Home რუბრიკები საზოგადოება მამა გიორგი (რაზმაძე): თუ გვინდა ღვთის უარყოფა და უფლის გმობა, _ ევროინტეგრაცია...

მამა გიორგი (რაზმაძე): თუ გვინდა ღვთის უარყოფა და უფლის გმობა, _ ევროინტეგრაცია ამას გარდაუვალს გახდის

721

ე. წ. დემოკრატიული ფასეულობების სტიქიურად შემოდინების ფონზე ჩვენმა დასავლელმა “მეგობრებმა” თითი კიდევ ერთხელ დაგვიქნიეს და, როგორც ჩვევიათ, დირექტივების ქარ-ცეცხლში გაგვატარეს. ლაპარაკია მცირე ხნის წინათ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებაზე, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობამ იეჰოვას მოწმეებს “მიყენებული სისასტიკისთვის” (ასე წერია განჩინებაში) 30 450 ევროს ოდენობის კომპენსაცია უნდა გადაუხადოს.


სარჩელის თანახმად, 2000-2001 წლებში პოლიციამ ამ .. მოწმეების შეკრება თურმე ძალის გამოყენებით დაშალა. მან ასევე არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მათთვის სხვა პირების თავდასხმა აეცილებინა და დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის შეტაკება აღეკვეთა. როგორც განაჩენში წერია, საქართველოს მთავრობა აღნიშნულ ფაქტს არ უარყოფს და ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევას ვერ განმარტავს. მოკლედ, მოვესწარით, რომ იეჰოვას სექტა, რომელიც სინამდვილეში ჯორჯ სოროსის დამქაშთა საბუდარია და პირდაპირ ასოცირდებამეცოცხე ნაციონალებისხროვასთან, ქართულ სახელმწიფოს საერთაშორისო ასპარეზზე აჩოქებს. რა საფრთხეს წარმოადგენს ეს სექტა საქართველოსთვის, რა ინტერესებს ემსახურებიან იეჰოვას მოწმეები და ჰყავთ თუ არა მათ მფარველები დღევანდელ ხელისუფლებაში? _ ამ საკითხებზე გვესაუბრება ავჭალის წმიდა ქეთევან წამებულის ტაძრის წინამძღვარი მამა გიორგი (რაზმაძე).

_ მამა გიორგი, დაახლოებით ერთი თვის წინათ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომიეჰოვას რელიგიური საზოგადოებისწევრთა სარჩელი დააკმაყოფილა და გამოიტანა განაჩენი, რომ საქართველოს მთავრობამ მომჩივან მხარეს, მათ მიმართ ჩადენილი სისასტიკისთვის, 30 450 ევროს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს. ლაპარაკია სისასტიკეზე, რომელიც თურმე სახელმწიფოს 2000-2001 წლებში ჩაუდენია სექტანტების მიმართ. რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე? ვინ და რა ძალები დგანან მათ უკან?

_ პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს მათი მოქმედების აგრესიული ფორმა, რომელიც ეწინააღმდეგება ყველანაირ ნორმას. მოგეხსენებათ, საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის გაფორმებულია კონკორდატი, რომლის საფუძველზეც სხვა დომინაციებს პირდაპირ, ხაზგასმით ეკრძალებათ თავიანთი სარწმუნოების ასეთი აფიშირება და ქადაგება.

რაც შეეხება იმას, თუ რა ძალები დგას მათ უკან, ამას ყველა კარგად ვხედავთ _ მათ ჯერ მფარველობდა ნაციონალური ხელისუფლება, რომელიც სინამდვილეში, ხელისუფლება კი არა, გაცოცხილების პარტია იყო. ახლა კიდევ . . არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იღებენ გრანტებს და, იმის ნაცვლად, რომ ქვეყანას დაეხმარონ, ყველანაირად ხელს უწყობენ სატანისტურ სექტებს. ეს სექტა არის უაღრესად საშიში დესტრუქციული ჯგუფი _ ქვეყანას რომ დაჭირდეს, არცერთი მათი წევრი ომში არ წავა, ხელში იარაღს არ აიღებს. მათი ე.წ. რწმენა ეწინააღმდეგება ადამიანურ გაგებას. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ ღმერთი პირდაპირ გვავალებს ქვეყნის დაცვას, რაც ბიბლიიდანაც დასტურდება.

