Home რუბრიკები საზოგადოება ღია წერილი საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს!

ღია წერილი საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს!

534

ბატონო პრემიერმინისტრო,

სამეგრელოსა და განსაკუთრებით _ მდინარე ენგურის კალაპოტის მიმდებარე რეგიონის მოსახლეობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სახელისუფლებო ორგანოები კარგად ვიცნობთ ქართული კომპანია “ჰერბის” ქართველი მეცნიერ-სპეციალისტების მიერ უცხოელ სპეციალისტებთან კონსულტაციით შემუშავებულ პროექტს _”მდინარე ენგურის კალაპოტისა და წყალსაცავის გაწმენდა ინერტული მასალებისა და მასში შემავალი ქიმიური კომპონენტებისგან”. ეს პროექტი და თანდართული რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და აფხაზეთთან ინტეგრაციის თანდართული პროგრამები არის მრავალმხრივი, მასშტაბური, ქვეყნის განვითარებისა და ერთიანობისთვის მნიშვნელოვანი.


პროექტი იმითაც არის საყურადღებო, რომ მასში, გარდა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და აფხაზეთთან ინტეგრაციისა, გათვალიწინებულია დიდი ტერიტორიების კეთილმოწყობა და ეს იმ დროს, როდესაც საჭირო არ არის სპეციალური საშუალებების გამონახვა ხელოვნური ლანდშაფტის მშენებლობისთვის. მისი განხორციელების შედეგად რესურსების მოპოვება არათუ დაარღვევს ლანდშაფტს, არამედ კეთილმოაწყობს მას, ბუნებრივ იერს უფრო მიმზიდველს გახდის და ნორმალური ფუნქციონირების საშუალებას მისცემს “ენგურჰესის” თაღოვანი კაშხლის წყალსაცავ ფარებს.

მდინარე ენგურის გარკვეული ნაწილი წარმოადგენს ადმინისტრაციულ საზღვარს აფხაზეთის მხარესთან, ამიტომ პროექტის განხორციელება რეალურია აფხაზეთის მხარესთან მჭიდრო ინტეგრაციის პროცესში. წარმოდგენილი პროექტის და თანდართული რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის რეალიზაცია არის ხანგრძლივი პროცესი და მოიცავს მდინარე ენგურის ორივე ნაპირის ნაპირდაცვით სამუშაოებს, რომლის შედეგადაც მდინარის გაუწყლიანებელი კალაპოტი გადაიქცევა სანაოსნო არხად, ხოლო გაზაფხულზე მდინარის ადიდების შედეგად წამოსული ნიაღვრისგან დაცული იქნება მიმდებარე ტერიტორიები და მოსახლეობა. პროგრამის ფარგლებში აფხაზეთის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან დამაკავშირებელი არსებული დროებითი ავარიული ხიდები შეიცვლება თანამედროვე, კაპიტალური, კიდული ხიდებით. მოეწყობა სხვადასხვა სახეობის სარეწაო დანიშნულების თევზსაშენი მეურნეობები, სამრეწველო, სასოფლო დანიშნულების საწარმოები და სხვ.

*პროექტი მოწონებულია და მხარდაჭერილია გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და ევროგაერთიანების მიერ; განხორციელება იგეგმება მათი მხარდაჭერითა და მონაწილეობით.

*კონფლიქტის ეტაპობრივი მოგვარების პროცესთან ერთად გაფართოვდება პროექტით გათვალისწინებული პროგრამის არეალი მდინარე ენგურის მარჯვენა სანაპიროზე _ აფხაზეთის ტერიტორიაზე.

*რეგიონში სანაოსნო არხის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარება მოიტანს დიდ სოციალურეკონომიკურ ეფექტს, რომელიც დადებითად აისახება ქართულაფხაზურ ურთიერთობებზე.

