Home რუბრიკები საზოგადოება მამა ბასილი (მკალავიშვილი): სინოდის კრებებს მართავდნენ სოსო თოფურიძე და გიგა ბოკერია, უგულავა...

მამა ბასილი (მკალავიშვილი): სინოდის კრებებს მართავდნენ სოსო თოფურიძე და გიგა ბოკერია, უგულავა კი ეპისტოლეებს ასწორებდა

1257

“საქართველო და მსოფლიო” განაგრძობს რუბრიკას “ჰკა მაგათა”. დღეს ჩვენი სტუმარია გლდანის ივერიის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის წინამძღვარი მამა ბასილი (მკალავიშვილი).


_ მამაო, ბოლო 12 წლის განმავლობაში (ანუ ხელისუფლებაშინაციონალებისმოსვლიდან დღემდე) . . ნეოლიბერალურმა იდეოლოგიამ ქვეყნის საზოგადოებრივპოლიტიკურ ცხოვრებაში ძალაუფლების ერთგვარი მონოპოლიზება შეძლო და, ფაქტობრივად, უალტერნატივო მიმართულებად იქცა. ამ იდეოლოგიის წარმომადგენლები ადგენენ თამაშის წესებს პოლიტიკურ ასპარეზზე და განსაზღვრავენ  ქვეყნის საგარეო ორიენტაციას. რა იდეოლოგიასთან გვაქვს რეალურად საქმე და ვინ არიან ეს .. ნეოლიბერალები?

_ ცოტა შორიდან დავიწყებ. მსოფლიოს ბნელმა, ანტიქრისტიანულმა ძალებმა მათთვის მიუღებელი მართლმორწმუნე პრეზიდენტი გამსახურდია სამშობლოდან განდევნეს და “მშველელად” შევარდნაძე მოგვივლინეს. თავის მხრივ, შევარდნაძემ, ამერიკის მიერ გაწვრთნილი სააკაშვილი დაგვისვა პრეზიდენტად. როდესაც “ვარდების რევოლუციის” ფავორიტს _ სააკაშვილს _ მამობილმა შევარდნაძემ ხელისუფლება მიართვა, ეს ყოველივე გათვლილი იყო საქართველოს დასანგრევად. ნაცმოძრაობამგანაგრძო შევარდნაძის კურსი და ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ეკლესიის ნგრევა დაიწყო. მან მართლაც მოახდინა ძალაუფლების ერთგვარი მონოპოლიზება და ქვეყანა წაიყვანა ოკეანისგაღმელთა მითითებით. კერძოდ, რეგისტრაციაში გაატარა ყველა სექტა, რითაც დიდი საფრთხე შეუქმნა მართლმადიდებლობას. სააკაშვილი მეორე მამობილის, ჯორჯ სოროსის, მითითებითაც მოქმედებდა _ გავიხსენოთ სოროსის სიტყვები: “საქართველოში ექსპერიმენტს ვატარებ!”, ამ ბინძურ საქმეში ჩართული იყო ამერიკის ელჩიც. სააკაშვილი თანამოაზრეებთან ერთად შავნაბადის რეზიდენციაში გეგმავდა ყველა შავ-ბნელ საქმეს _ ვინ უნდა დაეპატიმრებინათ, ვისთვის რა ევნოთ, ვისთვის რა თანხა შეეწირათ და ა. შ.

_ ვინ იყვნენ ეს თანამოაზრეები?

_ ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგა ბოკერია და ძმები ახალაიები. მართალია, “ნაცმოძრაობის” სადამსჯელო რაზმის წარმომადგენელთა ნაწილი დღეს საქართველოში არ იმყოფება, მაგრამ მათ ღრმად აქვთ ფესვები გადგმული და კვლავაც აქტიურად მუშაობენ ერის საწინააღმდეგოდ. “ნაცმოძრაობის” თანამზრახველები საკმაოდ არიან როგორც სამართალდამცავ სტრუქტურებში, ისე პარლამენტშიც… სწორედ სააკაშვილმა გაასხვისა ჩვენი ტერიტორიების 20%. მან დათესა ხალხში სიძულვილი, გამცემლობა, უნდობლობა, ერთმანეთისადმი შუღლი და ბოროტება. ერის გამორჩეული, საღი ნაწილი ჩარეცხილებად მონათლა და კუთხეში მიყარა.

მართვის ყოველი რგოლიდან დაითხოვა პროფესიონალები და დანიშნა სპეციალურად მომზადებული ეგზალტირებული ახალგაზრდები.

