Home რუბრიკები პოლიტიკა როგორ და ვისი მეშვეობით აპირებს სააკაშვილის რეჟიმი ხელისუფლების სათავეში დაბრუნებას

როგორ და ვისი მეშვეობით აპირებს სააკაშვილის რეჟიმი ხელისუფლების სათავეში დაბრუნებას

1169

“ნაციონალური მოძრაობისა” და მისი სატელიტი ორგანიზაციების ბოლოდროინდელი გააქტიურება იმაზე მიანიშნებს, რომ სააკაშვილის გუნდი ხელისუფლების სათავეში დასაბრუნებლად ემზადება. იმ საფრთხეზე, რომელიც, შესაძლოა, საქართველოს უახლოეს დღეებში დაემუქროს, გვესაუბრება არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი თაობის” გამგეობის წევრი გიორგი ყუფარაძე,  რომელმაც  ფრიად შემაშფოთებელი ინფორმაცია მოგვაწოდა: “ნაციონალური მოძრაობის” მიერ შექმნილ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართალდამცავთა დაცვის ლიგა”, რომელიც შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნებითა და სააკაშვილის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებით არის დაკომპლექტებული, სამართალდამცველებთან დაპირისპირების პროვოცირებასა და არეულობის მოწყობას გეგმავს. შედეგად, სააკაშვილის რეჟიმი, რომელსაც უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქართველი ხალხის წინაშე, ხელისუფლების სათავეში უნდა დაბრუნდეს.

_ ჩვენი ორგანიზაციის დაარსებიდან 2 თვე გავიდა და, დაპირებისამებრ, განვაგრძობთ ბრძოლას “ნაციონალური მოძრაობისა” და მისი სატელიტი არასამთავრობოების წინააღმდეგ. არსებობს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ჯერ არ აქტიურობს _ რამდენიმეჯერ გამოჩნდა და გაქრა, მაგრამ მის უკან საქართველოსთვის დიდი საფრთხე დგას. ამ არასამთავრობოში მოკალათებულები არიან ყოფილი მაღალჩინოსნები შსს-დან, თავდაცვის სამინისტროდან და პროკურატურიდან, აგრეთვე, “ნაციონალებთან” დაახლოებული პირებიც, რომელთა უმეტესობას ბრალი აქვთ წაყენებული, მაგრამ გირაოთი არიან გათავისუფლებული. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დამოკიდებულია “ნაცმოძრაობაზე” და, კერძოდ, ვანო მერაბიშვილზე, არის “სამართალდამცავთა დაცვის ლიგა”.

დამფუძნებლები კი არიან: ლევან გვაზავა _ შს მინისტრის ყოფილი მოადგილე ვანო მერაბიშვილის პერიოდში; ირაკლი ქადაგიძე _ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი; ზაზა ჭაია _ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსის მოადგილე; ირაკლი ფირცხალავა _ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი. წამყვანი წევრები: შოთა უტიაშვილი _ შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსი; გიგი კალანდაძე _ გენერალი; ლევან მხეიძე _ ყოფილი გამგებელი; ზაზა ბაქრაძე _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი; გიორგი ონიანი _ გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ამჟამად ადვოკატი; გურამ დონაძე _ შშს-ს პრესსამსახურის ყოფილი უფროსი; სერგი კაპანაძე _ საგარეო საქმეთა სამინისტროს რეგიონული თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე; დავით იაშვილი _ ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ფიგურირებდა ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში; ალექსანდრე გვაზავა _ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის მე-3 განყოფილების თანამშრომელი, ფიგურირებდა ბუტა რობაქიძის საქმეში; გიორგი ღვინიაშვილი _ თბილისის ყოფილი პროკურორი, ახლა პარლამენტის წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან”; ოთარ კახიძე _ ადვოკატი, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი; დავით დათაშვილი _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; ზვიად ქოროღლიშვილი _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; ვაჟა მორგოშია _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია “თავისუფალი ზონის” წევრი; გრიგოლ კვინიკაძე _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; გოჩა ბაღათრიშვილი _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი: ზაზა კუპრავა _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი.

