Home რუბრიკები პოლიტიკა ლადო ჩერქეზიშვილი: ოთხი პოლიციელის დაჭრა მერაბიშვილ-ოქრუაშვილ-ფირცხალავას პროვოკაციაა!

ლადო ჩერქეზიშვილი: ოთხი პოლიციელის დაჭრა მერაბიშვილ-ოქრუაშვილ-ფირცხალავას პროვოკაციაა!

911

ე. წ. კუბლაშვილის სასამართლოს მიერ ემზარ კვიციანისადმი გამოტანილმა განაჩენმა საზოგადოების უმრავლესობის უკმაყოფილება გამოიწვია. ორიოდე დღის წინათ დამიკავშირდა პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი, კერძოდ, ნარკომანიის და ნარკობიზნესის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი ლადო ჩერქეზიშვილი, რომელიც სხვადასხვა დროს მუშაობდა დედაქალაქის ვაკე-საბურთალოს პოლიციის უფროსად, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის სამმართველოს უფროსის მოადგილედ კრიმინალური პოლიციის ხაზით და ა. შ. ბატონ ლადოს თანამდებობები არ აკლდა. მაგრამ არ ჰქონდა სააკაშვილისადმი მონური ერთგულება, ამიტომაც აღმოჩნდა საკანში და იგემა “ნაციონალთა” საპყრობილის “სიამტკბილობის” სრული “პაკეტი”… 


აღმაშფოთა ტელევიზიით ირაკლი ფირცხალავას გამოჩენამ,” _ მიყვება ბატონი ლადო,_ ეს იყო მცდელობა ფირცხალავასთვის შეექმნათ სახე, თითქოს ის არის პოლიციელების ერთგული დამცველი, ვითომდა, ფირცხალავას გული შესტკივა პოლიციელებზე! არადაპირიქითაა ყველაფერი!

_ ბატონო ლადო, ვინ არის ირაკლი ფირცხალავა?

_  ირაკლი ფირცხალავა მუშაობდა უშიშროებაში, ხოლო, როდესაც უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები გააერთიანეს, დანიშნეს დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს უფროსად. 2006 წელს გადაიყვანეს სამინისტროში კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. ირაკლი ფირცხალავა ფიგურირებს ყველა გახმაურებულ საქმეში, უფრო ზუსტად, მკვლელობაში, მაგალითად, ბუტა რობაქიძის, ზურა ვაზაგაშვილისფირცხალავა პოლიციელებს ვერ იტანდა და მათძაღლებსუწოდებდა!..

_ თავად რომძაღლიგახდა, არ შეწყვიტა პოლიციელების შეურაცხყოფა?

_ არა, არ შეუწყვეტია.

_ გასაგებია. მოდით, კონკრეტულად ინგა გრიგოლიას გადაცემაზე ვისაუბროთ. რა არ მოგეწონათ ირაკლი ფირცხალავას ნალაპარაკევში?

_ ფირცხალავა ყვება, როდესაც მივდიოდითო ღონისძიებაზე, ანუ კოდორის ხეობის ასაღებად, ვითომდა, ვიღაც, უცნობი ჟურნალისტი ჩაგვიჯდა მანქანაში და მაფრთხილებს,_ იქ არ წახვიდე, იქ ემზარ კვიციანის ხალხი დგას და, შეიძლება, ცეცხლი გაგიხსნანო. ამის მოსმენის შემდეგ ფირცხალავა ურეკავს ხელმძღვანელობას და უპატაკებს, იქ გასვლა არ შეიძლებაო. მიუხედავად ამისა, ხელმძღვანელობა უბრძანებს მას ხეობაში შესვლას. მერე, ფირცხალავა ბრალს სდებს კვიციანს ოთხი პოლიციელის დაჭრაში. აი, ეს არის ტყუილი!

_ საიდან იცით, რომ ფირცხალავა ცრუობს?

_ მაქვს უტყუარი ინფორმაცია, რომნაციონალებმათვითონ შექმნეს თავდასხმის იმიტაცია, რათა პირად შემადგენლობას, რიგით თანამშრომლებს შეექმნათ ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ცეცხლი გახსნა კვიციანის ხალხმა_ ისროდნენ ჰაერში.