*წარმოდგენილ პროექტში და მისი განვითარების პროგრამაში გათვალისწინებულია აფხაზეთის რეგიონიდან მოწვეული მეცნიერ-სპეციალისტების, დამხმარე მუშების მონაწილეობა, რაც გააუმჯობესებს ქართულ-აფხაზურ ინტეგრაციულ პროცესს. აფხაზეთის მხრიდან მოწვეულ მეცნიერ-სპეციალისტებს პროექტის ფარგლებში საშუალება მიეცემათ, მიიღონ აქტიური მონაწილეობა პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებასა და რეალიზაციაში, წარმოადგინონ ინიციატივა ქართულ მხარესთან ერთობლივი დასაქმებისა და საქმიანი ურთიერთობებისთვის, გამოვიდნენ თანადამფუძნებლად ქართულ-აფხაზური ერთობლივი შერეული ოფისის შექმნაში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ეკონომიკური პროექტების შემუშავება, კულტურული, სპორტული და სხვა ღონისძიებების მოწყობა, ერთობლივი ექსკურსიების ჩატარება, უფრო მჭიდრო და თავისუფალი ურთიერთობების დამყარება, ტრადიციების აღდგენა. შერეულმა ოფისმა, აფხაზურ მხარესთან ერთად, აფხაზეთში მცხოვრებ ხალხებთან უნდა გასწიოს პროპაგანდა, თუ რამდენად საშიში და ეკოლოგიური კატასტროფის მომტანია აფხაზეთის მდინარეებიდან (ბზიფი, კოდორი, გუმისთა, ღალიძგა და სხვ.) ინერტული მასალების მოპოვება.

*აღნიშნული პროგრამა კომერციული თვალსაზრისითაც არის მომგებიანი, საშუალებას მისცემს ქართველ და აფხაზ ხალხს, ერთობლივად გადაჭრან მრავალი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა, ხელი შეუწყონ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

კომპანია “ჰერბის” მიერ წარმოდგენილი პროექტი “მდინარე ენგურის კალაპოტისა და წყალსაცავის გაწმენდა ინერტული მასალებისა და მასში შემავალი ქიმიური კომპონენტებისგან” მოიცავს მდინარე ენგურის შავ ზღვასთან შეერთების ადგილიდან “ენგურჰესის” კაშხლამდე 62 კმ-ს და წყალსაცავიდან ზევით 35 კმ-ს, მდინარის კალაპოტს და მიმდებარე თავისუფალ ტერიტორიებს. პროექტი, აგრეთვე, მოიცავს მდინარე ენგურზე არსებული დროებითი და ამორტიზებული ხიდების შეცვლას თანამედროვეთი, კალაპოტის ჩასმას რკინა-ბეტონის ჯებირებში. პროექტით ასევე გათვალისწინებულია მდინარე ენგურის კალაპოტის მიმდებარე თავისუფალ და გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და მრეწველობის ეკოლოგიურად სუფთა დარგების განვითარება.

პროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს მსოფლიოში ერთერთი უმაღლესიენგურჰესისწყალსაცავში დაგროვილი ინერტული მასალებისა და მასში შემავალი ქიმიური კომპონენტების თანამედროვე მეთოდებით ამოღებაში, რომელიც საშუალებას მისცემსენგურჰესს”, იმუშაოს სრული დატვირთვით. ამასთანავე, წყლის ავარიული გაშვების ან სტიქიური უბედურების დროს გაზარდოს წყლის დიდი ნაკადის გატარება, მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხისა და არსებული მატერიალური ფასეულობების დაცვის მიზნით. პროექტი გაწერილია მრავალწლიანი სამუშაო გრაფიკით, არის უნიკალური, მრავალმხრივი და კომპლექსური.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების წარმოება მოითხოვს დიდი ოდენობით ცოცხალი ძალის გამოყენებას, რომლის პოტენციალიც რეგიონში საკმაოა. სამუშაოების ხანგრძლივი დროით წარმართვა მოითხოვს სოციალურეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი პირობების მოწყობას, რომელიც ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის ფართო ქსელის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. პროექტის რენტაბელობიდან გამომდინარე, ანაკლიიდან დაწყებული, მდინარე ენგურის მთელი კალაპოტის გასწვრივ შეიქმნება სხვადასხვა დანიშნულების საწარმოები, რაც განაპირობებს ხალხის დასაქმებას ინფრასტრუქტურის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სპორტისა და მომსახურების სფეროში. ათასობით მუშამოსამსახურის დასაქმების პირობებში აუცილებელი გახდება საბინაო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მცირე და დიდი ობიექტების მშენებლობა, საკომუნიკაციო სისტემების მოწყობა და სხვ.

