Home რუბრიკები საზოგადოება დიახ, თქვენ ნამდვილად გაყიდეთ დედა!

დიახ, თქვენ ნამდვილად გაყიდეთ დედა!

702

გაზეთის რედაქტორთან მოლაპარაკების თანახმად, საავტორო გვერდის ტექსტის წერას უნდა შევუდგე. რაზე დავწერო? პოლიტიკურ ორომტრიალსა და გაწამაწიაზე? მგონი, არ ღირს. აკი, ამ აყვირებულ ორომტრიალში მუდამ განზე გვრჩება ხოლმე უმთავრესი, ის, რაც რეალურად იწვევს ქვეყნის დაშლა-დაქუცმაცებას, სახელმწიფოებრიობის დაკარგვას და ბევრ სხვა უბედურებას! ასე გადავწყვიტე _ ჩემი საავტორო გვერდის თემა ის “მცირე მნიშვნელობის” ამბები იქნება ხოლმე, რომლის დიდი მნიშვნელობა ბევრმა შეიძლება ვერც შენიშნოს…


1 000 სიტყვაო, _ რედაქტორმა.

თუმცა, ინტერნეტში “სეირნობისას” ისეთ რამეს გადავაწყდი, ათასი კი არა, შეიძლება, ერთი სიტყვაც ვერ დაძრას სრულ ჭკუაზე მყოფმა ადამიანმა…

ვერ დაძრავ შენ და, დაძრავს სხვა!

 თანაც 1 000 სიტყვას კი არ იკმარებენ, რომ მოაღებენ პირს, იმდენს და ისეთს ილაყბებენ, შესაძლოა, ჭკუიდან მართლა გადაგიყვანონ. უბედურება კი ის არის, რომ ამ ადამიანების ლაყბობას “ლექცია” ჰქვია თურმე, ხოლო თვითონ ამ მოლაყბეებს _ მეცნიერები!

 აბა, მივყვეთ:

მაიკოს ბლოგი _ ასე ჰქვია ამ ინტერნეტგვერდს, ხოლო იქ გამოქვეყნებული ერთ-ერთი ტექსტი, არც მეტი, არც ნაკლები, ასეთი სათაურით გვაგდებს ნამუსზე _

ჩვენ, ყველამ, გავყიდეთ დედები!”

…რა თქმა უნდა, გულისამაჩუყებელიც არის და მისასალმებელიც, როდესაც ადამიანს თავისი დედის მიმართ “დანაშაულის გრძნობა” ამოძრავებს და გოგონას მხრიდან ასეთი გულჩვილობის გამოვლენა, ბუნებრივია, დააინტერესებს ადამიანს…

მაგრამ, რაც უფრო ღრმად შევდივართ “ბლოგერ მაიკოს” ფანტაზიებში, მით უფრო გვივარდება ენა და მით უფრო ნაკლებია იმის შანსი, რომ დამუნჯებულებმა რედაქტორს შეპირებული 1 000 სიტყვა როგორმე გავუგზავნოთ.

აი, ამონარიდი “მაიკოს ბლოგის” ამ კონკრეტული ტექსტის პირველივე აბზაციდან: ვნახე, სისხლაჩქეფებული კავკასიელი მამრი სტუდენტი გოგონას მინი ქვედაბოლოს ქვეშ რაღაცას რომ ეძებდა თვალებით…”

კი მაგრამ, რა შუაშია “სისხლაჩქეფებული მამრი” “გაყიდული დედების” თემასთან? რა თქმა უნდა, არც არაფერ შუაშია!

უბრალოდ, ეგაა, რომ თანამედროვე საქართველოს ყველაპრადვინუტიბლოგერი თავს ვალდებულად თვლის, “ქართველკავკასიელი მამრების” “მუტრუკობას”, “უკულტურობას”, “უზრდელობასდა, საზოგადოდ, “ქართველი მამაკაცისროგორმე დამცირებას მიუძღვნას ერთი აბზაცი მაინც, ძირითადი თემა თუნდაც ჩრდილოაღმოსავლეთ აზიაში ახალი მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელებას რომც შეეხებოდეს

თანაც ამ “კავკასიელ-ქართველ” მამრებს ისეთი “ბრალდებებით” ასწორებენ მიწასთან, გეგონება, გოგონების მინიკაბისკენ თვალის გაპარება ექსკლუზიურად მათი დამახასიათებელია, ხოლო, დავუშვათ, სკანდინავიელი მამაკაცები მხოლოდ მაშინ განიცდიან ერექციას, როდესაც მათ ამის უფლებას რომელიმე კონკრეტული ქალი წერილობით მისცემს და დაუდასტურებს!

