Home რუბრიკები საზოგადოება სააკაშვილის სინდრომი

სააკაშვილის სინდრომი

547

ხალხს ე. წ. პრეზიდენტი სააკაშვილი და მისი “ნაცმოძრაობა” ჭირის დღესავით სძულდა და სძულს. ამ სიძულვილმა გააერთიანა ადამიანები 2012-ში და, ბიძინა ივანიშვილის მოწოდებით, რომლებმაც გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს საძულველ მმართველ ბანდას, ანუ “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” 1 ოქტომბრის არჩევნებში. უცხოელი პატრონების თავგამოდება რომ არა, საქართველოს პარლამენტში ერთ საცოდავ ფრაქციასაც ვერ შექმნიდნენ “ნაცები”, მაგრამ…


ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში გამარჯვებისთანავე ისეთი რამ განაცხადა, წესით და რიგით, ძალიან უნდა გავჯავრებულიყავით. რა თქვა ასეთი? რა და _ “ნაცებს” ისე კი არ მოვექცევით, როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, ჩვენ რომ გვეკადრებაო. არ გავჯავრდით იმიტომ, რომ, ჯერ ერთი, გამარჯვების ეიფორიაში ვიყავით და მერე ისიც გაგვახსენდა, რომ “გმირთა წესია ლმობიერება, წყრომა გულისა ქართველს დაუცხრა”. აი, ეიფორიამ რომ გაიარა, მერე გავაცნობიერეთ იმჟამინდელი პრემიერმინისტრის ნათქვამის შინაარსი და მივხვდით, რომ, თუ ყველას ისე არ მოექეცი, როგორც იმსახურებს, ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრებაზე ლაპარაკი ფუჭი ლაყბობაა მხოლოდ.

ისე მოვექცევით, როგორც ჩვენ გვეკადრებაო! ჩვენ რა, ის გვეკადრება, ხაზინის ქურდები და ხალხის მწამებლები, მამულის გამყიდველები და წინაპართა ხსოვნის წამბილწველები მორჭმით დავსვათ ხალხის რჩეულთა სკამებზე და მათი ბრიყვული სიბრძნე ვისმინოთ ტელეეკრანებიდან?

სწორედ ამაზეა ნათქვამი, ვირს პიტნა ეჯავრებოდა და ცხვირში ტენიდნენო!

მერე და მერე უარესებიც მოვისმინეთ მათგან, ვინც ჩვენივე ძალისხმევით დავისვით წინამძღოლებად. ჩვენი ამოცანა “ნაციონალური მოძრაობის” გადარჩენააო, _ მოგვახალა ჩვენ მიერ გადიდკაცებულმა ერთმა პატარა კაცმა. ეგ ჩვენი ამოცანა არ ყოფილა და, თუ თქვენი ამოცანა იყო, რატომ ადრე არ გვითხარი, შე ერთპროცენტიანი რეიტინგის მქონე პარტიის წარმომადგენელო, _ ვიყვირეთ ჩვენ, მაგრამ რაღა დროს?! ამ გააზნაურებულ მდაბიოს, ახლა კუდი ყავარზე კი არა, ოკეანის გაღმა  რომ აქვს გადებული, რას უზამ? ხახვი ბევრიც რომ გქონდეს და ალესილი დანაც გედოს ჯიბეში, მის ყურებამდე არავინ მიგიშვებს.

მერე ჩვენში ისეთი და იმდენი სამწუხარო რამ მოხდა და კიდევ უფრო ბევრი, სამწუხაროდ, არ მოხდა, რომ ეჭვი შეგვეპარა, _ არჩევნებში “ნაცებმა” ხომ არ გაიმარჯვეს და ჩვენ კი ჩვენი თავი გვგონია გამარჯვებულიო. “ნაცებს” ხომ კარგად ეხერხებათ დამარცხების გამარჯვებად წარმოჩენა?! თუ ქართულ ტელევიზიებს უყურებთ, ადვილად დარწმუნდები ამაში: იგივე რიტორიკა, იგივე გეზი, იგივე ნაცარი, რომელიც თავზე აქვს წაყრილი ჩვენს ხელისუფლებას და არც ჩვენი თვალებისთვის იშურებს.

