Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან ჩაჩუა: ჯონ ბასს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს

ლევან ჩაჩუა: ჯონ ბასს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს

565

ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ საქართველოს ბრმა და განუხრელი სწრაფვა მხოლოდ გეოპოლიტიკური არჩევანი რომ არ არის და მთელ რიგ ღირებულებით ასპექტებსაც მოიცავს, ამას ჩვენი “ბედოვლათი” ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავდნენ. ჯერ კიდევ სააკაშვილის ავტორიტარულმა რეჟიმმა მოახდინა იმ პოსტულატის დეკლარირება, რომ თურმე თანამედროვე დასავლეთი, კერძოდ, ევროპა, საქართველოს ისტორიული არჩევანია და მას წინ ვერაფერი აღუდგება. მართალია, შემდეგ “ნაცრეჟიმი” პოლიტიკურ ბანკროტად იქცა, მაგრამ, გაშმაგებული დასავლური პროპაგანდის წყალობით, ეს იდეოლოგია აქტუალობას მაინც არ კარგავს. საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სჯეროდა და დღემდე გულუბრყვილოდ სჯერა, რომ ქვეყნის ხსნა ევროინტეგრაციაშია, თუმცა რეალურად ცოტამ თუ იცის, ეს “ხსნა” რა ცვლილებებს, გარდაქმნებსა და ე. წ. რეფორმებს მოითხოვს.


საქართველო და მსოფლიოიწყებს ახალ რუბრიკასჰკა მაგათა”, რომლის მიზანი დასავლური ფსევდოლიბერალური ღირებულებების მხილებაა. შევეცდებით, მკითხველს კონკრეტულ ფაქტებზე დამყარებული საფუძვლიანი ანალიზი შევთავაზოთ იმისა, რეალურად რა ძალები არიან ამ . . ღირებულებების მედროშენი საქართველოში. ბიბლია გვეუბნება: “არა არს დამალული, რომელიც არა გაცხადდეს”. მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს მწარე სიმართლე…  გთავაზობთ ინტერვიუს ყოფილ პოლიტპატიმართან, საზოგადოებრივი მოძრაობაქართული იდეისხელმძღვანელსა და დამფუძნებელთან _ ლევან ჩაჩუასთან.

_ ბატონო ლევან, ხელისუფლების პროდასავლური პოლიტიკური კურსის კვალდაკვალ საზოგადოება დღეს ორ ბანაკად იყოფა: ერთი, რომელიც ამ პროცესს ქართული სახელმწიფოსთვის საფრთხედ აღიქვამს, და მეორე, რომელიც ბრმად იღებს ყველაფერს, რაც დასავლეთიდან შემოდის, უწინარესად, ეს ეხება ფასეულობებს. თქვენი აზრით, რა არის თანამედროვე დასავლურ ღირებულებებში მთავარი ასპექტი, რომელიც ამ ცივილიზაციას მიუღებელსა და საშიშს ხდის საქართველოსთვის?

_ მივესალმები თქვენს რუბრიკას და უღრმესი მადლობა, რომ დაინტერესდით ჩემი მოსაზრებებით.

რაც შეეხება შეკითხვას, მე ასე ვერ დავყოფდი საზოგადოებას _ ვინ მომხრეა დასავლეთის და ვინ _ არა. უბრალოდ, ის ხალხი, რომელიც მხარს უჭერს . . დასავლურ ლიბერალიზმს, აშკარა უმცირესობაშია, ამიტომ შეუძლებელია, მისი განხილვა რაღაც სამოქალაქო ბანაკად, მხარედ.

ახლა რას გულისხმობს ეს დასავლური ლიბერალიზმი.  მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის თავისუფლება აბსოლუტურად ყველაფრისგან, ანუ აქ იგულისხმება არა ის, რომ ადამიანი იყოს საკუთარი თავის უფალი და გადაწყვეტილებებში დამოუკიდებელი, არამედ თავისუფლებაში იგულისხმება აღვირახსნილობა და ამორალურობა. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება დღეს ევროპაში და რა საშინელი ხასიათი მიიღო უკვე მათმა თავისუფლებამ. ასე რომ, როდესაც პროდასავლურობაზე ვსაუბრობთ და, მით უმეტეს, ხაზს ვუსვამთ ამ პროცესის ღირებულებით ასპექტებს, პირდაპირ უნდა ითქვას: ეს მოგვიტანს სულიერ ნგრევას და განადგურებას, ეს მოგვიტანს ღვთის უარყოფას, რომელიც საქართველოს მიიყვანს სრულ კატასტროფამდე!

აი, ამის გაცნობიერებისა და აწონდაწონვის შემდეგ ქართველი ხალხი თუ გადაწყვეტს, რომ ევროპულ ოჯახში შესვლა მაინც გვინდა, მერე ილაპარაკოს ხელისუფლებამ, რომ ეს ჩვენი ისტორიული არჩევანია. დღეს ამის თქმის უფლება არავის აქვს, მით უფრო, ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას.

