Home რუბრიკები პოლიტიკა სანდრო ბრეგაძე: სისტემა, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” შექმნა, უნდა გასამართლდეს და დანაშაულის შემკვეთმა...

სანდრო ბრეგაძე: სისტემა, რომელიც “ნაციონალურმა მოძრაობამ” შექმნა, უნდა გასამართლდეს და დანაშაულის შემკვეთმა თუ ჩამდენმა პასუხი აგოს!

595

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აფასებს.


_ საქართველოში აღმოცენდა  და განმტკიცდა დემოკრატიული ღირებულებები. გათავისუფლდა მასმედია, რაზეც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში  ვერც ვიოცნებებდით.  დღეს სასამართლო თავისუფალია ხელისუფლების ზეწოლისგან. მოგეხსენებათ, სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში სასამართლო იყო სანოტარო კანტორა, რომელიც პროკურატურის ნებისმიერ მოთხოვნას ასრულებდა. დღეს კი სასამართლო ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომლებიც ხელისუფლებისთვის შეიძლება არ არის მოსაწონი, მაგრამ მის საქმიანობაში არავინ ერევა; ასევე გათავისუფლდა ბიზნესიც ხელისუფლების ზემოქმედებისგან. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ არჩევნების გაყალბება, რაცნაცონალური მოძრაობის”  მმართველობის პერიოდში ყოველთვის ხდებოდა, აღმოიფხვრა, პოლიცია აპოლიტიკურია, ანუ პირველი ამოცანები, რომლებიც ევროპული დემოკრატიის მოთხოვნებს უპასუხებს, შესრულებულია.

მას შემდეგ კი, რაც ქვეყანაში დამყარდება დემოკრატია, უნდა დაიწყოს პოლიტიკური და ეკონომიკური წინსვლა. განსაკუთრებით ეკონომიკასა და სოციალურ მდგომარეობაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. ხელისუფლებამ, თუ ხელი არ შეუშალეს გარეშე ძალებმა, უნდა განახორციელოს ისეთი სოციალური და ეკონომიკური პროექტები, რომლებიც გააუმჯობესებს მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობას. როგოც ვიცი, ასეთი პროექტები უახლოეს მომავალში დაიწყება.

_ ანუ ამბობთ, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგად არის?

_ არა, ამას არ ვამბობ. მიმაჩნია, რომ ქვეყანაში, პირველ რიგში, უნდა გაძლიერდეს ოპოზიცია, თუმცა ოპოზიციაში არ ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას”. “ნაციონალური მოძრაობადისკრედიტაციაა ცნებისაოპოზიცია”. ვლაპარაკობ რეალურ ოპოზიციაზე, რომელიც არ არის სისხლში გასვრილი და დამნაშავე, და რომლის გაძლიერებაც უნდა იყოს ნებისმიერი ნორმალური სახელმწიფოს მთავარი ამოცანა. როდესაც იარსებებს ნორმალური ოპოზიცია, ხელისუფლებაც ძლიერი და ფხიზელი იქნება. იმედია, ნორმალური ოპოზიციის ჩამოყალიბებაზე იზრუნებს ხელისუფლება და წინა პლანზე არ იქნებიან წამოწეული დანაშაულებრივი ძალები.

_ არებობს ისეთი ოპოზიციური ძალა, რომელიც ნამდვილი ოპოზიციის ამპლუაში უნდა მოგვევლინოს?

_ ვინაიდან ხელისუფლების წარმომადგენელი ვარ, რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაცია ან ძალა რომ დავასახელო, უხერხული იქნება _ შეიძლება, ვინმემ იფიქროს, რომ სატელიტურ ოპოზიციურ ძალაზე ვსაუბრობ, თუმცა პირდაპირ გეტყვით: დღეს არსებულ ნებისმიერ პოლიტიკურ ორგანიზაციას, გარდანაციონალური მოძრაობისა”, შეუძლია, გახდეს ოპოზიციური ძალა, მათ აქვთ ამის მორალური უფლება. “ნაცმოძრაობასდა მასთან დაკავშირებულ სატელიტურ ორგანიზაციებს კი უფლება არ აქვთ, ოპოზიცია ერქვათ.

არსებობს კატეგორია ადამიანებისა, რომლებსაც სინდისის ნატამალი კიდევ აქვთ შერჩენილი, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს ეს ნატამალიც კი არ გააჩნიათ. ბოლო ორი წლის განმავლობაში “ნაცმოძრაობის” წევრთაგან, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულების გამო, თითქმის არავინ დასჯილა და ამას დადებითად კი არ შეხვდნენ, პირიქით _ სხვანაირად გაიგეს და ჰგონიათ, რომ ხელისუფლების ძალა არ შესწევს მათ დასაპატიმრებლად, ამიტომაც უწევენ დღეს ეს ადამიანები პოლიციას წინააღმდეგობას და კვლავ განაგრძობენ უტიფარ ქმედებებს. ეს ყველაფერი კოჰაბიტაციის შედეგია, რადგან სისტემა არ გასამართლდა. ამის გაკეთება არც ახლაა გვიან და სისტემა, რომელიცნაციონალურმა მოძრაობამშექმნა, უნდა გასამართლდეს და დანაშაულის შემკვეთმა თუ ჩამდენმა პასუხი აგოს!

