Home რუბრიკები საზოგადოება მდინარე ენგურის დამალული ფენომენი

მდინარე ენგურის დამალული ფენომენი

2365

საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, ამასთანავე, იგი მდიდარია დიდი და პატარა მდინარეებით, რომელთა რაოდენობა 26 ათასს, ხოლო მათი საერთო სიგრძე 55 ათას კმ-ს აღწევს.  ქართულმა კომპანია “ჰერბიმ”, ქართველ მეცნიერ-სპეციალისტებთან ერთად, უცხოელ სპეციალისტებთან კონსულტაციით შეიმუშავა პროექტი “მდინარე ენგურის კალაპოტისა და წყალსაცავის გაწმენდა ინერტული მასალებისა და მასში შემავალი ქიმიური კომპონენტებისგან”.


ენგურჰესის თაღოვანი კაშხლის აშენების შემდეგ შეიცვალა ეკოლოგიური ვითარება მდინარე ენგურის კაშხლიდან შავი ზღვის შესართავამდე. მიზეზი არის ის, რომ ამ კალაპოტში აღარ ხდება მდინარის ბუნებრივი წყლის დიდი რაოდენობით გატარება და მყარი ნატანები გროვდება, რომელიც იწვევს კალაპოტის გამტარუნარიანობის შემცირებას. გაზაფხულზაფხულის წყალმოვარდნები და წყალდიდობა იწვევს კალაპოტის ხშირ შეცვლას, რომლის შედეგადაც ზიანდება სახნავსათესი ფართობები, იტბორება მიმდებარე ტერიტორიები და საკარმიდამო ნაკვეთები, ზარალდება მოსახლეობა. ამასთანავე, ენგურჰესის წყალსაცავში დაგროვილია 120 მლნ 3-ზე მეტი მყარი ნატანი, რომლის გაწმენდა აუცილებელია თაღოვანი კაშხლის სიახლოვეს, რათა ენგურჰესის კაშხლის წყალსაცავ ფარებს მიეცეს ნორმალური ფუნქციონირების საშუალება.

გაზაფხულზე, კავკასიონის მთებში თოვლის ინტენსიური დნობისას, მდინარე ენგური და მისი შენაკადები დიდდება, ხოლო, როცა ამას ენგურჰესის წყალსაცავიდან წყლის ავარიული გაშვება ერთვის, მნიშვნელოვნად იტბორება კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიები. დიდი რაოდენობით ნატანი მასალა დაგროვდა ენგურჰესის წყალსაცავშიც, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მისი ფუნქციონირების ეფექტიანობაზე, გარდა ამისა, ნატანი კაშხლის კედლებზე დიდი დაწოლის შედეგად ამცირებს მის უსაფრთხოებას. აღნიშნულის გამო, როგორც სოციალურ-ეკონომიკური, ასევე ეკოლოგიური მოსაზრებებით აქტუალური გახდა მდინარე ენგურის კალაპოტში არსებული ნატანი მასალების ამოღებისა და ენგურჰესის წყალსაცავის ნატანი მასალებისგან გაწმენდის პირობების შექმნა, ამ ღონისძიებების რეალიზაცია მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ჩვენი კომპანიის მიერ ჩატარებული კომპლექსური კვლევები და შეფასებები აჩვენებს, რომ ამოღებულ ნატან მასალაში არსებული ძვირფასი ნივთიერებების მოპოვება, აგრეთვე, თვით მაღალი ხარისხის ნატანი მასალის რეალიზაციის შედეგად მიღებული სოლიდური მოგება, არა მხოლოდ მდინარის კალაპოტისა და წყალსაცავის ნატანი მასალისგან გაწმენდის, არამედ მთელი რიგი ინფრასტრუქტურული და გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა.

