Home რუბრიკები პოლიტიკა ევთანაზია _ სიკვდილის უფლება ნეოლიბერალიზმის არგუმენტებით გამართლებული

ევთანაზია _ სიკვდილის უფლება ნეოლიბერალიზმის არგუმენტებით გამართლებული

1986

“არა კაც-ჰკლა”, (გამ. 20,13) _ ღაღადებს ძველი აღთქმა. ჭეშმარიტებათა ერთიან სისტემაში გამოკვეთილი ეს მცნება ადამიანის სიცოცხლის ხელუხლებლობის შესახებ აბოლებულ სინის მთაზე ცეცხლის ალში გამოცხადებულმა ღმერთმა აუწყა ხალხს.


და იტყოდა უფალი ყოველთა ამათ სიტყუათა, მეტყველიმცნებათა თვისთა

არა კაცჰკლა”.

და ყოველი ერი ხედვიდა ხმასა და ლამპართა და ხმასა საყვირისასა და მთაი კუმოლვარე იყო, ხოლო შეშინებულნი ყოველნი ერნი დგეს შორს” (გამ. 20, 18).

თანამედროვე ქართულით გადმოღებულია ასე:

ხედავდა მთელი ერი ჭექაქუხილს, ცეცხლის ალს, საყვირის ხმას და აკვამლებულ მთას; დაინახა ხალხმა, შიშით უკუიქცა და მოშორებით დადგა” (გამ. 20, 18).

როგორ დაშორებულან ღმერთის ამ მცნების უგულებელმყოფელნი ნეოლიბერალურ ღირებულებათა ადეპტები, რომლებიც ბრმათა ჯოხის კაკუნს მიჰყვებიან კაცთმოძულეობის გზაზე დამდგარნი.

ნეოლიბერალიზმი _ ნეოფაშიზმში გადაზრდილი.

მხოლოდ ასე თუ შეაფასებ იმას, რაც  ლიტვის ჯანდაცვის მინისტრმა, ქალბატონმა რიმანტე შალაშიავიაჩიუტემ განაცხადა ევთანაზიის ლეგალიზაციაზე:

“ევთანაზია სწორი არჩევანი შეიძლება იყოს ღარიბი ადამიანებისთვის, რომელთაც სიღარიბის გამო ხელი არ მიუწვდებათ სამედიცინო დახმარებაზე. ლიტვა არ არის სოციალისტური სახელმწიფო, რომელშიც პალიატიური დახმარება შეიძლება ყველამ მიიღოს. ამიტომ ევთანაზია შეიძლება გამოსავალი იყოს ადამიანებისთვის, რომლებსაც არ სურთ, საკუთარი ტანჯვის ყურებით შეაწუხონ ნათესავები”.

ამ კაცთმოძულე დებულებაზე ცოტა ქვემოთ ვისაუბროთ, ახლა კი გავიხსენოთ:

ევთანაზია არის უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანის სიცოცხლის ხელოვნურად შეწყვეტის პრაქტიკა.

ევთანაზია _ მოკვდინების, სიცოცხლის წართმევის უფლება. რაც მართლმადიდებლობისთვის კატეგორიულად მიუღებელია, რადგან მხოლოდ ღვთის ნებაა, განსაზღვროს ადამიანის გარდაცვალების მომენტი.

ღმერთი განაგებს ადამიანის სიკვდილ-სიცოცხლეს.

ამავე პოზიციაზე დგას მსოფლიოს ყველა ტრადიციული რელიგია.

მაჰმადიან მოღვაწეთა უმრავლესობას ევთანაზიის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. მაჰმადიანური რწმენის ქვეყნებში იგი ერთმნიშვნელოვნად არის  აკრძალული. “მხოლოდ ღმერთი აძლევს ადამიანს სიცოცხლეს და მხოლოდ მას აქვს უფლება მისი წართმევის!” _ აღნიშნულია ისლამურ პორტალებზე.

იუდეველები კატეგორიულად უარყოფენ ევთანაზიას. ისინი მიიჩნევენ, რომ ადამიანის სხეული ადამიანს არ ეკუთვნის: იგი ადამიანს დროებით სარგებლობაში მიეცემა, რადგან ეკუთვნის ღმერთს. “ღმერთის რწმენით, ღმერთის იმედით ადამიანმა სრულად უნდა განვლოს სიცოცხლის ის გზა, რომელიც უფალმა მას დაუწესა”.

