Home რუბრიკები საზოგადოება სოსო მანჯავიძე: ალასანიასა და მის გუნდს საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ!

სოსო მანჯავიძე: ალასანიასა და მის გუნდს საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ!

687

თბილისის საკრებულოს წევრი სოსო მანჯავიძე ქვეყანაში შექმნილ ვითარებას აფასებს:

_ დღეს ჩვენს ქვეყანაში სრული გაურკვევლობა და აპათიაა. ხალხმა არ იცის, საით მიემართება ქვეყანა, რა პერსპექტივა აქვს, არის თუ არა გამოსავალი შექმნილი რთული მდგომარეობიდან…


_ რას გულისხმობთ?

_ იმას, რომ ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, რაც დიდი ხნის წინათ დაიწყო და დღესაც გრძელდება. შექმნილია უმძიმესი სოციალური ფონი, მწვავეა დემოგრაფიული პრობლემები _ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ქართველი მოსახლეობის რაოდენობა მცირდება, უცხოელების იმატებს. გაურკვეველია “ქართული ოცნების” პოლიტიკური კურსი. ამ კოალიციაში შემავალი ძალები სხვადასხვა ვექტორიდან არიან  და იმის შესახებ, რომ მათი გადაჯგუფება მოხდებოდა, 2 წლის წინათ ვსაუბრობდი, რაც კოალიციიდან ირაკლი ალასანიას პარტიის გასვლით დადასტურდა. დღეს ალასანია ხელისუფლებას არასაკმარის პროდასავლურობაზე უკიჟინებს და უნისონში იმყოფება რესპუბლიკელებსა დანაცმოძრაობასთან”. ანალოგიურ პოზიციაზეა საქართველოს პრეზიდენტიც. როდესაც კოალიციაში განხეთქილება მოხდა, ცხადად გამოჩნდა, რომ მარგველაშვილი, სხვადასხვა არასამთარობო ორგანიზაციასთან ერთად, უნისონში ურტყამდაქართულ ოცნებას”.

ალასანიას პარტია, რესპუბლიკელები და “ნაციონალური მოძრაობა” შეადგენენ ე.წ. ლიბერალურ ფრთას, რომლის ხელშიც არის საინფორმაციო საშუალებები.  “ენჯეოშნიკია” პრეზიდენტი, რომელიც მჭიდროდ თანამშრომლობს არასამთავრობოებთან და ამას არც მალავს. საკადრო გადაწყვეტილებებსაც კი მათთან ერთად იღებს. რაც შეეხება პარლამენტს, იქ საკმაოდ დიდია რესპუბლიკელების გავლენა. საინფორმაციო ველი კი თითქმის მთლიანად ე.წ. ლიბერალური ფლანგის განკარგულებაშია.

_ ამბობთ, რომ ხელისუფლებაში დაპირისპირებაა. კერძოდ, რომელ ძალებს შორის და რატომ?

_ საქმე ის არის, რომ შს სამინისტრო და აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილი სრულად ვერ კონტროლდება გარე პოლიტიკური ძალების მიერ. აღმასრულებელი ხელისუფლება არ არის ჰომოგენური (შემადგენლობით, წარმოშობით, თვისებებით ერთგვარი _ ..) გუნდი, როგორიცნაცმოძრაობაიყო და რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ გარე  პოლიტიკურ ძალებთან. ბოლოს და ბოლოს, ამერიკულ ინკუბატორში იყვნენ გამოზრდილები და სხვაგვარად არც მოხდებოდა. დააკვირდით, 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ, “ნაცმოძრაობისთვის” მოულოდნელად, მათი ზოგიერთი ლიდერი უნგრეთში აღმოჩნდა მაღალ თანამდებობაზე, ზოგი _ უკრაინაში და ა.შ. ანუ, “ნაცმოძრაობა” იყო საერთაშორისო ქსელი და, როდესაც საქართველოში აღარ გამოუვიდათ არაფერი, მსოფლიოს ქვეყნებში გადაანაწილეს. ამერიკა ახლა იმაზე ღიზიანდება, რომ სრულად ვერ აკონტროლებს საქართველოს მთავრობას. აი, ამას ვერ ეგუებიან.

_ ირალი ალასანია თავდაცვის მინისტრად რომ დარჩენილიყო, როგორ განვითარდებოდა მოვლენები?

