Home რუბრიკები პოლიტიკა ირაკლი ალასანია _ “ნაციონალების” მიერ ჩანერგილი კადრი “ქართულ ოცნებაში”?

ირაკლი ალასანია _ “ნაციონალების” მიერ ჩანერგილი კადრი “ქართულ ოცნებაში”?

771

თავდაცვის სამინისტროში ბოლო წლებში შექმნილ არასახარბიელო ვითარებასა და ამ უწყებაში განხორციელებულ ფინანსურ მაქინაციებზე გვესაუბრება პიროვნება, რომელიც თავის დროზე ამ სამინისტროს ერთ-ერთ სტრუქტურასთან თანამშრომლობდა. ჩვენმა რესპონდენტმა, რომელმაც ბევრი რამ საკუთარ თავზე იწვნია, გარკვეული სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო, ცოტა ხნით ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა.


_ ირაკლი ალასანიამ, თავდაცვის მინისტრის პოსტის დაკავების შემდეგ, ამ სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა კოტე ყიფიანი _ პრაქტიკულად იმავე პოზიაციაზე, რომელიც მას 2006 წელს, კეზერაშვილის მინისტრობის პერიოდში, ეკავა. სხვათა შორის, კოტე ყიფიანი საკმაოდ ძლიერი ადვოკატია, ოღონდ შავ საქმეებს აკეთებს თუაპრავებს”, როგორც კიანუ რივზის გმირი ფილმეშმაკის ადვოკატში”.

_ მაინც რა საქმეები აქვს კოტე ყიფიანს გაკეთებული თუგაპრავებული”?

_ “ნაციონალური მოძრაობისმიერ ტელევიზიების წართმევასა და იძულებით ჩუქებას სწორედ კოტე ყიფიანი აფორმებდა იურიდიულად. კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ ჩამოაყალიბა იურიდიული კომპანია სახელწოდებით “ბი ჯი სერვისი”, რომელშიც მუშაობდნენ კოტე ყიფიანი და მერაბ გელოვანი, რომელიც კეზერაშვილის მინისტრობისას სამხედრო პოლიციის შეფი გახლდათ. ეს არის საკონსულტაციო იურიდიული კომპანია, რომელსაც კლიენტები გარანტირებული ჰყავდა _ მხოლოდ კეზერაშვილის ბიზნესები შეადგენდა 85 კომპანიას. მათ გარდა, ზოგი კომპანია, სჭირდებოდა თუ არა იურიდიული მომსახურება, “ბი ჯი სერვისს”  მაინც უხდიდა საკმაო თანხას ვითომ მომსახურებში, ანუ კეზერაშვილი ამ საკონსულტაციო იურიდიული კომპანიის მეშვეობით ფულს “ახევდა” სხვადასხვა ორგანიზაციას.

_ კონკრეტულად რომელ ორგანიზაციებს?

_ მაგალითად, “თი ბი სი” ბანკს. ამ ბანკს ჰოლანდიელი იურისტები ემსახურებიან და თანაც, თავისი საკმაოდ ძლერი იურიდიული ჯგუფი ჰყავს, მაგრამ კეზერაშვილის კომპანიას წელიწადში საშუალოდ მილიონ ლარს უხდიდნენ. რა კონსულტაცია სჭირდებოდა მამუკა ხაზარაძეს ისეთი, რომ ყიფიანსა და გელოვანს ამხელა თანხას უხდიდა?!

_ რატომ უხდიდნენ ბანკები თანხებს კეზერაშვილს?

_ კეზერაშვილის კომპანიაში უამრავი შავი სქემა მუშავდებოდა ბიზნესის წართმევა-გადაფორმების სახით, რაშიც ბანკებიც იყვნენ გარეული და ამიტომაც იყვნენ იძულებული ეს საფინანსო ორგანიზაციები, მათ შორის, “თი ბი სი ბანკი”, რომ, ასე ვთქვათ, შეწერილი თანხა გადაეხადათ. თუ “ნაცმოძრაობასთან” არ ექნებოდათ მჭიდრო ურთიერთობა, თვითონაც სხვა ბანკებისა თუ ბიზნესმენების მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ და იძულებული იყვნენ, მილიონები ეხადათ არაფერში.