მოკლედ, “ბლოგერმა მაიკომმოიხადალიბერასტულივალი, ანუმწარედ უკბინა” “ქართველ მამრსდა სულ მალე ამოყო თავიარც მეტი, არც ნაკლები, “ბატონი ლევან ბერძენიშვილის ფეხებთან”! დიახ, დიახ! და კიდევ კარგი, ბლოგერი აზუსტებს _ “ლექციაზეო”, თორემ ნამდვილად მეგონებოდა, ლევან ბერძენიშვილმა შინაყმა-მოსამსახურეები გაიჩინა და მათ თავის ფეხებთან ფორთხვას აიძულებს-მეთქი!

თუმცა არა უშავს, ოღონდაც კარგი რამ მოისმინოს და ისწავლოს ადამიანმა, და რა მნიშვნელობა აქვს, ამას მერხზე მჯდომი მოისმენს თუ იატაკზე ფეხმორთხმული…

მაგრამ საქმეც სწორედ ის არის, რომ ბერძენიშვილის ფერხთით მორთხმული გოგობიჭები თურმე ასეთ რამეს ისმენენ:

მე-17 საუკუნეში ქართველი მამაკაცები დედებს ყიდდნენ და ცხენებს ყიდულობდნენ!”

რაო? ხედავთ, საიდან სად გადახტა “ქართველი მამაკაცების” დაკნინების მთელი ციკლი?

საინტერესოა, სად ამოიკითხა მსგავსი იდიოტიზმი ამ “ბრძენკაცის” იმიჯის პრივატიზებით დაკავებულმა პოლიტიკოს-ლექტორმა? არა! არც კი გქონდეთ იმედი _ არც “ბლოგერი მაიკო” და არც მის გვერდით “მორთხმული” სხვა მსმენელები წყაროს დასახელებას არ ითხოვენ!

ქართველი მამაკაცისთათხვას და ლანძღვას განა რა წყარო და დასაბუთება სჭირდება?!

თუმცა ჯერ სად ხართ!

არათუ რიგითი “ქართველი მამრების”, არამედ მართლაც გამორჩეული, გამოჩენილი და ერის უდიდესი შვილების ვიღაც “ვიგინდარა მამრებივით” ლანძღვაც გველის წინ!

აბა, ყური უგდეთ: ჩვენ ვართ ერი, რომელმაც ილია და აკაკი ისე დაამეგობრა რუსთაველის გამზირზე, მხოლოდ ოცი წლისამ გავიგე (მადლობა თამაზ ჯოლოგუას!) ერთმანეთისთვის იმდროინდელ ლექსიკონში აღნუსხულაღუნუსხავი ყველა უწმაწური სიტყვა რომ ჰქონდათ ნათქვამი”…

 ნუ გგონიათ, რამე ვერ გაიგეთ. სწორედ ეს წერია აქ, რომ თურმე ილია და აკაკი, ერთმანეთის მეგობრები კი არა, მოსისხლე მტრები იყვნენ და რუსთაველზე დადგმული მათი ერთობლივი ძეგლი მხოლოდ ქართველი ერის მიერ მომავალი თაობებისმოტყუებაადა მეტი არაფერი!

“მადლობა თამაზ ჯოლოგუას!” _ ამ ფრაზამ მიიქცია ჩემი ყურადღება.

ეს ფრიად პატივცემული ადამიანი 3 წელიწადი მასწავლიდა და ჩემთვის მსგავსი იდიოტიზმი არასოდეს უთქვამს! რა ხდება? ბატონ თამაზ ჯოლოგუას “ლიბერასტულმა ფულმა” აურია “რამსები” და მათი “პლასტინკით” დაიწყო დაკვრა თუ “ბლოგერ მაიკოს” ესმის რაღაც არასწორად?