არსებულ ბაზარზე დიდი წარმადობის, დაბალი თვითღირებულებისა და იაფი ტრანსპორტირების პირობებში კონკურენტი არ გვყავს, რადგანაც შავი ზღვის აკვატორიაში ჩამომავალ მდინარეებს შორის ერთადერთია მდინარე ენგურის გაუწყლიანებელი კალაპოტი და უდიდესიენგურჰესის წყალსაცავი, რომლებშიც ინერტული მასალების მოპოვება არათუ აზიანებს გარემოს, არამედ პირიქით _ ხელს უწყობს ენგურჰესის ნორმალურ ფუნქციონირებას და კალაპოტს სძენს სამეურნეო დატვირთვას.

წარმოდგენილი პროექტი იმითაც არის განსხვავებული, რომ, გარდა გრანდიოზული ტერიტორიების კეთილმოწყობისა, მას შეუძლია მრავალმხრივი ამოცანების გადაწყვეტა, თანაც საჭირო არ არის სპეციალური საშუალებები ხელოვნური ლანდშაფტის მშენებლობისთვის. ის უპრეცენდენტო მაგალითია შავიზღვისპირეთის მასშტაბით, როცა რესურსების მოპოვება არათუ არღვევს ლანდშაფტს, არამედ აშენებს მას, კეთილმოაწყობს და ბუნებრივ იერს უფრო მიმზიდველს ხდის.

შესწავლილი გვაქვს და პროექტის შედგენისას გავითვალისწინეთ რეგიონში არსებული, შავ ზღვაში ჩამავალი ყველა მდინარისა და კარიერის პოტენციალი, აგრეთვე, რეგიონულ ბაზარზე მშენებლობის წარმოებისა და ძვირფას ლითონებზე მოთხოვნის მზარდი ტემპები და მივედით დასკვნამდე, რომ რეგიონში, პრაქტიკულად, არ არსებობს კონკურენტის ალტერნატივა, შეთავაზება, რომელიც უფრო მოსახერხებელი და იაფი იქნება მომხმარებლისთვის. ამასთანავე, მდინარეებიდან, რომლებიც ჩაედინება შავ ზღვაში, ეკოლოგიური თვალსაზრისით, არ შეიძლება დიდი რაოდენობით ინერტული მასალების ამოღება, რადგან დაირღვევა ზღვის დინამიკა, რომელიც გამოიწვევს ეკოლოგიურ კატასტროფას.

თავის დროზე “ენგურჰესის” კაშხლის უსაფრთხოების მიზნით გათვალისწინებული იყო, როგორც წყალსაცავის, ასევე კალაპოტის გაწმენდა (საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1982 წლის 3 თებერვლის #75 და 1986 წლის 21 ნოემბრის #714 დადგენილებები), რომლებიც არ შესრულდა. ამასთანავე, არსებობს მთავრობისადმი შპს “ენგურჰესის” ხელმძღვანელების წერილობითი მიმართვები, რომლებშიც პრინციპულადაა დასმული საკითხი მდინარე ენგურის კალაპოტისა და წყალსაცავის გაწმენდის აუცილებლობაზე.

1994-2009 წლებში კომპანია “ჰერბის” სპეციალისტების, მეცნიერ-თანამშრომლების მიერ საკუთარი ძალებითა და სხვადასხვა კერძო წყაროდან მოზიდული სახსრებით, მდინარე ენგურის კალაპოტში, წყალსაცავში, კარიერებსა და მათში ჩამავალ მდინარეებსა და წყლებში ჩატარდა გეოლოგიური, ლაბორატორიული და ანალიზური კვლევები; ჩატარდა სხვადასხვა პრაქტიკული და სემინარული მეცადინეობა, მოხდა აზრთა გაზიარება, შემუშავდა წარმოდგენილი პროექტის ტექნიკური პარამეტრები და ბიზნესგეგმა.

