Home რუბრიკები საზოგადოება ვაჟა ხაჭაპურიძე: ხელისუფლებას არ სურს ტერიტორიული პრობლემის მოგვარება

ვაჟა ხაჭაპურიძე: ხელისუფლებას არ სურს ტერიტორიული პრობლემის მოგვარება

826

“ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის დაიდო, საქართველოს ხელისუფლების წარმატებული პოლიტიკის შედეგია. პროცესი დადებითია, ხელშეკრულების გაფორმებით ბევრი რამ დადებითისკენ შეიცვლება”, _ განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა 24 ნოემბერს აფხაზეთსა და რუსეთს შორის “მოკავშირეობისა და ინტეგრაციის” შესახებ  ხელშეკრულების დადების შემდეგ.


ორი წელია, ხელისუფლება შეიცვალა. რა გაკეთდა დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად? შეიცვალა თუ არა საკითხისადმი მიდგომა? არიან თუ არა ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკოსები კომპეტენტურები ტერიტორიების დაბრუნების საკითხებში? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე მცხეთამთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ვაჟა ხაჭაპურიძე გვესაუბრება.

_ აფხაზეთსა და რუსეთს შორისმოკავშირეობისა და ინტეგრაციისხელშეკრულება დაიდო, ახლა ოსეთსა და რუსეთს შორის გაფორმდება, ოღონდ, ოსური მხარე უფრო მრავლისმომცველ ხელშერულებას ითხოვს. რამ განაპირობა ამ ხელშეკრულების დადება? პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, ეს საქართველოს წარმატებული პოლიტიკის შედეგიაო

_ მსოფლიოს პოლიტიკა, ძირითადად, რუსულ-ამერიკულ ინტერესებს ემყარება. ვხედავთ, რომ რუსეთს შემუშავებული აქვს სტრატეგია და ახლა ტაქტიკურ ნაბიჯებს დგამს.

ამ ხნის განმავლობაში რუსეთი საქართველოსგან ელოდებოდა შესაბამის ნაბიჯებს, მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომის მცდელობას მაინც. აბაშიძე-კარასინის შეხვედრები არ მოიცავს კონფლიქტის მოგვარების საკითხებს, ამ შეხვედრების ფორმატი სულ სხვაა. კონფლიქტების მოსაგვარებლად ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია.

ყველამ უნდა იცოდეს რომ რუსეთი ამიერკავკასიიდან არ გავა!

მინისტრი, რომელსაც ამ საქმეების მართვა ევალება, ვგულისხმობ პაატა ზაქარეიშვილს, ვერაფერს გააკეთებს. ჯერ ის რას ნიშნავდა, სამინისტროს შერიგების თუ რაღაც უბედურება რომ დაარქვეს, ასე უნდათ საქმის კეთება? ზაქარეიშვილის უწყებამ ვერაფერი გააკეთა და ვერც გააკეთებდა, რადგან რუსებს ოკუპანტებს უწოდებს და ოსებს _ ჩამოთრეულებს, ასეთ ადამიანს ვინ დაელაპარაკება?

_ ზაქარეიშვილამდე კონფლიქტების მოგვარება თემურ იაკობაშვილისა და შოთა მალაშხიას ჰქონდათ დავალებული. იმხანად ყველა ფიქრობდა, რომ იაკობაშვილი და მალაშხია ყველაზე შეუფერებელი ადამიანები იყვნენ ამ საქმისთვის. როგორი მინისტრია პაატა ზაქარეიშვილი?

_ შოთა მალაშხიასა და თემურ იაკობაშვილზე საუბარიც არ ღირს… არც ზაქარეიშვილზე. ვინ ენდობა ადამიანს, რომელიც გამუდმებით ილანძღება და თავის პოზიციას ასე გამოხატავს?

_ გამოსავალს ხედავთ?

_ სასწრაფოდ უნდა შეიქმნას ჯგუფი იმ ადამიანებისგან, რომლებსაც რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობა და ნდობა აქვთ.

_ ვის აქვს ასეთი ნდობა?