პროექტის ფარგლებში, ეტაპობრივად განხორციელდება ინერტული მასალებისა და მასში შემავალი ქიმიური კომპონენტების ამოღება, ადგილზე მოხდება ამოღებული ინერტული მასალებიდან ძვირფასი ნივთიერებების (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, ტყვია, თუთია, დარიშხანი, ბისმუტი, ინდიუმი) პირველადი გამოყოფა და ამ ნივთიერებების შემცველი მასის შემდგომი გადამუშავებისთვის განვითარებულ ქვეყნებში გაგზავნა. ნატანი მასალა (ქვა, ქვიშა) ძირითადად მოხმარდება საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ნაპირების, პლაჟების კვებას, ზღვასა და მდინარეებზე ნაპირდამცავი ნაგებობების მშენებლობას, საზღვაო-სამდინარო ინფრასტრუქტურის განვითარებას და ქვეყნისთვის აქტუალურ მიზნებს. ამოღებული ლამი გამოყენებული იქნება სოფლის მეურნეობაში, როგორც ეკოლოგიურად სუფთა მინერალური სასუქი.

კომპანია “ჰერბის” პროექტით, ინერტული მასალებისა და მასში შემავალი ქიმიური კომპონენტების მოპოვება-გადამუშაება და ტრანსპორტირება განხორციელდება კომპანიის მეცნიერ-სპეციალისტების მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არსებობს. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც მდინარის კალაპოტის გაწმენდა ინერტული მასალებისა და მასში შემავალი ქიმიური კომპონენტებისგან ხორციელდება სპეციალური დანადგარებით აღჭურვილი საათში 5600 კუბ.მ წარმადობის “სუპერდრაგით”.

პროექტის ფინანსური წარმატების არსი მდგომარეობს ინერტული მასალების და მასში შემავალი ქიმიური კომპონენტების კომპლექსურად გამოყოფაში, რომელიც პროდუქციის თვითღირებულებას შეამცირებს და პროექტს გახდის მომგებიანს.

წარმოდგენილი პროექტის განხორციელება მცირე საინვესტიციო დანახარჯებით _ 34,5 მლნ ევრო, მოიტანს დიდ მოგებას _ 110 მილიარდ ევროს, ანუ სამუშაოების კომპლექსურად წარმოება პროექტის ავტორებს საშუალებას მისცემს, წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა დაფაროს მის წარმოებაზე გაწეული ხარჯები (60 მილიარდი ევრო) და მიიღოს მოგება რეინვესტირების განსახორციელებლად.

ქიმიური კომპონენტების მოპოვებისა და ნაწილობრივ რეალიზაციის შედეგად, იგეგმება გამამდიდრებელი კომპლექსის მშენებლობა რეინვესტირების თანხით, რაც საშუალებას მისცემს ჩვენს ქვეყანას, ადგილზე აწარმოოს სტრატეგიული მაღალხარისხიანი ნედლეული და დაასაქმოს ათასობით ადამიანი.