კომპანიაჰერბისადა ქართველი მეცნიერსპეციალისტების მიერ შედგენილი და წარმოდგენილი პროექტი _ “მდინარე ენგურის კალაპოტისა და წყალსაცავის გაწმენდა ინერტული მასალებისგან და მასში შემავალი ქიმიური კომპონენტებისგან, მისი ათვისება”, აგრეთვე, თანდართული პროგრამა რეგიონის ინფრასტრუქტურის სოციალურეკონომიკური განვითარების შესახებ საქართველოსთან აფხაზური მხარის ინტეგრაციის საშუალებაა, რადგან მდინარე ენგურის გარკვეული ნაწილი წარმოადგენს ადმინისტრაციულ საზღვარს აფხაზურ მხარესთან. აქედან გამომდინარე, პროექტის განხორციელება რეალურია აფხაზეთის მხარესთან მჭიდრო ინტეგრაციის პროცესში. წარმოდგენილი პროექტისა და თანდართული რეგიონის ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის რეალიზაცია არის მასშტაბური, ხანგრძლივი პროცესი და მოიცავს მდინარე ენგურის ორივე ნაპირის ნაპირდაცვით სამუშაოებს, რომელთა შედეგად მდინარის გაუწყლოებული კალაპოტი გადაიქცევა სანაოსნო არხად, ხოლო გაზაფხულზე მდინარის ადიდების შედეგად წამოსული ნიაღვრისგან დაცული იქნება მიმდებარე ტერიტორიები და მოსახლეობა. პროგრამის ფარგლებში საქართველოს აფხაზეთის რეგიონის ადმინისტრაციულ საზღვართან დამაკავშირებელი არსებული დროებითი ავარიული ხიდები შეიცვლება თანამედროვე, კაპიტალური, დაკიდებული ხიდებით. მოეწყობა თევზსაშენი მეურნეობები, სამრეწველო, სასოფლო დანიშნულების საწარმოები და სხვ., გაჩნდება თავისუფალი სამრეწველოეკონომიკური სტატუსის მინიჭების პერსპექტივა.

რეგიონში კონფლიქტური სიტუაციიდან გამომდინარე, პროექტი მოიწონა და მას მხარი დაუჭირა გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ და ევროპის კომისიამ, მისი განხორციელებაც მათი მხარდაჭერითა და მონაწილეობით იგეგმება.

კონფლიქტის ეტაპობრივი მოგვარების პროცესთან ერთად გაფართოვდება პროექტით გათვალისწინებული პროგრამის არეალი მდინარე ენგურის მარჯვენა სანაპიროს მიმდებარე აფხაზეთის ტერიტორიაზე.

რეგიონში სანაოსნო არხის აშენება, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარება მოიტანს დიდ სოციალურ-ეკონომიკურ ეფექტს, ეს კი დადებითად აისახება ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე. წარმოდგენილ პროექტსა და განვითარების პროგრამაში გათვალისწინებულია აფხაზეთის რეგიონიდან მოწვეული სპეციალისტების, დამხმარე მუშების მონაწილეობა, რაც გააუმჯობესებს ქართულ-აფხაზური ინტეგრაციის პროცესს. აფხაზეთის მხრიდან მოწვეულ მეცნიერ-სპეციალიტებს პროექტის ფარგლებში საშუალება მიეცემათ, მიიღონ აქტიური მონაწილეობა პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებასა და რეალიზაციაში, წარმოადგინონ ინიციატივა ქართულ მხარესთან ერთობლივი დასაქმებისა და ურთიერთობებისთვის, გამოვიდნენ თანადამფუძნებლად ქართულ-აფხაზური ერთობლივი შერეული ოფისის შექმნაში, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ეკონომიკური პროექტების შემუშავება, კულტურული, სპორტული და სხვა გასართობი ღონისძიებების მოწყობა, ერთობლივი ექსკურსიების ჩატარება, უფრო მჭიდრო და თავისუფალი ურთიერთობების დამყარება, ტრადიციების აღდგენა.

ამასთანავე, შერეულმა ოფისმა, აფხაზურ მხარესთან ერთად, აფხაზეთში მცხოვრებ ხალხებთან უნდა აწარმოოს პროპაგანდა, რამდენად საშიში და ეკოლოგიური კატასტროფის მომტანია აფხაზეთის მდინარეებიდან (ბზიფი, კოდორი, გუმისთა, ღალიძგა და სხვ.) ინერტული მასალების მოპოვება.