ადამიანის სიცოცხლის ხელოვნურად შეწყვეტისადმი ნეგატიურად არიან განწყობილი ბუდისტებიც: “ნებისმიერი სიცოცხლე ძვირფასია, ამით ყველაფერია ნათქვამი. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ზნეობრივი და სულიერი საწყისთაგანი”.

ონკოლოგების საერთო პოზიცია ამ პრობლემის მიმართ ასეთია: მიზანშეწონილი არ არის, დაკანონდეს ევთანაზია მრავალი მიზეზის გამო.

ჯერ ერთი, პრაქტიკოს ექიმებს აღარ ექნებათ სტიმული ამ მოურჩენელი სენის დაძლევის ახალი გზებისა და საშუალებების ძიებისა და დანერგვის, ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად სამეცნიერო კვლევებისა და ექსპერიმენტების ჩასატარებლად;

მეორე _ იშვიათი არ არის შემთხვევა, როცა, ექიმთა არაკეთილსაიმედო პროგნოზის მიუხედავად, უპერსპექტივო ავადმყოფი გამოჯანმრთელებას იწყებს;

მესამე _ სიცოცხლე ადამიანს ღმერთისგან და ბუნებისგან აქვს მინიჭებული და არავის, ექიმსაც კი, აქვს უფლება, წაართვას იგი ადამიანს.

ონკოლოგებისა და ფსიქიატრების საერთო აზრით, ონკოლოგიური ავადმყოფები სულაც არ მიეკუთვნებიან უმძიმეს ავადმყოფთა ყველაზე უფრო სუიციდსაშიშ ჯგუფს. ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით, ონკოლოგიური პაციენტის თვითმკვლელობისკენ მიდრეკილების რისკი დაახლოებით სამჯერ მეტია, ვიდრე ავადმყოფთა საერთო პოპულაციაში, ხოლო თირკმელების უკმარისობით დაავადებული ავადმყოფის, რომელიც ჰემოდიალიზზე იმყოფება, სუიციდის რისკი 80-ჯერ მეტია. ეს მონაცემები მოყვანილია ალექსანდრე სავერსკის პუბლიკაციაში “პაციენტის უფლებების დაცვა ქაღალდზე და ცხოვრებაში”.

პრობლემაზე მომუშავე მედიკოსების აზრით, მაღალხარისხიანი მოვლისა და მკურნალობის პირობებში ონკოლოგიურ პაციენტებს მეოთხე კლინიკურ სტადიაზეც კი შეუძლიათ, ღირსეულად იცოცხლონ ბოლომდე.

ამ ფონზე ლიტვის ჯანდაცვის ქალბატონი მინისტრის განცხადება კაცთმოძულეობის ნიმუშად აღიქმება. “ევთანაზია კარგი არჩევანია ღარიბი ადამიანებისთვის, რომლებსაც ხელმოკლეობის გამო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება არ აქვთ”.

ღარიბი ავადმყოფები უნდა ამოწყდნენოდა გაიხსენეთ  “საქართველო სიღარიბის გარეშე!” _ “ნაცმოძრაობისწინასაარჩევნო ლოზუნგი, რომელიც სხვა არაფერს  ნიშნავდა, თუ არა ღარიბების ფიზიკური მოსპობის გზით სიარულს _ ასე აპირებდა ყოფილი ხელისუფლებაოქროს მილიარდისკვალზე საქართველოს მოსახლეობის ამოწყვეტას.

ჩანს, ლიტვაშიც იგივე აქცენტია, იქაც სოციალური თემატიკის მოშველიებით _ ორიენტაციააღრეული დემაგოგიით გამართლებული პოზიციით. ახალმოდურად გაიკეკლუცა საქვეყნო ზრუნვით დამძიმებულმა ქალბატონმა ტელეკამერების წინ, რომ ლიტვა არ არის სოციალური სახელმწიფო, სადაც პალიატიური დახმარება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც სჭირდება. მაშასადამე, ევთანაზია არის გამოსავალი მათთვის, ვისაც არ სურს თავისი გაჭირვებული ახლობლები საკუთარი უმწეობით შეაწუხოს.

შეგზარავს ასეთი “სახელმწიფოებრივი” ზრუნვა.