ამ ორგანიზაციის წევრებთან აქტიურად თანამშრომლობენ შემდეგი პირები: ირაკლი ყიფშიძე _ მეტსახელად “პატარა ვანო”, ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი, რომელიც ხშირად ატარებს საიდუმლო შეხვედრებს ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებთან; გიორგი სოსანაშვილი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; რაჟიკო გურჩიანი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; დავით ბუზალაძე _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; სიმონ ყვავიაშვილი _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; გიორგი ბიწკინაშვილი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; ლევან ბიწკინაშვილი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; ბესო შარაშენიძე _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; მიშა ჯაფარიძე _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; ალეკო ბირთველიშვილი _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; ნათია მახარაშვილი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; გიორგი გიორგაძე _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი, “ნაციონალური მოძრაობისა” და “თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის” წევრი; ირაკლი ფხაკაძე _ აქტიურად თანამშრომლობს “ნაცმოძრაობასთან”; გია სოსელია _ შსს-ს წალკის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი; კახა ყურაშვილი _ პოლიციის მოქმედი თანამშრომელი; ზურა ჯანელიძე _ მეტსახელად “ჯანელა”, პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; შაკო არაბული _ პოლიციის ყოფილი თანამშრომელი; ერეკლე გაგუა _ ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის თანამშრომელი.

“სამართალდამცავთა დაცვის ლიგასთან” მჭიდროდ თანამშრომლობენ “პიკასოს კლუბისა” და “თავისუფალი ზონის” წევრებიც:

ირაკლი ჩხვირკია _ “თავისუფალი ზონა”; ლევან კვარაცხელია _ “თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრი”; მაცაცო კუკულაძე _ “თავისუფალი ზონა”; ირაკლი გვალია _ “პიკასოს კლუბი”: ლექსო გოლეთიანი; ფარნაოზ ჭკადუა _ თავისუფალი ზონა; ზურა მაისურაძე _ თბილისის მერიის თანამშრომელი; თემურ ჯალაღონია; კახა კვეკვესკირი; კობა ნაროუშვილი; ჯანო ჟვანია; გურამ გვაზავა; პაატა კიკვიძე; ნინო კვარაცხელია; ნინა ცისკარიშვილი; მარინა მეტრეველი; ხატია ავსაჯანიშვილი; ინგა გელაშვილი; ნუნუ გიორგაძე.

აქვე აღვნიშნავ, რომ ამ სიაში ჩამოთვლილი ქალბატონები არიან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები და უბნების კოორდინატორები.

_ თქვენ მიერ ჩამოთვლილი გვარების უმრავლესობა მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის არაფრის მთქმელია

_ დიახ, ჩვეულებრივი მოქალაქისთვის, ამ ორგანიზაციის სიას რომ გადახედოს, თითქოს მნიშვნელოვანი არაფერია, მაგრამ საზოგადოებამ არ იცის, რამხელა ძალაა შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების კონტროლს დაქვემდებარებული კადრები, რომლებიც მათი რეკომენდაციითა და პროტეჟეობით დაინიშნენ ძალოვან სტრუქტურებში.

დარწმუნებული ვარ, მოქმედი პოლიციელების 30%-ს ისევ ეს მაღალჩინოსნები აკონტროლებენ. როცა წამოვიდნენ სამსახურებიდან, თავიანთ კადრებს დაუბარეს, მალე დავბრუნდებით, თქვენ კი მაგრად იდექით და ყველას მოგხედავთო.

როგორ გგონიათ, ვისი მეოხებით ჟონავს და ვისგან აქვთნაციონალებსინფორმაცია შსსდან? _ ეს კითხვა რატომ არავის გაუჩნდა?

ან ე. წ. პოლიციური რეიდების მიმდინარეობისას როგორ ჩნდებიან ადგილზე “თავისუფალი ზონის” წევრები და სხვა ვითომ ჟურნალისტები კამერებით, ვინ აძლევთ მათ ამ ინფორმაციას?

და კიდევ უკვირს ვინმეს, რატომ მოიმატა დანაშაულის რაოდენობამ?!