_ მთავრობაში ასეთი ადამიანები არ არიან. ამას ვერ შეძლებს ზაქარეიშვილი. არ შეიძლება, ადამიანი გალანძღო და მერე მოლაპარაკება შესთავაზო, ლანძღვა ყველა ვარიანტში წამგებიანია.

ოსების ლანძღვა არ შეიძლება, ისინი მარტონი არ არიან. საქართველოში არსებობს ხალხი, რომლებმაც მათთან შეინარჩუნეს ურთიერთობა, ნუ გააკეთებენ ისე, რომ ყველა გზა მოიჭრას, თუკი კიდევ რამე დაგვრჩა.

_ მოგეწონათ პრემიერ ღარიბაშვილის მიმართვა აფხაზი და ოსი ხალხებისადმი?

_ ღარიბაშვილის საქციელი, იცით, რას ჰგავს? _ თავმოჭრილ მოზვერს თივას რომ უყრიან. რაღა დროს ეგეთი მიმართვაა? აქამდე სად იყო? აქამდე რატომ არ მისცა უწყებებს დავალება, რომ ამ საკითხის მოსაგვარებლად რამე გაეკეთებინათ?

პრობლემის მოგვარება მარტივად შეიძლება, თუ, რა თქმა უნდა, ამის ნება იქნება. საქმეში აუცილებლად უნდა ჩაერთონ ის ადამიანები, რომლებსაც მორალური უფლება აქვთ, აღნიშნულ საკითხში ჩაერიონ.

ოჯახი, რომ ოჯახია, ისიც კი გაგიდგება, თუ გულგრილად მოიქცევი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ აფხაზებსა და ოსებს ჩვენზე უარი ეთქვათ.

დიდი გულისტკივილით ვამბობ, რომ ხელისუფლებას არ სურს ტერიტორიული პრობლემის მოგვარება და ჩვენ, ცალკეული ადამიანები, ტყუილად ვოცნებობთ. ხელისუფლების ინტერესი სხვა რამეა და, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, მხოლოდ აფხაზეთსა და ოსეთს არ დავკარგავთ, ნუ დაგვავიწყდება, რომ საქართველოს დასაკარგი ბევრი აქვს.

_ როცა ქვეყანაში ასეთი რამ ხდება და სამინისტრო წარუმატებლად მუშაობს, ვგულისხმობ, ზაქარეიშვილის უწყებას, მინისტრი არ უნდა მოხსნან?

_ ეჰ, შეიძლება, მაგ მინისტრმა იქით მოხსნას ყველა. ძალიან მაინტერესებს ზაქარეიშვილს პრემიერ ღარიბაშვილისთვის ერთხელ მაინც თუ მოუხსენებია, რა გააკეთა? ან ღარიბაშვილს არასდროს უკითხავს ზაქარეიშვილისთვის, სიზმარი მაინც ხომ არ გინახავს დაკარგული ტერიტორიების შესახებო?

პრემიერს შეკითხვა არ უნდა დაესვა? კუნძივით რომ დევს ზაქარეიშვილი, ორი წელიწადია, არ რცხვენია? სამსახურში როგორ დადის? რას არ აკადრებენ, რას არ უწოდებენ, მისთვის კი ყველაფერი სულერთია. ზაქარეიშვილი 300 წელიწადს რომ იჯდეს მინისტრად, ვერაფერს გააკეთებს. ლოგიკა არ აქვს, ტერმინებს სწორად ვერ ხმარობს, მაგან რა ტერიტორია უნდა დაიბრუნოს?

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

1 COMMENT

  1. შეაჩვევენ ხალხს და ცოტა ხანში კიდეც აღიარებენ, ამერიკას ბაზებისთვის დანარჩენიც ეყოფა. სამწუხარო პერსპექტივაა, მაგრამ, მთავრობას რომ რამე სხვა მცდელობა არ ეტყობა!!!

  2. მართალია, ამერიკულ გრანტებს და ინსტრუქციებს ეწირება ტერიტორიები დღესაც. ამერიკას უნდა პრობლემატური ტერიტორიაჩამოჭრილი სქართველო მანდ ნატოს ბაზების დასაყენებლად, რუსების ფეხქვეშ. ამიტომ მოჰვაშორეს, კოსოვოს პრეცედენტის შემოგდებით, სეპარატისტული რეგიონები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here