Home რუბრიკები პოლიტიკა გიორგი ვეტოსმდებელი, როგორც მეექვსე ელემენტი

გიორგი ვეტოსმდებელი, როგორც მეექვსე ელემენტი

629

გიორგი ვეტოსმდებელი _ სწორედ ამ სახელით შეიძლება შევიდეს პრეზიდენტი მარგველაშვილი საქართველოს მრავლისმნახველ ისტორიაში. მართალია, “ვეტოსმდებელი” ისე ამაყად არ ჟღერს, როგორც “აღმაშენებელი” ან “ბრწყინვალე”, მაგრამ “ჰალსტუხიჭამიას” ნამდვილად სჯობს. ვერაფერს ვიზამთ, ცხოვრება ასეა მოწყობილი, ზოგი ბრწყინავს, ზოგი კი ადებს და სხვაგვარად არ ძალუძს.

პრინციპში, სხვა რა უნდა ქნას? ნიკოფსიას ეგ ვერ აიღებს, გელათს ვერ ააშენებს, შესაბამისი უფლებები და შესაძლებლობები არ აქვს და არც არასოდეს ექნება. აქვს ვეტოს დადების უფლება და იყენებს ისე, როგორც მთვრალი უმცროსი კლერკი _ ორგანიზაციის ბეჭედს, რომელიც უფროსს შემთხვევით მაგიდაზე დარჩა. ვისაც არ უნახავს მთვრალი კლერკი ბეჭდით მარცხენა ხელში და კალმისტრით _ მარჯვენაში, შეუძლია, სიტყვაზე მენდოს – ნამდვილად ჰგავს (ფურცელი არ დატოვა ოთახში ბეჭდისა და ხელმოწერის გარეშე, თანაც პროცესში თავს ბედნიერად გრძნობდა).

ყველაზე თანმიმდევრულიბიძინისტებიცკი ხშირად საყვედურობენ ივანიშვილს იმის გამო, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად გიორგი მარგველაშვილი შეარჩია, რომელიც ემოციური (თუ არა ისტერიული) რეპლიკებით სულ უფრო ხშირად უპირისპირდებაქართულ ოცნებას”, მაშინაც კი, როდესაც წარმატების მიღწევის იოტისოდენა შანსიც არ აქვს. თუმცა, შესაძლოა, ივანიშვილს პრეზიდენტად სწორედ ასეთი პიროვნება სჭირდებოდა, რომელიც, ერთი მხრივ, საკმარისად თავმოყვარეა იმისთვის, რომ აშკარა მარიონეტის როლს არ შეეგუოს, მაგრამ, მეორე მხრივ, არასაკმარისად გამბედავი და ძლიერი იმისთვის, რომ დამოუკიდებელი თამაში წამოიწყოს. რამდენადაც არ შეესაბამება ასეთი ფიგურა ფართო მასებში გავრცელებულ სტერეოტიპებს “ნამდვილი პრეზიდენტის” შესახებ, იმდენად მოსახერხებელია მისი გამოყენება მრავალფეროვანი კომბინაციებისთვის და, ალბათ, აქვე უნდა აღვნიშნოთ ერთ მნიშვნელოვან განსხვავებაზე სააკაშვილისა და ივანიშვილის მიდგომებს შორის პოლიტიკის მიმართ. სააკაშვილს არ ესმოდა, რომ მმართველი პარტიის პოზიციების გაძლიერება რეჟიმის გაძლიერების ტოლფასი არ არის და მან შეიძლება მთელი სისტემის  დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. ივანიშვილი კი ცდილობს, მართოს სისტემა მთლიანობაში დაქართულ ოცნებასთუ აღმასრულებელ სტრუქტურებს ერთადერთ ინსტრუმენტად არ განიხილავს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, დღეს შექმნილ სიტუაციაში სააკაშვილი დანიშნავდა რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს იმისთვის, რომ “ნაცმოძრობას” 70-80% აეღო, შემდეგ კი პრეზიდენტად დავით ბაქრაძის მსგავს 100%-ით პროგნოზირებად და კონტროლირებად პერსონაჟს გაიყვანდა. ოდნავ მოგვიანებით კი, ალბათ, გულწრფელად გაუკვირდებოდა, რატომ ინგრევა ასე სწრაფად ერთი შეხედვით “ჩაბეტონებული” რეჟიმი. ივანიშვილი, თავის მხრივ, არ აღიქვამს სახელისუფლო პარტიას, როგორც ტანკს, რომელმაც ყველას და ყველაფერს უნდა გადაუაროს და, სავარაუდოდ, აცნობიერებს, რომ მისი არაპროპორციული გაძლიერება ნებისმიერ ფასად ხელისუფლებას სწრაფი დეგრადაციის გზით წაიყვანს, ამიტომ რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავს (ცხადია, ფორმალურად ამას სხვა გააკეთებს) არა იმისთვის, რომოცნებამმანდატების ორი მესამედი ან სამი მეოთხედი მოიპოვოს, არამედ იმისთვის, რომ სისტემა  უფრო მართვადი და სტაბილური გახდეს. ამ მიდგომის ფარგლებში მნიშვნელობა აქვს არა კონკრეტული პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობას, არამედ იმას, თუ როგორი იქნება ზოგადი სურათი მომავალ პარლამენტში.

