Home რუბრიკები საზოგადოება ავთანდილ უნგიაძე: ჯერ ცოლს წაგვართმევენ, მერე _შვილებს და ბოლოს ჩვენც დაგვიმონებენ…

ავთანდილ უნგიაძე: ჯერ ცოლს წაგვართმევენ, მერე _შვილებს და ბოლოს ჩვენც დაგვიმონებენ…

667

ხელისუფლების “ლიბერალური” ფრთა, რომელიც ივანიშვილმა პოლიტიკური ველის მოწინავე პოზიციაზე იმიტომ გამოიყვანა, რომ “დემოკრატიული დასავლეთისგან” მხარდაჭერა გარანტირებული ჰქონოდა, ანტიეროვნულ, ანტიმართლმადიდებლურ და, საზოგადოდ, ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს წარმატებით განაგრძობს. სამპროცენტიანი რესპუბლიკელები საკანონმდებლო ცვლილებებს ცვლილებებზე ამზადებენ. ამით, ერთი მხრივ, ოკეანისგაღმელი მფარველების დირექტივებსაც ასრულებენ და, მეორე მხრივ, სააკაშვილის მიერ დაწყებული ე. წ. მენტალური რევოლუციაც მოჰყავთ სისრულეში. ამას წინათ საქართველოს პარლამენტმა მორიგი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. 


ლაპარაკია დოკუმენტზე, რომელიც ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ახალი ნორმების შემოღებას ითვალისწინებს. ერთი შეხედვით, ეს უწყინარი კანონი ამთავითვე უამრავ შეკითხვას აჩენს. პირველ რიგში კი, საკითხავია, რა ინტერესი დგას ამ ცვლილების უკან და როგორ აისახება იგი ადამიანთა ცხოვრებაზე. სასულიერო პირები და კონსერვატიული იდეოლოგიის მქონე ზოგი პოლიტიკური სუბიექტი შიშობენ, რომ აღნიშნული ცვლილება დასავლური გეგმის ნაწილია და ამას მოჰყვება ქართული ტრადიციებისთვის მიუღებელი მთელი რიგი საკანონმდებლო ინიციატივებისა, რომლებსაც დასავლეთი მკაცრად მოითხოვს, რადგან ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებააკონკრეტულად რა მიზანს ემსახურება მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები და რეალურად რა ამოცანა დგას უსუფაშვილის მიერ ინიცირებული პაკეტის უკან _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზემართლმადიდებელ მშობელთა კავშირისთავმჯდომარე ავთანდილ უნგიაძე გვესაუბრება.

_ ბატონო ავთანდილ, რამდენიმე დღის წინათ პარლამენტმა, უსუფაშვილის ინიციატივით, ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ახალი საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. ცხადია, ძალადობა უნდა აღიკვეთოს და თავისთავად ამ კანონის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, მაგრამ ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფრი სხვა მიზანს ემსახურება? შემდეგი ნაბიჯი ხომ არ იქნება იგივე ევროპული იუვენალური იუსტიციის მსგავსი ნორმების შემოღება, რომლებიც ქართულ მენტალიტეტსა და ტრადიციებს ეწინააღმდეგება?

_ ცხადია, ძალადობა უნდა აღიკვეთოს და სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს მოქალაქის დასაცავად, მაგრამ გააჩნია, რას დავარქმევთ დაცვას. ესენი რასაც აკეთებენ, სინამდვილეში არც ერთს ემსახურება და არც  _ მეორეს, აქ სულ სხვა მიზანი და ამოცანა იმალება, რომლებიც კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების ინტერესებზე გადის…

შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის ინიციატორებიცა და მიმღებიც იქნებიან რესპუბლიკელები, საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს. ასევე არ მოგვიტანს სიკეთეს ამ ე. წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით შემუშავებული პაკეტები; ამიტომ ამ ცვლილებების განხილვისას სამოქალაქო კონტროლი უნდა იყოს უკიდურესად გამკაცრებული. საზოგადოებას ესენი უნდა ჰყავდეს მუდმივი “როზგის” ქვეშ, ბრჭყალების გამოჩენა რომ ვერ გაბედონ, თორემ თავიანთ ნებაზე თუ მიუშვი, ჩათვალეთ, რომ ქართული სახელმწიფო, ერი მალე აღარ იარსებებს…

_ თქვით, რომ ხელისუფლების ნაბიჯები რეალურად არ ემსახურება ძალადობისგან მოქალაქეების დაცვას. მაშინ რა მიზანი აქვს თუნდაც იმ პროპაგანდას, რომ თურმე საქართველოში ქალებს მასობრივად ხოცავენ და ამის მიზეზი ქართული მენტალიტეტია?