ერთხელ ყოფილმა ე. წ. პრეზიდენტმა ნიშნისმოგებით განაცხადა: მე ქართულ პრესას არ ვკითხულობო. ეს რომ ნორმალური ქვეყნის პრეზიდენტს ეთქვა, მას მაშინვე არანორმალურად გამოაცხადებდნენ და იქით გაისტუმრებდნენ, საითაც არანორმალურებს უშვებენ ხოლმე. ჩვენსას კი შერჩა. შერჩა კი არა, მგონი, სააკაშვილის სინდრომის სახით დამკვიდრდა ჩვენს პოლიტიკაში. აი, სწორედ ახლა ასრულდა ერთი ძველი, ნიშნისმოგებით ნათქვამი: “წერე და იკითხე!” აბა, მაშინ, როცა ეს ითქვა, სრულიად საპირისპირო მდგომარეობა იყო. გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიებს გულდასმით კითხულობდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი და რეაგირების გარეშე არაფერს ტოვებდნენ. სწორედ მაშინ იყო პრესა მეოთხე ხელისუფლება. ახლა კი აღარც მეოთხეა და აღარც _ ოცდამეოთხე. რაც გინდა, წერე, ვის გასაგონადაც წერ, ის, მგონი, სააკაშვილის ანდერძის ერთგულია _ პრესას არ კითხულობს! შენ კი იფხანე გული და იყავი!

თუ ასე არ არის, რომ დაუჩემებია ამ ხელისუფლების  წარმომადგენლებს, ევროატლანტიკური არჩევანი ჩვენი ხალხის არჩევანიაო, გაზეთებს არ კითხულობენ? ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მათი ლაქია გრანტიჭამიაპოლიტოლოგებისგარდა, ვინ უჭერს მხარს ამ ყბადაღებულ ევროატლანტიკურ ორიენტაციას?

 საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ ყველა გონიერი, მცოდნე და პატიოსანი ქართველი ნატოს სამხედრო ბლოკში გაერთიანების სურვილს ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველად მიიჩნევს და ისეთი არგუმენტები აქვს, მართლა მტერი ან ჭკუიდან გადამცდარი თუ არ ხარ, დაუჯერო უნდა. ესენი კი მაინც “ნატო-ნატოო” გაიძახიან და გინდა თუ არა, ევროპაა ჩვენი სახლიო. ჯერ ერთი, იმ სახლში, ევროკავშირი რომ ჰქვია, ვინ გიშვებს?! და თუ შეგიშვეს, რაც კი რამ ზნეობრივი გვაქვს, გარეთ უნდა დავტოვოთ. ვის უნდა იმსახლშიშესვლა, სადაც ზარზეიმით ხვდებიან კაცზე კაცის დაქორწინებას, სადაც დაძმასა და დედაშვილს შორის სქესობრივი კავშირი (ღმერთო დაგვიფარე!) ნორმალურად ითვლება?!

_ ვის და გონებრივად, ფიზიკურად და სულიერად ცვედანს! რა უფლება აქვთ ამ ცვედნებს ხალხის სახელით ელაპარაკონ კაცობრიობას?! პიროვნების თავისუფლების პრინციპის შესაბამისად, უფლება უნდა მივცეთ მათ, დაირაზმონ, თანაც ოცლარიან ჰონორარს დახარბებულებიც გაიყოლონ, ტაშის დამკვრელებად რომ მივიდნენ 15 ნოემბრის მიტინგზე; წავიდნენ იმ ევროპაში, რომლის მზის ჩასვენება ასი წლის წინათ იწინასწარმეტყველა დიდმა გერმანელმა მოაზროვნემ ოსვალდ შპერგლერმა. ახლა იქ კუნაპეტი ზნეობრივი ღამეა უკვე!

ევროპელ პოლიტიკოსებს რომ ვუსმენ, სულ უფრო ვრწმუნდები, რომ ევროპა, უბრალოდ, ბებერი კი არ არის, როგორც მას თვითონ .. დასავლელები უწოდებენ, არამედ სკლეროზიანი ბებერია, რომელიც უკვე თავის შვილებსა და შვილიშვილებსაც ვეღარ ცნობს. აბა, რა იყო, ბალტიისპირეთის ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაური ქალის ამასწინანდელი ისტერიკული შეკივლება, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოაო?! ჯერ ერთი, რაც იმ ქალის სახელმწიფოა, რუსეთს იმაზე დიდი რამდენიმე პროვინციული ქალაქი აქვს და, მეორე: იმ ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად რუსეთზეა ჩამოკიდებული. იმ ქალს, დავიჯერო, საერთოდ, ახსოვს კი თავისი ხალხი? მას თავში ერთადერთი აზრი აქვს ლურსმანივით ჩაჭედილი: თავი მოაწონოს დასავლეთის იმ ლიდერებს, ანტირუსული განწყობებით რომ გამოირჩევიან. ამ “ტერორისტ” ქვეყანას მოთმინებამ რომ უმტყუნოს და გაჯავრებულმა ერთი ჩაახველოს, ფეხზე დგომას თუ შეძლებს ის ქალი თავისი ქვეყნიანად?

ჩანს, სააკაშვილის სინდრომი მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის. იქნებ ევროპას ჩვენგან გადაედო ეს მებრძოლი უვიცობა?!