_ ალასანია თავდაცვის მინისტრად რომ დარჩენილიყო, სამხედრო გადატრიალებას ნამდვილად ვერ მოაწყობდა, რადგან ამის რესურსი არ ჰქონდა. არც შესაბამისი ფონი არსებობდა ქვეყანაში. გარდა ამისა, ალასანიას ფლანგს არც ქუჩის პოლიტიკისადმის მიდრეკილება აქვს და არც _ საზოგადოების მხარდაჭერა. მაგრამ სურს, იყოს პოლიტიკურ ველში და ასეთია მისი ფუნქციაც. ალასანიას და მის გუნდს, მიუხედავადად იმისა, ამდენი ხანია, პოლიტიკურ ველში არიან, საზოგადოების მხარდაჭერა არ აქვთ. ეს ხომ პარადოქსია?! ამიტომ, მათი ტაქტიკა იქნებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების დისკრედიტაცია, შემდეგ კი შეეცდებოდნენ, ხელისუფლებისგან დემონის ხატის შექმნას. სხვათა შორის, ამ პროგრამას 2012 წლიდან ახორციელებს ალასანია. ის ცდილობს, ამერიკას დაუმტკიცოს, რომ უფრო პროდასავლურია, რუსეთისგან ქმნის მტრის ხატს და აღმასრულებელი ხელისუფლებისკენ იშვერს ხელს. რაც შეეხება ხელისუფლების დემონიზაციას, რესპუბლიკელებს  ხელისუფლებაში ისეთი პოსტები უკავიათ, რომ კორუფციაში ვერ დაადანაშაულებ. თავდაცვის სამინისტრომ კი გამოუცდელობით დაუშვა შეცდომა, როდესაც გამჟღავნდა მათი კორუფციული სქემა. ამ მხრივ რესპუბლიკელებს კარგად აქვთ საქმე, გაჰყვირიან ადამიანების უფლებების დაცვაზე და ხელთ უპყრიათ აღმასულებელი ხელისუფლებისთვის საინფორმაციო ალიყურის გარტყმის საშუალება.

როგორც ჩანს, აღმასრულებელ ხელისუფლებას ამოეწურა მოთმინება, მიხვდა, რომ ალასანიას ამ პოსტზე დარჩენით უფრო რთულად წაუვიდოდა საქმე და პრევენციული ღონისძიება გაატარა. დღეს მივიღეთ ასეთი სურათი: ძალოვანი ბლოკი და აღმასრულებელი ხელისუფლება ერთ მხარეს დარჩა, მეორე მხარეს კი . . პოლიტიკური ორგანიზაციები და მათ მიერ შექმნილი უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ასრულებენ მყეფარი ძაღლის როლს, მონადირეები კი უკან დგანან.

თამაშიდან ალასანიას გასვლის შემდეგ უფრო მძიმე გახდა საინფორმაციო დარტყმები. დღეს ხელისუფლებას საკმაოდ რთულ პროცესში უწევს ე.წ. კაბელების საქმის გამოძიება, იოლი არ აღმოჩნდა ალასანიასთვის დანაშაულის დამტკიცება, რადგან პროკურატურა ვის ხელშიც არის, ვიცით. ამასთანავე, გაძლიერდა საინფორმაციო დარტყმები იმის შესახებ, რომ ქვეყანას ივანიშვილი მართავს კულუარებიდან. ჩვენც ხომ კარგად გვესმის, რომ ამ ხელისუფლების გარანტი  ბიძინა ივანიშვილია?! ხელისუფლების ეს სუსტი წერტილი კარგად იციან და ამაზე ლაპარაკობენ როგორც ევროპაში, ასევე ჩვენს ქვეყანაში. რაც მთავარია, ვიცი, რომ დიდძალი ფულია გადახდილი, ოღონდ ციხეებიდან ისეთივე სკანდალური კადრები გამოიტანონ, როგორიც “ნაცმოძრაობის” პერიოდში გამოიტანეს.

_ ეს საიდან იცით და ვის სურს ამის გაკეთება?