_ თუ შეიძლება დააკონკრეტეთ, “ნაციონალებისმხრიდან სექტანტების მფარველობა რაში გამოიხატებოდა?

_ რომელი ერთი ჩამოვთვალოთ… გაიხსენეთ, რა გააკეთა სააკაშვილმა ხელისუფლებიდან წასვლამდე მცირე ხნით ადრე, _ ყველა რელიგიურ კონფესიას იურიდიული სტატუსი მიანიჭა და მართლმადიდებლობას გაუთანაბრა. ჩემი აზრით, სწორედ ამ მოღალატეობრივი საქციელის შედეგია ევროპის სასამართლოს განაჩენიც.

_ ამ ადამიანებს ისე აქვთ მსოფლიოში ფესვები გადგმული, რომ ევროპის სასამართლოშიც ჰყავთ თავიანთი ხალხი?

_ ამათ ჰყავთ ერთი მფარველი _ ეშმაკი. საით მიექანება მსოფლიო, კარგად ვხედავთ _ ყველანაირად ცდილობენ, ანტიქრისტეს დაუდგან ტახტი. რაც შეეხება ევროსტრუქტურებს, ისინი თვალს ხუჭავენ ერთ მხარეზე და, მეორეზე რაც ხდება, საერთოდ არ რეაგირებენ. კიევში და მთლიანად უკრაინის ტერიტორიაზე უამრავი მართლმადიდებლური ეკლესიამონასტერი გადაწვეს, ხოლო სასულიერო პირები ან დახოცეს, ან დღემდე დატყვევებულნი არიან.

_ ამას რომელი მხარე აკეთებს _ ევროინტეგრაციის მომხრე თუ მოწინააღმდეგე?

_ ევოინტეგრაციის მომხრეებზე ვლაპარაკობ. იქ უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს დევნიან და ამაზე არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ხმას არ იღებს, არც ის ევროპული სასამართლო, რომელმაც იეღოველების გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა.

_ რატომ დუმან?

_ მათთვის ამოსავალი წერტილი არის მართლმადიდებლური ეკლესიის დევნა და შევიწოება. მნიშვნელობა არ აქვს, უკრაინული იქნება ის, ქართული, ბულგარული, ბერძნული თუ .. აი, ეს არის ყველაფრის მიზეზი და საფუძველი. ყცდილობენ, როგორმე ჩრდილი მიაყენონ მართლმადიდებლურ ეკლესიას.

_ მთლიანად ქრისტიანობა არ არის მათი სამიზნე?

_ მთლიანად ქრისტიანობაზე როგორ შეიძლება ლაპარაკი, როცა წარმოიდგინეთ, რომის პაპმა და მისმა კარდინალებმა მიიღეს ჰომოსექსუალიზმის შესახებ ენით გამოუთქმელი, ბოროტი კანონი. საუბარია ერთსქესიანებისთვის ქორწინების უფლების მიცემაზე. ნახეთ, როგორ ჩაწერეს: მათ აქვთ ღვთისგან მინიჭებული განსაკუთრებული მადლი, რომელიც მთელ ქვეყანას გამოადგებაო. საინტერესოა, რა მადლზე ლაპარაკობს ეს ხალხი და რით უნდა გამოადგნენ მსოფლიოს ჰომოსექსუალები.

