Home რუბრიკები საზოგადოება “ოცნების” მხარდამჭერი ახალგაზრდა კაცი სასჯელს იხდის საშინელი დანაშაულის გამო, რომელიც არ ჩაუდენია!

“ოცნების” მხარდამჭერი ახალგაზრდა კაცი სასჯელს იხდის საშინელი დანაშაულის გამო, რომელიც არ ჩაუდენია!

887

2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვება განაპირობა რამდენიმე  მნიშვნელოვანმა ფაქტორმა: საქართველოს მოსახლეობის მოთმინების ამოწურვამ და ნაციონალურ-ვამპირული რეჟიმის დამხობის სასიცოცხლო აუცილებლობამ; ქართველი “რობინ ჰუდის” – ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენამ და იმ სასიკეთო ცვლილებებისთვის ხორცშესხმის იმედმა, რომელიც ამ პიროვნებამ ჩაუსახა ხალხს. 


ერთერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო ქვეყანაში  . . სამართლიანობის აღდგენა. კერძოდ, პარლამენტში უნდა შექმნილიყო სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლიდანაცმოძრაობისყმადქცეული პროკურატურის მიერ შეთითხნილ სისხლის სამართლის საქმეებსა დანოტარიუსებადქცეული სასამართლოების მიერ გამოტანილ განაჩენებს, რომელთა შემდეგაც გადაიხედებოდა შედეგები და სახელმწიფო (დაპირებისამებრ) გამოასწორებდა სადისტური რეჟიმის მიერ დაშვებულ აღმაშფოთებელ უსამართლობას. მაგრამ, როგორც ხდება ხოლმე, დაპირება დაპირებად დარჩა. ათასობით უსამართლოდ მსჯავრდადებული და მათი ოჯახები დღესაც იმედით შეჰყურებენ უკვე არახალ ხელისუფლებას, რომელიც დაკავებულია თავისი ხელფასების გაზრდითა და პრემიების განაწილებით, სამსახურებრივი კომფორტის გაუმჯობესებით, ნათესავმეგობრების დასაქმებით და . .

მაგრამ იმ საცოდავებმა რა ქნან, რომლებმაც თავის დროზე ხმა აიმაღლეს სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ, ოპოზიციის რიგებში ებრძოდნენ ფაშიზმს, მაგრამ დღესაც გამომწყვდეულნი არიან სატუსაღოებში? უამრავი მათგანი შიმშილობს, ვინაიდან სხვაგვარად ვერ აწვდენენ ხმას ხელისუფალთ და სახელმწიფოს მიერ დანიშნულუფლებადამცველებს”, მათ შორის, სახალხო დამცველს, რომლის საქმიანობა გაურკვეველია და მხოლოდკამპანიურიღონისძიებებით შემოიფარგლება გახმაურებულ საქმეებში ფიგურანტების მიმართ.

ამ წერილით მინდა, ე. წ. უფლებადამცველების ყურადღება მივაპყრო ერთ გაუბედურებულ ახალგაზრდას, რომელიც განწირულია ხანგრძლივი სასჯელის მოსახდელად მხოლოდ იმიტომ, რომ თავის დროზე მხარი დაუჭირა “ქართულ ოცნებას”. მას ზურგი შეაქციეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ასეთი ახალგაზრდების თავდადებისა და თანადგომის წყალობით დღეს თანამდებობებზე არიან მოკალათებულნი და ისე გაძღნენ, სავარძელში ვეღარ ეტევიან.

ახალგაზრდა ყმაწვილის, ლაშა ტაბატაძის, ტრაგედია დაიწყო 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, როცა წყდებოდა საქართველოს ბედი _ დარჩენილიყო ნაციონალურ-კანიბალური რეჟიმი თუ დაწყებულიყო საქართველოში მცხოვრები ხალხისთვის შვების მომტანი ახალი ეპოქა.

 2012 წლის გაზაფხულზე ქალბატონები _ ქეთი დოლიძე და მანანა კობახიძე წინასაარჩევნო ღონისძიებას ატარებდნენ ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევში. მათ, მიუხედავად იმისა, რომ ძლიერ წვიმდა, სოფლის იმჟამინდელმა თავკაცებმა კლუბის კარი დაკეტილი დაახვედრეს და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს უარი განუცხადეს კლუბში შეშვებაზე. სწორედ ამ მომენტში ერთმა ყმაწვილმა კარს მოგლიჯა ბოქლომი, მოიტანა სკამები და ხელი შეუწყო ჩამოსულ სტუმრებს ღონისძიების ჩატარებაში.

