Home რუბრიკები პოლიტიკა ახლა გაგახსენდათ მისი უწმინდესობა, თქვე უწმინდურებო?

ახლა გაგახსენდათ მისი უწმინდესობა, თქვე უწმინდურებო?

714

ამ პლასტელინს, პრეზიდენტადწოდებულ გიორგი მარგველაშვილს, თავი მართლა პრეზიდენტი ჰგონია! არადა, მის შემხედვარეს ოსტაპ ბენდერის „Жертва аборта“ მახსენდება _ სწორედ წარუმატებელი პოლიტიკური აბორტის შედეგია გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობა. ამას უკვე ბიძინა ივანიშვილიც მიხვდა, მაგრამ  რეალობა ყველაზე დიდი იუმორისტიც ყოფილა და ცინიკოსიც.


მარგველაშვილის პირველ გაუბედავ ვეტოს ჯერ პარლამენტში ირაკლი ალასანიას მხარდასაჭერად მისვლა მოჰყვა, ახლა კი პრეზიდენტობის ეშხში შესულმა საგანგებო განცხადებად წოდებული მორიგი აბდაუბდა გვაახლა და პატრიარქს მიადგა…

კაცმა რომ თქვას, მოულოდნელი არაფერი მომხდარა, რუსეთმა გააკეთა ის, რაზეც არა ერთხელ გვისაუბრია ჩვენი გაზეთის ფურცლებზე მეც და ჩემზე კომპეტენტურ ავტორებსაც _ ყალყზე შემდგარი რუსეთი არათუ უკრაინაში, აღარც კავკასიაშია რამის დამთმობი. ეს უნდა გაეთვალისწინებინა ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ადეკვატურად, თანმიმდევრულად უნდა ემოქმედა, “ნაცებისზეწოლას არ დაჰყოლოდა და .. ჩრდილოატლანტიკური კურსის უცვლელობა პარლამენტის დადგენილებით წითელი ნაჭერივით არ ეფრიალებინა!

 გაგონილა ასეთი რამ? _ უცვლელიაო ჩვენი გეზი დაქცევისკენ…  იქნებ ხვალ  გზამ, რომელსაც დღეს დაადექი, უფსკრულისკენ გადაუხვიოს, უნდა გადაიჩეხო?

 რუსეთის მიერ აფხაზეთთან ხელმოწერილი დოკუმენტის გამო  ნაციონალკრიმინალებისმთავარი ოპოზიციური ძალა”, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან საქართველოს უსწრაფეს მიერთებას ითხოვს, თანაც ისე, რომ არც უფიქრდება, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს რუსეთის საპასუხო სანქციებს, რომლებსაც აუცილებლად დაგვიწესებს.

დაიწყებენ ახლა _ ჩვენი მანდარინი-ბორჯომი-ღვინის არ შეტანით ისე დავაზარალებთ რუსეთს, რომ დღე-დღეზე ჩამოიშლებაო. ასეთი არაადეკვატურ ოპონენტებთან კამათს არ ვაპირებ _ ისინი ან გამოუსწორებელი ბრიყვები არიან, ან მოგზავნილი გავლენის აგენტები…

თანაც ეს ბაქიაობა _ უბორჯომუმანდარინოდ რუსეთს დავაჩოქებთო _ გასულ საუკუნეში საქართველოს მიერ სამტრედიაში სსრკის ბლოკადას მაგონებს. იმ ბლოკადის შემსრულებელი ზვიად ძიძიგური მანდ გყავთ და მიდით, “ნაცქოცებო” _ თუ ნატო  სამხედრო ძალით ყურზე ხახვს ვერ აჭრის რუსეთს, თქვენ მიეძალეთ და ეკონომიკურად ნაღდად მოახრჩობთ

ახლა რაც შეეხება მარგველაშვილის გალაშქრებას პატრიარქზე _ ქსლისა მბეჭველმა პრეზიდენტმა ჯერ არასამთავრობოებს რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა და შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქიც ახსენა _ “ვთხოვ (კიდევ კარგი, რომ ჯერ არ მოითხოვს _ დ. მ.) საქართველოს პატრიარქს და სხვა კონფესიებს, მათ ხელს არსებული საშუალებებით, არ დაუშვან მცირე ერების ასიმილაცია!”

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მსგავსი აბდაუბდა გაგონილა? მაგრამ აქ სხვა რამ მგონია მთავარი _ ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს საქართველოს პატრიარქის შანტაჟს! პატრიარქისა, რომელსაც ამ ხლისტებმა ვერა და ვერ ააღებინეს ხელი რუსეთის ეკლესიასთან ევქარისტულ ძმობა-მეგობრობაზე, ახლა უნდათ, რომ ანტირუსულ ისტერიაში დედაეკლესია და საპატრიარქოც ჩართონ!