აი, მათი იდეოლოგია: დაჩაგრე, მოკალი, აწამე, ზნეობრივად, სულიერად გაანადგურე, გარყვენი ერის გენოფონდი. სხვა იდეოლოგია მათ არ ჰქონიათ.

_ 2012 წლის 2 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველას ეგონა, რომ ის შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება, რომელიც ეკლესიის მიმართ არსებობდა, დასრულდებოდა, მაგრამ პირიქით მოხდა. დღეს სოციალურ ქსელებსა თუ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში ეკლესია და სამღვდელოება კვლავ შეურაცხყოფის, დაცინვისა და ქილიკის საგანია. როგორ ფიქრობთ, ვინ და რა ძალები დგანან მათ უკან?

_ 2012 წლის ოქტომბერში უმნიშვნელოვანესი ძვრა მოხდა ქართველი ერის ისტორიაში. ქვეყანა გათავისუფლდა 9-წლიანი ფაშისტური რეჟიმისგან, რაც მნიშვნელოვანწილად ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა. თუმცა მან გააცოცხლა და ხელისუფლებაში მოიყვანა 2%-იანი, უნიათო პარტიები, რომლებიც ვერც იოცნებებდნენ ამ ფუფუნებაზე. ხალხმა კი, პირობების გაუმჯობესების იმედით, ნდობის მანდატი მიანიჭა პარლამენტს. მიუხედავად ამისა, საზოგადოება კვლავ გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. სამაგიეროდ, საქართველოს ბედზემეოცნებეპარლამენტარები კოლოსალურ პრემიებს იღებენ. აი, ბედის ირონია!

სააკაშვილმა სასულიერო პირებზე მოპოვებული კომპრომატებით ისე დაიმორჩილა ეკლესია, რომ მისი წარმომადგენლები ხმის ამოღებასაც ვერ ბედავდნენ. ისინი ჰარმონიულად მოღვაწეობდნენ ერთობლივად _ ესწრებოდნენ სხვადასხვა ღონისძიებას, კონცერტებსა და შოუებზეც ერთად ისხდნენ. ასე რომ, დღეს ეკლესია სათანადო სიმაღლეზე ვერ დგას. გადადგეს ბევრი მცდარი ნაბიჯი, რომლებიც ბუმერანგივით მოუბრუნდება ჩვენს სარწმუნოებას…

სომხებმა გარეგინ მეორე მოიწვიეს საქართველოში და, სულ ცოტა, 653 ეკლესია მოითხოვეს, მათ შორის, რამდენიმე თბილისში მდებარეც. სექტების უფლებები მართლმადიდებლობას გაუტოლეს და მილიონობით ლარით დააფინანსეს, ეკლესია კი მთავრობის ყველა გადაწყვეტილებას ეთანხმებოდა. რაც მთავარია, როცა ჩვენი სარწმუნოების საბედისწერო ანტიდისკრიმინაციულ კანონს იღებდნენ, ეკლესიამ არ გააკეთა ის, რაც ევალებოდა. ჩვენ კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებთ, რა მოხდა ამ კანონის მიღებით. ჩვენ ქრისტე გავყიდეთ და ჯვარს ვაცვით!

ხელისუფლება ეკლესიის საქმეში არ უნდა ერეოდეს, ეკლესიას კი აქვს უფლება, ჩაერიოს ცხოვრებისეულ საკითხებში. არადა, ყველას დასანახავად სინოდის კრებებს მართავდნენ სოსო თოფურიძე და გიგა ბოკერია, უგულავა კი ეპისტოლეებს ასწორებდა. ამას რომ ითმენს სამღვდელოება, რა თქმა უნდა, ქილიკისა და დაცინვის საგანი გახდებასასულიერო პირს უკან მოხედვის არ უნდა ეშინოდეს. არადა, საპატრიარქოში დღესაც არიან უზნეო სასულიერო პირები _ ლოთები, ნარკომანები, მამათმავლები; არიან მღვდლები, რომლებიც დღისითმზისით რესტორანში ქეიფობენ.

რაც შეეხება შეკითხვას, რა ძალა დგას მათ უკან, არ არის ძნელი მისახვედრი. ეს ის ძალაა, რომლებსაც ეკლესიის წინააღმდეგ მართავენ ჯორჯ სოროსი და ამერიკის ელჩი. ეკლესია კი მათ სამხილებლად, სამწუხაროდ, ღირსეულ სიტყვას ვერ ამბობს.