2013 წლის ივნისში თხოვნით მომმართა ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულმა მსჯავრდებულმა ლაშა ტაბატაძემ _ ყმაწვილმა, რომელმაც 2012 წლის გაზაფხულზე თვითნებურად გააღო სოფლის კლუბის კარი და ასე გამოხატა “ქართული ოცნებისადმი” თანადგომა _ შემესწავლა მის მიმართ ჩატარებული წინასწარი გამოძიების, აგრეთვე, სასამართლოს მასალები და დავხმარებოდი სიმართლის დამტკიცებაში, ვინაიდან მსხვერპლია (მისი განცხადებით) “ნაციონალური” რეჟიმისა და სასჯელს იხდის იმ სამარცხვინო ქმედების ბრალდებით, რომელიც არ ჩაუდენია. ლაშა ტაბატაძეს ბრალი დასდეს უბინძურესი დანაშაულის ჩადენაში _ მცირეწლოვანი ბავშვის (პოლიციის უფროსის ახლობლის შვილის) გაუპატიურების მცდელობაში.

 ლაშა ტაბატაძე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ მსხვერპლია სოფელ ხევის პოლიციის იმჟამინდელი უფროსის, მერაბ რიკაძის (საერთოდ, იმხანად მოქმედი პოლიტიკური რეჟიმის), მტრული დამოკიდებულებისა მისი ოჯახის მიმართ, რაც მერაბ რიკაძეს არაერთხელ გამოუხატავს თავისი ქმედებებითა თუ სიტყვიერად, და არაერთხელ დამუქრებია დაპატიმრებით. სოფელ ხევის პოლიციის უფროსის ასეთი განწყობა ლაშა ტაბატაძისა და მისი ოჯახის მიმართ გაჩნდა 2012 წლის გაზაფხულზე, მას შემდეგ, რაც სოფელ ხევში წინასაარჩევნო აგიტაციით ჩასულქართული ოცნებისწარმომადგენლებს: მანანა კობახიძეს, ქეთი დოლიძესა და მათ თანმხლებ პირებს ლაშა ტაბატაძემ ხელი შეუწყო ღონისძიების ჩატარებაში.

 საქმის მასალების გაცნობისას გამოჩნდა, რომ ლაშა ტაბატაძისთვის (ამჟამად სასჯელს იხდის ქსნის #19 ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში) წაყენებული ბრალდება არ არის გამყარებული უტყუარი მტკიცებულებებითა და სასამართლო განხილვაც საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით წარიმართა.

ლაშა ტაბატაძეს თავდაპირველად წაუყენეს ბრალდება გაცილებით მსუბუქ დანაშაულზე, რომლის გამოძიებისას (მისი განმარტებით) მერაბ რიკაძე მორალური თუ ფიზიკური ზემოქმედებით აიძულებდა, ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია. მერაბ რიკაძე და სხვა პოლიციელები ყოველდღიურად უმოწყალოდ სცემდნენ ლაშა ტაბატაძეს, შიშველ სხეულზე უქრობდნენ ანთებულ სიგარეტს, უმტვრევდნენ თითებს. ლაშა ტაბატაძე ამბობს, რომ ამ არაადამიანურ წამებას არაერთხელ დაესწრო ზესტაფონის რაიონულ პროკურატურაში დღესაც მოღვაწე პროკურორი გიორგი ხაჩიძე.

მერაბ რიკაძეც, რომელიც არ მალავდა, რომ ლაშა ტაბატაძის მიმართ ამოძრავებდა შურისძიება, კვლავ განაგრძობს საქმიანობას პოლიციაში.

 ზემოხსენებული პირები ლაშა ტაბატაძეს, იმ შემთხვევაში, თუ მისგან ვერ მიიღებდნენ დანაშაულის აღიარებით ჩვენებას, ემუქრებოდნენ მის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე (სინამდვილეში არარსებულ) მაკომპრომეტებელი ჭორის გავრცელებითა და გაუპატიურებით.

ლაშა ტაბატაძის წამება გაათმაგდა ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ. იქ მას ყოველდღიურად ცემდა და აწამებდა დაწესებულების უფროსი ჯიჭონაია, აგრეთვე, დაწესებულების სხვა თანამშრომლები აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია.

ეს ყველაფერი ხდებოდა იმის გამო, რომ 2012 წელს ლაშა ტაბატაძემ გაბედა და მხარში ამოუდგა ოპოზიციაში მყოფ “ქართულ ოცნებას”.

ქუთაისის ციხის ხელმძღვანელი პირების განკარგულებით, ლაშა ტაბატაძე მოათავსეს ე. წ. ორიენტაციაშეცვლილი პატიმრების საკანში, სადაც შეეცადნენ მის გაუპატიურებას და, რომ არ გაეწია ფიზიკური წინააღმდეგობა, აგრეთვე, რომ არ ეცადა თვითმკვლელობა (გადაიჭრა ვენები, რაც ასახული უნდა იყოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების მიერ 2013 წლის 8 თებერვალს შედგენილ დოკუმენტებში), ალბათ, აღასრულებდნენ ბინძურ ჩანაფიქრს.