განსახორციელებელი პროექტი და თანდართული პროგრამა საშუალებას იძლევა, ქართველ და აფხაზ მეცნიერსპეციალისტებს შორის დამყარდეს მჭიდრო ურთიერთობა, დაისახოს მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, აღდგეს ნდობის ფაქტორი, ხელი შეეწყოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას.

აღნიშნული პროგრამა კომერციული თვალსაზრისით მომგებიანია, საშუალებას მისცემს ქართველ და აფხაზ ხალხს, ერთობლივად გადაჭრან მრავალი სოციალური და ეკონომიკური პრობლემა და ამოცანა.

ჩვენ მიერ წარმოდჰგენილი პროექტიმდინარე ენგურის კალაპოტისა და წყალსაცავის გაწმენდა ინერტული მასალებისა და მასში შემავალი ქიმიური კომპონენტებისგანმოიცავს მდინარე ენგურის შავ ზღვასთან შეერთების ადგილიდანენგურჰესისკაშხლამდე 62 კმ და წყალსაცავიდან ზევით _ 35 კმ, მდინარის კალაპოტსა და მიმდებარე თავისუფალ ტერიტორიებს, რომელთა ათვისებაც შეუძლებელია შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარების გარეშე.

წარმოდგენილი პროექტი მოიცავს მდინარე ენგურზე არსებული დროებითი და ამორტიზებული ხიდების შეცვლას თანამედროვე სტანდარტების კიდული ხიდებით, კალაპოტის ჩასმას რკინა-ბეტონის ჯებირებში. მდინარის კალაპოტიდან ინერტული მასალების მოპოვება მდინარის კალაპოტის სანაოსნო არხად გამოყენების საშუალებას იძლევა, რაც წინაპირობაა ჯერ სანაოსნო, ხოლო შემდგომ მთის ტურიზმის გაფართოებისა ზემო სვანეთში, როგორც ზაფხულის, ასევე ზამთრის პირობებში. კერძოდ, ჩამოსული ტურისტი სამდინარე არხის მეშვეობით მოხვდება “ენგურჰესის” კაშხლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საიდანაც საბაგირო გზით გადავა მდინარე ენგურის წყალსაცავში და კატერების საშუალებით გაემგზავრება ზემო სვანეთში, საიდანაც შემდგომ საავტომობილო ან საცხენოსნო ტრანსპორტის საშუალებით გადაადგილდება. სამდინარო ტურისტული მარშრუტი მოიცავს 97 კმ-ს, გზადაგზა მოეწყობა ტურისტული ბაზები შესაბამისი ინფრასტრუქტურით. მარშრუტი მოსახერხებელია წელიწადის ნებისმიერ დროს ნებისმიერ ბუნებრივ პირობებში. ამავე მარშრუტით ზამთრის დიდთოვლობის პერიოდში შესაძლებელია სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტებისა და სხვა ტვირთების ტრანსპორტირება.

მდინარის გაწმედნილ კალაპოტში, გარდა სანაოსნო არხისა, გათვალისწინებულია გაწმენდილ კარიერებზე თევზსაშენებისა და თევზის გადამამუშავებელი ქარხნების მოწყობა, საწყალოსნო სპორტის სახეობებისთვის _ საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება, დახურული და ღია ტიპის გასართობი ცენტრებისა და აკვაპარკების მოწყობა.

პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია მდინარე ენგურის კალაპოტის მიმდებარე თავისუფალ და გამოთავისუფლებულ ტერიტორიებზე სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურისა და მრეწველობის ეკოლოგიურად სუფთა დარგების განვითარება.

პროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს მეცნიერების მიერ მიღწეული შედეგების გამოყენებით შემუშავებული მეთოდით მსოფლიოში ერთ-ერთ მაღალ (272 მ სიმაღლის) “ენგურჰესის” წყალსაცავში დაგროვილი ინერტული მასალებისა და მასში შემავალი ქიმიური კომპონენტების ამოღებაში, რაც საშუალებას მისცემს “ენგურჰესს”, იმუშაოს სრული დატვირთვით, ამასთანავე, წყლის ავარიული გაშვების ან სტიქიური უბედურების შემთხვევაში გაზარდოს წყლის ნაკადის გატარება მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხისა და არსებული მატერიალური ფასეულობების დაცვის მიზნით. პროექტი გაწერილია მრავალწლიანი სამუშაო გრაფიკით. არის უნიკალური, მრავალმხრივი და კომპლექსური, მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ასევე ტურისტული, დასასვენებელი, გასართობი ცენტრების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობას.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების ჩატარება მოითხოვს დიდი ოდენობით ცოცხალი ძალის გამოყენებას, რომლის პოტენციალიც რეგიონში საკმაოდ დიდია. სამუშაოების ხანგრძლივი დროით წარმართვა მოითხოვს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის აუცილებელი პირობების შექმნას, რომელიც ითვალისწინებს ინფრასტრუქტურის ფართო ქსელის ჩამოყალიბებასა და განვითარებას. განსახორციელებელი პროექტის რენტაბელობიდან გამომდინარე, სოფელ ანაკლიიდან მდინარე ენგურის მთელი კალაპოტის გასწვრივ შეიქმნება სხვადასხვა დანიშნულების საწარმოები, რომლებიც განაპირობებს ხალხის დასაქმებას ინფრასტრუქტურის, მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სპორტისა და მომსახურების სფეროებში. ათასობით მუშა-მოსამსახურის დასაქმების პირობებში კი აუცილებელია საბინაო და საყოფაცხოვრებო დანიშნულების მცირე და დიდი ობიექტების მშენებლობა, წარმომადგენლობითი ოფისების გახსნა და სხვ.

წარმოდგენილი პროექტი არის ფართომასშტაბიანი, კომპლექსური, რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის აუცილებელი. რეგიონის განვითარება ხელს შეუწყობს, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს, სამუშაოების დაწყებისთანავე იპოვონ საკუთარი ადგილი წარმოდგენილი პროგრამის განვითარებაში.

პროექტის ფარგლებში ეტაპობრივად განხორციელდება ინერტული მასალებისა და მასში შემავალი ქიმიური კომპონენტების ამოღება, ადგილზე მოხდება ამოღებული ინერტული მასალებიდან ძვირფასი ნივთიერებების (ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, ტყვია, თუთია, დარიშხანი, ბისმუტი, ინდიუმი) პირველადი გამოყოფა და საზღვარგარეთის განვითარებულ ქვეყნებში გადაიგზავნება ამ ნივთიერებების შემცველი მასის შემდგომ გადასამუშავებლად. დანარჩენი ნატანი მასალა (ქვა, ქვიშა) ძირითადად მოხმარდება საქართველოს ტერიტორიაზე შავი ზღვის ნაპირების _ პლაჟების _ კვებას, ზღვასა და მდინარეებზე ნაპირდამცავი ნაგებობების მშენებლობას, საზღვაო-სამდინარო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ქვეყნისთვის აქტუალურ სხვა მიზნებს. ამოღებული ლამი გამოყენებული იქნება სოფლის მეურნეობაში, როგორც ეკოლოგიურად სუფთა მინერალური სასუქი. ჭარბი ნატანი მასალა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გატანილი იქნება დაინტერესებულ ქვეყნებში.

კომპანიაჰერბისმიერ საწარმოებელი ინერტული მასალებისა და მასში შემავალი ქიმიური კომპონენტების მოპოვება, გადამუშავება და ტრანსპორტირება განხორციელდება კომპანიის მეცნიერსპეციალისტების მიერ შემუშავებული ტექნოლოგიით, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არსებობს. ეს არის უნიკალური შემთხვევა, როდესაც მდინარის კალაპოტის გაწმენდა ინერტული მასალებისა და მასში შემავალი ქიმიური კომპონენტებისგან ხორციელდება სპეციალური დანადგარებით აღჭურვილისუპერდრაგისმეშვეობით, რომლის წარმადობაც საათში 5600 კუბური მეტრია.