საერთოდ, სიტუაცია, როდესაც ძალთა განლაგება პარლამენტში არ ასახავს ამომრჩეველთა სხვადასხვა ჯგუფის თანაფარდობას და, ასე ვთქვათ, “იდეოლოგიურ მრავალფეროვნებას” საზოგადოებაში, არანორმალურია და დაძაბულობას ქმნის. თავის დროზექართული ოცნებაშეიქმნა, როგორც სააკაშვილის რეჟიმის მოწინააღმდეგეთა ერთიანი ფრონტი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მან ძირითადი ამოცანა შეასრულა, დაიწყო მისი დაშლის სავსებით ბუნებრივი და ლოგიკური პროცესი. კონსერვატიზმსა და ტრადიციონალიზმზე, ზომიერ ნაციონალიზმზე, “ნაცმოძრაობასთან” რაჰდიკალურ დაპირისპირებაზე, აგრეთვე, ნეიტრალიტეტსა და რუსეთთან კარგ ურთიერთობაზე ორიენტირებული “ოცნების” ამომრჩევლების ნაწილი წავიდა ბურჯანაძესთან, “პატრიოტთა ალიანსთან”, ზოგიერთ სხვა ჯგუფთან. სწრაფ ვესტერნიზაციაზე, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და (შესაბამისად) რუსეთთან კონფრონტაციაზე ორიენტირებული ამომრჩევლების ნაწილი ახლა ალასანიასთან მიდის (ალბათ, ყველამ მიაქცია ყურადღება იმას, რომ ალასანია კოალიციიდანგააცილესისე, რომ დარჩენის თეორიული შანსიც კი არ დაუტოვეს; ეს იყო ერთგვარიიძულება დაშორებისადმი”). მალე, სავარაუდოდ, რესპუბლიკელებიც წავლენ. დღეს მათი დაქართული ოცნების” (იგულისხმება პარტია და არა კოალიცია) ერთად ყოფნა მმართველ კოალიციაში ისევე უცნაურად და არაბუნებრივად გამოიყურება, როგორც სერბეთისგან და ჩერნოგორიისგან შემდგარი იუგოსლავია სხვა რესპუბლიკების გარეშე (იყო ასეთი ხანმოკლე პერიოდში). ან თვითონ წავლენ, ან ამის გაკეთებას აიძულებენ ისევე, როგორც ალასანიას, და ისინიც იმავე “პროდასავლურ ფლანგზე” გადაინაცვლებენ. ახალი არჩევნები შეიძლება პროცესის დაგვირგვინებად ჩავთვალოთ, რომელიც მთელ ამ დისპოზიციას ცენტრში დარჩენილი მმართველი პარტიით და ერთმანეთთან დაპირისპირებული “ფლანგებით” უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გადაიტანს და ამით დაასრულებს ბიპოლარული მოდელის (“ოცნება”-”ნაციონალები”) დემონტაჟის პროცესს. სხვათა შორის, ლათინური ამერიკის ისტორია ნათლად ადასტურებს, რომ მსგავსი მოდელი სუსტ ქვეყნებში უცხო სახელმწიფოების უხეში ჩარევისა და სამოქალაქო ომის დაწყების საფრთხეს მნიშვნელოვნად ზრდის.