_ ისევ . . ნეოლიბერალებზე გკითხავთ, დღეს მათიიდეოლოგიაევროკავშირთან, ნატოსთან და ამ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციასთან ასოცირდება. ეს ისტორიულ არჩევნად გამოგვიცხადეს და გვარწმუნებენ, რომ ქვეყანას ამის იქით გზა არ აქვს. როგორ ფიქრობთ, რა არის რეალურად ჩვენი ისტორიული არჩევანი და რას მოგვიტანს ზემოაღნიშნულ სტრუქტურებში შესვლა, თუ იქ მიგვიღებენ?

_ დღეს რესპუბლიკელების, ანუ ფსევდოლიბერალების ქმედება დამღუპველია ქვეყნისთვის. როცა ივანიშვილი ხელისუფლებაში მოვიდა, როგორც ღვთის მსახური, ვაფრთხილებდი, მოეშორებინა ეს პარტია, მაგრამ ის პირიქით მოიქცა _ ხელისუფლების სადავეები მათ გადასცა. შედეგად დღეს პარლამენტს სწორედ რესპუბლიკელები მართავენ. პარლამენტის თავმჯდომარე არის პიროვნება, რომელმაცქრისტიანული კვლევის ცენტრისეგიდით გამართულ სიმპოზიუმზე ეჭვქვეშ დააყენა ის, რომ საქართველო ყოვლადწმიდა დედა ღმრთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა. უსუფაშვილი ამბობს, რომ შვილის ორიენტაცია არ ადარდებს, ის შვილს არ ასწავლის სამშობლოს სიყვარულსა და თავდადებას. მისი მეუღლე კი ქართველებს ქაჯებს გვიწოდებს, მაშინ, როცა ამ ქაჯების შრომის ხარჯზე იღებს სოლიდურ თანხებს. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ფსევდოლიბერალებმა სკოლებში  სამლოცველო კუთხე მოშალეს. განათლების სისტემაში კი არაფერი გაკეთებულა, ის ისევ ლომაია-შაშკინის ფსევებით იკვებება. საერთოდ კი, ფსევდოლიბერალები ებრძვიან ყოველგვარ ეროვნულს და მფარველობენ სხვადასხვა სექტას. საზღვარგარეთიდან შემოედინება დიდძალი თანხა და  იმისათვის, რომ შეიკრიბონ, სასახლეებს იშენებენ. მაგალითად, ამჟამად გლდანის ტბასთან ევანგელისტები აშენებენ სპორტის სასახლის მსგავს რაღაცას… მეტის მოთმენა აღარ შეიძლება! ვაპირებ, შევხვდე შინაგან საქმეთა მინისტრს, ბატონ ალექსანდრე ჭიკაიძეს ან მის მოადგილეს, რათა გადავცე სია იმ ადგილებისა, სადაც ეს სექტები იკრიბებიან…

_ კონკრეტულად რას გულისხმობს მათი იდეოლოგია?

_ მათთვის ფასი არ აქვს ზნეობას, მორალს, ოჯახის სიწმინდეს, შვილების პატივისცემას მშობლების მიმართ, ურთიერთგაგებას ცოლ-ქმარს შორის. ყველა უმსგავსობა დასავლეთიდან მოედინება. აკი თქვა კიდეც სოროსმა, _ ჩამოვედი, რათა ქართველები სიბნელიდან გამოვიყვანო და დემოკრატიის გზაზე დავაყენოო. მათთვის სიბნელიდან გასვლა ზნეობრივი მოვალეობებისგან გათავისუფლებაა. ამ ძალების დასაყრდენი კი ჩვენს პარლამენტში რესპუბლიკელები არიან.

_ რაც შეეხება არასამთავრობო სექტორს, რომელიცლიბერალებისმთავარი მოკავშირეა და რომელსაც დიდი ხანია, საზოგადოებამ მეხუთე კოლონის იარლიყი მიაკერა, მათი აქტიურობის შედეგად ხელისუფლებამ უკვე გადადგა რამდენიმე ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი _ მოხსნა მორატორიუმი სასოფლოსამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისებაზე, მიიღო ანტიდისკრიმინაციული კანონი და საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური კონფესია იურიდიული სტატუსით მართლმადიდებლობას გაუთანაბრა. ვისი მითითებით მოქმედებენ ეს . . არასამთავრობო ორგანიზაციები?

_ ფსევდოლიბერალების მთავარი მოკავშირეა უმაღლესი სასწავლებელი “ჯიპა”, რომლის ლექტორი იყო განათლების მინისტრი. თითქმის ყველა ნაციონალს ეს სასწავლებელი აქვს დამთავრებული. მათი მოკავშირეა, აგრეთვე, სააკაშვილის მიერ დაარსებული ე. წ. “თავისუფალი ზონა” და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.