წარმოდგენილი პროექტის ძირითადი მიზანი და ამოცანაა მდინარე ენგურის კალაპოტისა და წყალსაცავის გაწმენდა ინერტული მასალებისა და მასში შემავალი ქიმიური კომპონენტებისგან და მათი რეალიზაციის შედეგად მიღებული მოგებით რეგიონის სოციალურეკონომიკური და აფხაზეთის რეგიონთან ინტეგრაციის პროექტების განხორციელება.

პროექტის ფინანსური წარმატების არსი მდგომარეობს ინერტული მასალებისა და მასში შემავალი ქიმიური კომპონენტების კომპლექსურად გამოყოფაში. კომპლექსური მუშაობა პროდუქციის თვითრღირებულებას ამცირებს და პროექტს ხდის ძალზე მომგებიანს.

ძველ კოლხეთში ოქროს არსებობა ცნობილია ჯერ კიდევ არგონავტების დროიდან. მდინარე ენგურის კალაპოტში პირველი საძიებო სამუშაოები ოქროზე ჩატარდა XIX საუკუნის 60-იან წლებში, ძირითადად, უცხოელი მკვლევარების მიერ, ხოლო მათი უფრო საფუძვლიანი გეოლოგიური და მინერალოგიური შესწავლა დაიწყო XX საუკუნის 30-იანი წლებიდან. დღეს დაგროვილია მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომლის ბაზაზეც, შესწავლისა და სისტემატიზაციის შედეგად, შესაძლებელი გახდა ოქროს მოპოვებითი სამუშაოების წარმოება.

სამუშაო ტერიტორიას აქვს ბორცვიან-ეროზიული რელიეფი, მსუბუქი დაქანების ფერდობები, კარგად არის გამოსახული ჭალისა და ჭალის ზედა ტერასები, განსაკუთრებით აღსანიშნავია ჭალის ზედა ტერასა, რომლის ამგებ ნალექებშიც გვხვდება ოქროს შემცველი ფენები, რომლებიც კომპლექსში ქმნის ოქროს ქვიშრობებს. აღნიშნული ტერასა განვითარებულია მდინარის მთელ სიგრძეზე.

მდინარე ენგურის აუზი მდიდარია კეთილშობილი, ფერადი და იშვიათი ელემენტების საბადოებით.

ჩვენთვის პრაქტიკულ ინტერესს წარმოადგენს მდინარე ენგურის ქვემო წელის ქვიშრობები წყალსაცავიდან შესართავამდე (შავ ზღვამდე), როგორც ინერტული მასალების, თანმხლები ოქროსა და სხვა ქიმიური კომპონენტის მოპოვების მსხვილი ობიექტი. ამ რაიონში არსებობს ინერტული მასალების კარიერები, დამტკიცებული სამრეწველო მარაგებით. ინერტული მასალის ყველა საბადოზე დადგენილია ოქროს შემცველობა ერთეული ნიშნებიდან 1-1,6 გრ/ტ. აქედან გამომდინარე, დაუშვებელია ინერტული მასალების მოპოვება თანმხლები ოქროსა და სხვა ქიმიური კომპონენტების ამოღების გარეშე. ოქრო მაღალი სინჯისაა, საშუალოდ ობიექტზე 860-965-მდე სინჯია. მარცვლები, ძირითადად, ბრტყელი ფორმისაა, ფირფიტები _ ფოთლისმაგვარი, ქერცლისმაგვარი. ჩატარებული გათვლებით, აღნიშნული ნივთიერებების მოპოვება და რეალიზება მომგებიანია.

მდინარე ენგურის კალაპოტში, კარიერებსა და წყალსაცავში არსებული 897 მილიონი 3 ინერტული მასალა შეიცავს 37,2 მილიონ ტონა ქიმიურ კომპონენტებს.