დასავლურილიბერალიზმისმეხოტბეები ხშირად ამბობენ, სკეპტიკოსებს რომ ჰგონიათ, დასავლეთი ღვთის გმობა და სულიერი სიბნელეა, შეხედეთ, იქ ხალხი როგორ ცხოვრობსო. საუბარია ეკონომიკური განვითარების დონესა და სოციალურ ფონზე, რომელიც იქ ნამდვილად კარგია. რას უპასუხებთ მათ?

_ ეს ის ხალხია, რომლისთვისაც მთავარია, მუცელი ამოიყოროს, გაძღეს, ფული იშოვოს და კარგად იცხოვროს. აი, ამ კატეგორიის ადამიანები ამახვილებენ ყურადღებას დასავლეთში ცხოვრების მაღალ დონეზე, თორემ რეალურად ყველამ კარგად ვიცით, იქ რაც ხდება. ევროპაში უკვე ღმერთს აღარ ახსენებენ და ადამიანები მიჰყავთ იმ მდგომარეობამდე, რომ მხოლოდ იკვებონ, მოინელონ და დაიკმაყოფილონ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები. ღმერთმა ადამიანი შექმნა სამოთხისთვის. დღეს კი დასავლეთში ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ადამიანები დაამსგავსონ პირუტყვს, რომ ისინი სასუფევლის მიღმა დარჩნენ.

_ თუ ასეა და ეს ყველამ იცის, რატომ არ გამოდის მოსახლეობა და არ ამბობს, რომ ევროპა არ არის ჩვენი არჩევანი?

_ ერთია, რატომ არ გამოდის და არ ამბობს, მაგრამ ხალხის არჩევანი მართლა არ არის ევროპა. ხალხის არჩევანია ქრისტე და ჩვენი ტრადიციები. საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტი მართლმადიდებელია და კიდევ უფრო მეტი ყველაზე სანდო ინსტიტუტად ეკლესიას აღიარებს. სწორედ ეს აღიზიანებთ აქ ამ სულგაყიდული არასამთავრობოების სახით მოქმედი მეხუთე კოლონის წარმომადგენლებს და მიმდინარეობს გააფთრებული ბრძოლა ყველაფერი ქართულის წინააღმდეგ.

_ არა მხოლოდ ქართულის, მისი დამცველების წინააღმდეგაც.

_ ცხადია. თავის დროზე, როცა “თავისუფლების ინსტიტუტის” პროვოკაციის შედეგად დაგვაკავეს, მეორე დილით გამოვიდა საქართველოში ამერიკის იმჟამინდელი ელჩი ჯონ ბასი და განაცხადა: ეს ადამიანები დამნაშავეები არიან და მკაცრად უნდა დაისაჯონო. ამით მან დაარღვია კანონი და ეს ადამიანი არის კრიმინალი. ჯონ ბასს, აშშის ელჩს საქართველოში, უნდა დაეკისროს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რადგან თვით ამერიკის პრეზიდენტსაც კი, თუკი ის დამნაშავეზე განაცხადებს მანამ, სანამ დაკავებულს არ აქვს დამტკიცებული ბრალი და დაარღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, პასუხს აგებინებენ.

რაც შეეხება ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ მიმართულ პროპაგანდას, ესენი უკვე მიხვდნენ, რომ ეკლესიასთან პირდაპირ ბრძოლას აქვს კონტრპროდუქტიული შედეგი. ამიტომ ახლა მიმდინარეობს შეტევა ოჯახზე, ოჯახის ინსტიტუტზე. გამუდმებით გვესმის, რომ ქმარმა ცოლი მოკლა, მამამ _ შვილი და .., ანუ საზოგადოებას არწმუნებენ, რომ ოჯახურმა ძალადობამ იმატა. არადა, მსგავსი ფაქტი იყო სულ შვიდი, რაც თავისთავად ტრაგედიაა, მაგრამ, ამასთანავე, გვაქვს სხვა გაცილებით მძიმე სტატისტიკა. ვგულისხმობ თვითმკვლელობის შემთხვევებს, რომლებიც დაკავშირებულია იპოთეკარების პრობლემასთან და თქვენ იცით, რომ ადამიანებს უკვე მასობრივად ასახლებენ ბინებიდან. ამის გამო სუიციდის 67 შემთხვევა იყო უკვე, რა ადამიანის უფლებებზე და ძალადობის აღკვეთაზე მელაპარაკებიან ესენი?!

თუ ასე ადარდებთ თავიანთი მოქალაქეების ბედი, მიხედონ ამ საკითხს, მიგდებული რომ ჰყავთ ხალხიარაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ ეს არის ერის მიზანმიმართული გენოციდი, რომელსაც ეს ხელისუფლება ახორციელებს. მსგავსი რამ არ გაუკეთებია შაჰ-აბასსა და აღა მაჰმად-ხანს. შაჰ-აბასმა ქართველებს, როდესაც ფერეიდანში გადაასახლა, მიწაც მისცა და საცხოვრებელიც. ესენი ყველაფერს ართმევენ ხალხს, ღვთის ანაბარა ტოვებენ.