გგონიათ, რომ ამით დაკმაყოფილდა ეს აფრებაშვებული ქალბატონი?

არა და არა!

ლიტველების ჯანდაცვის ახალი პრიორიტეტების დადგენა მან (ამ ლუციფერმა კაბაში) “პედიატრიული ევთანაზიით” განაგრძო.

ბავშვები დავხოცოთო, რომლებიც თანდაყოლილი დაავადებებით დაიბადნენ(!).

არგუმენტი არ გაინტერესებთ?

ყოველმხრივ კეთილმოწყობილ გარემოში მცხოვრებ ბელგიელ ბავშვებს უკვე აქვთ ამგვარი უფლება და რატომ უნდა ჩამორჩნენ ამ უფლების მოპოვებაში ლიტველი პატარები ევროპელ თანატოლებსო!

ჩვენც აქეთ ხომ არ ვისწრაფვით? რიტორიკული არ უნდა იყოს ეს შეკითხვა, რადგან ლიტვის მთავრობის წევრის ასეთი პოზიცია ერთი ჭკუანაღრძობი ქალბატონის კერძო მოსაზრება კი არა, მსოფლიო პოლიტიკის შემაძრწუნებელი ტენდენციის აშკარად გამოვლენილი ფაქტია. მომასწავებელი უმეტესი უბედურების, უფლის მცნებათა წარყვნით რომ ემუქრება კაცობრიობას.

“ბოლავდა მთელი სინას მთა, რადგან უფალი იყო მასზე ჩამოსული ცეცხლის ალში; როგორც ქურას, ისე ასდიოდა კვამლი და ძლიერად ირყეოდა მთა” (გამ. 19, 18).

“არა კაც-ჰკლა” (გამ. 20, 13).

ნიდერლანდების მეფე ვილემ-ალექსანდრმა, ყველაზე ახალგაზრდა ევროპელმა მონარქმა, სოციალური სახელმწიფოს ეპოქის დამთავრება ამცნო სამყაროს. შენ ხომ კარგად ბრძანდები, მეფევ ბატონო, და დაიკიდე ფეხებზე ქვეყანაც და ხალხიც!

“ადამიანებმა, _ თქვან მან, _ საკუთარ მომავალზე პასუხისმგებლობა თავადვე უნდა იკისრონ, მათ შორის, სოციალური და ფინანსური უსაფრთხოებაც, ხელისუფლების უმნიშვნელო მონაწილეობით”.

ამ “უმნიშვნელოს” გამეტებისთვისაც მადლობა დიდი!

ცნობისთვის: სოციალური სახელმწიფო არის პოლიტიკური სისტემა, რომელიც მატერიალურ სიკეთეებს გადაანაწილებს სოციალური სამართლიანობის პრინციპის მიხედვით, რათა თითოეულმა მოქალაქემ ცხოვრების ღირსეულ დონეს მიაღწიოს სოციალური განსხვავებულობის შემცირებისა და გაჭირვებაში მყოფთა დახმარების გზით.

სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აღმოსავლეთ ევროპაში, ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანების მიუხედავად, არ მცირდება; უფრო _ პირიქით. ევროინტეგრაციამ ამ ქვეყნებში დეინდუსტრიალიზაცია და ეროვნული ეკონომიკების ფაქტობრივი განადგურება გამოიწვია. “ათობით მილიონი ადამიანი გაღატაკდა და ევროპელთა პატრონები მათი მომსახურე ადგილობრივი პერსონალის პირით ოფიციალურად სთავაზობენ _ ამოწყდით!” ამას წერენ საქმეში ჩახედული მიმომხილველები, რომლებიც სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, შეძრწუნებულნი არიან ევროპელთა, უწინარესად კი, თანამედროვე ევროელიტის მიერ ადამიანურობის დაკარგვის შემზარავი მაგალითებით. სოციალური, მით უფრო, პედიატრიული ევთანაზია (ანუ ბავშვების თვითმკვლელობის წახალისება) ჰიტლერსაც კი არ მოსვლია აზრად; ფაშისტურ გერმანიაში ევთანაზია გამოყენებული იყო მხოლოდ სულიერი ავადმყოფების მიმართ და ისიც მცირე მასშტაბით, 1943 წელს კი საერთოდ აკრძალეს” (Artinfo).