თუ ვინმეს გაათავისუფლებენ სამსახურიდან, მისი უფლებების დასაცავად მაშინვე საქმეში ერთვება “სამართალდამცავთა დაცვის ლიგა”, თუმცა მხოლოდ თავიანთი კადრების უფლებებს იცავენ და არა _ რიგითი პოლიციელისას. თუ მათ “კაცს” დაითხოვენ სამსახურიდან, ერთ ამბავს ტეხენ, პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლესო. ხოლო თუ ისეთ ადამიანს გაათავისუფლებენ, რომელიც მათი კადრი არ არის, ხმას არ იღებენ.

_ ჩამოთვლილთაგან ვინ არისსამართალდამცავთა დაცვის ლიგისყველაზე გავლენიანი და აქტიური წევრი?

_ ზემოთ ჩამოთვლილთაგან ყველაზე დიდი გავლენა აქვს ირაკლი ფირცხალავასა და ლევან გვაზავას. სწორედ ლევან გვაზავას შს მინისტრის მოადგილეობის პერიოდში დაინიშნენ დანარჩენი პირები თანამდებობებზე და შეიკრა დიდი პოლიციური კლანი. მართალია, გვაზავა მალე წავიდა მერაბიშვილის მოადგილეობის პოსტიდან, მაგრამ, რატომ, რა მიზეზით, არ გახმაურებულა.

სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ე.წ. ჩარჩენილი და “ნაციონალური მოძრაობის” მომხრე პოლიციელების მხრიდან იგეგმება “თავისუფალი თაობის” წინააღმდეგ პროვოკაციის მოწყობა ჩვენი რამდენიმე ლიდერისა და აქტიური წევრის დასაკავებლად, ანუ შეეცდებიან, ჩვენი წევრები გააჩერონ ქუჩაში და მოახდინონ შელაპარაკების პროვოცირება, რათა წინააღმდეგობის გაწევის ან სხვა კიდევ უფრო მძიმე დანაშაულისთვის სამართალდამცავებმა ჩვენი წევრები დააკავონ.

ასევე, გვაქვს ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობამალე დაიწყებს საპროტესტო აქციების ტალღის აგორებას, რომლის შემდეგაც მოახდენენ პოლიციასთან პროვოკაციას და შეეცდებიან, მასობრივი არეულობის მოწყობას. მიზანი კი ხელისუფლების სათავეში დაბრუნებაა!

მოვუწოდებ შსს-ს: “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ აქციებზე გამოიყვანოს არა პატრულისა და უბნის პოლიციის თანამშრომლები, არამედ სპეციალური დანაყოფი, რომელიც მზად იქნება ნებისმიერი პროვოკაციის დროულად და ადგილზევე აღსაკვეთად!

ესაუბრა ნანა ბერიძე

1 COMMENT

  1. ვინც ცოტას მაინც მუშაობს თავის თავზე და კითხულობს ინფორმაციას, მან იცის რა სიტუაციაა მსოფლიოში. პატარა სახელმწიფო იქ ვერაფერს წტვეტს, მას გამოიყენებენ, ამიტომ ჩვენნაირი სახელმწიფო უნდა იყოს ჩუმად და დაელოდოს. ამიტომ ამ პროვოკაციის მომწყობები ქვეყნის მტრები არიან,რომელიც იყოფა ორ ჯგუფად, ერთი მსხვილი რომელიც იღებს დიდ ფულს და სამშობლოს ბედი არ აინტერესებს აგენტები. მეორე უვიცები, წვრილი ხალხი, რომელმაც საერტოდ არ იცის ვინ არის და რას აკეთებს, ოღონდ მიეცი წვრილი ფული და თავის დედასაც მოკლავს. ჩემი აზრიტ თუ ამას მნიშვნელობა აქვს, უნდა დაირღვეს ანდაზა; გზა მაშინ გამოჩნდება ურემი რომ გადაბრუნდებაო, უნდა მოხვდეს ამ ხალხის ლიკვიდაცია დროულად,რადგან არ უწყიან რას იქმნიან.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here