_ დარწმუნებული ვარ, რომ ეს თემა, . . ქალთა უფლებების თემას ვგულისხმობ, ჩადებულია იმ ასოცირების ხელშეკრულებაში, რომელსაც ხელი მოაწერა საქართველომ და რომლის შინაარსიც დღემდე რატომღაც არავინ იცის. რას ისახავს ეს ყველაფერი მიზნად? _ იმას, რაც უკვე განხორციელდა დასავლეთის ბევრ ქვეყანაში და ნელ-ნელა მოიწევს აღმოსავლეთისკენ. ეს არის ოჯახის ფენომენის წინააღმდეგ მიმართული ქმედება _ოჯახის მოსპობა და განადგურება. გლობალისტების გეგმაა, რომ ადამიანი დაამსგავსონ ცხოველს, მხეცს, რათა შემდეგ მისი მართვა იყოს იოლი და რის გაკეთებაც სურთ მას საკუთარი ხელით გააკეთებინონ ყველაფერი.

ამას ემსახურება სექსუალური განათლების შეტანაც სკოლებში. ეს უნდა განვიხილოთ გლობალიზაციის კონტექსტში, ანუ მსოფლიო პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად, რომელიც, თავის მხრივ, უკავშირდება შობადობის, მოსახლეობის შემცირებისა და პიროვნების დეგრადირების პროცესს. ამ მიმართულებით მსოფლიოს პოლიტიკა მრავალი წლით განსაზღვრა 1974 წელს აშშ-ში შემუშავებულმა საიდუმლო მემორანდუმმა, ე. წ. გეგმა NSSM-200- მა (National Security  Stadiy  Memorandum), რომელსაც იმ მომენტისთვის მინიჭებული ჰქონდა საიდუმლო იარაღის სტატუსი და რომლის ძირითადი მიზანი იყო, ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე, მსოფლიო მოსახლეობის შემცირება. შემდეგ ამ გეგმამ ბიძგი მისცა ისეთი პროგრამების გავრცელებას, როგორიცაა ოჯახის დაგეგმარება, კონტრაცეფცია, სტერილიზაცია, სექსუალური განათლება და სხვ. იმ მემორანდუმში ხაზგასმითაა აღნიშნული: “არ უნდა შევამციროთ ძალისხმევა მოზრდილი მოსახლეობის მიმართ. ამასთანავე, აუცილებელია, კონცენტრირება მოვახდინოთ მოზარდ თაობაზე, _ მათზე, რომლებიც ახლა დაწყებით კლასში არიან”.

ახლა შეხედეთ, რა ხდება ჩვენთან: ამ . . რეფორმატორების უპირველესი სამიზნე იმთავითვე სკოლები იყო. იქ იცდებოდა და ხორციელდებოდა ყველანაირი პროგრამები, რომლებიც შემოდის დასავლეთიდან. სააკაშვილიც ყველაზე მეტ დროს უთმობდა ახალგაზრდებს, ამაყობდა კიდეც, _ შეხედეთ, რამხელა ცვლილება მოხდა მენტალიტეტშიო. მენტალიტეტში ცვლილება მართლა მოხდა და ყოველთვის ვამბობ, რომ ამ უბედურების შედეგად ჩვენ მთელი თაობა დავკარგეთ. საქართველოს, ფაქტობრივად, უკვე გამოაცალეს ის ფუნდამენტი, რომელზეც ქართველობა იდგა, _ ეს არის ქართული სული. 16-17 წლის გოგობიჭებში ამას უკვე ვერ დაინახავთ ან, თუ დაინახავთ, რაღაც მახინჯი ფორმა აქვს მიღებული. აი, ესაა ამათი ამოცანა და ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც, მაგრამ ჯერ კიდევ სად ვართ, ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ იმას, რასაც 9 წლის განმავლობაში ვერ მიაღწიესნაციონალებმა”, ახლა რესპუბლიკელები შეასრულებენ

_ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებით იზრდება სამართალდამცავი სტუქტურების უფლებებიც, ანუ პოლიციელს შეუძლია, მკაცრი მონიტორინგი გაუწიოს ოჯახს, თუკი მისი რომელიმე წევრი, ცოლი ან ქმარი ითხოვს. რეალურად რა შედეგს მოიტანს ეს?

_ ეს არის მძლავრი ინსტრუმენტი პოლიციელის ხელში და აქ უკვე საკითხავია, კეთილსინდისიერად თუ გამოიყენებს ამას სამართალდამცავი. მოკლედ, ძალიან რთული თემაა. მე ერთი რამ ვიცი: ეს არის პირველი ნაბიჯი ოჯახში ქალსა და მამაკაცს შორის შუღლის ჩამოსაგდებად, შემდეგი ნაბიჯი კი, დარწმუნებული ვარ, იქნება ბავშვთა უფლებების დაცვა. მალე, ალბათ, ამათი პროპაგანდისტული არხები ერთხმად დაიწყებენ ყვირილს, რომ თურმე ბავშვთა უფლებების დაცვის მხრივ ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა. აი, ამ პროპაგანდით გააბრუებენ მოსახლეობას და საბოლოოდ მივალთ იმის მსგავს მოვლენამდე, როგორიცაა იუვენალური იუსტიცია დასავლეთში. შედეგად დაინგრევა ათასობით ოჯახი და ათეულათასობით ბავშვს წაართმევენ მშობელს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს მოხდება ისეთი ფორმით, რომ ბევრს პროტესტის გამოხატვის სურვილიც კი აღარ ექნება

_ კონკრეტულად ავუხსნათ მკითხველს, რა არის იუვენალური იუსტიცია; მით უფრო, რომ ევროინტეგრაციის კვალდაკვალ ჩვენც აუცილებლად მოგვიწევს ამ გამოცდილების გაზიარება.