ლაშა ტაბატაძეზე ფიზიკური თუ მორალური ზემოქმედება არ შეწყვეტილა სასამართლო პოცესის დაწყების შემდეგაც, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ განუცხადა მოსამართლეს, რომ მის მიმართ კვლავ გრძელდებოდა ცემა და წამება. მეტიც, სასამართლომ უხეშად დაარღვია მთელი რიგი საპროცესო ნორმებისა: ბრალდებულს შეგნებულად არ ეძლეოდა შეკითხვების მიცემის თუ რეპლიკების წარმოთქმის უფლება მოწმეების დაკითხვის პერიოდში; სასამართლომ არ დააკმაყოფილა არც ერთი შუამდგომლობა იმ მოწმეების დაბარებისა და დაკითხვის შესახებ, რომელთა ჩვენებებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნებოდა ჭეშმარიტების დადგენაში და რომლებიც უდავოდ დაადასტურებდნენ ტაბატაძის უდანაშაულობას. სასამართლო ოქმში ასახული მოწმეთა ჩვენებები რადიკალურად განსხვავდება მათ მიერ სასამართლო განხილვისას მიცემული ჩვენებებისგან. სასამართლომ არ მიაქცია ყურადღება იმას, რომ გამოძიება ჩატარდა ზერელედ და არაობიექტურად; არ იქნა ამოღებული და წარმოდგენილი ჩანაწერები იმ ვიდეოკამერებიდან, რომლებიც დამონტაჟებულია სოფელ ხევის გზის იმ მონაკვეთზე, რომელზეც თითქოს ჩადენილი იქნა დანაშაული. განსაკუთრებით ყურადსაღებია ის, რომ ლაშა ტაბატაძეს არ მიეცა საბოლოო სიტყვის თქმის უფლება, ხოლო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმში გაკეთებული ჩანაწერი _ თითქოსდა ბრალდებულმა წარმოთქვა საბოლოო სიტყვა, არ შეეფერება სინამდვილეს.

ზემოაღნიშნულ დარღვევებზე არაერთხელ მივმართეთ საჩივრით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველსა და მთავარ პროკურატურას, მაგრამ უშედეგოდ.

პარადოქსულია, რომ საჩივარზე რეაგირება ყოველთვის ეკისრებოდა პროკურატურას, რომელსაც უჩივის მსჯავრდებული ლაშა ტაბატაძე და რომელშიც დღესაც მსახურობს პროკურორი გიორგი ხაჩიძე.

ლაშა ტაბატაძემ ქუთაისის სააპელაციო და საქართველოს უზენაეს სასამართლოებს ახალგამოვლენილი გარემოებების გამო განაჩენის გადასინჯვის მოთხოვნით მიმართა. ამასთანავე, წარუდგინა ადრე განუხილველი მტკიცებულებები (მოწმეთა ჩვენებები), რომლებიც საქმეში არსებულ სხვა გარემოებებთან ერთობლიობაში იძლეოდა საკმარის საფუძველს, ტაბატაძის მიმართ განაჩენის გასაუქმებლად და ახალი, გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად, მაგრამ ასევე უშედეგოდ, რაც მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან არც პროკურატურაში და არც სასამართლოში საკადრო ცვლილებები არ განხორციელებულა და საქმეებს იხილავენ ის პირები, რომლებიც შემჩნეულნი არიან დანაშაულებრივ ქმედებებში თუ ამ ქმედებებზე თვალის დახუჭვაში.

გაუგებარია საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარისა და სახალხო დამცველის პოზიცია, რომლებიც, მიუხედავად არა ერთი მიმართვისა (წერილობით, ტელევიზიებით თუ საგაზეთო სტატიებით), არ დაინტერესებულან უსამართლოდ მსჯავრდადებული ახალგაზრდა მამაკაცის ბედით და მხოლოდ იმით შემოიფარგლნენ, რომ ჩვენი საჩივრები და განცხადებები გაგზავნეს იმ პროკურატურაში, რომელშიც დღესაც მსახურობს პირი, რომელსაც უჩივის ლაშა ტაბატაძე. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ხსენებული “უფლებადამცველები” არც კი გასცნობიან ჩვენს გზავნილებს.

ასევე, გაუგებარია ქალბატონების _ მანანა კობახიძისა და ქეთი დოლიძის გულგრილობა იმ ადამიანის ბედის მიმართ, რომელმაც მათთვის თავი გაწირა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.

მოგმართავთ თხოვნით და ვიტოვებთ იმედს, რომ თქვენ _ ზემოთ ჩამოთვლილი ბატონები და ქალბატონები, რომლებსაც გაკისრიათ ადამიანის უფლებების დაცვა, დაინტერესდებით საქართველოს მოქალაქის, ლაშა ტაბატაძის, ბედით, რომელიც უდანაშაულოდ იხდის სასჯელს იმ სამარცხვინო ქმედების ბრალდებით, რომელიც არ ჩაუდენია, და გაუწევთ თანადგომას თუნდაც იმით, რომ შეაწევთ სიტყვას და უშუამდგომლებთ საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე.

ვლადიმერ კიკნაძე,

ადვოკატი

 

1 COMMENT

  1. ბატონო ვოვა,დრო მოვიდა საზოგადობამ მოვითხოვოთ ,ვადამდელი არჩევნები და მივიღოთ პარლამენტი,რომლის დეპუტატებისთვისაც პრიორიტეტი იქნება ა დ ა მ ი ა ნ ი ს უფლებები და კეთილდღეობა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here