_ აბა, ოთხი დაჭრილი პოლიციელი საიდან გაჩნდა?

_ დადგება დრო და გამოძიება დაადგენს, როგორ “დაიჭრა” ოთხი პოლიციელი, დაადგენს, აგრეთვე, რომ ეს იყო მერაბიშვილ-ოქრუაშვილ-ფირცხალავას პროვოკაცია. ასეთი მეთოდებით მუშაობდნენ იმ პერიოდში. მათი ტვინი მარტო პროვოკაციებზე იყო დაპროგრამებული!

_ ბატონო ლადო, ფირცხალავა ძალიან წუხდა,_ ოთხი პოლიციელი რომ დამიჭრეს, ვინ გამცემს პასუხსო?

_ მაგ კითხვაზე მე გავცემ პასუხს: ფირცხალავა, საკუთარ თავს არაპროფესიონალიზმში ამხელ და თუ, დავუშვათ, პოლიციელები მართლა მანდ დაიჭრნენ, ამაზე შენ უნდა აგო პასუხი!

_ რატომ უნდა აგოს პასუხი ფირცხალავამ?

_ თუ მეთაურმა მიიღო ინფორმაცია მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილზე, საიდანაც ცეცხლს გაგიხსნიან, დაუშვებელია, რომ იმ წერტილს მთელი პირადი შემადგენლობით მიადგე. არსებობს დაზვერვა, რომელიც იქ უნდა გაგზავნო _ მზვერავები, რომლებიც, შეძლებისდაგვარად, შორიდან დაათვალიერებენ ადგილს, შეისწავლიან იმ წუთში არსებულ ვითარებას, დარწმუნდებიან უსაფრთხოებაში და ამაზე მოგახსენებენ. აი, მხოლოდ ამის შემდეგ ხდება პირადი შემადგენლობის გადაყვანა ამა თუ იმ ადგილზე. ფირცხალავა ცრუობს ცეცხლის გახსნაზე _ კოდორის ხეობის მხრიდან ვერავინ ისროდა, რადგან ემზარ კვიციანის ხალხი იქ არ იმყოფებოდა, უკვე გარიდებულები იყვნენ იქაურობას და ამას ადასტურებს ის, რომ სამთავრობო ძალებმა ხეობაში ვერავინ დააკავეს! კვიციანსა და მის რაზმმონადირესომი არ უნდოდათ! რომ სდომოდათ, მერწმუნეთ, ფირცხალავა თავისი ხელქვეითებით ხეობაში ფიზიკურად ვერ შეაღწევდა. “მონადირეები” განლაგდებოდნენ ფერდობებზე და იქიდან ასეულობით გვამის გამოტანა მოუწევდათ ოქრუაშვილსაც და მერაბიშვილსაც.

_ ფირცხალავამ სატელევიზიო ეთერში გამოსვლისას განაცხადა, რომ კოდორის ხეობაში ოპერაციის განხორციელებისას სამხედროები არ იყვნენ.

_ როგორ არ იყვნენ?! მაშ, რას აკეთებდა იქ თავდაცვის მინისტრი ოქრუაშვილი? ნახეთ, კადრებში როგორ იწონებს თავს! სიმართლე ასეთია _ ვიდრე ემზარ კვიციანი იყო კოდორის ხეობაში, ეს ტერიტორია იყო საქართველოსი! რამდენჯერ შეეცადნენ, მაგრამ მოწინააღმდეგის სპეცრაზმმაც ვერ მოახერხა იქ შეღწევა! და, თუ მოწინააღმდეგისსპეცნაზმავერ მოახერხა კოდორის დაკავება, ვინ შეაყოფინებდა იქ ცხვირს მერაბიშვილოქრუაშვილს, მით უმეტეს, ფირცხალავას?! გაეცალა მათ კვიციანი, რადგან ქართველი კაცია, უყვარს სამშობლო, უყვარს თავისი კუთხე და ამის გამო არ დაღვარა თანამემამულეთა სისხლი!