ნუთუ ილიასა და აკაკის ხშირ კამათზეა საუბარი და ეს ვინმესთვის საკმარისი არგუმენტია, განაცხადოს, რუსთაველზე ილიასა და აკაკის, ამდაუძინებელი მტრების”, ძეგლი ერთად არ უნდა იდგესო?

ნუთუ, აკაკის მიერ ილიას მკვლელობის გამო წარმოთქმული სულისშემძვრელი სიტყვები მაინც არ წაუკითხავთ, არ გაუგონიათ?

სიტყვამ მოიტანა და სწორედ აკაკის მიერ ილიას მკვლელობის გამო წარმოთქმული სიტყვები მახსენდება ახლაც _ “ბლოგერ მაიკოს” უაღრესად სულელური ტექსტის კითხვისას _ “ფურთხის ღირსი ხარ, შენ, საქართველოვ!”

თუმცა რა, გგონიათ ამას ისე გაიგებენ, დიდმა აკაკიმ რატომაც თქვა? ისეთივე გულისტკივილით ამოიძახებენ?

სულაც არა! ისინი ტკივილით კი არა, უდიდესი სიამოვნებით, ცინიზმით, ერთგვარი ნეტარებით განაგრძობენ: “ქართველების რამდენიმე თვისებას გავკარით კბილი”… “ქართველების უნიკალურ თვისებაზე დავფიქრდით” და მოჰყვება ამას ქართველი ერისადმი არა ტკივილიანი საყვედური, არამედ გახარებული, აღფრთოვანებული ლანძღვა-გინება!

გაყიდული დედებისთემა სადღა დაიკარგაო? _ იკითხავს მკითხველისწორედაც რომ! ამ ტექსტის არსი ლევან ბერძენიშვილისა (მჯერა, რადგან ადრეც მომისმენია) და თამაზ ჯოლოგუას (არ მჯერა, რადგან აქამდე არასოდეს მომისმენია), აგრეთვე, “ბლოგერ მაიკოსმიერ ქართველი ერის დაუნდობელი და საზეიმო ლანძღვაა სწორედ!

მხოლოდ ერთდერთი აბზაცითაა აღნიშნული, რომ ქართველები საკუთარ დედებს დღესაც ყიდიან, როდესაც მათ სამუშაოდ საზღვარგარეთ უშვებენ!

თურმე ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ქართველებს “აიფონები” გვინდა და ჩვეულებრივი “ნოკიები” არ გვაკმაყოფილებს, თორემ სხვა მხრივ ყველაფერი რიგზეა ჩვენს სახელმწიფოში!

როგორც ვიცი, ქართველი დედები უცხოეთში სამუშაოდ იმიტომ მიდიან, რომ ოჯახები შიმშილით ეღუპებათ. ევროპაამერიკაში გამილიონერებული ქართველი კი ჯერ არ მინახავს! თუმცა, “ბლოგერ მაიკოსმტკიცებით, ქართველი ერი გაუმაძღარია, ღორი, უნახავი, ხამი და ამიტომვყიდით დედას”…

ვერ გეტყვით, რა დაავადებაა ეს, როგორმე და რამენაირად საკუთარი ერი ლანძღო, თანაც უარგუმენტოდ და 20 წლის ადამიანს დააჯერო, რომ ყველაფერი ცუდი, უბედური და ბინძური შენი ერისუნიკალური თვისებებია”?

 ერთს კი შევახსენებ “ბლოგერ მაიკოსა” და მის “ბრძენ ლექტორებს”: ილია ჭავჭავაძე, ანუ ის ადამიანი, რომელსაც აკაკი წერეთელი თურმე უშვერი სიტყვებით თათხავდა, სწორედ ეგ ილია, საქართველოს ისტორიას ასე მოიხსენიებდა ხოლმე _ “დედა ისტორია!”

ჰოდა, ახლა კიდევ ერთხელ გადახედეთ ჩემი წერილის სათაურს

ბაკურ სვანიძე

 

1 COMMENT

  1. ჩემო ბაკურ! აღზრდის საწირბოროტო თემა, ქართულ სინამდვილეში არ ახალია. ისტორია სავსეა უძღები შვილებით, მკვლელი მამებით,მოღალატე დედებით, იმედგაცრუებული მოძღვრებით.ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე, ზღვარი—მადლიერებასა და უმადურებას შორის ძალზედ მყიფეა. 9 წელი ამახინჯებდა და ყრვნიდა ნაც.განათლების სისტემა მომავალი თაობის გონებას. მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ!