ახლა გაგახსენდათ მისი უწმინდესობა, თქვე უწმინდურებო?

მაშინ სად იყავით, როდესაც მხცოვანი პატრიარქი პაპანაქება აგვისტოში ფეხით დადიოდა ქართლში და უაზროდ დაღუპული ბიჭების გახრწნილი ცხედრები გამოჰქონდა წაგებული ბრძოლის ველიდან, საიდანაც ჰალსტუხის მღეჭველი მთავარსარდალი ისე გამოიქცა, საკუთარი დაცვის სამსახურისჰამერებსგამოასწრო?!

სად იყავით და რუსთაველზე გამარჯვებას ზეიმობდით!

ან მაშინ რა ქენით, როდესაც პატრიარქის ხათრით რუსებმა პერევიდან ჯარი გაიყვანეს?

რა ქენით და “ბრძენმა” სააკაშვილმა _ პატრიარქი ჩემი დავალებით იყო მოსკოვს ჩასულიო და… რუსების ტანკები უმალ უკან შემოგრიხინდნენ!

შარშან, რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლის იუბილეზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ხაზგასმული პატივითა და მოკრძალებით მიიღო ჩვენი პატრიარქი და ლტოლვილების დაბრუნებაში დახმარება აღუთქვა, თქვენ რა ქენით, ბუდარაბუდარიხებო?

რა და ის, რომ ლამის ქვეყნის მოღალატედ შერაცხეთ დედაეკლესია და პატრიარქი!

ან სულ ახლახან, როდესაც ანტიდისკრიმინაციული კანონი, პატრიარქის თხოვნის მიუხედავად, ზარზეიმით მიიღეთ, რა ქენით?

რა და თამარ კორძაიამ _ ბარემ ერთი მანდატი მივცეთ და პარლამენტში დავსვათო, გაუგონრად შეურაცხყო მისი უწმინდესობა…

ერთი სიტყვით, პატრიარქის აღმა ხნულის, ამათგან დაბლა ფარცხვის მაგალითების მოყვანა კიდევ ბევრის შეიძლება, მაგრამ ამჯერად ეს ვიკმაროთ!

პატრიარქს პლასტელინის თხოვნა არ სჭირდება და ხვალაც ისევე იღვაწებს საქართველოსთვის, როგორც აქამდე უღვაწია!

 მისი უწმინდესობა ქართველ მართლმადიდებელთა პატრიარქია და არა იეღოველ-ხლისტების!

ჰოდა, მისი უწმინდესობის ხსენებისას და მეტადრე მისთვის შანტაჟის ელემენტების შემცველი ულტიმატუმების წაყენებისას სიფრთხილე გამოიჩინეთ, ყოველი სიტყვა შვიდგზის აწონეთ, სოროსის ყორნებო, თორემავნახავთ თქვენს ბუმბულს გაშლილს, გაფანტულს ველადა”…

დავით მხეიძე

 

1 COMMENT

  1. გადადექით და დანიშნეთ საპრეზიდენტო არჩევნები,თქვენც მიიღეთ მონაწილეობა და რამდენ ხმას აიღებთ,ვნახოთ

  2. ივანიშვილის უსასრულოთ მადლიერი ვიქნები მთელი ცხოვრება, ეს ბოროტი და გარყვნილი ნაძირალა რომ მოიცილა. მაგრამ ორი ძირითადი შეცდომა იქნა დაშვებული: 1.ძალიან მძიმე საკადრო შეცდომები. 2. ტელევიზიებისა და პროპაგანდის როლი, საზოგადოების მსოფლმხედველობის ჩამოყალიბაბაში, ეს უმძიმესი შეცდომაა. ეხლა ურჩებისა და უმადურების პარადები ნახეთ. 3. საგარეო კურსის მოქნილობა უდიდეს ეჭვებს იწვევს, ორი სხვადასხვა პოლიტიკური მიმდინარეობა მაინც უნდა შეექმნათ მანევრისათვის. 4.მტრის სანახევროთ დამარცხება უდიდესი დანაშაულია, ნაც ხროვას არ უნდა ეარსება. 5. დემოკრატია უჭკუებისთვის უძლიერესი სატყუარაა.

  3. ეს მედროვები ვერაფერს ვერ შეცვლიან, იმიტომ რომ სამშობლო არ უყვართ ,ცოდნა არა აქვთ. იღებენ უცხოელებისაგან უამრავ სესხს . ნაწილს იყოფენ,ნაწილს ვალებში იხდიან. ფულს ვინც გიხდის ალღუმი იმას მიყავს.ამიტომ იმეორებენ თუთიყუშებივით ნატო,ნატო.ისევეს ჩვენი დიდებული პატრიარქი თუ გვიშველის, ხალხს მხოლოდ მისი ჯერავს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here