პროექტის ავტორებს რეინვესტირება განზრახული აქვთ მუშაობის დაწყებიდან მე-2 წელს, როცა “ენგურჰესის” წყალსაცავის გაწმენდითი სამუშაოებისთვის შეძენილი იქნება და ადგილზე დამონტაჟდება უცხოელ პარტნიორებთან ერთად შემუშავებული, წყალსაცავის სპეციფიკიდან გამომდინარე (ანალოგიური წყალსაცავების გაწმენდის პრეცენდენტი მსოფლიოში ჯერ არ არსებობს), სპეციალური დანადგარ-მოწყობილობებით აღჭურვილი მცურავი პლატფორმა, აგრეთვე, ტრანსპორტირებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ტექნიკა.

წარმოდგენილი პროექტის ფისკალური ეფექტი საშუალო წლიური საბიუჯეტო შენატანებით შეადგენს 2 მილიარდ ევროს, ეს კი საგრძნობლად გააუმჯობესებს, როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, შექმნის ათასობით სამუშაო ადგილს.

ავტორები ამტკიცებენ, რომ ჰყავთ ინვესტორი, რომელიც სპეციალიზებულია მსგავსი სამუშაოების ჩატარებაზე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში.

ვინაიდან მდინარე ენგურის კალაპოტის გარკვეული მონაკვეთი წარმოადგენს კონფლიქტურ რეგიონს, პროექტს აქვს გაეროსა და ევროკავშირის წერილობითი მხარდაჭერა, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, თანადაფინანსების გამოყოფაზე. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონ დავით უსუფაშვილის მხარდაჭერით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ბატონ პაატა ზაქარეიშვილის წერილობითი მიმართვა აფხაზური მხარისადმი.

პროექტს გამოეხმაურნენ სახელმწიფო უწყებებიდან, კერძოდ, არის შეფასებები სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის, აგრეთვე, ეკონომიკური საბჭოებისგან. არსებობს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების, “ენგურჰესის” დირექციის, დამოუკიდებელი ექსპერტების დადებითი დასკვნები, შეთანხმებები საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და ფრაქცია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობასთან.

პროექტი განხილულია, შეთანხმებულია და მოწონებულია სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რწმუნებულთან, ბატონ ლევან შონიასთან, ზუგდიდის რაიონის გამგებელთან, ბატონ ედიშერ თოლორაიასთან, რეგიონის მოსახლეობასთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.

ბატონო ირაკლი! პროექტის აქტუალურობიდან გამომდინარე, გთხოვთ, დროულად უზრუნველყოთ პროექტის რეაბილიტაციისთვის საჭირო სამთავრობო დადგენილება.

უღრმესი პატივისცემით,

ანზორ ლომაია,

სამეგრელოს რეგიონული საზოგადოებრივი უხუცესთა კავშირსხუნუსგამგეობის თავმჯდომარე;

ჯონი ზარანდია, მიხეილ ხუბუტია, კლიმენტი კიკილაშვილი, ალეკო თოდუა, ვახტანგ ბულია, გივი ქირია,

გამგეობის წევრები;

ალვერ იზორია,

საზოგადოებამამულისთავმჯდომარე;

 ჯემალ შერვაშიძე, ჯამბულ ანჩიბაძე, ბოჩია ემხვარი,

აფხაზი ხალხის წარმომადგენლები;

ბაია მარგიანი, ერეკლე საღლიანი,

ზემო სვანეთის წარმომადგენლები;

ზურაბ კვარაცხელია,

სახალხო მოძრაობასამეგრელოსზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე;

ლაურა ადამია,

ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დეპარტამენტის სამეგრელოს განყოფილების უფროსი;

შუკო ჯიქია,

საქართველოს მწერალთა ეროვნული აკადემიის სამეგრელოზემო სვანეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე;

შოთა თოდუა,

ზუგდიდისა და აფხაზეთიდან დევნილი სამამულო ომის ვეტერანთა კავშირის თავმჯდომარე;

რევაზ მაქაცარია,

ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი;

ვაჟა ფიფია,

ზუგდიდის რაიონის ავტონომთა ასოციაციის თავმჯდომარე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here