_ თუმცა ეს პროცესი იგვიანებს

_ არ არსებობს მსოფლიოში პრეცედენტი, რომ ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკურ თანამდებობაზე ყოფნისას სერიოზული დანაშაულები აქვთ ჩადენილი, პასუხი არ ეგოთ. მაგალითისთვის ჩილეს პრეზიდენტის, პინოჩეტის, გახსენებაც კი კმარა, რომელიც 80 წლისა გაასამართლეს. მესმის, რომ საზოგადოებას სამართლიანობის აღდგენა ეჩქარება, მაგრამ შევდივარ პროკურატურის მდგომარეობაში და მირჩევნია, ისეთი დასკვნებით წაუყენოს ამა თუ იმ დამნაშავეს ბრალი, რომელიც ამომწურავი იქნება და არ მოიქცევანაციონალურ მოძრაობასავით”, რომელიც ჯერ იჭერდა ადამიანებს, შემდეგ კი ფიქრობდა, ბრალი როგორ დაემტკიცებინა.

_ სააკაშვილის ბოლო გამოსვლიდან ჩანს, რომ ის არათუ დაპატიმრებისთვის, არამედ ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ემზადება

_ რაც უნდა ილაპარაკოს სააკაშვილმა ადრე თუ გვიან მაინც მოუწევს პასუხისგება თავის დანაშაულებზე. ეს ადამიანი იმალება, საქართველოს ფარგლებს გარეთ დაძრწის და ამიტომ მის დაპატიმრებას დღეს ან ხვალ არ უნდა ველოდოთ. სააკაშვილი მართალი კაცი რომ იყოს, ჩამოვიდოდა, წარდგებოდა სასამართლოს წინაშე და თავის სიმართლეს დაამტკიცებდა, მაგრამ მართალი რომ არ არის და ყველაზე კარგად თვითონ რომ იცის იმ დანაშაულების შესახებ, რომლებიც 9 წლის განმავლობაში ჩაიდინა, სწორედ ეს არის მისი მიმალვის მიზეზი. მიმალვაა, როდესაც პროკურატურა დაკითხვაზე გიბარებს და არ მიდიხარ. მაგრამ რადგან დადგება დრო, როდესაც მიუწევს ბევრ ბრალდებაზე პასუხის გაცემა. ყველაფერი დროის ამბავია.

_ ხელისუფლებაც პასიურობს. რამდენიმე ადამიანის გარდა, აზრს საჯაროდ არავინ გამოხატავს _ ერთი და იგივე ადამიანები დადიან ტელედებატებში.

_ ჩვენდა სამწუხაროდ, დღევანდელ პარლამენტში პოლიტიკოსების ნაკლებობაა და სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ რამდენიმე ადამიანი მონაწილეობს ტელედისკუსიებში. შეიძლება იყო კარგი სპორტსმენი, კარგი მეცნიერი ან მუსიკოსი, მაგრამ პოლიტიკოსობა არ გამოგდიოდეს. პოლიტიკოსს სჭირდება სხვა უნარები, რომლებიც მას ჩვეულებრივი მოქალაქისგან განასხვავებს. ეს არის ძალიან რთული სფერო და დღეს, როდესაც პარლამენტი არაპროფესიონალი პოლიტიკოსებით არის დაკომპლექტებული არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ მხოლოდ პოლიტიკოსთა პატარა გუნდი ჩანს ეკრანზე. ვისურვებდი, რომ მომავალი პარლამენტი ასი პროცენტით დაკომპლექტდეს პოლიტიკოსებით, ეკონომისტებითა და იურისტებით, ასე ქვეყნისთვის გაცილებით უკეთესი იქნება. ჩვენი პატივცემული ხელოვანები და სპორტსმენები, ცნობილი სახეები კი უნდა დაფიქრდნენ იმაზე, პროფესიული გზით ურჩევნიათ სიარული თუ პოლიტიკოსის ეკლიანი გზით.

_ “ნაციონალური მოძრაობისწევრები საკმაოდ მწვავე განცხადებებს აკეთებენ ამჟამინდელი ხელისუფლების ხარჯებზე.