_ ანუ ამბობთ, რომ ადამიანები, რომლებიცნაცმოძრაობის”  ინტერესებს ემსახურებოდნენ, ხელისუფლებაშიქართული ოცნებისმოსვლის შემდეგ კვლავ სამთავრობო სტრუქტურებში დარჩნენ

_ ასეა. ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ბინძურ საქმეებს სჩადიოდნენ, ალასანიამ თავდაცვის სამინისტროში მაღალ პოსტებზე დანიშნა. ის, რასაც დღეს ალასანიას ედავებიან, არაფერია იმასთან შედარებით, რაც მან ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩაიდინა. ამ ადამიანის მინისტრობის შესწავლა თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო სისტემიდან  უნდა დაეწყოთ.

_ რას გულისხმობთ?

_ ის სამშენებლო კომპანიები, რომლებიც ალასანიას გამინისტრებამდე ხელშეკრულებით მუშაობდნენ თავდაცვის სამინისტროს ობიექტებზე, თავდაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ გაყარა, კომპანია “სუპერ ვე”-ს გარდა, რომელიც მას ეკუთვნოდა; სწორედ ამ კომპანიას უკვეთდა თავდაცვის სამინისტრო ობიექტების მშენებლობას, რისთვისაც მილიონობით ლარს რიცხავდა.

_ ამ კომპანიას ვინ ხელმძღვანელობდა?

_ ბაჩო ახალიას დეიდაშვილი ვახო ბართაია, რომელიც, ასე ვთქვათ, აკონტროლებდა ყველაფერს, კომპანიის ფაქტობრივი დირექტორი კი გახლდათ ნუკრი ნადარეიშვილიმინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ ირაკლი ალასანიამ კომპანიასუპერ ვეგადააქცია თავდაცვის სამინისტროსთვის დაქვემდებარებულ სამშენებლო კომპანიად და მისცა სსიპის (საჯარო სამართლის იურიდიული პირი) სახე, რომელიც ამოქმედდა ბიზნესმენებისთვისახეულიტექნიკითა და ინვენტარით. შემდეგ ალასანიამ ამ კომპანიის აქტივები სახელმწიფოს საკუთრებაში გადაიტანა და თავდაცვის მშენებლობისა და შესყიდვების უფროსად ნუკრი ნადარეიშვილი დანიშნა. ამ ფირმაში გადაიყვანეს ბაჩო ახალიას კადრი ვახო გორდაძეც _ მომღერალ ნატო გელაშვილის ქმარი. არადა, “ქართული ოცნება” ხელისუფლებაში რომ მოვიდა, ვახო გორდაძე დაკავეს, ვითომ დაკითხეს, მაგრამ მალე გამოუშვეს და ალასანიამ თავდაცვის სამინისტროს სამშენებლო კომპანიაში დირექტორის მოადგილედ დანიშნა. სხვათა შორის, ადრე ვახო გორდაძე ბაჩო ახალაიას სახელს იყო ამოფარებული და უამრავ სისაძაგლეს სჩადიოდა. ეს რომ ახალაიას გაეგო, არ აპატიებდა. ამ ყველაფერზე კი ირაკლი ალასანიას პროკურატურა არაფერს ეკითხება. ახალაიას მინისტრობის პერიოდში სწორედ გორდაძემ წაართვა თათა ვარდანაშვილს ფეხსაცმელების ფაბრიკა და დღეს იმის ნაცვლად, რომ ეს ყველაფერი პროკურატურას წესიერად გამოეძიებინა, რაღაც სისულელეებზე ედავება ყოფილ მინისტრს. “ნაციონალების” მიერ შექმნილი ბინძური სქემა ალასანიას ხელში გადავიდა და დამნაშავეები, ნაცვლად იმისა, რომ დაეპატიმრებინათ, დააწინაურეს. ალასანია იყო “ნაციონალების” მიერ ჩანერგილი კადრი “ქართულ ოცნებაში”. რატომ არ იძიებენ თავიდან ბოლომდე ყველაფერს? ამ ხელისუფლებას ერთხელ მაინც დაეკითხა კოტე ყიფიანი, სხვაზე აღარ ვლაპარაკობ. სხვათა შორის, პარლამენტში რომ შეიქმნა კომისია, რომელსაც თინა ხიდაშელი ხელმძღვანელობდა, ტელევიზიების წართმევის საკითხის განხილვისას რადენჯერმე ამოტივტივდა კოტე ყიფიანის სახელი, მაგრამ მყისვე მიაჩუმათეს.

_ დღეს კოტე ყიფიანი თავდაცვის სამინისტროში იმავე თანამდებობას იკავებს?