_ საქართველოში არსებული . . პროდასავლური პარტიები და მათი თავკაცები, პირველ რიგში _ რესპუბლიკელები, ევროპულ ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიას მიზანმიმართულად ემსახურებიან თუ რეალურად ვერ აცნობიერებენ, რას აკეთებენ?

_ ესენი სულით და მენტალობით არიან პროდასავლური მიმართულების, ამიტომ თავისთავად დისკომფორტს არ განიცდიან იმ ანტიეროვნული საქმიანობის გამო, რომელსაც, აგერ უკვე წლებია, ახორციელებენ. ეს მათთვის ბუნებრივი მდგომარეობაა და ცხადია, არც ერთ რესპუბლიკელს აზრად არ მოუვა, დაფიქრდეს, იქნებ, არასწორად იქცევა

_ გასაგებია, რომ მათ განათლება დასავლეთში აქვთ მიღებული და დასავლურ პოლიტიკურ წრეებში არიან ჩამოყალიბებული, მაგრამ ქართველები ხომ არიან? თქვენი აზრით, ეს არაფერს ნიშნავს?

_ წმიდა ილია მართალი ბრძანებს: როდესაც ამიერკავკასიის მასშტაბით ვინმე მართლმადიდებლობას მიიღებდა, მასზე კი არ იტყოდნენ, _ გაქრისტიანდაო, არამედ _ გაქართველდაო. ეს რას ნიშნავს? მართლმადიდებლობა და ქართველობა ისე შეესისხლხორცა ერთმანეთს, რომ ქართველის იდენტიფიკაცია ხდებოდა სარწმუნოებით. იმის თქმა მინდა, რომ ჩემთვის ისინი _ რესპუბლიკელები, არ არიან ქართველები. საერთოდ, არც ერთი მოქალაქე, რომელიც გმობს და პატივს არ სცემს მართლმადიდებლობას, არ შეიძლება, ქართველად მივიჩნიოთ.

_ რა გამოდის: დავით უსუფაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, თინა ხიდაშელი, თამარ კორძაია და სხვები ქართველები არ არიან?

_ მე მაგათ ვერ აღვიქვამ ქართველებად, მაგრამ თქვენ თუ ეთნიკურად გულისხმობთ, ეგრე ქართველი იყო ბერბიჭაშვილიც, ყორღანაშვილიც, ფალავანდიშვილიც და რა ვიცი, კიდევ რამდენი ჩამოვთვალო.

_ ვთქვათ, მოხდა სასწაული _ დავაკმაყოფილეთ ევროპული დემოკრატიის ყველა სტანდარტი და მიგვიღეს ევროკავშირში. რას მიიღებს ამით ქართული სახელმწიფო?

_ ჯერ ერთი, ჩვენ ევროპულ ოჯახში არავინ მიგვიღებს, მაგრამ, რასაც თქვენ ამბობთ, თუ ეგრე მოხდა, იმ დროს საქართველოს უკვე მიღებული ექნება მისაღები. აი, რა იქნება: ღმერთი, ეკლესია, სარწმუნოება გახდება სასაცილო, საქილიკო თემა. ოჯახი, როგორც ინსტიტუტი, დაინგრევა და აღარ იარსებებს. სოდომიზმი, სახალხო სექსუალური ორგიები და სხვა მსგავსი გარყვნილება გახდება ჩვეულებრივი მოვლენა, რომელიც ქუჩაშიც კი არავის გაუკვირდება, ხოლო ეროვნულობა, ეროვნული აზროვნების ნებისმიერი გამოვლინება გაიგივდება ნაციზმთან, ექსტრემიზმთან და სიძულვილთან და ამის გამო დაიწყება ეროვნულად მოაზროვნე ადამიანების ფართომასშტაბიანი დევნა. ამ ყველაფრის ფონზე საქართველოს აქცევენ დიდ სახელმწიფოთა დაპირისპირების არეალად და საბოლოოდ ვიქნებით დასავლეთის, კერძოდ, ამერიკის მიერ მოწყობილი ქაოსის ერთი პატარა წერტილი. სხვა ამოცანა და ფუნქცია საქართველოს, ამათ გათვლებში, არ აქვს. ამიტომ, არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ:  ჩვენთვის მზე არც დასავლეთიდან ამოდის და არც რომელიმე პოლუსიდან, მზე ამოდის აღმოსავლეთიდან და ეს მზე არის ღმერთი _ ჭეშმარიტი მართლმადიდებლური სარწმუნოება. აი, ეს არის ერთადერთი სწორი გზა, რომელმაც შეიძლება გადაარჩინოს ქართველი ერი ამ უმძიმესი და ურთულესი განსაცდელის ჟამს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here