აქ, ალბათ, კიდევ ერთხელ უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან სააკაშვილისა და ივანიშვილის მიდგომა პოლიტიკური პროცესის მართვის მიმართ. სააკაშვილის მსოფლმხედველობის ფარგლებში მომავალ არჩევნებში “ქართული ოცნების” მიერ (მაგალითად) 45%-ის აღება, მისი მარცხისა და ახალი ხელისუფლების მოახლოებული “ჩამოშლის” უტყუარი ნიშანი იქნება. მაგრამ თუ ამავე დროს დანარჩენი ხმები “ფლანგებზე” დაახლოებით ასე გადანაწილდება _ 25% ალასანია-რესპუბლიკელების ალიანსსა და “ნაციონალებს” და იმდენივე ბურჯანაძესა და “პატრიოტთა ალიანსს” (პლუს-მინუს რამდენიმე პროცენტი), ხელისუფლების მდგომარეობა, სავარაუდოდ, გაცილებით უსაფრთხო გახდება, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუოცნებაადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით 70-80%- აიღებდა და მალევე გადაიქცეოდა აღმასრულებელ სტრუქტურებთან შერწყმულ მონსტრუოზულ სახელისუფლებო პარტიად, როგორც ესნაცმოძრაობას”, უფრო ადრე კიმოქკავშირსდაემართა.

კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი ამ ხუთი ელემენტისგან შემდგარ მოდელს (შეიძლება, სხვაც დაემატოს, უბროლოდ, ფრაგმენტაცია, სავარაუდოდ, არ გასცდება გონივრულ ჩარჩოებს). აშკარაა, რომ ფლანგებზე, მაგალითად, “ალასანიარესპუბლიკელებისბლოკსა დანაცმოძრაობასშორის, მიზნობრივი 20-30 პროცენტისთვის გააფთრებული ბრძოლა გაიმართება და იგივე მოხდება კონსერვატიულტრადიციონალისტურფლანგზეც”. იმ სიტუაციაში, როდესაც ამ პირობითიფლანგებისშიგნით და ამავე დროს მათ შორის სერიოზული დაპირისპირება იქნება, ცენტრში დარჩენილი სახელისუფლებო პარტია, სავარაუდოდ, უპრობლემოდ მიაღწევს მთავრობის თუ ბიუჯეტის დამტკიცებას და საკონსტიტუციო ცვლილებებსაც კი, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ძალასთან სიტუაციური თანამშრომლობის ხარჯზე. ამასთანავე, მას შესაძლებლობა მიეცემა, წარმოაჩინოს თავისი კურსი, როგორც “ოქროს შუალედი” ერთმანეთთან დაპირისპირებული “ფლანგების” რადიკალური (და ურთიერთსაწინააღმდეგო) მოწოდებების ფონზე. პლუს ამას, _ ეს კონფიგურაცია გამორიცხავს ფართო ანტისახელისუფლებო ფრონტის შექმნას შემდეგი არჩევნებისთვის ან “მაიდნისთვის”. საზოგადოება მიიღებს საინტერესო დებატებს ჭრელ პარლამენტში, რომელიც, ასე თუ ისე, ადეკვატურად ასახავს სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის შეხედულებებს და პრობლემა (თუ ივანიშვილს დასჭირდება) არც მისი პარალიზება იქნება. არა ერთი სიგნალი მიუთითებს იმაზე, რომ ამ მიმართულებით მივდივართ, მაგრამ გაურკვეველია, როდის მივიღებთ ასეთ პარლამენტს _ 2016-ში თუ რიგგარეშე არჩევნების შემდეგ. რამდენად აძლევს ხელს ივანიშვილს დროის გაწელვა, მაშინ, როდესაც უკმაყოფილება ღარიბაშვილის მთავრობის მოქმედებით თანდათან იზრდება?