ემზარ კვიციანმა ხეობა რომ დატოვა, იქ მიბრძანდა სააკაშვილი, კოდორს ზემო აფახზეთი დაარქვა, თათბირებს ატარებდა და გზები გაიყვანა.

_ კოდორის ხეობაში გზები არ იყო?

_ არა! სააკაშვილმა გზები, ფაქტობრივად, მოწინააღმდეგეს გაუყვანა, გაუჭრა ისე, რომ მოწინააღმდეგეს ფეხი არ დაესვარა! 2008 წლის აგვისტოში ერთი გასროლის გარეშე ჩაბარდა ხეობა! მოწინააღმდეგეს მთლიანად დარჩა სამხედრო ტექნიკა, დიდძალი იარაღი და ტყვიაწამალი, სულ ახალი, “ტოიოტასათეულობით პიკაპი!.. მიუხედავად ამისა, უტიფარი ფირცხალავა საქმეს ურჩევს ემზარ კვიციანს და უსირცხვილოდ აცხადებს, მოსამართლემ სწორი გადაწყვეტილება მიიღოო! “ნაციონალების” გამოძიებულ საქმეზე უნდა მიეცათ კვიციანისთვის 12 წელი?! რა, ახლიდან ჩატარდა გამოძიება? _ არაფერიც არ ჩატარებულა!

ჩამოვიდა კაცი, ჩაბარდა, იფიქრა ქვეყანაში ნორმალური ვითარებაა და, რა?! წარმოიდგინეთ, პატრიოტი ემზარ კვიციანი ციხეში უნდა იყოს, ხოლო, ვისაც, მართლაც, ათასი სიბინძურე აქვს ჩადენილი, პარლამენტიდან ხალხს თითს უქნევს ან ჭკუას ასწავლის!

 იცით, ვინ პროკურორობდა კვიციანის სასამართლოზე?

_ ვინ, ბატონო ლადო?

_ ადეიშვილის სკოლაგავლილი პროკურორი თენგიზ ხარებავა! ეს ხარებავა ბესო თხელიძესთან, შაქრო ზაალიშვილსა და დავით მესტვირიშვილთან ერთად, მონაწილეობდა ყველა გახმაურებულ საქმეში! ყველა უკანონოდ გამოძიებული საქმე, ყველა უკანონოდ მიღებული გადაწყვეტილება ამ ადამიანების სინდისზეა! ეს ოთხეული იყო უშუალოდ პოლიციის კურატორი და მას ყველა საქმეში, ყველა პროვოცირებულ დანაშაულში მიუძღვის წილი! ირაკლი ფირცხალავა, თენგიზ ხარებავა, ბესო თხელიძე, დავით მესტვირიშვილი და შაქრო ზაალიშვილი ბოლო წუთამდე ერთგულად ემსახურებოდნენ “ნაციონალურ მოძრაობას” და მტკიცედ იდგნენ უსამართლობის სადარაჯოზე. მათი კანონიერი ადგილი საპყრობილეა, ემზარ კვიციანი კი უპირობოდ უნდა გაათავისუფლონ!

ესაუბრა

გიორგი კორძაძე

 

1 COMMENT

  1. ბატონო ლადო, სხვისი რა გითხრა მაგრამ შაქრო ზაალიშვილი კომკაქვშირის მდივანი რომ იყო და პარტორგანიზაციის მდივანი ვიცი ეგ მე, კარგათ იცის ეს საქმე კვიციანის ადვოკატმა კახნიაურმა და ისიც კარგად ვიცით შაქრო ზაალიშვილი რომ ყველაფრის მკადრებელია და ყველაფერზე წამსვლელია, გვჭირდება ძალიან ბევრი ინფორმაცია ამ ხალხზე, რომ ქვეყანას ვამცნოთ მათი ბინძური საქმე. შაქრო ზაალიშვილმა ისიც არ იცოდა 1988 წელს ყავა ისმეოდა თუ იჭმეოდა ამას მაგის ჯგუფელებიც იტყვიან დედამისმა როგორ მიმართა შაქროს, შაქრო შვილო ყავა მოვზილოოოო. ამის შემდეგ ეგ ხალხი ასამართლებს კვიციანს, სირცხვილია!!!!!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here