Home რუბრიკები პოლიტიკა რამდენიმე ათასი კილომეტრი და რამდენიმე ათასი სულელი

რამდენიმე ათასი კილომეტრი და რამდენიმე ათასი სულელი

583

დიდი დრო არ გასულა მას შემდეგ, რაც ჟიულ ვერნის ფანტაზია “80 ათასი კილომეტრი წყალქვეშ” რეალობად იქცა. წყალქვეშ და “თხევად სივრცეში” კი არა, უკვე ჰაერშიც აღარავის უკვირს მოძრავი სხეულის რამდენიმე ათას კილომეტრზე გადაადგილება.


სამაგიეროდ, არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს ათასობით კილომეტრზე მონავარდე “მოძრავი სხეულები” არ უკვირთ, მაგრამ შეუძლიათ, საჭიროებისამებრ, დაივიწყონ და ამ “გულმავიწყობით” ფანტასტიკის ჟანრში შეჭრილი ფრაზებით დაგვამახსოვრონ თავი.

ფანტასტიკა ცუდი არ არის, მაგრამ ეს მაშინ, როდესაც საქმე მწერალს ან თუნდაც ძილის წინ ბავშვებისთვის ზღაპრების მომყოლს ეხება. ხოლო, როდესაც საქმე გვაქვს იმ ადამიანებთან, რომელთა სიტყვაზე, აზროვნებასა და მოქმედებაზე სახელმწიფოს ბედია დამოკიდებული, მაშინ მათ თავისუფლად შეიძლება ვუწოდოთ “დახვეწილი დემაგოგები” ან “ელემენტარული სულელები”.

უბრალოდ, ძალიან საწყენია, რომ გინდ ერთნი და გინდ მეორენი შენი სახელმწიფოს, შენი სამშობლოს ბედს წყვეტენ. ასეთი ტიპის სულელები ბევრი არ უნდა იყოს, მაგრამ როდესაც რამდენიმე ათას სულელს პრივილეგიური მდგომარეობა უჭირავს, თავისუფლად შეუძლიათ, დაღუპონ  მილიონობით ადამიანი…

ოფიციალური ცნობა:

რუსეთმა წარმატებით დაასრულა წყალქვეშა ნავიდან გაშვებული ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოცდა. ამ უახლესი ტექნოლოგიის რაკეტას შეუძლია 11 ათასი კილომეტრით დაშორებული მიზნის განადგურება”.

არა, ნამდვილად არ მგონია, რომ ამ უძვირეს რაკეტას რუსეთი აუცილებლად თბილისს დაუმიზნებს. ეს სისულელეა, რადგან ასეთი სცენა ბუზის ზარბაზნით მოსპობას მაგონებს…

მაგრამ ამ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, როდესაც უსმენ პოლიტიკოსს, რომელიც ამბობს, “თუკი სოხუმიერევნის რკინიგზა გაიხსნება, მაშინ რუსეთს გაუადვილდება ჩვენი დაპყრობა”-, მართლა შეიძლება მოკვდე კაცი სიცილით, მწარე რეალობა რომ არ გეუბნებოდეს, _ ეს კონკრეტული სულელი შენი ქვეყნის, შენი სამშობლოს მიერექსპერტადაღიარებული პოლიტიკოსი პაატა დავითაიაა!

როგორც ჩანს, პუტინი რუსეთის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს!” _ აი, ამ მწარე სისულელის ავტორი კი არის, არც მეტი, არც ნაკლები _ შენი სამშობლოს, შენი ქვეყნის მინისტრი, თანაც შერიგებისა და თანასწორობის საკითხების მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი!

აქვე მინდა, ყურაღება მიაქციოთ სიტყვებს _ “როგორც ჩანს”, ანუ ბატონი მინისტრი აქამდე ფიქრობდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, შესაძლოა, რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესებით მოქმედებდა. და აგერ, მხოლოდ 10-12-წლიანი დაკვირვების შედეგად გამოიტანა სენსაციური დასკვნა _ რუსეთის პრეზიდენტი თურმე (როგორც ჩანსო, ანუ მთლად დარწმუნებული მაინც არ არის) რუსეთის ინტერესების შესაბამისად მოქმედებს!

თუკი ევროპა და ამერიკა დაარწმუნებენ რუსეთს, რომ ომისთვის მზად არიან, რუსეთი შეჩერდება!” _ ეს, ყველას გახსოვთ, რომ “უდიდესი” ქართველი ქალი-პოლიტიკოსის, პარლამენტარ თინა ხიდაშელის “ბრძნული ნააზრევია”.