ნაცებისხელისუფლება ქვეყნის პატრიოტებსა და უშიშარ მებრძოლებს რომ ვერ იტანდა, ვიცით ყველამ, მაგრამ ახალი ხელისუფლების უპრინციპობის გამო, კოაბიტაციას თავშეფარებულინაცებიისევ ძველებურად რომ ჭრიან და კერავენ, როგორ შევეგუოთ ამას? იკოაბიტაციეთ მიშისტებთან, ჩაეხუტეთ და ლოგინშიც ჩაიწვინეთ, თუ გინდათ, მაგრამ კანონსა და სამართალს ისევ მათ ხელში ტოვებთ?

ახლახან ზუგდიდის სასამართლომ თორმეტი წელი მიუსაჯა კაცს, რომელიც კოდორის ხეობას იცავდა ვაჟკაცურად _ ემზარ კვიციანს! მერედა, არ იკითხავთ, რა ბრალი წაუყენეს? სახელმწიფო გადატრიალებას გეგმავდაო! საქართველოს მტრების, უცხოტომელთა ყურმოჭრილი მონების ხელისუფლების დამხობა სდომია კაცს და, ეს რომ ხალხის ხელისუფლება იყოს, გული იმაზე უნდა წყდებოდეს, ჩანაფიქრი რომ ვერ განახორციელა. კარგი, დავუშვათ, ზუგდიდელი მოსამართლე პირწავარდნილი “ნაცია”, მაგრამ საქართველოში ისევ მიშა ხომ არ არის გამგებელი?! ვიღაც ზუგდიდელ მოსამართლეს როგორ ჩაუგდეს ხელში ეროვნული გმირი?

არა! ამ ოხერი სააკაშვილის აჩრდილი ისევ დაძრწის საქართველოში და თავის ბნელ საქმეებს განაგრძობს.

რაც შეეხება ემზარ კვიციანს, კაცი მის მიერვე შექმნილი სახალხო ლაშქრით საქართველოს ერთერთ სასაზღვრო ბურჯს რომ დაიცავს თავისი მოსახლეობიანად და ცხვირს არ შემოაყოფინებს იმ მტერს, რომელმაც დანარჩენ საქართველოს კუდით ქვა ასროლინა, ეროვნული გმირია, აბა, რა არის?

მაგრამ მიშას სინდრომით დაავადებულ ადამიანებს ამას როგორ შეასმენ. ისინი ხომ მათი შეგირდები არიან, ვისთვისაც სამშობლო საარქივო ექსპონატია, პატრიოტიზმი კი _ ატავიზმი.

ერთმა გადიდკაცებულმა მდაბიომ ხომ თქვა ამას წინათ, მე ჩემს შვილს იმას კი არ ვასწავლი, სამშობლოს შესწიროს თავი, არამედ თავისუფალ პიროვნებად ვზრდი და, თუ სურს, ვისაც უნდა იმას შესწიროს თავიო. ეს რომ მოვისმინე (თუ წავიკითხე), გავიფიქრე, ერთი ჩათლახი ყველგან გამოერევა-მეთქი, მაგრამ ვცდებოდი _ თურმე საკმაოდ ყოფილან ამ გადიდკაცებული მდაბიოს მსგავსნი. ამას წინათ “ნაცების” ერთ-ერთ ტელევიზიაში ამ ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი “დაჩაგრული” ჩიოდა: მთავრობა არ მეხმარება, უყურადღებოდ მიმატოვეს; არადა, ჩემი შვილი და რძალი გმირულად იბრძოდნენ 2008 წლის ომში რუსეთის წინააღმდეგო. ახლა სად არიანო? _ ჰკითხა წამყვანმა. ახლა საფრანგეთის ლეგიონში მსახურობენო. საფრანგეთის ლეგიონი კი არის სამხედრო შენაერთი, რომელშიც უცხოელი დაქირავებულები მსახურობენ, რომელთათვისაც სულერთია, ვის წინააღმდეგ იომებენ _ ალჟირელებისა თუ ვიეტნამელების, ესპანელებისა თუ ფინელების. ა, ბატონო, ამ კაცს იმ მაღალჩინოსანზე ადრე გაუზრდია თავისი შვილი (და რძალი!) მიშა კოსმოპოლიტის ჭკუაზე.

საკითხავი ის არის, _ ჩვენ რა გვეშველება, როცა ქვეყნისთვის თავდადებულ კაცს, უშიშარ მებრძოლს პატიმრობას უსჯიან; ის კი, ვინც კაბინეტში მოყუჩებული ტელეეკრანიდან “ვაჟკაცურად” გვემუქრებოდა და გვაგინებდა, საკანონმდებლო ორგანოში ზის და მოურიდებლად დაგვცინის ქართველ ხალხს.

დავფიქრდეთ, მართლა ამ მახინჯების დასაცინი ვართ თუ არა! თუ ვართ, მაშინ ნუღარც პრეტენზია გვექნება რამეზე…

ზურაბ ცუცქირიძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here