  2. მთლიანად ვეთანხმები ავტორს. თვითონ ემიგრანტი ვარ და ვერავინ მასწავლის რატომ ვარ და რისთვის. თუ ვინმე ფუფუნების შესაქმნელადაა სახლიდან გაგდებული საკუთარ ოჯახს მოთხოვოს პასუხი და ყველა ემიგრანტის და მათი ოჯახების მაგივრად ნუ ლაპარაკობს ნურავინ. ბატონ ლევან ბერძენიშვილს კი რაც ჯერავს ყველაფერი ჭეშმარიტება როდია. რაც შეეხება აკაის და ილიას კამათს, ამას ჩვენ ჯერ კიდევ კომუნისტების დროს გვიმხელდნენ სკოლებში და მიშას განათლების რეფორმის დროს თუ დამალეს ეგ აღარ ვიცი.

  3. ძალიან მაგარი ადამიანი ხარ ბაკურ!!! ქართველების ტკივილიან სათქმელს ამბობ ლამაზად.გაიხარე! ამ ნაგავ ხალხს კი,
    ისტორია აუცილებლად გადაყრის თავის სანაგვეზე.

  4. წავიკითხე მეც ეგ "ბლოგი" და გავოგნდი! როგორი ამბიციურები არიან ეს ვითომ წიგნიერი ახალგაზრდები?! არა ყველა, მადლობა უფალს!

  5. აქ რატომ მოხვედი, ბაკურ?
    გათიშე კომპიუტერი და დიდ პრესაში წადი

  6. იცი რას მაგონებს შენი სტატია? მეშვიდე-მერვე კლასში ლიტერატურის გაკვეთილზე რაიმე ჩემთვის არც თუ საინტერესო ნაწარმოებს რომ ამიხსნიდნენ და საშინაო დავალებად მის ანალიზს მაბარებდნენ – არც მეტი არც ნაკლები, ათას სიტყვაში ჩატეულს. არსის აღქმასა და სწორ ანალიზს ვინ დაეძებდა, მთავარი იყო 1000 სიტყვა შემევსო და ყველაფერს ვეპოტინებოდი, როგორც შენ ეპოტინები ასე უმწეოდ ქართველი ვაჟკატის დაცვის თემას და გამოგდის ისე, როგორც ახსენებ, ერის არა კვახი, პირად შეურაცხყოფად ღებულობ. _ დამშვიდდი, არ ღირს. ან რა არასწორად ახასიათებს შენი სტატია ბლოგის ავტორ გოგონას, ანტიეროვნულად, ილიას და აკაკის გამათახსირებლად და კიდევ … ანდა რა მიკვირს, აკი მე თვითონ ვთქვი რომ ეპოტინები. 1000 სიტყვა შეავსე ბაკურ? მაშინ რედაქტორიც დამშვიდდება. გასაგებია რაც ხარ კრიტიკაში და ანალიზში, მაგრამ დიდებული რეკლამა კი გაუკეთე "მაიკოს ბლოგს", რატომ ვერ დააფასა შენი ნიჭი დიადმა რუსთავი2-მა? შენი სიტყვები მახსენდება, კარგად რომ გვახალისებდა სადღაც 10 წლის წინ, მთავარია ვინ იქნება შემდეგი ^^

