Home რუბრიკები პოლიტიკა ჰამლეტ ჭიპაშვილი: საქართველომ ამერიკის საამებლად თავი გაჰყო ყულფში და, დღეს თუ არა,...

ჰამლეტ ჭიპაშვილი: საქართველომ ამერიკის საამებლად თავი გაჰყო ყულფში და, დღეს თუ არა, ხვალ სული ამოგვხდება!

535

პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს და მას ლარის გაუფასურებასა და მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის კიდევ უფრო გაუსაძლისი მდგომარეობის შექმნაში ადანაშაულებს.


_ საქართველოში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა ლარის კურსის დაცემაზეც აისახება. არადა, ეს პრობლემა ჯერ კიდევ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდიდან დაიწყო…

_ რამ გამოიწვია ეს პრობლემა?

_ იმან, რომ “ნაციონალები” ცდილობდნენ, როგორმე გაემყარებინათ ლარი, რათა ეთქვათ, ლარსა და დოლარს შორის მინიმალური სხვაობააო, ამიტომ  მიმართავდნენ ისეთ მეთოდს, როგორიცაა ინტერვენცია და ამით ახერხებდნენ ლარის ხელოვნურად გამაგრებას. ორი თვის წინათაც კი ხდებოდა იმ ადამიანების ჯიბეში ხელის ჩაყოფა, რომლებსაც ფულს უცხოეთიდან უგზავნიან.

_ რას გულისხმობთ?

_ ცოტა ხნის წინათ დოლარი სიმყარეს იყო მოკლებული. ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრი ან ახლობელი უცხოეთიდან უგზავნიდა დოლარს, გადმორიცხული თანხიდან იღებდა გაცილებით ნაკლებს, ვიდრე ლარის გაუფასურების შემდეგ. ამით სახელმწიფოც ხეირობდა, რაც ერთგვარი ბანდიტიზმია. ასე ინარჩუნებდა საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში ლარის კურსს და თანაც ამ ფულადი გზავნილებიდან საკმაო თანხაც რჩებოდა. საუბარია წელიწაში დაახლოებით ორ მილიარდ დოლარზე. საქმე ის არის, რომ ახალმა ხელისუფლებამ ამჯერად ეს არ გააკეთა, რადგან ამისთვის საჭირო იყო რამდენიმე მილიონი დოლარი, რომლითაც მოახდენდა  ლარის კურსის გამყარებას ინტერვენციით.

_ რატომ არ გააკეთა?

_ იმიტომ, რომ მას პრობლემა აქვს ბიუჯეტის შევსების მხრივ, თანაც, ლარის კურსის გამყარებას, სულ ცოტა, 50 მილიონი დოლარი მაინც დასჭირდებოდა, ამიტომაც დაიწყო ლარმა დაცემა. გარდა ამისა, ლარის დაცემაში დიდი როლი ითამაშა ამერიკის უსაზიზღრესმა პოლიტიკამ, რაშიც ვერ დარწმუნდნენ ვერც ეს ხელისუფლება და ვერც ბრიყვი არასამთავრობო ორგანიზაციები, თუმცა ისინი ამერიკულ დოლარებს ძოვენ და ფეხებზე ჰკიდიათ თავიანთი ქვეყანა. ამერიკელი პოლიტიკოსები სულით ხორცამდე გახრწნილი ადამიანები არიან, რომლებსაც შეუძლიათ, თავიანთი დანაშაულები სხვას აჰკიდონ.

_ ამ შემთხვევაში რა გააკეთა ამერიკამ?

_ თავისი დანაშაული აჰკიდა რუსეთს, გამოიყვანა ყველას მტრად, დაუწესა ეკონომიკური და ფინანსური სანქციები, იმაზეც კი დაიწყეს მსჯელობა, უნდა ჩატარდეს თუ არა 2018 წელს მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი რუსეთში და ა. შ. ამერიკამ ეკონომიკური სანქციების დაწესება არ იკმარა და ევროკავშირსა და იაპონიას, აგრეთვე, თავის სატელიტ ქვეყნებს დაავალა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლა, რათა ეს ქვეყანა ეკონომიკურად დააჩოქონ. ევროკავშორის 28-ვე ქვეყანა, რომლებსაც უპატივცემულო დამოკიდებულება აქვს საკუთარი თავის მიმართ, არად დაგიდევს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას და არც იმას, რა მოჰყვება რუსეთის მიერ დაწესებულ კონტრსანქციებს. ევროპას კარგად არ აქვს საქმე რუსეთის მიერ დაწესებული კონტრსანქციების გამო, მაგრამ მაინც ცდილობს, რუსეთი როგორმე წააქციოს. ასეთია პოლიტიკური მიდგომა, რომლის მიზანიცაა ხელისუფლებიდან პუტინის ჩამოშორება, ამიტომაც ცდილობენ, პუტინს აუმხედრონ თავისი მოქალაქეები, მოხდეს რევოლუცია, ხელისუფლებაში მოიყვანონ ამერიკული დოლარებით გამოკვებილი ე.წ. ლიბერალები და რუსეთი გახდეს ისეთი მონა, როგორიც იყო ელცინის პრეზიდენტობის დროს. ამერიკას არ სჭირდება ეროვნულად მოაზროვნე რუსული მთავრობა და ამიტომ ცდილობენ, ამ ქვეყნის ხელისუფლებაში (ისევე, როგორც უკრაინაში) მოიყვანონ მამათმავლები, პედოფილები და მოფაშისტო ელემენტები. დღეს რუსეთი იცავს თავის სუვერენიტეტს, ამერიკას კი მიაჩია, რომ ეს ქვეყანა ხელს უშლის მსოფლიოზე ბატონობაში.