დღევანდელ ევროპაში კი 16-მა ბელგიელმა ექიმმა-პედიატრმა პარლამენტარებს მიმართა წინადადებით, მხარი დაეჭირათ არასრულწლოვანთა ევთანაზიის კანონის მიღებისთვის: “ბავშვებს არ უნდა დავუკარგოთ ეს უკანასკნელი შესაძლებლობა”, _ აღნიშნავდნენ მედიკოსები. მათი მტკიცებით, არასრულწლოვანებს, სიკვდილს თვალში რომ ჩახედავენ, შეუძლიათ, მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება(!).

ასე ფიქრობენ ევროპელი “წინწაწეული” ექიმები.

“რა ექიმი დასნეულდეს”…

შარშან ბელგიაში ევთანაზიის გამოყენებით სიცოცხლე შეუწყვიტეს 1432 ადამიანს, რაც ქვეყანაში სიკვდილიანობის 2 პროცენტს შეადგენს (Russia Today).

ევთანაზია ოფიციალურად ნებადართულია ოთხ ევროპულ ქვეყანაში: ნიდერლანდების სამეფოში, შვეიცარიაში, ბელგიასა და ლუქსემბურგში.

პედიატრიული ევთანაზია დანერგილია ბელგიასა და ნიდერლანდებში.

ჰოლანდიაში “ევთანაზიური სიკვდილის” უფლება აქვთ 12 წელზე უფროს ბავშვებს…

ბენილუქსის ქვეყნებისგან და შვეიცარიისგან განსხვავებით, ინგლისსა და უელსში თვითმკვლელობაში ხელის შემწყობს ემუქრება თავისუფლების აღკვეთა 14 წლით და არავითარ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მსგავსი იქნება ბელგიელი ექიმების “პროგრესული” წინადადების, იქ არ განიხილავენ.

ევთანაზია აშშის მხოლოდ სამ შტატშია კანონით დაშვებული (ორეგონი, ვაშინგტონი, მონტანა), თანაც მკაცრადაა რეგლამენტირებული. სხვა შტატებში, მადლობა ღმერთს, ჯერჯერობით უმძიმეს დანაშაულად ითვლება. თუმცა ისიც სათქმელია, რომ იქაურიუფლებადამცველებიაქტიურად ლობირებენ ევთანაზიის ლეგალიზაციას. ამ მოძრაობის სათავე გასული საუკუნის 30-იან წლებში უნდა ვეძებოთ, როცა ამერიკაში არსებობდა და მოქმედებდა საზოგადოებაევთანაზია”, რომელიც მიზნად ისახავდადეფექტიანებისმოკვდინების ლეგალიზებას. 1938-1939 წლებში იგივე ხდებოდა ფაშისტურ გერმანიაში, სადაც დამუშავებული ჰქონდათ და განახორციელებდნენევთანაზიის პროგრამას” “არასრულყოფილიპირების მიმართ.

აი, ავსტრალიაში ევთანაზიის პროპაგანდაც კი  სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

ჯერ არ შეშლილა ბოლომდე მსოფლიო…

თუმცა ლიბერალური იდეოლოგები სწორედ აქეთკენ გვიბიძგებენ. ისინი  ცდილობენ, დაამტკიცონ, რომ ქმედებას, რომელიც პაციენტის თხოვნითა და ნებართვით მის სიკვდილს იწვევს, არ შეიძლება, ეწოდოს მკვლელობა. მაგრამ ევთანაზია, რაგინდ კეთილშობილურობის ნიღბით იყოს დაფარული, არის ერთდროულად მკვლელობისა და თვითმკვლელობის სახეშეცვლილი ფორმა. მოკვდინება, როგორც “სწორი მკურნალობის” საშუალება, რომელიც მიმართულია ავადმყოფისთვის აუტანელი ტკივილის მოსაცილებლად, ძირშივე მცდარია, რადგან ნებისმიერი მეთოდი, რომელიც სიკვდილს იწვევს, მიუღებელია.

ნეოლიბერალური პოზიცია, თითქოს ევთანაზია ადამიანის ფუნდამენტური უფლებებიდანაა ამოზრდილი, მხოლოდ მოჩენებითი ჰუმანურობის პროპაგანდისტულიხალტურაა”.

ევთანაზია ხელშეწყობილი მკვლელობაა.