ნებისმიერი ჭკუათმყოფელი დამეთანხმება, რომ ეს ისეთი ფრაზაა, როდესაც უნდა გაჩუმდე, მთქმელს თვალებში ჩახედო და შეეცადო, გაარკვიო, წამოროშილი სისულელე მართლა სჯერა თუ, უბრალოდ, ამის თქმა მართლა ვიღაც “ბნელ-მასონმა” ძალებმა დაავალეს.

“მასონური თეორიის” მიმდევარი არასოდეს ვყოფილვარ და ამიტომ იძულებული ვხდები, ისევ “სულელთა თეორიაზე” გავაკეთო აქცენტი. ეს თეორია კი პირდაპირ და დაუნდობლად მეუბნება შიშველ სიმართლეს იმის თაობაზე, რომ ჩემს ქვეყანას უკვე 25 წელიწადია (განსაკუთრებით კი _ ბოლო 11 წელიწადი), წარმოუდგენელი სულელები მართავენ!

ნუ გაგიკვირდებათ _ შეგნებულად არ გავყავი ისავბედითი 9 წელიწადიდა ბოლო 2 “აყვავების წელიწადი”  რადგან მიმაჩნია, რომ აი, ამ ძირითად სისულელეებშიმაშინდელნიდაახლანდელნიზუსტად ერთნაირი სულელები არიან!

“ჩვენ ავაშენეთ მცხეთიდან ქუთაისამდე ავტომაგისტრალის გაყოლებით მთებში ბეტონის სიმაგრეები და ამიტომ რუსებს ძალიან გაუჭირდებათ ამ გზის გამოვლა და თბილისში შემოსვლა. ამ სიმაგრეებიდან, არტილერიის ცეცხლით ჩვენ შეგვიძლია დიდი ხნით შევაჩეროთ მოწინააღმდეგე,” _ ამ ფრაზის მთქმელი, რა თქმა უნდა, ყველამ იცანით, რომ ჩვენი ყოფილი “გმირი და ბრძენი” პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.

ჰოდა, მოდით, აბა, და დამიმტკიცეთ, რომ ზემოთ მოყვანილი სამივე სულელური ფრაზა “დიდი მიშას” ამ ერთ უიდიოტურეს ფრაზაში არ ერთიანდება!

ძალიან გამიჭირება ამ ფრაზების ანალიზი და მათი წარმომთქმელების გონებრივი შესაძლებლობების შეფასება. უბრალოდ, დავალაგოთ თანმიმდევრობით:

1. რუსეთი ელოდება რკინიგზის გახსნას, რათა შემდეგ თბილისში საოკუპაციო ძალები კომფორტულად “კუპირებული” ან “ესვე” ვაგონებით გამოგზავნოს;

2. რუსეთი მოქმედებს მხოლოდ რუსეთის ინტერესებით. აი, როგორც კი რუსეთი დაიწყებს ინდონეზიის, კანადის, მონტენეგროს, პაპუა-ახალი გვინეის ან რომელიმე სხვა ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედებას, მაშინვე დაგვიბრუნებს აფხაზეთსა და ცხინვალს;

3. თუ ევროპა და ამერიკა დაარწმუნებენ რუსეთს, რომ მზად არიან ომისთვის, რუსეთი გამოსცემს სპეციალურ განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის საზღვრებში შესვლისთანავე ყველა ქართველს საღამოობით ფეხები უნდა დაუთბილონ!

4. თუ რუსეთი გადაწყვეტს თბილისის აღებას, ის აუცილებლად წამოვა ცენტრალური ავტომაგისტრალით ქუთაისიდან მცხეთის გავლით! აბა, ოცდამეერთე საუკუნეში რაღა დროს ცხრა მთის გადალახვა და უაზრო სამხედრო მანევრებია?! აგერაა გაშანშალებული ბეტონის გზატკეცილი და დააწექი კომფორტულად!

დასკვნა?

არა, დასკვნას ნამდვილად ვერ გავაკეთებ. ეს ჩვეულებრივი მოკვდავის შესაძლებლობებს აღემატება!

უბრალოდ, მართლა მინდა, ვიპოვო მიახლოებითი პასუხი მაინც კითხვაზე: ნეტავ, საქართველოში სულელთა რაოდენობა (რომლებიც თავსდიდ პატრიოტებადასაღებენ) გაცილებით მეტია იმ კილომეტრებზე, რამდენის გავლაც შეუძლია რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გასანადგურებელ მიზნამდე მისაღწევად?

ბაკურ სვანიძე

 

1 COMMENT

  1. უძაღლო ქვეყანაში კატების ყეფამ წალეკა ყველაფერი. ამ კატავასიების ღნავილით მამულიშვილების ხმის და მცდელობების გადაფარვა ხდება!

    სადამდე უნდა ითმინოს ქართველმა ლიბერასტების ძალადობა?!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here