  7. შესანიშნავია! აშკჯარად გაბრაზებულად გამოტვინებული "ლიბერასტები" 🙂 მთავარი კი ის არის რიმ ვერც ხდვდება რეას ბოდიალობს ეს მძიმედ უტვინო პერსონა22. კი ჩემი ერის შეურაცხყოფას პირად შეურაცხყოფად ვიღებ და მივიღებ ყოველთვის! და თქვენნაირი ტვინგჰარეცხლიებისთვის რომ "ილია და აკაკი" "ქართველი ვაჟკაცები" არიან და სხვა არაფერი ეგეც გადასრევად ვიცი! "მიხარია ჩვენი თაობა მოდისო" ტლიკინებს აქვე "მაიკოს მეგობარი" 🙂 საბედნიეროდ თქვენი თაობა ნამდვილად არ ხართ მხოლოდ თქვენნაირი ტვინგარეცხილი უტვინოები! ნამდვილად მოდის შესანიშნავი თაობა ჩემი შვილებისა, რომლებიც "თავისუფლებას" უტვინობისაგან ნამდვილად არჩევენ, თქვენგან განსხვავებით! ნამდვილად მოდის და ისინი მართლაც გასწავლიან ჭკუას 🙂 თმცა აქაც იუმდენად უმწეოიდ ღაღადებთ, აღარ იცით რა თქვათ 🙂 დიდხანს ეძებეთ ჩემს ტექსტში რაიმე "მართლმადიდებლურ" "შავბნელური" და ვერ იპოვეთ ხო? 🙂 კი თქვენ ეგეთ უკიდურეს ბნელებთან კამათს ხართ მიჩვეული ვიცი 🙂 მიხარია რომ ასე მაგრად ავარდით. საცოდავებო 🙂

  8. შესანიშნავია! აშკარად გაბრაზებულად გამოტვინებული "ლიბერასტები" 🙂 მთავარი კი ის არის რიმ ვერც ხდვდება რას ბოდიალობს ეს მძიმედ უტვინო პერსონა22. კი ჩემი ერის შეურაცხყოფას პირად შეურაცხყოფად ვიღებ და მივიღებ ყოველთვის! ნამდვილად გეტყობა რომ 1000 სიტყვა შენი გინებისთვის ურთლკესი დავალებაა და "პოტინი" გჭირდება ბევრი, რომ როგორმე რაღაც მოაბოდიალო. ნამდვილად ეტყობა ეს შენს უტვინო კომენტარს 🙂 და თქვენნაირი ტვინგარეცხლიებისთვის რომ "ილია და აკაკი" "ქართველი ვაჟკაცები" არიან და სხვა არაფერი ეგეც გადასრევად ვიცი! "მიხარია ჩვენი თაობა მოდისო" ტლიკინებს აქვე "მაიკოს მეგობარი" 🙂 საბედნიეროდ თქვენი თაობა ნამდვილად არ ხართ მხოლოდ თქვენნაირი ტვინგარეცხილი უტვინოები! ნამდვილად მოდის შესანიშნავი თაობა ჩემი შვილებისა და ისინი ნამდვილად ასხვავებენ თავისუფლებას უტვინობისგან! ნამდვილად მოდის და ისინი მართლაც გასწავლიან ჭკუას 🙂 თმცა აქაც იუმდენად უმწეოიდ ღაღადებთ, აღარ იცით რა თქვათ 🙂 დიდხანს ეძებეთ ჩემს ტექსტში რაიმე "მართლმადიდებლურ" "შავბნელური" და ვერ იპოვეთ ხო? 🙂 კი თქვენ ეგეთ უკიდურეს ბნელებთან კამათს ხართ მიჩვეული ვიცი 🙂 მიხარია რომ ასე მაგრად ავარდით. საცოდავებო 🙂 კი, ეგეც ვიცი, რმ ჩემი ყურადღება მაიკოს ნაირი ტვინგამორეცხილებისთვის დიდი რეკლამაა… მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა გზა მართლა არ არის…

  9. რა გიხარია ვერ გეტყვი (დიდი ალბათობით შენც არიცი!), უბრალოდ თავს იტყუებთ ერთი მუჭა ვაილიბერასტები ))) ჩვენი თაობა უკვე მოვიდა და ეროვნული, წმინდა ქართული აზროვნება გვაქვს (ალბათ არ მოგეწონებათ ძალათი ზედემოკრატებს)!!! ცუდი ყველგანაა, მაგრამ არავინ ავრცელებს ამ "ცუდს" (განსაკუთრებით ერეოვნულ სირცხვილად ნამდვილად არავინ თვლის ლამაზი ქალისათვის შეხედვას!!!!!!!!!!!!!! ნუუ კონკრეტულად მინიუბკაზე ყურება არ არი ეთიკური მაგრამ არაკაცობასთან და ველურობასთან რა საერთო აქვს მხოლოდ თქვენნაირი "ყოვლისმნახველი" თუ "მიხვდება" :)))))))))) მარტო ქართველები უნდა ვიყოთ თურმე უემოციო) მთელ მოსახლეობაზე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here