_ ამას რა კავშირი აქვს ლარის კურსისი დაცემასთან?

_ ის, რომ ამერიკამ ხელოვნურად დასცა ნავთობის ფასი, რამაც სერიოზულად იმოქმედა რუსეთის ეკონომიკაზე, თუმცა ეს დიდხანს ვერ გასტანს, შეიძლება, გაგრძელდეს ერთ წელიწადს და საწვავის ფასი კვლავ აიწევს, თუმცა საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის მერყეობა ისეთ ქვეყნებზე, როგორიც არის საქართველო, უმძიმესად მოქმედებს. მყარდება დოლარი, ეცემა რუბლი და მასთან ერთად კისრისტეხით ქვევით მიდის სხვა ქვეყნების ვალუტაც. აშშმა მთელი მსოფლიო გადააყოლა რუსეთთან ბრძოლას.

_ უცხოური ინვესტიციების ნაკლებობა რისი ბრალია?

_  როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა მსოფლიოში, ინვესტორი არავითარ შემთხვევაში არ ჩადებს ფულს ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა საქართველო, სადაც მანამდეც ცოტა იყო ევროპული ინვესტიციები, თუმცა, რაც იყო, ისიც დაკარგა. არადა, საკმაოდ იყო ჩვენს ქვეყანაში ირანული და რუსული ინვესტიციები, მაგრამ ხელისუფლებამ ვერ გამოიყენა. ირანი ძლიერი სახელმწიფოა, რომელსაც განვითარებული აქვს მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, არმია, კულტურა, ხელოვნება და ა. შ. 80-მილიონიანი ირანი, ფაქტობრივად, არის სუვერენული, დამოუკიდებელი და ფეხებზე ჰკიდია, რას იტყვის ამერიკა. სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ამ ქვეყანამ საქართველოსთან უვიზო რეჟიმი დააწესა. სააკაშვილს ეყო ჭკუა და ირანთან უვიზო მიმოსვლა შემოიღო. ამან გამოიწვია ირანული ბიზნესის შემოსვლა საქართველოში. გაჩნდა პირდაპირი რეისები და ირანელი ტურისტების ნაკადი დაიძრა საქართველოსკენ. ირანელმა ბიზნესმენებმა ჩვენს ქვეყანაში დაიწყეს უძრავ-მოძრავი ქონების შესყიდვა, ფულის დაბანდება და ა. შ., მაგრამ, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდაქართული ოცნება”, ირანთან სავიზო რეჟიმი დააწესა. დღეს ირანელმა საქართველოში შემოსასვლელად ვიზა უნდა აიღოს, ქართველი კი კვლავ უვიზო რეჟიმით სარგებლობს. ირანელებმა მითხრეს, როდესაც საქართველოს საელჩოში მივდივართ, კარს არ გვიღებენ და, თუ გაგვიღეს, დედის გინებით გვერეკებიანო. ამითოცნებამირანელებს საქართველოში შემოსასვლელი გზა მოუჭრა.

_ რა არის ამის მიზეზი?

_ ის, რომ ამერიკელებმა უბრძანეს, ასე მოქეცითო და ამ სულელმა მთავრობამაც უსიტყვოდ შეასრულა მათი ბრძანება. ამით საქართველომ დაკარგა ირანელების მიერ შემოსატანი ფული, აგრეთვე, 50 ათასზე მეტი ტურისტი. საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ირანის ოფიციალურმა მხარემ წარუდგინა პროექტები, როგორიცაა გაზსადენისა და ნავთობსადენის მშენებლობა საქრთველოში, რომელთა განხორციელებასაც თავისი თანხით აპირებდა, ჩვენი ქვეყანა კი დიდ შემოსავალს მიიღებდა და უამრავი ადამიანი დასაქმდებოდა. ირანს, აგრეთვე, სურდა საქართველოს სოფლის მეურნეობაში ფულის დაბანდება, ლაპარაკია 5-6 მილიარდ დოლარზე; მტკვრის წყლის შესყიდვა და მილებით ტრანსპორტირება; ზაფხულში საქართველოდან ელექტროენერგიის შესყიდვა-გატანა და ზამთარში პირიქით _ ირანიდან საქართველოში ექსპორტირება. ამაზე ჩვენი ტილიანი ქვეყანა უარს რომ იტყვის იმიტომ, რომ ასე სურს ამერიკას და თედო ჯაფარიძეს გაგზავნის ირანში იმის ასახსნელად, სავიზო რეჟიმის შემოღება ჩვენი კი არა, ევროკავშირის სურვილი იყოო, დეგენერატიზმია და მეტი არაფერი.