_  ახალი მინისტრიც თუ კიდევ ამ პოსტზე დატოვებს ყიფიანს, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე. ყველაზე საშინელი იყო ის, რომ თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურაში ალასანიამ “ნაციონალების” მიერ დანიშნული კადრები დატოვა.

_ ამით რა მიზნის მიღწევას ცდილობდა ირაკლი ალასანია?

_ მისი მიზანი იყო პრეზიდენტის პოსტის ხელში ჩაგდება. ის პრემიერმინისტრს გაცილებით ადრე უნდა მოეხსნა პოსტიდან, რადგან თავდაცვის სამინისტრო უმნიშვნელოვანესი სტრუქტურაა. მინისტრს ყოველთვის ჰყავს 500 კბილებამდე შეიარაღებული ჯარისკაცი, რომლებიც მინისტრის მხარესაა, თანაც ალასანიას უწყებაში ფინანსური მაქინაციები კარგად ჰქონდათ ათვისებული და საკმაოდ რისკის შემცველი ვითარება იქმნებოდა. რაც მთავარია, ალასანიას ახალი არაფერი გამოუგონია _ მის ხელში კეზერაშვილის მიერ შექმნილი სქემა გადმოვიდა და ეს მაქინაციები უფრო კარგად დაალაგა. სხვათა შორის, რაც ამ სისტემაში კეზერაშვილმა გააკეთა, არც ერთ თავდაცვის მინისტრს არ გაუკეთებია. კეზერაშვილი, მიუხედავად იმისა, რომ წერა-კითხვის უცოდინარის შთაბეჭდილებას ტოვებს, უძლიერესი მენეჯერია.

ამას ნებისმიერი სამხედრო აღიარებს, რაც უნდა მტრულად იყოს მის მიმართ განწყობილი.  კეზერაშვილმა გამართა თავდაცვის სისტემა, მის შემდეგ _ არც ბაჩო ახალაიას და არც სიხარულიძის ხელში _ არაფერი გაკეთებულა და ეს, ასე ვთქვათ, ბიზნესისა და შავი ფულის თვალსაზრისით კარგად დალაგებული სამინისტრო ალასანიას ხელში გადავიდა. სხვათა შორის, არავინ დაინტერესებულა, რეალურად რატომ იმყოფება ალასანია ამერიკაში. ის საკმაო ხანს არ დაბრუნდება საქართველოში და, როცა ჩამოვა, ქვეყანას სახეშეცვლილ სააკაშვილად მოევლინება!

ამ საკითხზე კომენტარი სამხედრო ექსპერტ ვახტანგ მაისაიას ვთხოვეთ:

_ თავდაცვის სამინისტროში, ალასანიას მინისტრობის პერიოდში, ყველანაირად მბლოკავდნენ. არა მხოლოდ მე, ყველას _ კობა ოთანაძით დაწყებული, ლევან ამირიძით დამთავრებული. ანუ თავდაცვის სამინისტროს არ აკარებდნენ ყოფილ თანამშრომლებს.

_ რატომ?

_ გაიხსენეთ ალასანიას ნათქვამი ჩვენზე,_ ესენი ჯაშუშები არიან და ციხიდან არ უნდა გამოსულიყვნენო. უკვე გასაგები იყო მისი პოლიტიკური კრედო და ისიც, რა პოლიტიკურ თამაშს თამაშობდა. გარდა ამისა, ალასანიას მინისტრობის პერიოდში თავდაცვის სამინისტროში მუშაობდა უამრავი ადამიანი, რომლებიც თავის დროზენაცმოძაობისაქტივისტები იყვნენ. სწორედ ეს ადამიანები დანიშნა ალასანიამ მაღალ თანამდებობებზე, რაც უამრავ შეკითხვას აჩენდა.

_ რატომ დასჭირდა ამის გაკეთება?