_ უწინარესად, ქალებს მივმართავ, რომ ნუ დახარბდებიან იმ . . სიკეთეებს, რომლებსაც მათი უფლებების დაცვის სახელით ვიღაცები განახორციელებენ. ეს კატასტროფულად გაზრდის განქორწინებებს და მეორეც, შობადობის მხრივ მივიღებთ უმძიმეს მდგომარეობას.

რაც შეეხება დასავლური იუვენალური იუსტიციის გადმონერგვას საქართველოში, ჯერჯერობით ჩვენ ვხედავთ პირველ ნაბიჯს, რომ ქმარს ართმევენ ცოლს, შემდეგი ნაბიჯი კი იქნება ის, რომ ორივეს წაართმევენ ბავშვს. კიდევ ვიმეორებ: ამ პროცესის ავანგარდში არის რესპუბლიკური პარტია, რომელმაც ჩაანაცვლანაციონალები”. რესპუბლიკელები უფრო სერიოზული ძალაა და უკეთ აკეთებენ იმას, რასაც თავის დროზე სააკაშვილის რეჟიმმა თავი ვერ გაართვა…

_ ხელისუფლება ამბობს, რომ ქვეყანაში ძალადობამ იმატა. რა ბერკეტები აქვს მას იმისთვის, რომ ეს პროცესი შეაჩეროს?

_ მოდი, ასე შევხედოთ საკითხს: რა გააკეთა ხელისუფლებამ იმისთვის, რომ ამ ძალადობის გამომწვევი ფონი ნაწილობრივ მაინც შეემსუბუქებინა? უკვე ორი წელი გავიდა პოლიტიკური ცვლილებებიდან, რა მივიღეთ? გაუმჯობესდა სოციალური ფონი? _ არა! აღდგა სამართალი? _ არა! დაუბრუნეს ადამიანებს წართმეული ქონება? _ არ დაუბრუნებიათრომელი ერთი ჩამოვთვალოთ. ქართველი კაცი ღირსებააყრილია, მოსახლეობა სიღატაკის ზღვარზეა იცით, რამდენი ადამიანია დღეს მშიერი, რამდენს ენატრება პური? ოჯახები ვიცი, ორ დღეში ერთხელ აქვთ საჭმელი. ასეთ ქვეყანაში, ძალადობა კი არა, საერთოდ, ვინმე კანონს რომ პატივს სცემს, არ გიკვირთ?

_ ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიღებული კანონის ერთერთი ინიციატორი ირაკლი ღარიბაშვილიცაა და ეს ბევრისთვის, ცოტა არ იყოს, მოულოდნელი აღმოჩნდა; მოულოდნელი იმიტომ, რომ პრემიერი მაინც უფრო პროქართული პოლიტიკის გამტარებლად მიიჩნევა, განსხვავებით რესპუბლიკელებისგან. თქვენი აზრით, მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას მასზე გავლენას ახდენენ?

_ არ ვიცი, მასზე გავლენას ახდენენ თუ არა, მაგრამ ამ ადამიანზე ერთ რამეს ვიტყვი: მისი აზრები და რწმენა არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარია, რასაც აკეთებს… ღარიბაშვილმა უნდა იცოდეს, რომ ისიც ისევე აგებს პასუხს ხალხის წინაშე, როგოც რესპუბლიკელები და სხვა ე. წ. ნეოლიბერალი სუბიექტები, რომლებიც საკმაოდ არიან დღევანდელ ხელისუფლებაში.

_ ასე თუ ისე, დასავლური . . ლიბერალური ღირებულებების პროპაგანდა თავის მიზანს აღწევს. დასაწყისში თვითონაც აღნიშნეთ, რომ 16-17 წლის მოზარდებს უკვე ხასიათი და მენტალიტეტი აქვთ შეცვლილი. როგორ ფიქრობთ, სად მიგვიყვანს ეს ყველაფერი?

_ ყველამ ვიცით, რომ ანტიქრისტე მოვა და ეს დრო შორს არ არის. ვიმეორებ, ჯერ ცოლს წაგვართმევენ, მერე _ შვილებს და ბოლოს ჩვენც დაგვიმონებენ. ეს უკვე მოხდა დასავლეთში, რომლის ნაკვალევსაც  ასე ბრმად და გაუცნობიერებლად მივყვებით.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here