დასასრულ, “საქართველო და მსოფლიოსმკითხველებს შევთავაზებ ვრცელ ამონარიდს დიმიტრი გოლოლობოვის პუბლიკაციიდანრამდენი ფაშიზმია ბავშვთა ევთანაზიის ლეგალიზაციაში”. ბოლოთქმის ნაცვლად მიიღონ ეს ციტირება ჩვენმა მკითხველებმა.

* * *

ცივილიზებულ სახელმწიფოს არ შეუძლია ბავშვების მოკვდინება? სერიოზულად ასე ფიქრობთ? ათიოდ წლის წინათ ბრიტანეთის სააპელაციო სასამართლოში განიხილავდნენ სიამის ტყუპის _ ჯოდისა და მერის განცალკევების საქმეს. ოპერაციის შედეგად ჯოდი, 94 პროცენტის ალბათობით, გადარჩებოდა, მერი _ უეჭველად მოკვდებოდა. იმ შემთხვევაში, თუ ტყუპს დატოვებდნენ ისე, როგორც დაიბადნენ, ჯოდიცა და მერიც ექვს თვეში დაიღუპებოდნენ.

სასამართლო ატრიალებდა იურიდიულ დოქტრინებს _ აუცილებელი თავდაცვიდან დაწყებული ევთანაზიის დასაბუთებით დამთავრებული და, საბოლოო ჯამში, ოპერაციის ნება დართო.

რა შეიძლება ეწოდოს ამ ვერდიქტს, თუ არა სასამართლოს მიერ ნებადართული მკვლელობა? ბავშვი მაინც მოკვდებოდა? დიახ, მოკვდებოდა, მაგრამ  თუ ამ პრინციპს დავეთანხმებით, მაშინ თავისუფლად შეგვიძლია გამოვთიშოთ ასობით უიმედო ავადმყოფი ჰოსპისებში რომ წვანან (ჰოსპისები სამედიცინო დაწესებულებებია, სადაც მკურნალობენ დაავადების უკანასკნელ სტადიაზე მყოფ პაციენტებს _ ა.ს.). თუ შეიძლება გამოვთიშოთ ის, ვინც 6 თვის შემდეგ მოკვდება, მაშინ რატომ არ შეიძლება გამოვთიშოთ სხვა, ვინც, მაგალითად, ერთი წლის შემდეგ გარდაიცვლება? არ არსებობს არავითარი სასამართლო დოქტრინა, რომელიც დაასაბუთებს რამენაირ შეზღუდვას ასეთ შემთხვევაში.

შეიძლება ადამიანის ხორცის ჭამა? არც ეს ყოფილა პრობლემა. თავის დროზე კანიბალიზმის პრობლემა ზღვაში ნებადართული იყო ბრიტანეთის სასამართლოს მიერ…

ადამიანების თანაცხოვრების კანონები, სპარტის შემდეგ განვლილი ათასწლეულების განმავლობაში, გარკვეულ შემთხვევაში, ნორმიდან ამოვარდნილი ადამიანების მკვლელობის ნებას იძლეოდა.

დღეს ადამიანის მოკვდინების აუცილებლობა უმეტესად შეფარული ფორმით არის წარმოდგენილი: ჯანმრთელობის დაცვის ბიუჯეტის გადანაწილებით, სამედიცინო დაზღვევის პროგრამების შეზღუდვით, საავადმყოფოების დახურვით, წამლების გაძვირებითა და მსგავსი სოციალურეკონომიკური პრობლემების მოშველიებით არგუმენტირებული.

ეს ყველაფერი თანამედროვე ცივილიზაციის აუცილებელი ელემენტებია და კაცობრიობა, რომელიც პრიორიტეტული გადაწყვეტილების წინაშე აღმოჩნდა, მონდომებით მალავს თავს მის მიერვე შექმნილ კულტუროლოგიურ და სამედიცინო ქვიშაში, _ წერენ სპეციალისტები.

ხოლო ის, რომ არალეგალური შემოსავლების დეკლარირებამ შეიძლება გადაარჩინოს ათასობით ბავშვი, რომლებიც საჭიროებენ სამედიცინო დახმარებას, არავის აწუხებს…

უცხოური პუბლიკაციების მიხედვით მოამზადა

არმაზ სანებლიძემ

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here