_ მკვლელი რომ პატიოსან ადამიანს აბრალებს მკვლელობას, ამას ჰგავს “ნაცების” საქციელი. რომელ ხარჯებზე ლაპარაკობენ, როდესაც ნაცლიდერებს თავიანთ ორგიებზე ჰქონდათ მომართული მთელი სახელმწიფო მანქანა და ბიუჯეტი, მაგრამ ეს ადამიანები უსინდისოები არიან და ამიტომაც ლაპარაკობენ ამ თემაზე. ამიტომაც ვამბობ, რომ ამ პარტიის წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯებია გადასადგმელი და დარწმუნებული ვარ, “ნაცმოძრაობა” ძალიან მალე გაქრება პოლიტიკური ასპარეზიდან და ამის შემდეგ ჩვენც დავისვენებთ და სრულიად საქართველოც. ესაა რეალური და ლოგიკური გამოსავალი. რა თქმა უნდა, “ნაცმოძრაობა” შემოდგომის ბუზივითაა და ყველაფერზე გააკეთებს აპელირებას.

_ ვიდრე ამ ხელისუფლების წარმომადგენელი გახდებოდით, ხშირად საუბრობდითქართულ ოცნებაშიჩანერგილებზე

_ ასეც არის. “ნაცმოძრაობას” დღევანდელ ხელისუფლებაში ფესვები დატოვებული აქვს და ყოველთვის ეცდება, სახელმწიფოს ავნოს. 2012 წელს, როდესაცნაცმოძრაობადამარცხდა არჩევნებში, დაბალი დონის სახელმწიფო მოხელეებს, როგორებიც არიან სხვადასხვა სამმართველოს უფროსები, უბრძანეს, რომ პოსტებზე დარჩენილიყვნენ, რადაც უნდა დასჯდომოდათ.  არ მინდა, სახელები და გვარები დავასახელო, მაგრამ დღეს ბევრია ადამიანი, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” ზონდერები იყვნენ, ახლა კი ცდილობენ, სამუშაო ადგილებიდან საბოტაჟით ავნონ ახალ ხელისუფლებას. როდესაც ზონდერებს სამსახურიდან უშვებენ, გარბიან სასამართლოში, სადაც მოსამართლეები აძლევენ გამამართლებელ განაჩენს და თანამდებობაზე ბრუნდებიან.

_ სწორედ ამას ამბობენ წალკისა და ზესტაფონის გამგებლებზე

_ არ მსურს დაკონკრეტება, თორემ მეც ბევრი რამ ვიცი. დევნილთა სამინისტროში მუშაობისას ვიცოდი, ვინ იყვნენ ასეთები და მათ წინააღმდეგ ღონისძიებები გავატარე. მართალია, ადამიანები პოლიტიკური ნიშნით არ უნდა გათავისუფლდნენ სამსახურიდან, მაგრამ ის, ვინც სამსახურის სავარძლიდან საბოტაჟს ეწევა, სამსახურიდანაც უნდა გააგდო და მისი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს.

_ რატომ არ აკეთებს ამას ხელისუფლება?

_ ხელისუფლება კანონის ფარგლებში იქცევა. “ნაცმოძრაობამ”, როდესაც მოვიდა ხელისუფლებაში, ვინც არ მოსწონდა, ყველა გაყარა სამსახურიდან. მათ გზას არ უნდა დავადგეთ და ხალხი პოლიტიკური ნიშნით არ უნდა გავათავისუფლოთ სამსახურიდან, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც დანაშაული აქვთ ჩადენილი, რა თქმა უნდა, უნდა დავითხოვოთ. არ ვიცი, ვინ და რატომ არ აკეთებს ამას, მაგრამ ის არეალი, სადაც ვმუშაობდი და სადაც ახლა ვმუშაობ, ყველანაირი ზონდერისა და მსგავსი ტიპის ადამიანებისგან გაწმენილია. კატეგორიულად ავკრძალე პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან დათხოვნა, მაგრამ ზონდერებისგან აუცილებლად უნდა გაიწმინდის ყველა სამსახური.

_ ბაჩო ახალაიას 7 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, რამაც საზოგადოების დიდი ნაწილი გააღიზიანა.

_ ერთია, ჩვენ რას ვფიქრობთ, მაგრამ სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და იძულებული ვართ, შევეგუოთ. მიკვირს ჩვენი ზოგიერთი უცხოელი პარტნიორის, რომლებიც არაადეკვატურ წერილებს წერენ, ვანო მერაბიშვილი, ახალაია და სხვები პოლიტიკური დევნილები არიანო. ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით ის ადამიანები დემოკრატიულ პრინციპებს აზიანებენ. ადამიანი, რომელიც კაცის მკვლელზე იტყვის, პოლიტიკური დევნილიაო, რა თქმა უნდა, ხალხის ნდობას ვერასდროს მოიპოვებს. რაც შეეხება ახალაიას, მასზე საუბარს აღარ აქვს აზრი, რადგან მისი სასამართლო დასრულდა. ყველა მეცოდება პატიმრობისთვის და ასევე მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც მსხვერპლად შეეწირნენ სააკაშვილის 9-წლიან რეჟიმს.  

ესაუბრა

ნინო მაისურაძე

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here