ესენი აპირებენ, ჩამოაყალიბონ ზომბირებული, მართვადი ადამიანები, რომლებიც გაუთვითცნობიერებლად იმოქმედებენ მათი მითითებით. ეს ადამიანები თვითონვე დათმობენ ზნეობას, ტრადიციულ ღირებულებებს, მორალურ ვალდებულებებს, რაც გამოიწვევს მათ სულიერ კვდომას. ეს არის გლობალიზაციის მიზანი. სწორედ ამ მიზნით იგზავნება საზღვარგარეთ, კერძოდ, ამერიკაში ახალგაზრდები სასწავლებლად. საერთოდ, თუ პიროვნება სულიერად არ არის ძლიერი, მისი მახეში გაბმა და თავისი ერის საწინააღმდეგოდ გამოყენება იოლია. აი, ეს არის ნეოლიბერალების, იმავე რესპუბლიკელებისა და “ნაციონალების”, ხიდაშელ-უსუფაშვილებისა და მათი მიმდევარების გეგმა, რომელიც დამღუპველია ერისთვის.

_ თუ რეალურად გამოჩნდება ძალა, რომელიც იტყვის, რომ არ შეიძლება, სახელმწიფო მუდმივად ამ მოჯადოებულ წრეში ტრიალებდეს, არის თუ არა შესაძლებელი, ამას სამოქალაქო დაპირისპირება მოჰყვეს და უკრაინის მსგავსად ევრომაიდანი მივიღოთ? “ნაციონალებიისედაც ხშირად გაიძახიან, ქვეყანამ ევროატლანტიკურ კურსს გადაუხვია და მოქმედი ხელისუფლება დასამხობიაო.

_ დაგეთანხმებით, მართლაც რაღაც უაზრო წრეზე ვტრიალებთ, ეს პროცესი 1991-92 წლებიდან მოდის. ჯერ იყო და რუსეთში დასაჭერად გამზადებულმა შევარდნაძემ საქართველოს შეაფარა თავი და რა დღეში ჩაგვაგდო, ყველამ ვნახეთ; მერე იყო და, შერეკილმა სააკაშვილმა სიბილწის მორევში ჩაძირა ქვეყანა 9 წლის განმავლობაში. ივანიშვილის გამოჩენით კი დაემხო სააკაშვილი, მაგრამ მის ლეკვებთან კოჰაბიტაციის გამო კვლავ “ნაციონალების” კლანჭებში აღმოვჩნდით. დაპირებების შეუსრულებლობით ხალხი მოტყუებული დარჩა. ყველაზე დიდი უბედურება არის ის, რომ ივანიშვილის გვერდით რესპუბლიკელები აღმოჩნდნენ. აი, ამ  ფონზე შერეკილი სააკაშვილი ახალ ევრომაიდანსა და გადატრიალებას გვპირდება, ხელისუფლებაში კი დაპირისპირება და ქაჰოსია. ვფიქრობ, მართლაც დიდი საშიშროებაა იმისა, რომ რესპუბლიკელებმა პარლამენტში არეულობა გამოიწვიონ, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და ალექსანდრე ჭიკაიძე აღკვეთენ “ნაცმოძრაობის” ხრიკებს და ყველას თავის ადგილს მიუჩენენ.

_ მცირე ხნის წინათ სააკაშვილმა ერთერთ ინტერვიუში განაცხადა, ივანიშვილი აუცილებლად დაემხობაო, უფრო ადრე კი მას ნათქვამი აქვს, ხელისუფლებაში იმაზე მალე დავბრუნდებით, ვიდრე ზოგიერთს ჰგონიაო. თქვენი აზრით, რა შანსი აქვსნაცმოძრაობასდა რეალურად არსებობს თუ არა მათი დაბრუნების საფრთხე?

_ ღმერთმა დაგვიფაროს სააკაშვილის კვლავ ხელისუფლებაში მოსვლისგან! მას ისე სწყურია ქართველთა სისხლი, როგორც დამშეულ მგელს _ ცხვრისა. თუ სააკაშვილი დაბრუნდება, ჩავთვალოთ, რომ თითქმის მთელი საქართველო ციხეში აღმოჩნდება, ბევრს ფიზიკურად გაანადგურებენ. ქართველმა ხალხმა ეს არ უნდა დაუშვას.

