბიკოვი, “უკრაინა: მხეცის წელიწადი”).

მიკროფონთან პირველი პოროშენკოს წარმომადგენელი იური ლუცენკო გამოდის (მომავალი პრეზიდენტი ჩრდილში ყოფნას არჩევს): “ევროკავშირის გზაზე ჩვენი ერთადერთი პრობლემა იანუკოვიჩია”… მას სამეული ჩაენაცვლება _ “ტრიტუშკები”:

არსენ იაცენიუკი: “ჩვენი მიზანია, ხელი მოვაწეროთ ევროკავშირთან ასოცირებას და ჩვენი ქვეყანა ევროპულ სახელმწიფოდ ვაქციოთ…”

ოლეგ ტიაგნიბოკი (ნაცისტი): “იანუკოვიჩი პოლიციურ სახელმწიფოს აშენებს”.

ვიტალი კლიჩკო: “ეს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, ძალაუფლება რომ არ დათმოს…”

მიკროფონთან დადგება ვინმე, პოლონეთიდან: “დღეს აქ იმიტომ ვარ, რომ გითხრათ: უკრაინა ევროპული სახელმწიფოა… რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ ძველი დრო გავიდა”.

კულტურის მომავალი მინისტრი, იმ ღონისძიების კონფერანსიე, შეკრებილებს ასწავლიდა სკანდირებას. ხალხიც დროდადრო შეძახებდა: “რევოლუცია!” “ყველანი _ ერთად!”, “მადლობა!”

როცა საჭიროდ მიიჩნევდნენ, უკრაინის ჰიმნს მღეროდნენ. ლიოვოჩკინ-ფირტაშის “ინტერის” ეკრანიდან (“რუსთავი 2”-ის ანალოგი) სამი ოპოზიციონერი 1 დეკემბერს მაიდანზე იწვევდა ხალხს.

სტუდენტებს არ მოეწონათ, რომ პოლიტიკოსები მათ აქციას საკუთარი პიარისთვის იყენებდნენ და წავიდნენ.

სწორედ მაშინ დადგა ჭეშმარიტების მომენტი ლიოვოჩკინისთვის და აკიმოვასთვის (პრეზიდენტის აპარატის უფროსის მოადგილისთვის), პოროშენკოსა და ლუცენკოსთვის, იაცენიუკისთვის, ტურჩინოვისთვის, ავაქოვისთვის, ტიმოშენკოსთვის და სხვათათვის კიდევ: დადგა დრო, ერთგულება დაემტკიცებინათ ამერიკულ დოლარებში განივთებული 30 ვერცხლისადმი, რომელიც ავანსად ჰქონდათ მიღებული.

რა ხდება შემდეგ:

იაცენიუკი, როგორც აქტიური აქტივისტი, წინ აღუდგება სტუდენტების მაიდანური მოწყობილობის გატანას. მასთან არის ლუცენკოც.

აქტივისტები კრეშჩატიკის სამანქანო გზაზე გადადიან. “ბერკუტი” ცდილობს მოძრაობის აღდგენას. როიტერის ფოტორეპორტიორმა (რომელმაც თავის დროზე საქართველოდან ხუთდღიანი ომის დადგმული კადრები გაავრცელა), შემონახული პაკეტიდან სისხლი სახეზე წაიცხო. ყველამ მისი ფოტოგრაფირება დაიწყო: “ბერკუტი” ჟურნალისტებს “არ ინდობს”!

მაგრამ ვერ აგორდა აღშფოთების ტალღა.

ამ დროს მაიდანზე შემოიჭრება პოროშენკო, მიაწვება და მიაწვება მომიტინგეებს: არ უნდა დავაგდოთო ტემპი! დილის 4 საათამდე იბობოქრებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში იმართება თათბირი. მინისტრი ზახარჩენკო მოითხოვს აქტივისტების ნარჩენების მოედნიდან გაყრას. ლიოვოჩკინი ამის შესახებ იაცენიუკს აცნობებს. საიდუმლო ბრძანება გასაჯაროვდა.

ლიოვოჩკინი იმავე ღამეს წერს განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლის შესახებ. “ბოლო მომენტის მოღალატეებისეს მეთოდი, როგორც ჩანს, საქართველოდან გავრცელდა მოძმე უკრაინის რევოლუციურ ფენებში.

იანუკოვიჩი შოკშია.

დილის 4 საათისთვის მაიდანზე კვლავ იკრიბებიან ჟურნალისტები, დედაქალაქის გამოძინებული “სტუმრები” _ მოთარეშეები ჯერ კიდევ უცნობი “მარჯვენა სექტორიდან”…

იწყება მხეცის წელიწადი…

არმაზ სანებლიძე

(უცხოური პუბლიკაციების მიხედვით)

P.S. 21 ნოემბერს უკრაინამევრომაიდნისდაწყების წლისთავი აღნიშნა.

იქაური ექსპერტების აზრით, შედეგები, სამწუხაროდ, ნეგატიურია.

“…მათთვის, ვინც ბარიკადები ააგო კიევის ცენტრში, ომი დამარცხებით დასრულდა, დოლარი ორჯერ გაძვირდა, რუსეთთან ურთიერთობა სერიოზულად გაუარესდა. უკრაინამ დაკარგა ყირიმი, დონბასი”, _ წერს ჟურნალისტი მაქსიმ რავრება.

პოლიტიკური კვლევებისა და კონფლიქტოლოგიის კიევის ცენტრის დირექტორი მიხეილ პოგრებინსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინელი მოქალაქეებისთვის ეს დღე ტრაგიკულ მოვლენებთან ასოცირდება, ბევრ მათგანს დაეხოცა ახლობლები და ოჯახის წევრები. “უკრაინამ დაკარგა ტერიტორიები. არც ერთი ხელშესახები რეფორმა, არავითარი გადამწყვეტი ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ არ განხორციელებულა. ხელისუფლებაში, ძირითადად, იგივე პოლიტიკოსები დარჩნენ”. “მხეცის წელიწადსსხვა რა შედეგი უნდა მოეტანა?!

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here