_ არ ვიცი, რატომ დასჭირდა ალასანიას ჩემთვის და სხვა პოლიტპატიმრებისთვის ომის გამოცხადება და “ნაციონალების” კადრების გვერდით დაყენება. როდესაც მინისტრი ჩვენზე ამბობს, ამათი გარეთ გამოშვება შეცდომა იყოო, ეს “ნაცმოძრაობაზე” უფრო მეტი “ნაცმოძრაობაა”. დანარჩენი საზოგადოებამ განსაჯოს. ალასანია გრიფ “საიდუმლოს” მოხსნას რომ ითხოვს ე.წ. კაბელების საქმეზე, ეგ დალოცვილი სად იყო მთელი ორი წლის განმავლობაში, როცა ჩვენ ვითხოვდით მუხროვანის თემაზე გრიფ “საიდუმლოს” მოხსნას? ალასანიას თავდაცვის მინისტრობის პერიოდში მხოლოდ სამინისტროს ფასადი შეიცვალა, დანარჩენი იგივე დარჩა და მან ის საქმე განაგრძო, რომელსაც მისი წინამორბედები აკეთებდნენ. ან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროზე რატომ ვსაუბრობთ? ანალოგიური ვითარებაა სხვა სამინისტროებსა და დეპარტამენტებში. მაგალითად, კონტრდაზვერვის დეპარტამენტს თავს აფარებენ ჯალათები.

_ ვის გულისხმობთ?

_ ორჯონიკიძესა და დათაშვილს, რომლებიც მხილებულნი არიან პოლიტპატიმართა თითქმის ყველა საქმეში, მუხროვანისა და ფოტორეპორტიორების საქმეში. ამ შეთითხნილი საქმეების გმირები დღეს შს სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მაღალჩინოსნები არიან და ამის შემდეგ რამე გიკვირთ?

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

P.S. იმისთვის, რომ გაგვეგო, კვლავ მუშაობენ თუ არა კოტე ყიფიანი და ვახო გორდაძე თავდაცვის სამინისტროში, ამავე სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლებს დავუკავშირდით. მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ, განგვიცხადესსამინისტროში მუშაობა ახალი დაწყებული გვაქვს და ამ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდითო. კოტე ყიფიანთან კი, დიდი მცდელობის მიუხედავად, დაკავშირება ვერ შევძელით

 

1 COMMENT

  1. არასოდეს შემპარვია ეჭვი ,რომ ალასანია ნაცების ხელდასმული შენიღბული ვაი პატრიოტია. დაფიქრდით , თუ რატომ დატოვა მან პოსტი გაეროში ,იქ ხომ მას სასათბურე პირობები ჰქონდა ,ნაცები არ ერჩოდნენ ,პირიქით ,მაგრამ მიატოვა პოსტი და განაცხადა , რომ ოპოზიციაში ვარო ,ამერიკას მისით სააკაშვილის ჩანაცვლება უნდოდა და ასე სურდათ ემართათ საქართველო ,ქართველები კი რაში სჭირდებათ მათ ხომ მხოლოდ იმისათვის ვჭირდებით , რომ ფინიასავით ვუყეფოთ რუსეთს, დროა ქართველები გავთავისუფლდეთ ასეთი ვაი პატრიოტებისაგან და საერთოდ ლიბერალიზმი დამღუპველია საქართველოსათვის. ამიტომ არ მივცეთ გასაქანი რესპებს, ნაცებს თავისუფალ დემოკრატებს , რომლებიც ისეთივე პოლიტიკის მიმდევარია , როგორც ნაც-რესპები

  2. ,,ჩვენმა რესპონდენტმა, რომელმაც ბევრი რამ საკუთარ თავზე იწვნია, გარკვეული სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო, ცოტა ხნით ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა."
    საინტერესოა რა წნეხი გამოიარა?

  3. საინტერესოა რომელმა სამსახურმა ან უწყებამ შეცვალა თუნდაც 10% თანამშრომლები? ვინც ინიშნება დღემდე 10დან 9 ნაცოცნებელია, განსაკუთრებით შსს-ში.

  4. ბარათელ-ს. იგივეა ზუსტად რკინიგზაშიც.აბსოლიტური უმრავლესობა ნაცების დროს აღზევებული კადრია დღესაც. დღეს რომ ის გაჭირვებული ხალხი გაფიცვას აწყობს, ყელში აქვთ ამოსული ეს უმოქმედობა და ვეღარ ითმენენ,იმედი აქვთ რომ ამ ყველაფერს ძირეული ცვლილებები მოყვება ხელმძღვანელობაში. თუ არ მოყვება, მაგათი დედაც იქ ვატირე.

  5. ნებისმიერი სამინისტრო ავიღოთ ყველგან ნაცინალური მოძრაობის მიერ დანიშბული და გაზრდილი კადრები არიან. მარტო თავდაცვას ვერ გამოვყოფდი, უარესი ხდება იუსტიციის სამინისტროში, დევნილთა სამინისტროში, თბილისის მერიაში და სტრუქტურულ ერთეულებში.. ვაღიაროთ რომ საკადრო პოლიტიკაში კრახია…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here