აღსანიშნავია, რომ ზემოთ აღნიშნული ქიმიური კომპონენტების მოპოვების შედეგად შეიძლება დაიგეგმოს გამამდიდრებელი კომპლექსის მშენებლობა რეინვესტირების თანხით. ყოველივე ზემოთ თქმული საშუალებას მისცემს ქვეყანას, ადგილზე აწარმოოს სტრატეგიული მაღალხარისხიანი ნედლეული და გაიტანოს იგი მსოფლიოს ბაზარზე.

წარმოდგენილი პროექტის მცირე საინვესტიციო დანახარჯებით _ 34,5 მლნ ევრო, შესაძლებელია დიდი მოგების მიღება _ 110 მილიარდი ევროს ოდენობით, ანუ აღნიშნული სამუჰშაოების კომპლექსურად წარმოება საშუალებას იძლევა, წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა დაფაროს მის წარმოებაზე გაწეული ხარჯები (60 მილიარდი ევრო) და მიიღოს მოგება შემდგომი რეინვესტიციების განსახორციელებლად.

რეინვესტირება განზრახული გვაქვს მუშაობის დაწყებიდან მე-2 წელს, როცა “ენგურჰესის” წყალსაცავის გაწმენდითი სამუშაოებისთვის შეძენილი იქნება და ადგილზე დამონტაჟდება ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად შემუშავებული, წყალსაცავის გაწმენდის სპეციფიკიდან გამომდინარე (ანალოგიური წყალსაცავების გაწმენდის პრეცენდენტი მსოფლიოში ჯერჯერობით არ არსებობს), სპეციალური დანადგარ-მოწყობილობებით აღჭურვილი მცურავი პლატფორმა, აგრეთვე, _ ტრანსპორტირებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებები, რომელთა ჯამური ღირებულებაც შეადგენს 46,0 მილიონ ევროს.

წარმოდგენილი პროექტის ფისკალური ეფექტი საშუალო წლიური საბიუჯეტო შენატანებით შეადგენს 2 მილიარდ ევროს.

რადგან მდინარე ენგურის გარკვეული ნაწილი წარმოადგენს ადმინისტრაციულ საზღვარს აფხაზეთის მხარესთან, პროექტის განხორციელება რეალურია აფხაზეთის მხარესთან მჭიდრო ინტეგრაციის პროცესში ევროკავშირისა და გაეროს მონაწილეობით. არსებობს ევროკავშირის წერილობითი მხარდაჭერა პროექტის განხორციელების შემთხვევაში თანადაფინანსების გამოყოფაზე. აგრეთვე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონი დავით უსუფაშვილის მხარდაჭერით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ბატონი პაატა ზაქარეიშვილის წერილობითი მიმართვა აფხაზური მხარისადმი.

გამოხმაურებები სახელმწიფო უწყებებიდან: განსაკუთრებით ხაზგასასმელია დადებითი შეფასებები სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვისა და ეკონომიკური საბჭოებისგან. არსებობს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების სამინისტროების, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტების, ეკოლოგების დადებითი დასკვნები, შეთანხმებები საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების თავმჯდომარეებთან და ფრაქცია “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობასთან.

პროექტი განხილულია და შეთანხმებულია სამხარეო ადმინისტრაციის რწმუნებულთან, ბატონ ლევან შონიასთან; ზუგდიდის რაიონის გამგებელთან, ბატონ ედიშერ თოლორაიასთან; მდინარე ენგურის მიმდებარე რეგიონის მოსახლეობასთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. არსებობს მათი მხარდაჭერა და აქტიური თანადგომა პროექტის რეალიზაციისთვის საჭირო სამთავრობო დადგენილების მისაღებად.

რამინ ჯომიდავა,

კომპანიაჰერბისპრეზიდენტი;

თემურ ვეკუა,

მთავარი ეკოლოგი, პროფესორი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here