_ სააკაშვილი რომ შეხვდა თავის თანაგუნდელებს თურქეთში, იქ ილაპარაკეს. უფრო ზუსტად, სააკაშვილმანაცმოძრაობისწევრებს დაავალა, რადაც უნდა დაუჯდეთ, მოიპოვონ პატიმრების წამების კადრები. “ნაცმოძაობას” დიდძალი ფული აქვს და არ არის გამორიცხული, ეს სპექტაკლი დადგან. ამიტომ ხელისუფლება და მით უმეტეს პენიტენციური სისტემის ხელმძღვანელები ფხიზლად უნდა იყვნენ და თავიანთი ქვეშევრდომებიც  გააკონტროლონ.

_ ამითნაცმოძრაობაპოლიტიკურ სარგებელს თუ მიიღებს?

_ ვერა და ეს კარგად იციან, თორემ ამას დიდ ხნის წინათ გააკეთებდნენ. საზოგადოებაში “ნაცმოძრაობის” რეიტინგი ნულია და ამას ძალიან განიცდიან, ამიტომ შესაბამის დროს ელოდებიან. ანალოგიურ მდგომარეობაში არიან რესპუბლიკელებიც და ამიტომაც არ გამოვიდნენ პარლამენტიდან ალასანიას მხარდასაჭერად _ იცოდნენ, რომ დაინიშნებოდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები და ვეღარ მოხვდებოდნენ პარლამენტში. ამასთანავე, ისიც უნდა გვესმოდეს, რომ აღმასრულებელი ხელისუფლების, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილის ქება-დიდება, რომელმაც ანეკდოტური სახე მიიღო, მარაზმია. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ სარფიანი სამსახური მიიღონ, იმას კი ვერ ხვდებიან, რომ დათვურ სამსახურს უწევენ აღმასრულებელ ხელისუფლებას და, რეალურად, პროამერიკული ძალების წისქვილზე ასხამენ წყალს. ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ ეროვნული მოძრაობის ზოგიერთ ძველი წევრს ჰგონია, საქართველოს მთავრობას დღესაც რუსეთი მართავს. იმას, რომ საქართველოში რუსეთის საელჩო არ არსებობს, ანგარიშს არ უწევენ. როდესაც გაიძახიან, საქართველოში ყველაფერი რუსეთმა იყიდაო, დაუკვირდნენ, თუ რომელმა კომპანიებმა იყიდეს ესა თუ ის სტრატეგიული ობიექტი და რომელი ქვეყნის გავლენით მოქმედებენ რუსეთში.

_ მინისტრთა კაბინეტზე რას ფიქრობთ?

_ ისინი ნელ-ნელა შედიან საქმის კურსში. ადამიანს, რომელსაც ამა თუ იმ სახელმწიფო სტრუქტურის მართვის გამოცდილება არ აქვს, სულ ცოტა, რვა თვე სჭირდება სიტუაციაში გასარკვევად. როდესაც ამას ემატება მიმდინარე საკითხების მოგვარება, სტრატეგიული ხედვა ვეღარ უყალიბდება და სწორი გადაწყვეტილებების მიღება უჭირს.  

_ რა გამოსავალი არსებობს ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან?

_ ქვეყნის მდგომარეობის გამოსწორების სტრატეგიული ხედვა არ არსებობს, ხელისუფლების მხრიდან დღეს მხოლოდ კეთილი სურვილების დეკლარირება ხდება, შედეგად კი სიტუაცია უარესდება. ხელისუფლებამ, პირველ რიგში,  საკანონმდებლო ბაზის გამოსწორებაზე უნდა იზრუნოს.

_ ალასანიას შემდეგი ნაბიჯები რა იქნება?

_ ალასანიამ თავისივე ხელით დაწვა ხელისუფლებაში მისასვლელი ყველა ხიდი. ცნობილია მოსმენების საკითხზე მისი პოზიცია, რომელიც რესპუბლიკელებისა და “ნაციონალებისთვის” მხრის აბმას ნიშნავდა და რამაც გაღიზიანება გამოიწვია პარტია “ქართული ოცნებაში”. თუ ალასანია დარჩება ამერიკაში და დაელოდება ხელსაყრელ დროს, არ იქნება გასაკვირი, მაგრამ ისიც იცის, რომ ხელისუფლების დისკრედიტაციის შემთხვევაშიც ვერ მიიღებს პოლიტიკურ დივიდენდებს. ასეთი უცნაური ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ასე დიდხანს არ გაგრძელდება. იქნება მოულოდნელი ცვლილება, ოღონდ რა ფორმის, ჯერჯერობით გაურკვეველია.

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here