ეს ერთი. ახლა მეორე: ამ ადამიანმა, რამდენიმე დღის წინათ რომის პაპმა სიქსტის კაპელა, სადაც კარდინალები რომის პაპს ირჩევენ, ავტოკონცერნპორშესგადასცა სამართავად, რომ მისგან მატერიალური სარგებელი მიიღოს. რა გამოდის, “პორშესახლა შეუძლია, იქ შეიყვანოს მანქანა და გააკეთოს რეკლამა.

გეკითხებით, რომელ ქრისტიანული სულისკვეთების ადამიანებზე ვსაუბრობთ? ჭეშმარიტების მატარებელი ამ ქვეყანად  მხოლოდ მართლმადიდებლური ეკლესიაა.

_ თანამედროვე ევროპაში მართლმადიდებლობას ყველაზე მეტად ებრძვიან. ამას წინათ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა განაცხადა, მართლმადიდებლობა ისლამურ ფუნდამენტალიზმზე საშიშია, რადგან ახდენს ოჯახური ურთიერთობების რეგლამენტირებას და არ ცნობს სექსუალურ უმცირესობებსო.

_ დღევანდელი დასავლეთი ჩემთვის არის ის ევროპა, რომელიც, სამწუხაროდ, ყველაზე დიდ მეძავად წარმოგვიდგება, თუმცა დარწმუნებული ვარ, იქ უბრალო ადამიანებს არ მოსწონთ, რაც ხდება, და მათაც თავს მოახვიეს ეს გარყვნილება. სხვათა შორის, ახლახან წავიკითხე ამერიკაში, თუ არ ვცდები, ნიუ ჯერსიში, მოხდა ასეთი რამ: მოსამართლემ დაწერა განცხადება და თავისი ნებით დატოვა თანამდებობა. მიზეზი იყო ის, რომ დაახლებით ერთი კვირის წინათ იქ დაკანონდა ერთსქესიანთა ქორწინება. ეს ადამიანი პირდაპირ წერდა: როდესაც მოვდიოდი ამ სამსახურში, ფიცი დავდე, რომ ჩემი სინდისის წინაშე ვიქნებოდი მართალი. დღეს ეს სინდისი მამხელს და არ მაქვს უფლება, მოსამართლის პოსტი მეკავოსო. ამას რატომ ვამბობ: დარწმუნებული ვარ, ამერიკაშიც და ევროპაშიც უბრალო ადამიანების 80 პროცენტი ასე ფიქრობს. ამის ნათელი მაგალითი იყო თუნდაც ის ფართომასშტაბიანი საპროტესტი გამოსვლები, რომლებიც პარიზში ტარდებოდა, როცა იქ ერთსქესიანთა ქორწინება დააკანონეს.

_ თუ უმრავლესობა ასე ფიქრობს, მაშინ როგორ ახერხებს ხელისუფლება მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებას?

_ სამწუხაროდ, უმრავლესობის ხმა არ ისმის. საქმე ის არის, რომ მსოფლიოს მართავს რაღაც კორპორაცია, გნებავთ, მსოფლიო ბანკი დაარქვით, გნებავთ, არასამთავრობოები და მათი გეგმით მიდის ყველაფერი. კიდევ ვიმეორებ: ისინი ანტიქრისტეს უმზადებენ ტახტს.

რაც შეეხება ამ მიზნის მისაღწევ საშუალებებს, ჯერ კიდევ როდის ამბობდა ნაპოლეონი, ხუთ გაზეთს მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე 100 ათას კბილებამდე შეიარაღებულ ადამიანსო. აი, ესაა პროპაგანდის ძალა და ამ პროპაგანდისტულ იარაღს _ მათ კონტროლს დაქვემდებარებულ მასმედიას, ისინი კარგად იყენებენ.

_ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ახლახან სერბეთში სექსუალურმა უმცირესობებმა აღლუმი ჩაატარეს. იქაც უამრავი მორწმუნე ადამიანი ცხოვრობს და საზოგადოება რელიგიურია, მაგრამ ფაქტია, ეს მოახერხეს. როგორ ფიქრობთ, რიგში შემდეგი საქართველო ხომ არაა?