აქვე შეიძლება გაჩნდეს კიდევ ერთი კითხვა _ რა შუაშია ის მთვრალი კლერკი, უკაცრავად, მისი აღმატებულება გიორგი ვეტოსმდებელი (“ მეჩამი ბანტომ”)? გამორიცხული არ არის, რომ ის შეასრულებს ერთერთ მთავარ როლს მართვად კრიზისში, რომელსაც კოალიციის საბოლოო დაშლა და, შესაძლოა, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოჰყვება. გასული კვირის ვნებები “მოსმენების კანონპროექტის” და ვეტოს გარშემო (ყუჰრადღება მივაქციოთ რესპულიკელების ორაზროვან პოზიციას) შეგვიძლია მომავალი მოვლენების ერთგვარ წინასახედ ჩავთვალოთ. ზოგადად კი, მარგველაშვილმა ბოლო ხანს მართვადი ოპოზიციონერობის, გნებავთ, კონფორმისტული დისიდენტობის ერთგვარიეტალონიშექმნა.

ამასთანავე, მან არამხოლოდ ჩაუნერგა ნაციონალებსცრუ იმედები ხავერდოვან გადატრიალებაზე (და ამით ერთობ დააშორა რადიკალურ გეგმებს), არამედ ჩაითრია რიგი არასამთავრობოები უცანურ თამაშში, რომლის ფარგლებში მისი (არსებითად უსარგებლო) ვეტო თუ კომენტარი განიხილება, როგორც ზემნიშვნელოვანი ფაქტორი. ერთი მხრივ, ის ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საქართველოში გაქანებული დემოკრატიული პლურალიზმია; მეორე მხრივ, ივანიშვილისთვის პრინციპულ საკითხებში სწრაფად უკან იხევს. ეს ქცევა, უპირველესად, ალბათ, მარგველაშვილის პიროვნული თვისებებიდან გამომდინარეობსის საკმარისად ამბიციურია იმისთვის, რომ უნებისყოფო მარიონეტის როლს არ შეეგუოს, მაგრამ მოკლებულია შეუპოვარი მებრძოლისთვის აუცილებელ თვისებებს. საერთოდ, ვინ და რატომ დაასკვნა, რომ ივანიშვილს პრეზიდენტად, მაინც და მაინც, ყურმოჭრილი მარიონეტი სჭირდებოდა? შესაძლოა, ეს დასკვნა ახალ რეალობაზე სააკაშვილის დროინდელი სტერეოტიპების მექანიკური პროეცირების შედეგს წარმოადგენდა.

რბილი ავტორიტარიზმის პირობებში დემოკრატიული ფასადის შენარჩუნება და თანმდევი ილუზიების გაძლიერება არც ისე იოლია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პარალელურად ახალი სისტემის გამყარებაზე ზრუნავ და ყოვედღიურად ებრძვი ცდუნებას, ყველა პრობლემა უხეში დიქტატორული მეთოდებით გადაწყვიტო. სააკაშვილმა ამ ცდუნებას ვერ გაუძლო, გაუძლებს თუ არა ივანიშვილი? ბევრი რამ ცხადი მას შემდეგ გახდება, როდესაც ის საკუთარ პოზიციას მმართველი პარტიის მომავალზე აშკარად გამოხატავს. ხუთელემენტიანი პარლამენტისჩამოყალიბება ზემოაღწერილი კონფიგურაციით (პლუს ამასმეექვსე ელემენტიმარგველაშვილის სახით) საწყის ეტაპზე საკმაოდ დახვეწილ თამაშს და პოლიტიკურ მიკრომენეჯმენტში ჩარევას მოითხოვს, მაგრამ საბოლოოდ შეიძლება გაცილებით მდგრადი (თანაცუფრო ადამიანური”) სისტემის შექმნით დაგვირგვინდეს, ვიდრესააკაშვილის სახელობის ალგორითმიდა ფაქტობრივ ერთპარტიულობაზე გადასვლა მოიტანდა. საბოლოო პასუხს ყველა დასმულ კითხვაზე ჩვენ, სავარაუდოდ, 3-4 თვეში მივიღებთ; უფრო ადრე, უბრალოდ, არ გამოვა, თუნდაც იმიტომ, რომ მართვადი დემოკრატია ლობიობა როდია.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

  1. შეიძლება იყო ფილოასოფოსი და ამავდროულად დაუნის ფარული სიმპტომები გაგაჩნდეს? – რასაკვირევლია, იმ შემთხვევაში როდესაც მხოლოდ და მხოლოდ სხვისი ხათრით გირჩევენ პრეზიდენტად და შენც თანხმდები ასეთ ხათრს…და განა ამას დიდი ფილოსოფია სჭირდება???

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here