აქვე მინდა, საზოგადოება გავაფრთხილო: ვიყოთ მხოლოდ ღმერთის იმედით, არ გადავუხვიოთ მის გზას და არ შევეკრათ სატანას! ამას თუ დავუშვებთ, დიდი განსაცდელი დაგვატყდება თავს, ისეთი, როგორიც არასდროს გვინახავს და გამოგვიცდია. ამიტომ, მოვუხმოთ გონებას და შევასრულოთ ყველა ის დანაბარები, რომელიც დაგვიტოვეს ქრისტეს მოციქულებმა.

_ დასასრულ, რა აზრის ხართნაციონალებისმიერ წინა კვირას ჩატარებულ აქციაზე?

_ ეს იყო ქართველი ხალხის დაცინვა და სულში ჩაფურთხება. 9 წლის განმავლობაში ტერორში ჰყავდათ ერი, ნგრევისა და გადაგვარების მეტი არაფერი უკეთებიათ და სირცხვილით როგორ იღებენ ხმას?!

ფაშისტური რეჟიმის წარმომადგენლები სწორედ იქ შეიკრიბნენ, სადაც მათ 26 მაისს და 7 ნოემბერს ქართველთა სისხლი დაღვარეს. ეს აქცია სააკაშვილმა და ჯორჯ სოროსმა ამერიკაში დაგეგმეს. ამის შემდეგ ჩამობრძანდა სოროსი თავის ერთგულ შვილებთან და არათუ დაესწრო აქციას, მთავრობის წარმომადგენლებსაც კი შეხვდა. დღეს სოროსი თავისუფლად ჩამოდის საქართველოში და, რასაც უნდა, იმას აკეთებს.

ღმერთმა დაგლოცოთ!

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. რატო აქვეყნებთ განკვეთილი მამაოების ინტერვიუებს?ეგ ადამიანი არის განკვეთილი საქარტველოს ეკლესიიდან.ნუ შეგყავთ ხალხი შეცდომაში.

  2. განკვეთილსა და განდგომილს შორის დიდი განსვავებაა, თუ ასეთი ტვინგაყინული ხარ და ამ ორ ტერმინს ვერ ანსხვავებ საერთოდ რად წერ კომენტარს?

  3. საერთოდ მიცნობ ვინ ვარ? ტვინგაყინული თავად ხარ და მერე კიდე წაიკითხე სინოდის დასკვნა მაგ ადამიანთან დაკავშირებით და მერე აფრქვიე შენი აზრები.ბასილ მკალავიშვილი განკვეთა წმინდა სინოდმა საქართველოს ეკლესიიდან. ანუ განკვეთილია. იმიტომ განკვეთა რომ განუდგა ჭეშმარიტ რწმენას.

  4. ყოვლის მცოდნე სოფოს მინდა გამოვეხმაურო. რატომ არასდროს დაინტერესებულხარ და არსად წაგიკითხავს, თუ რის გამო მოუვიდა მამა ბასილ მკალავიშვილს საპატრიარქოსთან დაპირისპირება? საქართველო წლების განმავლობაში, რომ ეკუმენურ მოძრაობაში გააწევრიანა პატრიარქმა ეს ყოვლის მცოდნეს უნდა ახსოვდეს. აქედან გამომდინარე ვინ არის ჭეშმარიტი რწმენის მოღალატე საზოგადოებისთვის მიმინდია. თუ შიშველი ქალების მიერ აღვლენილი ,,უფლის დიდება" გხიბლავს მიბრძანდი და სიამოვნებით მიგიღებენ. იქნება და მონაცემები მაინც გიწყობს ხელს განათლებისგან, შეგნებისგან განსხვავებით:)

  5. სოპო ეს მამაო იმიტო განკვეტეს რო სი,არტლისტვის იბდზოდა. საპატრიარქომ განკვეტა იმიტო რო სექტას წინააგმდეგობა გაუწია. და ციხესჰი იმიტო იჯდა რო რონალდის ბდზანება იყო. სჰესჰმარიტი მგვდელიააა

  6. მამა ბასილივიტ ვაჯკაცურად არავინ აგუდგა სექტებს. არც ერი და არც ბერი. მე მამაბასილს მეტ პატივს ვცემ ვიდრე პატრიარქს.

  7. ყველა სასულიერო პირზე მეტად მამა ბასილს ვცემ მეც პატივს. ღირსეულები სხვებიც არიან, მაგრამ იმ დროს დაიწყო ბრძოლა და მხილება, როდესაც ვერავინ ბედავდა სიტყვის თქმას!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here