_ აქ სწორედ ამას ამზადებენ და ყველაფერი კეთდება სიტუაციის მოსამწიფებლად.

არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიმეორებ: ილიას უნივერსიტეტი არის ეკლესიის მტრების ბუდე! როცა ხელისუფლებაში სააკაშვილი მოვიდა, იქ ჩატარდა წმენდა და სამსახურიდან გაათავისუფლეს ძველი პროფესორები, რომლებიც საღად აზროვნებდნენ. მათ ნაცვლად კი მოიყვანეს ე. წ. ლიბერალები და უმოკლეს ხანში ეს სასწავლებელი გახდა ეკლესიის მტრების საბუდარი. დღემდე ასე გრძელდება, ისევ ის სატანისტები არიან ლექტორები და ისევ იმ იდეოლოგიით მოქმედებენ, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს ჰქონდათ.

სააკაშვილს, სადაც კი გამოდიოდა, ყველგან ილია ჭავჭავაძის სურათი ეკიდა. ეს იმიტომ, რომ ხალხი შეცდომაში შეეყვანა. არადა, ილია  ამბობდა: საქართველოს ისტორიიდან ამოიღეთ ეკლესიის ისტორია და იქ არაფერი დარჩებაო; ერთ-ერთი ათონელი მამა კი ამბობდა: სკოლებიდან გაიტანეთ ხატები და მიიღებთ დემონების მოსავალსო. ამათმა პირველი, რაც გააკეთეს, სკოლებიდან ხატების გატანის საკითხი დააყენეს. არ გახსოვთ, რას ამბობდა სააკაშვილის საამაყო მინისტრი კახა ლომაია? “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება”, “შუშანიკის წამება” და სხვა ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები დაძველებული ტექსტებია, რომლებიც არაფერს აძლევს ადამიანსო. “ვეფხისტყაოსანი” კი გაუგებარ ენაზე ყოფილა დაწერილი. გგონიათ, ეს ყველაფერი შემთხვევით ხდებოდა? ეს იყო ზუსტად იმ ევროპელების, იმ ბანდისა და ხროვის ნაკარნახევი ინსტრუქცია, რომელიც, ჩვენდა სამწუხაროდ, დღეს ყველაფერს მართავს.

_ თქვით, რომ პროპაგანდისტული საშუალებები მათ ხელშია. ასეთ ვითარებაში რა გზა გვრჩება ჩვენ, ვისთვისაც მიუღებელია ეს . . ნეოლიბერალური ღირებულებები?

_ არჩევანი გვაქვს: ან მივყვებით უფლის გზას, რომელიც ჭეშმარიტების გზაა, ან ვემორჩილებით პროპაგანდას, რომელიც შთანთქავს ყველაფერს. ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ახლა მიდის მსჯელობა, რას მიიღებს ამით სახელმწიფო. არანაირი მსჯელობა საჭირო არ არის. შეხედეთ, რა ხდება თვითონ ევროპაში.

თუ გვინდა ღვთის უარყოფა და უფლის გმობა, ევროინტეგრაცია ამას გარდაუვალს გახდის. თუ _ არა, გამოსავალი არის ერთადერთი _ ეს არის რწმენა და სიყვარული ჭეშმარიტი მართლმადიდებლური რელიგიისა.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ადამიანებო გამოპხიზლდიტ. ნუ ემონებიტ ყოპიტ კეტილდღეობას, ეს ყველაპერი წარმავალი.

    მარტმადიდებლობა არის ჩვენი ხსნა, ტუ არადა მერე გვიან იკნება….როგოირ ერი და როგორ კბვეყანა საკარტველო აღარ იარსებებს ტავისი განუმეორებელი ღირებულებებიტ!!!!! დაპიკრდიტ , შეხედეტ როგორ გვმოძღვრავენ და როგორ დირეკტივებს გვაძლევენ დასავლეტიდან. აუტანელი ეს ყველაპერი..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here