_ ამ ყველაფერზე რომ დათანხმებოდა ირანს ჩვენი ხელისუფლება, ამერიკა რას მოიმოქმედებდა?

_ ვერაფერსაც ვერ იზამდა, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებს ხომ ამერიკაში ჰყავთ ოჯახები, იქ ასწავლიან შვილებს, იქ არიან დილიდან საღამომდე და ამ გაამერიკელებულ ქართველებს ფეხებზე არ ჰკიდიათ მთელი საქართველო?! ანალოგიური ვითარება შექმნეს ერაყთანაც წულუკიანის მიერ შემუშავებული სავიზო რეჟიმით. ამ ყველაფრით ხახამშრალი ირანელები და ერაყელები კი არა, ჩვენ დავრჩით, რადგან გვყავს უმეცარი ხელისუფლება, რომელსაც ქართველი ხალხი ცალ ფეხზე ჰკიდია. ეს დებილები ვერ ხვდებიან, რომ საქართველო ენვერ ხოჯას ალბანეთს დაამსგავსეს.

_ ბევრ ქართველს ჰქონდა პრეტენზია, ჩვენს ქვეყანაში ბევრი ერაყელი და ირანელი შემოვიდა და დასახლდაო

_ ეს არის გლობალიზაციის თანმდევი პროცესი და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვით ამ საკითხს ვერ მოვაგვარებთ. ამ შემთხვევაში გონივრული მოქმედება იყო საჭირო.  ჩვენს ქვეყანაში მათი შემოსვლა ჩვენთვისვე უნდა ყოფილიყო მომგებიანი, მაგრამ ამას ჩვენთან ვერ ხვდებიან, რადგან პოლიტიკოსებით დაწყებული, ექსპერტებით დამთავრებული, ყველა გონებაშეზღუდულია. როდესაც ქვეყანაში არ გაქვს საწარმო, ქარხანა და ეკონომიკა მკვდარია, სწორედ ამ ხალხის ჩამოსვლას ჰქონდა დიდი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველომ კი ამერიკის საამებლად თავი გაჰყო ყულფში და, დღეს თუ არა, ხვალ სული ამოგვხდება. ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომ გონებრივად სუსტი ხელისუფლება გვყავს. რა უნდა ველაპარაკოთ, როდესაც თავიანთი უმეცრებით თვითონვე ახდენენ ინფლაციას ქვეყანაში. როდესაც ადამიანს პენსია 150 ლარი აქვს, სახელმწიფო მოხელეს კი 20-ჯერ მეტი ხელფასი, პლუს სახელფასო დანამატი და პრემია, ეს უკვე ინფლაციაა. მთლიანად შესაცვლელია პოლიტიკური სპექტრი _ როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა; ბურჯანაძესა და ნათელაშვილსაც კი უნდა აეკრძალოთ ენის ტლიკინი და ახალი ხალხი უნდა მოვიდეს პოლიტიკაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა განწირულია დასაქცევად. ვნახოთ, რა დემოგრაფიულ მონაცემებს გამოაქვეყნებენ. გავრცელდა ინფორმაცია, 4 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს საქართველოშიო, რაც აბსურდია. ამდენი ადამიანი სოციალისტური წყობის პერიოდში ცხოვრობდა, მას შემდეგ კი მილიონ-ნახევარი გავიდა საზღვარგარეთ და, ალბათ, საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება. რეალურად საქართველოს მოსახლეობა 3 მილიონი თუ იქნება, მათგან მილიონი სომეხი და აზერბაიჯანელია და 2 მილიონი ქართველი ვართ მხოლოდ!..

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

1 COMMENT

  1. ბატონო ჰამლეტ თქვენ გაიხარეთ რასწორად მსჯელობთ, ამის დანახვა არავისარუნდა რასაც თქვენ ბრძნულად ამბობთ, ამერიკა გვღუპავს გვაკარგინებს ტრადიციებს , აგვარებს ადამიანებს ,რით ჯობია ესენი რუსეთს? გადავხედოთ 25 წლის უკანდელ საქართველოს რუკას და დღევანდელს რომელიც დღითი დღე მცირდება, დღეს ჩვენ დამოუკიდებელი ვართ? ფეხებზე ჰკიდიათ ჩვენი ქვეყანა, პატრიოტიზმი ხომ მთლიანად ჩაკვდა, ვისთვისუნდა იბრცოლო დღეს ხელისუფლებამ რომ კარგად ივხოვროს? თუ ქვეყნუის ძლიერებისათვის ეეეეეხ !!!

  2. სამაგიეროდ საქართველომ ხომ გადაარჩინა 160 ლარიანი მრეწველები…………

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here